კომფორტული მოგზაურობისთვის აუცილებელია გქონდეს სწორად შერჩეული ნივთები. დღესდღეობით ძალიან ბევრი სამოგზაურო აქსესუარი არსებობს, რაც არჩევანის გაკეთებას თავისთავად ართულებს.
იმედი მაქვს დაგეხმარები სწორად შეარჩიო ისეთი სამოგზაურო აქსესუარი, რომელიც მოგზაურობას გაგიადვილებს. პირადად მე, ამ ყველაფერს თითქმის ყველა მოგზაურობისას ვიყენებ.
შენიშვნა: პოსტი შეიცავს პროდუქტთან აფილირებულ ლინკებს, რაც გულისხმობს რომ, შენთვის დამატებითი ხარჯის გარეშე, მე მცირე საკომისიოს ვიღებ. ეს მეხმარება, ბლოგის შენარჩუნებასა და უფრო მეტი სტატიის წერაში :)
პირადი ჰიგიენის პატარა ბოთლები
ყველამ ვიცით, რომ ავიაკომპანიებს ბარგზე კონკრეტული შეზღუდვები აქვს. მთელი ბოთლი პირადი ჰიგიენის საშუალებების წაღება არც კომფორტულია, ადგილსაც იკავებს და ჩემოდანს წონასაც მატებს. მე ასეთ პატარა ბოთლებს ვიყენებ, რომლებშიც თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებებს ვასხამ და მთელი მოგზაურობისას მყოფნის. ბოთლების ატანა ხელბარგშიც შემიძლია და არავინ არაფერს მეტყვის.
წაიკითხე: საუკეთესო სამოგზაურო ზურგჩანთა: Osprey Farpoint 55 დეტალური მიმოხილვა
კოსმეტიკის ჩანთა
მოგზაურობისას ჩემთვის მნიშნველოვანია ყველაფერი ადვილად მოვძებნო და ხშირად გამოყენებადი ნივთები ერთად იყოს თავმოყრილი. სწორედ ამიტომ, ყველაფერი ასეთ კოსმეტიკის ჩანთაში მაქვს. ჩანთაში პატარა ბოთლებს, წამლებს, სახის მოვლის საშუალებებსა და პირველადი დახმარების ნივთებსაც მშვენივრად ვატევ.
ამ კონკრეტულ ჩანთას პატარა ჩამოსაკიდიც აქვს, რომელიც მიადვილებს სააბაზანოში ჩამოსაკიდზე დაკიდებას და ადვილად შემიძლია ვიპოვო რაც მჭირდება.
პირსახოცი
ესეც, ჩემი, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სამოგზაურო აქსესუარია, რომელიც წუთებში შრება, ანტი-ბაქტერიულია, თხელი და დიდ ადგილს არ იკავებს!
Tდასაპრესი ჩანთები
ეს დასაპრესი ჩანთები კარგია ლაშქრობისთვის განკუთვნილი ზურგჩანთისთვის. იგი კარგად პრესავს სქელ და მძიმე ტანსაცმელს, რომელიც ჩანთაში დიდ ადგილს იკავებს.
ბალიში
ამ სიაში ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი სამოგზაურო აქსესუარი ბალიშია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ხანგრძლივი ფრენა და ავტობუსით მგზავრობა მიწევს.
ყურსასმენები
უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვუსმენ აუდიო წიგნებს. ჩემი Skullcandy-ს ყურსასმენები აუცილებელი ნივთია მოგზაურობისას. ის კარგად ახშობს გარე ხმაურს, ძალიან კარგი ხმა აქვს და რაც მთავარია Bluetooth-ითაც უკავშირდება ტელეფონს.
ნიღაბი
ამას ჩვეულებრივ, ყოველდღიურადაც ვხმარობ. უამრავი მსგავსი ნიღაბი მქონია, მაგრამ ყველაზე კარგი ისაა, რომელსაც შიგნით გამაგრილებელი გელი აქვს. გელი ხელს უშლის ძილისგან თვალების შეშუპებას.
პასპორტის საფულე
ეს პირველად მაშინ ვიყიდე, როდესაც აზიაში 213 დღის გატარებას ვგეგმავდი. საფულეს რამდენიმე განყოფილება აქვს სადაც შეგიძლია სხვადასხვა მნიშნველოვანი დოკუმენტი შეინახო. აქ მიდევს ვაქცინაციის ცნობა, პასპორტი, ფული, საკრედიტო ბარათები, და ა.შ.
ყოველდღიურ საფულედ მისი გამოყენება ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ იმისათვის რომ ფულის ნაწილი და მნიშნელოვანი დოკუმენტები ზურგჩანთის შიგნითა ჯიბეში კარგად დამალო, ფანტასტიკურია!
დასაკეცი ზურგჩანთა
ჩემს სასიაში ახალი შენაძენია. 10 ლიტრის მოცულობის Quechua-ს ზუგრჩანთა კომპაქტურია, მაშინ როდესაც მხოლოდ ხელბარგით მიდიხარ სადმე და არ მიგაქვს ორი ჩანთა. მასში ყველა საჭირო ნივთი ეტევა. თან, დაკეცილი იმდენად პატარაა, რომ შეგიძლია ჯიბითაც კი ატარო და საჭიროებისამებრ გამოიყენო.