fbpx
where to stay in budapest
სასტუმრო,  უნგრეთი

სად დავრჩეთ ბუდაპეშტში?

მომავალი მოგზაურობის დაგეგმვისას დასარჩენი ადგილების შერჩევა საკმაო დროსა და კარგ კვლევას მოითხოვს, რათა ფრთხილად გაეცნო რევიუებსა და აღწერებს. ბუდაპეშტი პოპულარული, ჰიპური და თანამედროვე უბნების ქალაქია. თავისთავად ცხადია, ღამისგასათევი ადგილები დამოკიდებულია შენს ბიუჯეტზე, საჭიროებებსა და ლოკაციაზე. მაშ, გაინტერესებს, სად დავრჩეთ ბუდაპეშტში? ეს სტატია სწორედ შენთვისაა.

შენიშვნა:  ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილებიდან ყველგან არ დავრჩენილვარ, მაგრამ ეს პოსტი კვლევისა და ამ დასარჩენი ადგილების რევიუების შეფასების გაანალიზების შემდეგ დავწერე. აქ ჩამოთვლილი სასტუმროები, ჰოსტელები და აპარტამენტები არ მაფინანსებენ, აქედან გამომდინარე ისინი მხოლოდ საკუთარი სურვილით, ბიუჯეტზე, დიზაინსა და რევიუებზე დაყრდნობით შევარჩიე.

ორი ქალაქის ისტორია

ღამის გასათევი ადგილის დაჯავშნამდე, სასურველია ქალაქის განლაგებას გაეცნო ძალიან ზედაპირულად მაინც. დღევანდელი ბუდაპეშტი წარმოადგენს წარსულში ორი დამოუკიდებელი ქალაქის ბუდასა და პეშტის გაერთიანებას. 1873 წელს გაერთიანების შედეგად ბუდაპეშტი გადაიქცა უნგრეთის დედაქალაქად.

ქალაქი დაყოფილია ბუდა და პეშტის მხარეებად და შესაბამისად, ერთმანეთისგანაც განსხვავედება. მაგალითად, ბუდა მშვიდი, წყნარი, მწვანე და აუღელვებელი ქალაქია, პეშტი კი პირიქით – ენერგიული, დინამიური და მეტად საინტერესო.

ბუდაპეშტის უბნები

The Castle District (District I)

ქალაქის ბუდა ნაწილში, სასახლის უბანში მდებარეობს ბუდას სასახლე, მეთევზის ბასტიონი, წმ. მათიასის ეკლესია, რუდას აბანოები და გელერტის გორა. ეს ძალიან ლამაზი და ისტორიული უბანი საუკეთესო ადგილია ბუდაპეშტში ოჯახებისთვის ან მათთვის, ვისაც მშვიდი, წყნარი ადგილები უყვარს და თან ცენტრალურ ნაწილთან ახლოს ყოფნა სურს.

where to stay in budapest

Belvaros (District V)

ბელვაროსი მდებარეობს პეშტის მხარეს, მდინარე დუნაის სანაპიროზე. სწორედ ამ უბანში მდებარეობს პარლამენტის შენობა, წმ. სტეფანეს ბაზილიკა, ჯაჭვის ხიდი, მემორიალი ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე და ბუდაპეშტის ცენტრალური ბაზარი. ქალაქის ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო ნაწილია და შესაბამისად ნებისმიერი ტიპის მოგზაურს იზიდავს.

Free things to do in Budapest

Terezvaros (District VI)

პეშტის მხარეს მდებარე ამ უბნის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ანდრაშის გამზირი – ხეების ხეივანში ჩადგმული უზარმაზარი შენობები და სუნთქვისშემკვრელი ოპერის სასახლე. V რაიონისგან განსხვავებით, ეს უფრო ახალგაზრდულია და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასარჩენ ადგილად ითვლება ბუდაპეშტში.

where to stay in budapest
ოპეის თეატრი. Ibolya on Flickr

Erzsebetvaros (District VII)

ქალაქ ბუდაპეშტის პეშტის ნაწილში მდებარე უბნებიდან ეს ერთადერთია, სადაც ადრე ებრაული გეტო იყო. დღესაც კი, აქ უამრავ სინაგოგასა და ქოშერულ რესტორანს გადააწყდები. VII რაიონი იდეალური ადგილია გართობის მოყვარულთათვის, რადგან სწორედ აქ მდებარეობს ქალაქის საუკეთესო ღამის კლუბები.

Szimpla Kert

ცნობილი ნანგრევების ბარები სწორედ აქ არის და შესაბამისად ძალიან მარტივად შეძლებ ბარებისა და პაბების ჩამოვლას. მოკლედ რომ ვთქვა, ეს უბანი საუკეთესოა მათთვის, ვისაც სურს მოვლენების ეპიცენტრში, სტუდენტებსა და ახალგაზრდების გარემოცვაში ყოფნა.

Jozsefvaros (District VIII)

ეს ბუდაპეშტის ყველაზე დიდი რაიონია და შედგება მე-8 შიდა და გარეთა რაიონებისგან. გარეთა VIII ცოტათი მინგრეულ-მონგრეულია, მაგრამ შიდა ნაწილი კი ნამდვილად ისაა, სადაც ღირს დარჩენა. სასახლის უბნად წოდებულ შიდა, VIII რაიონში არის რამდენიმე ისტორიული ადგილი, მუზეუმები, პარკები და რა თქმა უნდა, სასახლეები.

Ferencvaros (District IX)

ფერეცვაროსი მორიგი ძალიან პოპულარული ადგილია ბუდაპეშტში, განსაკუთრებით უკანასკნელ ხანებში მინიჭემული ზედმეტსახელის – ლუდსახარშის რაიონის – გამო. აქ ერთმანეთის გვერდზე იპოვით ჰიპურ და ძალიან დახვეწილ კაფეებს და ამასთანავე, რაც მთავარია, ნაკლებად ტურისტულია.

ხალხმრავალი ადგილებიდან მოშორებით მდებარე IX რაიონი საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს ბუდაპეშტის ,,დაგემოვნება“ მთავარი ტურისტული ადგილების მიღმა და ნამდვილი, ადგილობრივი ცხოვრების სტილის შეგრძნება.

თუმცა არ იფიქრო, რომ ეს უბანი რამით ჩამოუვარდება სხვებს. აქვე მდენარეობს ნაციონალური თეატრი, ვეშაპის შენობა და ტერასა, ჰოლოკოსტის მუზეუმი და ცენტრალური ბაზარი.

ჰოსტელები ბუდაპეშტში

ყველამ კარგად ვიცით, რომ მოგზაურობისას ყველაზე მეტ თანხას ღამისგასათევ ადგილებში ვხარჯავთ. ჰოსტელები საუკეთესო ალტერნატივაა ნებისმიერ ადგილას დასარჩენად და ამასთანავე თანამოაზრე მოგზაურების გასაცნობადაც.

ჰოსტელი Avenue

ეს ჰოსტელი მდებარეობს ბუდაპეშტის ცენტრალურ ნაწილში და ამასთანავე ყველა საჭირო პირობით არის აღჭურვილი. აქვს საერთო სამზარეულო და წასახემსებლების ბარი. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაგჭირდება, მეტრო და ტრამვაის გაჩერება სულ რაღაც 2 წუთის სავალზეა, ხოლო ნიუგათის რკინიგზის სადგური – 7 წუთის სავალზე. ბუდას სასახლე 2კმ.-ში, ხოლოდ დუნაის სანაპირო 1.5კმ.-ში მდებარეობს და ორივემდე მარტივად მიხვალ ფეხით.

საზიარო (დორმების) ოთახების გარდა ავენიუ ჰოსტელში 3 სტუდიოს ტიპის და 1 4-ადგილიანი ოთახიცაა.

  • საუზმე: შედის საფასურში
  • ოთახი მხოლოდ ქალებისთვის: კი
  • სადღეღამისო მიმღები: კი

მიიღე 10% ფასდაკლება

ჰოსტელი Marco Polo Top

ბუდაპეშტში ღამის გასათევად ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია მეტროსადგურ Blaja Luja Ter-დან 350მ.-ით დაშორებული ჰოსტელი Marco Polo Top, სადაც არის საზიარო და იზოლირებული ოთახები ტერასითურთ. სურვილის შემთხვევაში, აქვე შეგიძლია ველოსიპედის დაქირავება და ქალაქის უფრო სწრაფად დათვალიერება.

ჰოსტელიდან ფეხით სავალ დისტანციაზეა ბუდაპეშტის რამდენიმე მთავარი ღირსშესანიშნაობა, როგორებიცაა: ნაციონალური მუზეუმი, ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა, ებრაული უბანი და ცენტრალური ბაზარი.

ჰოსტელში არის როგორც საზიარო (დორმები), ასევე ერთ, ორ, სამ და ოთხადგილიანი ოთახები.

  • საუზმე: დამატებით 4€
  • ოთახი მხოლო ქალებისთვის: არა
  • სადღეღამისო მიმღები: კი

მიიღე 10% ფასდაკლება

ჰოსტელი Flow

უნგრეთის ეროვნული მუზეუმიდან 700მ.-ში არსებული ჰოსტელი Flow 5-ვარსკვლავიან ჰოსტელად არის მონიშნული. თუკი ბუდაპეშტს გაზაფხულზე ან ზაფხულში ეწვევით, საღამოს, მთელი დღის ახალ შთაბეჭდილებებისგან მოქანცულზე ჰოსტელის ტერასაზე უბრალოდ დაჯდომაც კი უკვე  ძალებს აღგიდგენს. ჰოსტელში ბევრი მცენარეა და ირგვლივ არსებული სიმწვანე ასევე დადებითად მოქმედებს განწყობაზე. საერთო ოთახებში 3 საძინებელი აპარტამენტია, სადაც 6 ადამიანამდე ეტევა.

  • საუზმე: არა
  • ოთახი მხოლო ქალებისთვის: არა
  • სადღეღამისო მიმღები: კი

მიიღე 10% ფასდაკლება

Maverick City Lodge

ეს მორიგი 5-ვარსკვლავიანი ბუტიკ ჰოსტელია ბუდაპეშტში, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს დიდი სინაგოგადან, ნანგრევების ბარებიდან, დუნას სანაპიროდა და წმ.სტეფანეს ბაზილიკიდან. ჰოსტელ Marco Polo To-ს მსგავსად აქაც შეგიძლია ველოსიპედის ქირაობა. ყველა ოთახი აღჭურვილია კონდიციონერით და აქ დარჩენისას მარტივად აარიდებ თავს ცხელ ამინდებით გამოწვეულ დისკომფორტს.

ჰოსტელის პრივატულ ოთახებში ბრტყელეკრანიანი ტელევიზორები და საკაბელო ტელევიზიაა. ოთახების მიხედვით არის საერთო და იზოლირებული აბაზანა-ტუალეტები.

ჰოსტელში არის დიდი, საერთო სივრცე, სადაც შეგიძლია თავისუფალი დრო გაატარო, შეხვდე სხვა მოგზაურებს. საერთო სამზარეულოში კი დღის ნებისიერ მომენტში მოსახერხებელია საჭმლის მომზადება. ყავა და ჩაი უფასოა ნებისმიერი სტუმრისთვის.

  • საუზმე: არა, მაგრამ ჩამოსვლამდე შესაძლებელია წინასწარ შეკვეთა
  • ოთახი მხოლო ქალებისთვის: კი
  • სადღეღამისო მიმღები: კი

მიიღე 10% ფასდაკლება

ჰოსტელი Essential

ჰოსტელ Essential-ში, რომელიც მდებარეობს ძალიან ახლოს წმ. სტეფანეს ბაზილიკასთან, თავისუფლების მოედნის პარკთან, სახელმწიფო საოპერო სახლთან, ჯაჭვის ხიდთან, ფუნიკულიორთან და ბუდას სასახლესთან, შეგიძლია დარჩე როგორც საერთო და ასევე იზოლირებული ოთახებში. ზოგიერთ ოთახს აქვს თავისივე იზოლირებული სააბაზანო, ხოლო ზოგიერთი მათგანს კი მხოლოდ საერთო. სამზარეულოც საზიაროა და იქვეა სივრცე, სადაც არის ტელევიზორიც და DVD ფლეიერიც.

  • საუზმე: დიახ
  • ოთახი მხოლო ქალებისთვის: კი
  • სადღეღამისო მიმღები: კი

მიიღე 10% ფასდაკლება

საუკეთესო სასტუმროები ბუდაპეშტში

თუკი შენ მეტი კომფორტის მოყვარული ხარ და სასტუმროები გირჩევნია, ბუდაპეშტში ამ მხრივაც უზარმაზარი არჩევანია. მაშ ასე, ესაა ბუდაპეშტის საუკეთესო სასტუმროების სია, სადაც ალბათ, სიამოვნებით დარჩებოდა ნებისმიერი მოგზაური.

სასტუმრო SasONe

ბუდაპეშტის ცენტრში მდებარე სასტუმრო SasONe სულ რაღაც 200მ.-ში მდებარეობს წმ. სტეფანეს ბაზილიკისგან და აქედან სულ რამდენიმე წუთის სასეირნო მანძილზეა ჯაჭვის ხიდი, უნგრეთის პარლამენტის შენობა და სასახლის უბანი. სასტუმროს განსაკუთრებული მახასიათებელია ის, რომ ყველა ოთახი სრულიად თავისუფალია ალერგენებისგან. ყველა ოთახში არის კონდიციონერი და ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი სატელიტური მხარდაჭერით, გარდერობი და აბაზანა საჭირო ჰიგიენური საშუალებებით.

  • საუზმე: შედის ფასში
  • სადღეღამისო მიმღები: კი

მიიღე 10% ფასდაკლება

The Loft Budapest

სასტუმრო The Loft Budapest მდებარეობს ქალაქის ცენტრალური ნაწილის ერთადერთ საფეხმავლო-შოპინგ არეში; აქვს სახასიათო დიზაინი; ყველა ოთახში ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი; ზოგიერთ მათგანში კი ძალიან კომფორტული სავარძლებიც კი დგას. ყველა სააბაზანო ოთახში არის საჭირო ჰიგიენური საშუალებები და თმის საშრობი.

სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე ბარი, კაფე და სურსათის მაღაზია. აქედან საფეხმავლო მანძილზეა ბუდაპეშტის შემდეგი ღირსშესანიშნაობები: ელიზაბეტის ხიდი, წმ. სტეფანეს ბაზილიკა, ჯაჭვის ხიდი, სინაგოგა და შიდა ქალაქის უბანი. ასევე აქვე შეგიძლია ველოსიპედი იქირაო, რადგან მიმდებარე ტერიტორია საკამაოდ პოპულარული ველო-სასეირნო არედ არის აღიარებული.

  • საუზმე: არა
  • სადღეღამისო მიმღები: კი

მიიღე 10% ფასდაკლება

Eurostars Danube Budapest

სასტუმრო Eurostars Danube Budapest-ის ინტერიერი 1920-იანი წლების ატმოსფეროს თემატიკაზეა აგებული და ამასთანავე ყველა ოთახში არის კონდიციონერი, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, ელექტრომადუღარა და მაგიდა. ამ 4-ვარსკვლავიან სასტუმროს ბარში გვიანი შუადღიდან საღამომდე აქვთ უგემრიელესი კოქტეილები და სასმელები. ვარჯიშისმოყვარულ დამსვენებელთათვის სასტუმროში ფიტნეს ცენტრიც არის.

სასტუმროდან მარტივად მოხვდებით ბუდაპეშტის შემდეგ ღირსშესანიშნაობებთან: სინაგოგა, წმ. სტეფანეს ბაზილიკა, პარლამენტის შენობა და VII რაიონი. ასევე 300მ.-ის რადიუსშია სხვადასვხა ტიპის რესტორნები, ცნობილი ,,ნანგრევების“ ბარები და კაფეები.

  • საუზმე: დამოკიდებულია ოთახის საფასურზე. ზოგერთი მათგანის ფასი ითვალისწინებს საუზმეს, ზოგიერთის შემთხვევაში კი დასამატებელია 15 EUR
  • სადღეღამისო მიმღები: კი

მიიღე 10% ფასდაკლება

Roombach Hotel Budapest Center

Roombach Hotel Budapest Center მორიგი ბუტიკ სასტუმროა, რომელიც გვთავაზობს წასახემსებლების ბარს, ოთახებს კონდიციონერითა და ბრტყელეკრანიანი ტელევიზორებით და ცალკე ლაუნჯ სივრცეს სტუმრებისთვის. ზოგიერთ ოთახს ეზოზე აქვს ხედი. ყველა აბაზანაში არის თმის საშრობი და საჭირო ჰიგიენური საშუალებები.

სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში და შესაბამისად აქედან ფეხით სავალ მანძილზეა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები. ასევე, თუკი უნგრეთის სხვა ადგილების მონახულებას გეგმავთ, აქვეა Keleti-ს რკინიგზის სადგური და Nepliget-ის საერთაშორის საავტომობილო სადგური.

  • საუზმე: ფასში შედის
  • სადღეღამისო მიმღები: კი

მიიღე 10% ფასდაკლება

D8 Hotel

D8 მორიგი ქალაქის ცენტრში მდებარე  3-ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომლისგანაც საფეხმავლო მანძილზე მდებარეობს ბუდას სასახლე, სახელმწიფო საოპერო სახლი, ჯაჭვის ხიდი და დუნაის სანაპირო. სასტუმროს ბარი და ლაუნჯ სივრცე ძალიან კარგი ალტერნატივაა საღამოს დასასვენებლად და აქედან ქალაქის ხედების დასატკბობად. თავისთავად იგულისხმება, რომ სასტუმროს ყველა ოთახში არის ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, თმის საშრობი და აუცილებელი ჰიგიენური საშუალებები.

  • საუზმე: დამოკიდებულია ოთახის საფასურზე. ზოგიერთი მათგანის ფასი ითვალისწინებს საუზმეს, ზოგიერთის შემთხვევაში კი დასამატებელია 12.50 EUR
  • სადღეღამისო მიმღები: კი

მიიღე 10% ფასდაკლება

საუკეთესო აპარტჰოტელები ბუდაპეშტში

Corvin Plaza Apartments & Suites

VIII რაიონში, კისფალუდის ქუჩაზე მდებარე Corvin Plaza Apartments & Suites აერთიანებს გემოვნებიანი ბინებს, რომლებიც სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით სამზარეულოში, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორითა და გასაშლელი საწოლ-სავარძლით. ყველა სააბაზანოში არის თმის საშრობი და სარეცხი მანქანა; კონდიციონერი კი მხოლოდ ზოგიერთ ოთახშია – მოთხოვნის შესაბამისად.

ბუდაპეშტის ამ უბანში უამრავი რამის დათვალიერება შეიძლება, როგორიცაა სასახლის უბანი, რესტორნები და სავაჭრო ცენტრები. მათთვის, ვინც მანქანით მოგზაურობს, ჯერძო პარკინგიც ხელმისაწვდომია.

სურვილის შემთხვევაში, მიმღებში დაგაკვალიანებენ ყველა სასურველ მიმართულებაზე უშუალოდ ქალაქსა თუ მთლიანად უნგრეთის ფარგლებში.

მიიღე 10% ფასდაკლება

Prince აპარტამენტები

Prince აპარტამენტები მორიგი ძალიან კარგი არჩევანია აპარტამენტების მოყვარულთათვის. ბინები თანამედროვე დიზაინისაა, კეთილმოწყობილია და ბაღიც კი აქვთ. ბინების უმეტესობის აივანი სწორედ ამ ბაღებს გადაჰყურებს; ზოგიერთს აქვს საკმარისი სივრცე აივანზე სავარძლისთვის; ბრტყელეკრანიანი ტელევიზორები საკაბელო არხებით, სამზარეულო და მიკროტალღური ღუმელი.

თუკი დილას საუზმის გამზადების განწყობაზე არ ხარ, შეგიძლია მიმღებში სთხოვო და უახლოესი რესტორნიდან მოატანინებენ სასურველ საკვებს. საჭმლის კეთების მოყვარულთათვის კი პროდუქტების უახლოესი მაღაზია სულ რაღაც 150მ.-შია.

აპარტამენტებს ასევე აქვთ უფასო ველოსიპედების სერვისი, უბრალოდ მათი შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, წინასწარ ფასიანი ჯავშანი მოქმედებს. ბინებიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვანძები ახლოსაა და შესაბამისად მოხერხებულია ქალაქში გადასაადგილებლად. ბუდაპეშტის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან კი, 2კმ.-ის რადიუსში მდებარეობს გალეტის თერმული აბანოები.

მიიღე 10% ფასდაკლება

Airbnb-ის საუკეთესო შემოთავაზება ბუდაპეშტში 35$-მდე

Budapest Supreme Apartment

ჯოზსეფვაროსზე იგივე VII რაიონში ანუ ქალაქის ცენტრში მდებარე ეს ახალგარემონტებული ბინა იდეალური ვარიანტია მეგობრებისთვის, ბიზნესმენებისთვის, ოჯახებისთვის და წყვილებისთვისაც კი. მიმდებარე ტერიტორიაზე მარტივად იპოვით ფულის გადასახურდავებელ ჯიხურებს, პაბებს, კაფეებს, კლუბებს, რესტორნებს, აფთიაქებს და ა.შ. მეტრო და ტრამვაის გაჩერება სულ რაღაც 5წთ.-ის სავალზეა.

აპარტამენტს აქვს დიდი სასტუმრო ოთახი, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, დიდი და კომფორტული სავარძელი კონდიციონერი და ტელევიზორი. ბინა ქალაქის ცენტრში მდებარეობს და შესაბამისად ახლოსაა ბუდაპეშტის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან, თუმცა ამასთანავე ხმაურიანი ქუჩებიდან მოშორებითაა და მშვიდი, წყნარი დასვენების გარანტიასაც იძლევა.

მიიღე $34-ის ფასდაკლება პირველ ჯავშანზე

NEW nice&cheap, little apt in center !

VI რაიონში მდებარე ამ ძალიან კოპწია და მყუდრო aპარტამენტს გარს აკრავს სხვადასხვა საცხობები, მაღაზიები, ბარები, კაფეები და ა.შ. ჰოსოკის მოედანი, დიდი სინაგოგა, პარლამენტის შენობა და ოპერის სახლი ძალიან ახლოს, ფეხით სავალ მანძილზეა.

იმის მიუხედავად, რომ ბინა გადატვირთულ ქუჩებთან ახლოს მდებარეობს, სახლი მშვიდი და კომფორტულია. აქედან მეტროს 2 სხვადასხვა ხაზი, ქალაქის მთავარი ტრამვაი და ავტობუსის გაჩერებებიც ფეხით სავალ მანძილზეა და ნებისმიერ ადგილას უპრობლემოდ მოხვდები.

მიიღე $34-ის ფასდაკლება პირველ ჯავშანზე

Cheery Flat I. •centrally located•

მორიგი სახლი მდებარეობს ებრაულ კვარტალში, ბუდაპეშტის ყველაზე ფუსფუსა და ქოთქოთა არეში, რომელიც მდიდარია ნანგრევების ბარებით, კლუბებითა და რესტორნებით.  სახლი ახალგარემონტებულია, კეთილმოწყობილია ავეჯითა და ყველა საჭირო ტექნიკით სამზარეულოში, შესაბამისად შეგიძლია თვითონვე მოიმზადო საჭმელი ან უბრალოდ ყავა ან  უნგრული ღვინო მიირთვა კომფორტულად დივანზე წამოწოლილმა.

მიიღე $34-ის ფასდაკლება პირველ ჯავშანზე

Beautiful Charming Home in the Downtown!

პარლამენტის შენობასთან, გმირთა მოედანთან და მუზეუმის უბანთან ახლოს მდებარე ეს აპარტამენტი საუკეთესო ღამისგასათევია წყვილებისთვის, მეგობრებისთვის, ოჯახებისთვის და სოლო მოგზაურებისთვისაც. თუკი ბუდაპეშტიდან ერთდღიანი გასვლების დაგეგმვას აპირებ, დასავლეთის რკინიგზის სადგური სულ რამდენიმე წუთის სავალზეა.

მიიღე $34-ის ფასდაკლება პირველ ჯავშანზე


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.