ჩეხეთის დედაქალაქი, პრაღა, ფანტასტიკური მიმართულებაა შენი მომავალი დასვენებისთვის. აქ ნებისმიერი ქუჩის კუთხესა თუ მოსახვევში გადაეყრები დიდებულ არქიტექტურას, ისტორიულ ღირსშესანიშნაობებსა და რეკრეაციულ ადგილებს. აქაური აქტიური აურა კი აუცილებლად აღფრთოვანებულს დაგტოვებს. მაშ ასე, სად დავრჩეთ პრაღაში? ქალაქში ღამისგასათევი ადგილების ძებნისას, ცოტა ფრუსტრირებულიც კი შეიძლება დარჩე. ამ პოსტში თავი მოვუყარე იმ საუკეთესო სასტუმროებს, ჰოსტელებსა თუ აპარტამენტებს, რომლებიც შენს პრაღულ დასვენებას დაუვიწყარს გახდის.
შენიშვნა: ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილებიდან ყველგან არ დავრჩენილვარ, მაგრამ ეს პოსტი კვლევისა და ამ დასარჩენი ადგილების რევიუების შეფასების გაანალიზების შემდეგ დავწერე. აქ ჩამოთვლილი სასტუმროები, ჰოსტელები და აპარტამენტები არ მაფინანსებენ, აქედან გამომდინარე ისინი მხოლოდ საკუთარი სურვილით, ბიუჯეტზე, დიზაინსა და რევიუებზე დაყრდნობით შევარჩიე.
პრაღის უბნები
თავდაპირველად, საჭიროც და აუცილებელიცაა, პრაღის უბნებში გაერკვე ზედაპირულად მაინც. ქალაქის რაიონები დანომრილია ძალიან მარტივად, შემდეგნაირად: პრაღა 1, პრაღა 2 და ა.შ. თუმცა, ეს უბნები ცოოტა უცნაურადაა მიმოფანტული და უბნის ნომერი ათვლის დასაწყისში თუა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრში მდებარეობს. მაგალითად, პრაღა 4 ქალაქის ცენტრად არ ითვლება, მაშინ როდესაც პრაღა 10-ის რაღაც მონაკვეთი არის ქალაქის ცენტრალური ნაწილი.
Stare Mesto (პრაღა 1)
პრაღაში პირველად მოგზაურობისას ხაზგასმით გირჩევ, რომ ღამისგასათევი ადგილი ძველ ქალაქში, იგივე Stare Mesto-ზე იპოვო, რადგან ყველაფერი ახლოს გექნება და არ მოგიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება. ქალაქის ეს ნაწილი საკმაოდ დიდია და შესაბამისად, ნებისმიერი ფასის ღამისგასათევის პოვნა შესაძლებელია.

ჩეხეთის 7 ყველაზე პოპულარული ქალაქი პრაღასთან ახლოს
აქ შეგიძლია იხეტიალო ქვებით მოკირწყლულ ქუჩებში, დატკბე ფერადი შენობებითა და გასაოცარი არქიტექტურით, ეწვიო პრაღის ყველაზე გამორჩეულ და ცნობილ ღირშესანიშნაობებს, როგორიცაა ასტრონომიული საათი, ძველი ქალაქის მოედანი, ებრაული კვარტალი, კარლის ხიდი, სხვადასხვა მუზეუმები და სუვენირებისა და ტანსაცმლის მაღაზიები.
Mala Strana (პრაღა 1)
კარლის ხიდის გადაკვეთისთანავე იწყება მომცრო ქალაქის უბანი, სადაც პრაღის მაგიური სასახლე და წმ. ვიტუსის კათედრალი მდებარეობს, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს. ძველი ქალაქის მსგავსად, ეს უბანიც გადასარევი არჩევანია ღამისგასათევად, რადგან პრაღის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები შენი ხელის გულზე იქნება.

გაჰყევი გასაოცარი სახლებით დახუნძლულ მოკირწყლულ ქუჩას, რომელიც პრაღის სასახლემდე მიგიყვანს; ეწვიე პრაღის უვიწროვეს ქუჩას და ჯონ ლენონის კედელს; დატკბი კამპა პარკში მცოცავი, უსახეებო უცხოპლანატელი ბავშვების ქანდაკებებით. ეს ჩამონათვალი ძალიან მოკლეა და ამ უბანში უამრავი სხვა რამის აღმოჩენა შეიძლება.
Nove Mesto (პრაღა 1)
ქალაქის ეს ნაწილი ძველი ქალაქიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზეა. სწორედ აქ მდებარეობს პრაღის მთავარი მოედნები – ვაცლავსკას მოედანი – უამრავი ადგილობრივისა და უცხოელი მოგზაურის შეხვედრის ადგილი. სწორედ მის უკან მუზეუმის მოყვარულები იპოვიან უზარმაზარ, ნეორენესანსული სტილის შენობაში არსებულ ეროვნულ მუზეუმს.

Nove Mesto კარგად არის ურთიერთდაკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროს 2 ხაზითა და ტრამვაის სადგურებით. ქალაქის ამ ნაწილში გადაეყრები კლუბებს, ბარებს, ტანსაცმლის მაღაზიებს, ყავის მაღაზიებსა და ა.შ. სწორედ აქ მდებარეობს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ბარები – Lucerna and Nebe Cocktail & Music Bar. მეტიც, ვაცლავსკას მოედნის ერთ-ერთ გასახვევში იპოვით პრაღის წითელი ფანრების რაიონსაც კი.
ზემოთხსენებული Stare Mesto ასევე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ღამის ცხოვრებისთვის, რადგანაც სავსეა კლუბებით, ბარებითა და პაბებით. თუკი, ტიპური ტურისტული გამოცდილება არ გხიბლავს, მაშინ მთავარი ქუჩებიდან უნდა გადაუხვიო და დამალული ადგილები იპოვო, სადაც დაუვიწყარ ღამეებს გაატარებ.
Vinohrady (პრაღა 2)
მთავარი უბნებიდან არც ისე შორს მდებარე ვინოჰრადის უბანი წყნარი, ძალიან მწვანე დასახლებაა, სადაც უგემრიელეს ადგილობრივ კერძებსა და დელიკატესებს მოგართმევენ რესტორნებში. ვინოჰრადი მზარდი პოპულარობით სარგებლობს და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია ღამისგასათევად, რადგან მართალია, არც ისე ახლოსაა ქალაქის ცენტრიდან, მაგრამ ამასთანავე მშვიდი, წყნარი და უხმაუროცაა.
თუკი პარტნიორთან ერთად მოგზაურობ, ძალიან ისიამოვნებ ვრცელ პარკებში სეიორნობით, ლუდის ბაღებში ლუდის დაგემოვნებით ან უბრალოდ არქიტექტურის თვალიერებით. ერთ-ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია რიეგროვის ბაღი შებინდებულზე ან ნაშუადღევს მზეზე სანებივროდ, საიდანაც მერე გადაინაცვლებთ იქვე არსებულ ლუდის ბაღებში.
Smichov (პრაღა 5)
სმიხოვი მორიგი ძალიან კარგი, ჰიპური ადგილია არამხოლოდ წყვილებისათვის, არამედ ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის, რადგან აქ მუდმივად ფუსფუსია და ნამდვილი პრაღული ატმოსფეროს შეგრძნებაც ძალიან მარტივია. აქვეა ძალიან კარგი მაღაზიები და გასართობი ადგილებიც: კინოთეატრები, ბოულინგის ცენტრი, პაბები, კაფეები. წინათ ეს ინდუსტრიული ადგილი იყო, ამიტომ ისტორიული შენობების ძებნას აქ ნუ დაიწყებ.
სმიხოვი ძალიან კარგად არის დაკავშირებული მეტროს, ავტობუსებისა და ტრამვაის ქსელთან და შესაბამისად, აქედან ძალიან ადვილია ქალაქის ცენტრში წასვლა.
Vrsovice (პრაღა 10)
თუ ტურისტებით გადატვირთულ ადგილებზე მეტად ადგილობრივი ატმოსფერო და გამოცდილებები გიზიდავს, მაშინ ვრშოვიცე სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა წახვიდე. პრაღის ეს ჰიპური და თან ამავდროულად მშვიდი ქუჩებით სავსე ადგილი აერთიანებს გამაოგნებელ ბურჟუაზიულ სახლებს, რესტორნებს, არტ დეკო შენობებსა და კაფეებს. აქვე მარტივად იპოვი უმაგრეს ღამის ბარებს, სადაც ღამეებს ძალიან საინტერესოდ გაატარებ.
სხვა რაიონების მსგავსად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხივ, ვრშოვიცეც ძალიან კარგად არის დაკავშირებული პრაღის ცენტრალურ ნაწილთან და აქ მოსახვედრად სულ რაღაც რამდენიმე წუთი დაგჭირდება.
Zizkov (პრაღა 3)
ჟიჟკოვი მორიგი გადასარევი უბანია პრაღაში დასარჩენად, თუკი ეძებ ცენტრთან ახლოსმდებარე მშვიდ და წყნარ ადგილს. აქ ასევე ნაკლებადცნობილი, ძალიან საინტერესო ღირსშესანიშნაობებია თავმოყრილი. შესაძლოა, ჟიჟკოვში დარჩენას სულაც არ აპირებ, მაგრამ სტუდენტებითა და ახალგაზრდებით სავსე ეს უბანი საინტერესო ადგილია დროის გასატარებლად, განსაკუთრებით კი ბარები.

მეტიც, ჟიჟკოვი, ასე ვთქვათ, იზიარებს რიეგროვის ბაღების ნაწილს ვინოჰრადის უბნიდან და შესაბამისად აქედან ულამაზესი ხედები იშლება და უამრავი დასასვენებელი ადგილიცაა. აუცილებლად აისეირნე ჟიჟკოვის სატელევიზიო ანძის კოშკურასკენ და დაათვალიერე უსახო, მცოცავი უცხოპლანეტელი ბავშვების ქანდაკებები, შემდეგ გადმოხედე ქალაქის სუნთქვისშემკვრელ პანორამულ ხედებს, პატივი მიაგე ფრანც კაფკას საფლავს ებრაელების ახალ სასაფლაოზე და დატკბი ჟიჟკოვის უახლესი და უმაგრესი შენობით, აკროპოლის თეატრით.
სასტუმროები პრაღაში: საუკეთესო ჰოსტელები პრაღაში
შენიშვნა: პოსტი შეიცავს პროდუქტთან აფილირებულ ლინკებს, რაც გულისხმობს რომ, შენთვის დამატებითი ხარჯის გარეშე, მე მცირე საკომისიოს ვიღებ. ეს მეხმარება, ბლოგის შენარჩუნებასა და უფრო მეტი სტატიის წერაში :)
Sleep&Go
პრაღა 1-ში მდებარე ჰოსტელი Sleep&Go ძალიან ახლოსაა ვაცლავსკას მოედანთან, პრაღის ეროვნულ მუზეუმთან და ცხადია ძველი ქალაქთანაც. ჰოსტელს აქვს ტერასა, საერთო სივრცე და სამზარეულო, სადაც შეგიძლია დღისითაც წაიხემსო და საღამოს ივახშმო კიდეც.

ყველა ოთახში არის მადუღარა, ხოლო ზოგიერთში მიკროტალღური ღუმელი და მინი სამზარეულო კუთხეცი კი არის. პრაღა 1 ქალაქის ცენტრალური ნაწილია და აქედან ნებისმიერ ადგილას მარტივად მოხვდები საზოგადოებრივი ტრანსპორტით. კაფეებისთვის, ყავის მაღაზიებისთვის, სავაჭრო ცენტრებისა და რესტორნებისთვის შორს წასვლა ნამდვილად არ დაგჭირდება.
დორმების (საერთო ოთახი) გარდა, ჰოსტელში არის ერთ-ორ-სამ და ოთხ-საძინებლიანი ოთახები ყველა საჭირო ნივთით.
- საუზმე: არა
- ოთახი მხოლოდ ქალებისთვის: კი
- სადღეღამისო მიმღები: კი
ფასები: Booking.com
McSleep Hostel Prague
მორიგი პრაღა 1 რაიონში მდებარე ჰოსტელი, რომელიც სულ რაღაც 1კმ.-ში მდებარეობს პრაღის ასტრონომიული საათიდან, ძველი ქალაქის მოედნიდან, ებრაული კვარტალიდან და პრაღის სხვა მნიშვნელოვანი ადგილებიდან. McSleep Hostel Prague სტუმრებს სასმელებითა და ოთახის ქოშებით ხვდება და ამ სახალისო ტრადიციის გამო, მისვლისთანავე ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს.

ოთახებს თავიანთი საკეტები აქვს და შესაბამისად, ბარგისა და პირადი ნივთების, საბუთების დატოვება სრულიად უსაფრთხოა. ჰოსტელში არის საერთო სივრცე, სრულად აღჭურვილი სამზარეულო და ორი აივანი, საიდანაც შეგიძლია დატკბე ხედებით შენი საყვარელი სასმლით ხელში, იქნება ეს ყავა, ღვინო თუ ცნობილი ჩეხური ლუდი.
- საუზმე: არა
- ოთახი მხოლოდ ქალებისთვის: კი
- სადღეღამისო მიმღები: არა
ფასები: Booking.com | Agoda.com
Ping House
პრაღა 2-ში, ვინოჰრადში მდებარე ამ ჰოსტელში აქვთ საერთო, დორმის ტიპის ოთახები, საერთო სივრცე და სამზარეულო. თუმცა, თუ ვარდისფერი შენი საყვარელი ფერი არ არის, მაშინ ნაკლებ სავარაუდოა რომ აქ დარჩენა მოგეწონოს, რადგან თითქმის ყველაფერი ვარდისფერშია გადაწყვეტილი. სხვა ჰოსტელებისგან განსხვავებით, საუზმე ფასში შედის.

Ping House ახლოსაა პრაღის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან და ასევე ულამაზეს პარკებთან. სხვადასხვა რესტორნებთან და სურსათის მაღაზიებთან. აქედან ასევე ახლოსაა მეტროს, ავტობუსისა და ტრამვაის სადგურები, ასე რომ, ქალაქის სხვა რაიონებში წასვლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
- საუზმე: დიახ
- ოთახი მხოლოდ ქალებისთვის: კი
- სადღეღამისო მიმღები: არა
ფასები: Booking.com
Sophie’s Hostel
Sophie’s Hostel მდებარეობს ახალ ქალაქში, ნოვო მესტოში და შესაბამისად პრაღის ყველა ღირსშესანიშნაობა ფეხით სავალ მანძილზეა, მათ შორის ვაცლავსკას მოედანი, ეროვნული მუზეუმი, ძველი ქალაქის მოედანი და ძველი ებრაული სასაფლაო.

თანამედროვე დიზაინის მქონე ჰოსტელი და მეგობრული მომსახურე პერსონალი მისვლისთანავე ძალიან კომფორტულად გაგრძნობინებს თავს. სხვა ჰოსტელების მსგავსად აქაც არის საერთო სივრცე და სამზარეულო. ფასის დამატების შემთხვევაში, დილას შეგიძლია იქვე ბარში ისაუზმო.
საერთო საძინებლების გარდა, Sophie’s Hostel-ში არის 3-5 ადგილიანი აპარტამენტები და ერთ-ორ საძინებლიანი ოთახებიც.
- საუზმე: დამატებითი თანხა – 6 EUR
- ოთახი მხოლოდ ქალებისთვის: კი
- სადღეღამისო მიმღები: კი
ფასები: Booking.com | Agoda.com
Mosaic House
თანამედროვე დიზაინისა და ჰიპური გარემოს მქონე Mosaic House ბუტიკ-სასტუმრო და ეკო-მეგობრული ფილოსოფიის მქონე ჰოსტელია. პრაღა 2-ში მდებარე ჰოსტელი ახლოსაა ჩარლზის ხიდთან, პრაღის ლუდის აბანოსთან, სხავდასხვა პარკებთან, მოცეკვავე სახლთან, მდინარე ვლტავასთან, სლოვანსკის კუნძულთან და ა.შ. შენობაშივე არის ბარი და რესტორანი, შესაბამისად, აქვე შეგიძლია სასაომოვნო საღამოს გატარება სხვა მოგზაურებთან ერთად.

ყველა ტიპის ოთახში, იქნება ეს ცალკე თუ საერთო საძინებელი, კონდიციონერი აყენია. დორმის ტიპის ოთახებში არის ორსართულიანი საწოლები და ყველა ოთახს თავისი სააბაზანო აქვს, შესაბამისად დერეფნებში პირსახოცშემოხვეულს ბოდიალი აღარ გიწევს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებით უმარტივესად მოინახულებ პრაღის სასახლეს მცირე მხარეში (მალა სტრანაში), ოქროს გამზირს, ვალდშტეინსკის სასახლეს (Valdstejnsky Palace ) და მეტიც, შეგიძლია ფეხითაც კი გაისეირნო აქეთკენ და გზად დატკბე საუცხოო არქიტექტურით.
- საუზმე: დამატებითი თანხა – 13 EUR
- ოთახი მხოლოდ ქალებისთვის: კი
- სადღეღამისო მიმღები: კი
ფასები: Booking.com | Agoda.com
საუკეთესო სასტუმროები პრაღაში
Hotel Schwaiger
ეს 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო ძალიან კარგი არჩევანია მათთვის, ვინც პრაღაში ეძებს კომფორტულ ღამისგასათევს. ოთახები 1920-იანი წლების პრაღას მოგაგონებს და ამავდროულად ბრტყელეკრანიანი ტელევიზორებით, მადუღარათი და ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებითაა აღჭურვილი. სასტუმროს ტერიტორია მოიცავს დიდ ბაღს, რესტორანსა და ბარს.

სასტუმრო მდებარეობს პრაღა 6-ში და ოდნავ მოშორებულია ქალაქის ცენტრს, მაგრამ მიმდებარედ უამრავი პარკია და შესაბამისად დასასვენებლად და მშვიდ გარემოში დროის გასატარებლად ერთ-ერთი კარგი ვარიანტია. აქედან ძალიან ახლოსაა ქალაქის უდიდესი პარკი ლეტნა პარკი, ხოლო მალა სტრანამდე, პრაღის სასახლემდე, წმინდა ვიტუსის კათედრალამდე და ოქროს გამზირამდე შეგიძლია საზოგადოებრივი ტრანსპორტით წახვიდე ან ხანგრძლივი გასეირნება დაგეგმო.
- საუზმე: ფასში შედის
ფასები: Booking.com | Agoda.com
Kings Residence
იმის მიუხედავად, რომ Kings Residence ქალაქის ცენტრიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს, მაინც ერთ-ერთი კარგი არჩევანია პრაღაში დასარჩენად. თუკი ქალაქში ფეხით სეირნობის წინააღმდეგი არ ხარ, მაშინ 2-3კმ.-ის გავლის შემდეგ თავს ამოჰყოფ ძველ ქალაქში, ჩარლზის ხიდთან და პრაღის სასახლესთან. და თუ ტრანსპორტით გირჩევნია, მაშინ სასტუმროსთანვე არის ავტობუსისა და ტრამვაის გაჩერებები და ძალიან მარტივად მიხვალ სასურველ ადგილას.

ყველა ოთახში არის მადუღარა და სააბაზანო, ზოგიერთში კი პატარა სამზარეულო კუთხეც. ფასში შედის საუზმე შვედური მაგიდის სტილში.
- საუზმე: საფასურში შედის
ფასები: Booking.com | Agoda.com
Hotel Sunrise
Hotel Sunrise პრაღა 2-ში, I.P Pavlova-ს მეტროსადგურთან და ქალაქის ცენტრიდან საფეხავლო მანძილზე მდებარე 3-ვარსკვლავიანი სასტუმროა. აქ დარჩენა საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც დიდად არ ხიბლავს ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება და ფეხით სიარულს ანიჭებს უპირატესობას.

ყველა ოთახში არის ტელევიზორი, მინიბარი და ცალკე სააბაზანო. ზოგიერთ ოთახში დგას კომფორტული სავარძელი გრძელი და დამღლელი ფეხით სეირნობების შემდეგ განსატვირთად. მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ბარი, კაფე და რესტორანია ადგილობრივი სამზარეულოს დასაგემოვნებლად. და თუკი პრაღიდან ერთდღიან გასვლას აპირებ, რკინიგზის მთავარი სადგური სულ რაღაც 1.4კმ.-შია.
- საუზმე: დამატებით 5 EUR
ფასები: Booking.com | Agoda.com
Narodni Stay
ეს ცენტრში მდებარე 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო სულ რაღაც 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ძალიან ახლოსაა ასტრონომიული საათთან, პრაღის ძველ ქალაქთან, ბეთლემის სამლოცველოსთან, ჩეხეთის ეროვნულ თეატრთან და სხვა რეკრეაციულ ადგილებთან. ოთახები ძალიან ნათელია მაღალი ფანჯრების ხარჯზე. ყველა ოთახში არის ტელევიზორი და ცალკე სააბაზანო.ზოგიერთი ოთახის აივნიდან კი შესანიშნავი ხედი იშლება.

- საუზმე: არა
ფასები: Booking.com | Agoda.com
SlaBur Residence
SlaBur Residence მორიგი კარგი არჩევანია პრაღის ძველ ქალაქში. ამ აპარტამენტსასტუმროში შესაძლებელია საკვების თავად მომზადება, არის საერთო სივრცე და ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი.

ზოგიერთ ოთახში ცალკე სივრცე არის საზარეულოსთვის, სადაც ყველა საჭირო ტექნიკა დაგხვდება, მათ შორის: მიკროტალღური ღუმელი, ქურა და მაცივარი. სასტუმრო იმდენად კარგ ადგილას მდებარეობს, რომ პრაღის ყველა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა ფეხით სავალ მანძილზეა. მეტიც, ყოველ დილას ნოყიერ საუზმესაც კი გთავაზობენ.
- საუზმე: საფასურში შედის
ფასები: Booking.com | Agoda.com
Aparthotel Wenceslas
Aparthotel Wenceslas ზედგამოჭრილი ადგილია ქალაქის ხედების განსაკუთრებულად მოყვარულთათვის. აქედან ვაცლავსკას მოედნამდე და პრაღის მთავარ ღირსშესანიშნაობებამდე სულ რაღაც 2 წუთის სავალია.

აპარტამენტის სამზარეულო სრულადაა აღჭურვილი ქურით, ჭურჭლის სარეცხი მანქანითა და ყველა საჭირო ნივთით, ასე რომ, ზედმეტი საზრუნავი აქ დარჩენისას ნამდვილად არ გექნება. ამავე უბანში უამრავი რესტორანი, ბარი, ყავის, ტანსაცმლისა და სუვენირების მაღაზიებია, რომელთაც ნებისმიერ დროს შეგიძლია ესტუმრო.
- საუზმე: არა
ფასები: Booking.com | Agoda.com
ბინები პრაღაში 35$-მდე
Sokolovska apartments
ამ საყვარელ და მყუდრო აპარატამენტში 3 ადამიანის ადგილია. კარლინის რაიონში მდებარე ეს ბინა ფეხით სავალ მანძილზეა ძველი ქალაქიდან, თუმცა ტრამვაითაც შეგიძლია უფრო სწრაფად მისვლა. ჩეხეთში ერთდღიანი მოგზაურობების დაგეგმვის შემთხვევაში ფლორენსის ავტობუსების სადგურიც აქვეა.

პარკები იმდენად ახლოსაა, რომ საღამოობით აუცილებლად მოგანდომებს გასეირნებას. სახლიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზეა რესტორნებიც, პაბებიც და სუპერმარკეტიც. ამ ახალგარემონტებულ ბინაში ყველაფერია შენი კომფორტული დასვენებისთვის.
••2BR, BrightAP, Close to OldTown FREE BREAKFAST••
პრაღა 3-ში წყნარ და მშვიდ უბანში მდებარე ამ აპარტამენტში ყველაფერია, რაც პრაღაში ყოფნისას შეიძლება დაგჭირდეს. ცხადია, იგულისხმება სამზარეულოც, ქურაც, მადუღარაც და ყველა საჭირო ჭურჭელი ლანჩებისა და სადილების მოსამზადებლად.

ბოჰემურ სტილში გადაწყვეტილი ეს აპარტამენტი სახლში ყოფნის შეგრძნებას გიტოვებს. ოთახები ნათელი და სივრცულია. პრაღის მთავარ ღირსშესანიშნაობებამდე 15-30 წუთში მიხვალთ ფეხით, ტრამვაით კი – გაცილებით ცოტა დროში. აქვე მდებარეობს ჟიჟკოვის ცნობილი სატელევიზიო ანძა და მასზე მცოცავი უცხპლანეტელი, უსახო ბავშვების ქანდაკებები.
Feel the Spirit of Prague new town center
აპარტამენტი აგურის სახლის მეორე სართულზე სულ რაღაც 25 მეტრში მდებარეობს ვაცლავსკას მოედანთან. ცხადია, ბინაში არის სამზარეულო, ტელევიზორი, გარდერობი, სასადილო მაგიდა და საუკეთესო ვარიანტია ორი ადამიანისთვის, მითუმეტს რომ აქვს აივანი, საიდანაც შეგიძლია დატკბე ქალაქის ხედებით.

მდებარეობიდან გამომდინარე, ნებისმიერ ადგილას მისვლა ძალიან მარტივია ისტორიული ღირსშესანიშნაობებიდან დაწყებული, სავაჭრო ცენტრებითა და ბარებით დასრულებული.
Sokolovska Autumn apartment
ბინა მდებარეობს კერლინის რაიონში, რომელიც პრაღის ახალდამატებულ უბანს წარმოადგენს. რადგანაც აქაურობას მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ურბანული განვითარება არ შეხებია, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მწვანე ტერიტორიაა შემორჩენილი, სადაც ჰარმონიულადაა გადანაწილებული ბარები, პაბები, რესტორნები და მაღაზიები.

Sokolovska Autumn Apartment 1887 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაშია განთავსებული, თუმცა ბინის დიზაინი ძალიან თანამედროვე, კომფორტული და მყუდროა. აქედან ნებისმიერ ადგილას მოხვედრა მარტვია ფეხითაც და საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც. თუ შორს აპირებ წასვლას, აქვეა ავტობუსის, მეტროს და რკინიგზის სადგურები.