fbpx
უკრაინა

რა ვნახოთ ლვოვში: ტოპ 8 საინტერესო ადგილი

უკრაინის სხვა ქალაქებთან შედარებით ლვოვი ყველაზე მომხიბლავი ქალაქია. იგი არცერთ პოსტსაბჭოთა ქალაქს არ ჰგავს, რომელიც სხვა ქვეყანაში გინახავს. ლვოვი ფერადი და ძალიან ლამაზია! და მაინც, რა ვნახოთ ლვოვში? უკრაინის ეს ქალაქი ევროპის არც თუ ისე ცნობილი ‘მარგალიტია’. საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქი, ძალიან ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნავი ადგილით ამაყობს. აქ ნახავ აღმოსავლური და დასავლური კულტურის უნიკალურ კომბინაციას.

ქალაქს სახელი ‘ლვოვი’ თურმე, გალიჩია-ვოლინიას მმართველ დანიელ გალიჩიას პირველი ვაჟის, ლეოს, საპატივცემულოდ  დაარქვეს.

საკვირველია ის, რომ ლვოვის ისტორიული ცენტრი, ანტიკური შენობები და ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები გერმანიისა და საბჭოთა ოკუპაციას, მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა და დღეს რასაც აქ ნახავ, პირვანდელ სახეს ატარებს.

ლვოვის ღირსშესანიშნაობები

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი საკმაოდ დიდია, ორი დღე სავსებით საკმარისია ყველა ღირსშესანიშნავი ადგილის სანახავად. ქალაქის დათვალიერების ყველაზე კარგი საშუალება ქუჩებში სეირნობაა. ფეხით ადვილად შემოივლი უმეტეს ადგილს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა იშვიათად დაგჭირდება.

რა ვნახოთ ლვოვში: ბაზრის მოედანი (Rynok Square)

რა ვნახოთ ლვოვში

ქალაქის ცენტრში არსებული მოედანი დღემდე ბევრი კულტურული, პოლიტიკური და სოციალური მოვლენის განვითარების ადგილია. დაჯექი ერთ-ერთ სკამზე, მიმოიხედე გარშემო და დააკვირდი ულამაზეს არქიტექტურას. თუ რაიმე რჩევა გჭირდება, აქვეა ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც.

რა ვნახოთ ლვოვში: ოპერის თეატრი

დედაჩემისგან ბევრი მსმენია ლვოვის ოპერის თეატრის სილამაზეზე და მეც აუცილებლად უნდა მენახა. მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული ნეო-რენესანსის სტილის ოპერის თეატრი არქიტექტურული შედევრია.

რა ვნახოთ ლვოვში:

ინტერიერი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ექსტერიერი. აქ ქანდაკებები და ნახატები სხვადასხვა ფერის მარმარილოთია შემკული.  ოთხი წრიული დარბაზი კი ათასზე მეტი ადამიანს იტევს.

რა ვნახოთ ლვოვში: ბოიმის სამლოცველო

ამ უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობას ანალოგი არც უკრაინაში და არც ევროპაში არ აქვს. შენობა უნგრელი წარმოშობის ვაჭარ, გეორგი ბოიმს ეკუთვნის. ლვოვში ღვინის ვაჭრობით ცნობილმა გეორგიმ გადაწყვიტა თავისი ოჯახისთვის ულამაზესი სამლოცველო აეშენებინა.

რა ვნახოთ ლვოვში:

სამლოცველოს ერთ-ერთი ფასადს ქვის ქანდაკებებით შემკული რელიგიური სცენები ამშვენებს, ხოლო მეორე მხარეს კი ვიტრაჟი, სადაც ვაჭარი და მისი ცოლია გამოსახული.

სამწუხაროდ, სამლოცველოს ნახვა მხოლოდ ზაფხულში შეიძლება.

რა ვნახოთ ლვოვში: ლიჩაკოვის სასაფლაო

ვიცი გაუგებარია რატომ გთავაზობ სასაფლაოს მონახულებას. მაგრამ ეს სასაფლაო განსაკუთრებულია და კულტურულ-ისტორიული მუზეუმია. 40 ჰექტარზე გაშლილი სასაფლაო მართლა ძალიან ლამაზია. არც მე მჯერა ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეა.

რა ვნახოთ ლვოვში:

ულამაზესი ქანდაკებები და სამლოცველოები ამ ადგილს მართლაც უნიკალურს ხდის. მერწუნე, ჯობს შენი თვალით ნახო.

ფასი: 30 UAH ბავშვები: 20 UAH

რა ვნახოთ ლვოვში: შევჩენკოს გამზირი

ერთ-ერთი ულამაზესი ქუჩა ლვოვში, სადაც შეგიძლია ევროპული არქიტექტურის მქონე შენობებით დატკბე. როცა სიარულით დაიღლები, ჩამოჯექი სკამზე და დატკბი გარემოთი.

ლამაზი დეკორაციები

ქალაქში ფეხით გადაადგილება იმიტომ მიყვარს, რომ ასეთი ლამაზი დეკორაციების აღმოჩენა შემიძლია.

იმგზავრე ტრამვაით

რა საკვირველია ყველგან ფეხით  არ დავდივარ. საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვიყენებ; ფანჯრიდან ქალაქის სხვადასხვა უბნების დათვალიერება ძალიან მიყვარს.

რა ვნახოთ ლვოვში:

რესტორანი “კრიივკა”

რესტორან „კრიივკა“-ში ჩვენი სადილობა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. ლვოვს თურმე ძალიან განსხვავებული, თემატური, რესტორნების ქსელი აქვს.

„კრიივკა“ საიდუმლო ადგილია, შესაბამისად მანიშნებელიც არსადაა. ან მისი ადგილმდებარეობა უნდა იცოდე, ან ჩვენსავით შემთხვევით წააწყდე. შესასვლელად კი პაროლია საჭირო.

მძიმე ხის კარზე დაკაკუნების შემნდეგ, სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი გიყვირის: „სლავა უკრაინი” (დიდება უკრაინას). შენ კი პასუხად „ჰეროამ სლავა” (დიდება გმირებს) უნდა იყვირო და მისი მოწოდებული სასმელი დალიო.

„კრიივკა“ მიწისქვეშა ბუნკერს გავს და საკვებიც სამხედრო ლითონის ჭურჭელში მოაქვთ.


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.