fbpx
Things to do in Hvar
ხორვატია

ტოპ 6 რამ, რაც შეგიძლია ნახო ჰვარში

ჰვარის კუნძულს, რომელიც ხორვატიაში სიდიდით მეორე ქალაქ სპლიტთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ადრიატიკის ზღვის სამკაულს უწოდებენ. თავისი მნიშვნელოვანი სანაოსნო და სტრატეგიული მდებარეობის გამო, ანტიკური პერიოდიდანვე ძალიან ცნობილი კუნძული მდიდარია კულტურით, ბუნებრივი მონუმენტებითა და ისტორიული ღირსშესანიშავი ადგილებით. გაინტერესებს კონკრეტულად რა ვნახოთ ჰვარში? მაშინ მიყევი პოსტს.

კუნძულ ჰვარზე დასათვალიერებელი ადგილები უშუალოდ ქალაქ ჰვარში მდებარეობს და ძალიან კარგი მიმართულებაა ერთდღიანი მოგზაურობისთვის სპლიტიდან ან კუნძულ კორჩულადან.

როგორ მიხვიდე კუნძულ ჰვარამდე

საწუხაროდ, ბორანი ერთადერთი საშუალებაა სხვა კუნძულებიდან და ხორვატიის ცენტრალური ქალაქებიდან ჰვარში მოსახვედრად. თუ რომელიმე ევროპული ქალაქიდან მოდიხარ, შეგიძლია სპლიტამდე ან ბრაჩიმდე იფრინო და შემდეგ უკვე ბორნით გადახვიდე ჰვარზე. საკმაოდ ხშირია სანაოსნო მიმოსვლა კორჩულადან და დუბროვნიკიდან.

ოქტომბერში კორჩულადან ჰვარამდე ბორანი მხოლოდ დილის 6 საათზე გადიოდა და 70 კუნა ღირდა.

Things to do in Hvar

თუ მანქანით მოგზაურობ, შეგიძლია წინასწარ დაჯავშნო ბილეთი ბორანზე მანქანითურთ მგზავრობისთვის. იარდოლინია არის ხორვატიის ყველაზე დიდი სანაოსნო კომპანია.

კორჩულას მსგავსად ჰვარიც საკმაოდ პატარა ქალაქია. ამიტომ, თუ ცოტა დრო გაქვს, გადასარევი ვარიანტია ერთ დღიანი ტურისთვის. ჩვენ არ გვინდოდა ღამით დარჩენა ჰვარში, ამიტომ კორჩულადან უთენია გავყევით ბორანს და ძალიან სასიამოვნო ერთი დღე გავატარეთ აქ: სანაპიროზეც მივიღეთ მზის აბაზანები, ისტორიული ღირსშესანიშანაობებიც დავათვალიერეთ და ნავსადგურშიც შევისეირნეთ.

რა ვნახოთ ჰვარში: წმ. სტეფანეს მოედანი

ეს მოედანი არის ქალაქის ცენტრალური მოედანი, მასიური კათედრალითა და შეთეთრებული შენობების მწკრივით ორივე მხარეს. რადგან ჩვენ საკმაოდ ადრე ჩავედით ქალაქში, რესტორანში სასაუზმოდ დავსხედით და ვაკვირდებოდით როგორ იღვიძებდა ქალაქი.

რა ვნახოთ ჰვარში: პოეტ ჰანიბალ ლუციჩის საზაფხულო რეზიდენცია

საზაფხულო რეზიდენაცია, რომელიც ძველი ქალაქიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს, წარმოადგენს გარეუბანში არსებული სახლების შესანიშნავ მაგალითს ეზოთი და ორი დაამატებითი სახლით. ხორვატი პოეტი ამ რეზიდენციაში ისვენებდა კიდევაც და სხვადასხვა საქმეებსაც აწარმოებდა ხოლმე.

რა ვნახოთ ჰვარში: ლოგიას უმშვენიერესი შენობა

ადრიატიკის ყურეს გადამყურე საათიანი კოშკი ერთადერთია, რომელიც ყოფილი მმართველის სასახლიდან შემორჩა. ის შენობა მე-16 საუკუნეში, გვიანი რენესანსის არქიტექტურულ სტილშია აშენებული. ახლანდელი, არსებული ინტერიერის დიზაინი ნეო-რენესანსულია და საგამოფენო დარბაზად და სასტუმრო “სასახლის” მისაღებ ჰოლად იყენებენ.

რა ვნახოთ ჰვარში:  ფრანცისკანულ მონასტერი და მუზეუმი

მე-15 საუკუნეში აშენებული, რენესანსის სტილის დეტალებით გამდიდრებული მონასტერი ქვის კედლებით, პატარა ბაღითა და ეკლესიით მაგიურ შთაბეჭდილებას დატოვებს შენზე. მონასტერშივეა მუზეუმი, სადაც შეგიძლია დაათვალიერო ანტიკური მონეტები, ხელნაკეთი და ლიტურგიისთვის საჭირო ნივთები.

რა ვნახოთ ჰვარში: ციხე-სიმაგრე

რა ვნახოთ ჰვარში

ფორტიკა ქალაქის მთავარ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი მდებარეობიდან გამომდინარე, მთის წვერიდან არაჩვეულებრივი პანორამული ხედი იშლება ქალაქზე, ზღვასა და მიმდებარე სივრცეზე.

ეს ძალიან კარგად შემონახული ციხე-სიმაგრე ცნობილია თავისი სილამაზით. აქვე შეგიძლია გაისეირნო ბასტიონზე, საპყრობილეში, დენთის შესანახ ოთახში, სამლოცველოსა და კოშკში.

რა ვნახოთ ჰვარში: ისიამოვნე მზიანი დღით სანაპიროზე

ქალაქის დათვალიერების შემდეგ, შეგიძლია სანაპიროზე წამოწვე ფრანცისკანული მონასტრის გვერდით. და თუკი ამინდი საკმაოდ თბილია, მაშინ ზღვაში შეცურვაც კი შეიძლება.



თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!