ხშირ შემთხევაში მოგზაურობას წინასწარ ვგეგმავთ, ვფიქრობთ შვებულებას სად გავატარებთ, ან სად გავექცევით ქალაქის ხმაურსა და სტრესს უქმეებზე. სამწუხაროდ, ამ გაზაფხულიდან მოყოლებული ძალიან ბევრს გეგმები ჩაგვეშალა და თვით-იზოლაციისთვის #დავრჩითსახლში. თუ ფეისბუქისა და ინსტაგრამის სქროლვა მოგბეზრდა, ან სანახავი ფილმებისა და სერიალების სიაც ამოწურე, გთავაზობ, რამდენიმე გზას თუ როგორ ვიმოგზაუროთ სახლიდან გაუსვლელად მსოფლიოს ძაააალიან ბევრ წერტილში.
როგორ ვიმოგზაუროთ სახლიდან გაუსვლელად
იბოდიალე ვირტუალურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
გიზას პირამიდები – ეგვიპტე
ანკორ ვატი – კამბოჯა
წაიკითხე: დეტალური ინფორმაცია თუ როგორ ვნახოთ ანკორ ვატი შენი მორიგი რეალური მოგზაურობისას
ტაჯ მაჰალი – ინდოეთი
პეტრა – იორდანია
პენის სასახლე – პორტუგალია
ალჰამბრა – ესპანეთი
ტიკალი – გუატემალა
მაჩუ პიჩუ – პერუ
ტულუმი – მექსიკა
თუ სხვა ქვეყნებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება გინდა, შედი გუგლის რუკაზე, მოძებნე შენთვის საინტერესო ადგილი, ქვედა მარცხენა კუთხეში დააჭირე ყვითელი კაცუნას პატარა ნიშანს და დასვი ცისფერ წრეზე. მაგალითად:

- დისნეილენდი სხვადასხვა ქვეყნებში
- თაიმს სქვერი (Times Square) ნიუ იორკში
- სიდნეის საოპერო სახლი ავსტრალიაში
- კოლიზეუმი რომში
- კილიმანჯაროს მთა ტანზანიაში
- ეიფელის კოშკი პარიზში
- ვერსალის სასახლე პარიზში
- ბურბონის ქუჩა ნიუ ორლეანში
- ა.შ.შ-ს ეროვნული პარკები
- აკრძალული ქალაქი ჩინეთში
მოინახულე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მუზეუმები ვირტუალურად
მსოფლიოს რამდენიმე ცნობილი მუზეუმი დამთვალიერებლებს ვირტუალურ ტურებსაც სთავაზობს. გამოიყენე შესაძლებლობა და დაათვალიერე სამხატვრო ხელოვნების შედევრები, გაეცანი ქვეყნისა თუ ქალაქის ისტორიას, ან იმოგზაურე კოსმოსში ნასასთან ერთად.
Google-ის ხელოვნებისა და კულტურის პროექტი – აქ 1,200-ზე მეტი მუზეუმის საგამოფენო დარბაზს, არქივებსა და კოლექციებს დაათვალიერებ. პროქტში ისეთი ცნობილი მუზეუმები იღებენ მონაწილეობას, როგორიცაა ვან გოგის მუზეუმი ამსტერდამში, MoMA ნიუ იორკში, ორსეის მუზეუმი პარიზში, ნოუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმი და ა.შ. ამათ გარდა, აქ დაათვალირებ სხვადასხვა ქვეყნის ისტორიის და ეროვნულ მუზეუმებს. მოკლედ, კარგად ჩაუყევი სიას, აუცილებლად იპოვი იმას, რაც გაინტერესებს.
ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი ვაშინგტონში – საიტზე განთავსებული ვირტუალური ტური საშუალებას გაძლევს, მოინახულო მუზეუმის ყველა დარბაზი, რომლებიც რეალური ვიზიტისას შეგიძლია შემოიარო, მათ შორის – დინოზავრების მაკეტები. საიტი საკმაოდ “მძიმეა” და ჩატვირთვას ცოტა დიდი ხანი უნდება, თუმცა დარბაზებში ბოდიალი ამ ლოდინად ნამდვილად ღირს.

ვატიკანის მუზეუმი – ვატიკანის მუზეუმის რამდენიმე ძალიან ცნობილი საგამოფენო დარბაზი ვირტუალურ ტურადაა გადაკეთებული, მათ შორის ლეგენდარული სიქსტეს კაპელა. ალბათ, იცით რომ, რეალური ვიზიტისას კაპელისთვის ფოტოს გადაღება არ შეიძლება, ამასთანავე, დიდი ალბათობით, შენს გარდა იქ საკმაოდ ბევრი ხალხი იქნება. ვირტუალური ტური კი გაძლევს საშუალებას მშვიდად და დეტალურად დაათვალიერო მიქელანჯელოს შედევრი.
ლუვრის მუზეუმი პარიზში – მუზეუმი მხოლოდ ოთხ ვირტუალურ ტურს სთავაზობს დამთვალიერებელს. ნავიგაცია საკმაოდ მარტივია, თითქოს ოთახიდან ოთახში დადიხარ. თუკი, რაიმე ნივთზე დამატებითი ინფორმაციის წაკითხვა დაგჭირდა, შეგიძლია, კითხვის ნიშანს დააჭირო, ან გამადიდებელი შუშის ნიშნით ეს ნივთი გაადიდო.
ნასა – ნასას რამდენიმე ფოტო და ვიდეო არქივი, ზემოთ ხსენებულ გუგლის პროექტშიც შეგიძლია ნახო. თავის ოფიციალურ საიტზე კი, ჰიუსტონში, აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ცენტრს შეგიძლია ეწვიო.
თუ სამხატვრო ხელოვნებაში დიდად ვარ ერკვევი და გინდა ცნობიერება და განათლება აიმაღლო, მაშინ გუგენჰაიმის ონლაინ წიგნების ბიბლიოთეკას ეწვიე, სადაც 200ზე მეტი წიგნის დათვალიერება ან ჩამოტვირთვა უფასოდ შეგიძლია.
დაათვალიერე მიტოვებული შენობები, რომელთა ნახვაც რეალობაში შეგეშინდებოდა
საიტები, რომლებიც მიტოვებული ადგილების 360 გრადუსით დათვალიერების საშუალებას იძლევიან

თუ მოჩვენებებით დასახლებული და ცოტა საშიში ისტორიები გიზიდავს, ამ სტატიას გადახედე, სადაც რამდენიმე ასეთი სახლის ვიდეო გადაცემა იუთუბზე დევს.
უყურე ლაივ კამერებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
სპილოები, ჟირაფები და სხვა ცხოველები აფრიკის საფარიდან
ვენეცია
ჩრდილოეთ ნათება – ავრორა ბორეალისი
ტაჰოის ტბა ამერიკაში
ადევნე თვალი რა ხდება ამ წუთებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებსა და სანაპიროებზე:
უყურე დოკუმენტურ/მხატვრულ ფილმებს სხვადასხვა ქვეყნების შესახებ
დროის გასაყვანად ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საქმიანობა სხვადასხვა ქვეყნების შესახებ დოკუმენტური ფილმებისა და სერიალების ნახვაა. Ამ გზით საინტერესო ინფორმაციას ვიგებ, ისეთ ადგილებს ვნახულობ, რომელიც შეიძლება გუგლის მეშვეობით ვერ მეპოვა ან ვერასდროს მენახა, ანდაც უბრალოდ ვტკბები ლამაზი ხედებით.
ჩემი ფავორიტი დოკუმენტური ფილმები:
- დევიდ ატენბოროუს ყველა დოკუმენტური მიყვარს, თუმცა მადაგასკარმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა
- დედამიწის წმინდა საოცრებები
- სამსარა – უხმო ფილმი, რომელიც 5 კონტინენტის 25 ქვეყანის გასაოცარ ადგილებს განახებს
- სკანდინავიის ხელოვნება
- ნეტფლიქსის სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტური ფილმები უფასოდ იუთუბ არხზე
- დედამიწის ტროპიკული კუნძულები
- აუხსნელი – მისტიური და აუხსნელი ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
- ტაილანდი: დედამიწის ტროპიკული სამოთხე
ჩემი ფავორიტი მხატვრული ფილმები:
- ნოთინგ ჰილი – Notting Hill
- ტოსკანის მზის ქვეშ – Under the Tuscan Sun
- ჭამე, შეიყვარე, ილოცე – Eat, Love, Pray
- ტურისტი – The Tourist
- მამა მია! – Mamma Mia!
- შეფ-მზარეული – Chef
- ერთი დღე – One Day
- ზაფხული გენუაში – Summer in Genoa
- შუაღამე პარიზში – Midnight in Paris
- ქალი ოქროში – Woman in Gold
- შვებულება – The Holiday
- ამელი – Amelie
- იოლტერ მიტის საუდუმლო ცხოვრება – The secret life of Walter Mitty
- ნაკიანი წელიწადი – Leap Year
- დამატებით სია შეგიძლია ნახო აქ
წაიკითხე წიგნები სხვადასხვა ქვეყნების შესახებ
მართალია, წიგნების მაღაზიები დაკეტილია, მაგრამ შეგიძლია სასურველი წიგნების ელექტორნული ვერსიები lit.ge-სა და Saba-ს ბიბლიოთეკაში მოძებნო. ხოლო, თუ ინგლისურ ენაზე გინდა წიგნების კითხვა მოგზაურობაზე, შეგიძლია ჩემს ამ სტატიას გადახედო. პოსტში ნახსენები წიგნების უმეტესობას ქინდლის ელეტრონული ვერსიაც აქვს.

მოამზადე რომელიმე ქვეყნის კერძი სადილად
ესეც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი აქტივობაა. დამეთანხმდები, მოგზაურობისას ბევრ ადგილობრივ კერძს ვსინჯავთ, დაბრუნებისას კი იმ კერძების გაკეთებას ვცდილობ, რომლებიც ძალიან მომეწონა. რეცეპტებს იუთუბზე, yummly მობილურ აპლიკაციაში, ან უბრალოდ გუგლში ვეძებ ხოლმე.