ნებისმიერი მიმართულებით მოგზაურობის დაგეგმვისას უამრავ რამეზე უნდა იზრუნო და ერთ-ერთი მათგანი სამოგზაურო დაზღვევის გაკეთებაა. დღესდღეობით ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის პირობებში, მოითხოვს სამედიცინო დაზღვევას. ეს უბრალოდ უცხო ქვეყანაში შენი უსაფრთხოების მორიგი საშუალებაა და ყოველთვის საჭიროა, თუკი რამე დაგემართება. ქვემოთ მიმოვიხილავ რამდენიმე ძალიან კარგ სადაზღვევო კომპანიას და ავხსნი თუ რისთვის გვჭირდება ისინი.
შენიშვნა: პოსტი შეიცავს პროდუქტთან აფილირებულ ლინკებს, რაც გულისხმობს რომ, შენთვის დამატებითი ხარჯის გარეშე, მე მცირე საკომისიოს ვიღებ. ეს მეხმარება, ბლოგის შენარჩუნებასა და უფრო მეტი სტატიის წერაში :)
მანამ სანამ კომპანიების განხილვაზე გადავიდოდე, მოდი მოკლედ ვიტყვი სამოგზაურო დაზღვევის მნიშვნელოვნობაზე.
რა არის სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა?
სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა ან სამოგზაურო დაზღვევა ეს არის კიდევ ერთი მომსახურება მოგზაურებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში დასასვენებლად ან საქმიან შეხვედრაზე მიემგზავრებიან გარკვებული პერიოდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ეს იმის გარანტიაა, რომ საჭიროების შემთხვევაში შენი ჯანმრთელობისთვის საჭირო პროცედურები შეუფერხებლად მოგეწოდება.

გაითვალისწინე, რომ ბევრი სადაზღვევო კომპანია არ მოიცავს სამოგზაურო დაზღვევას და არ დაფარავს სტომატოლოგიურ ან სხვა ტიპის სამედიცინო საჭიროებებს საზღვარგარეთ. მეტიც, შეიძლება უცხო ქვეყანა ვერც კი დატოვო თუკი მიღებულ სერვისში ფულს იქვე არ გადაიხდი. ამიტომ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა ძალიან აუცილებელი რამეა.
რა მომსახურებას ფარავს დაზღვევა?
ეს დიდწილად დამოკიდებულია სადაზღვეო კომპანიაზე, მის პოლისებსა და შეძენილ პაკეტზე. თუმცა, არსებობს ყველაზე ხშირად არსებული სამედიცინო სასწრაფო-გადაუდებელი შემთხვევები მოგზურობისას, რომლებსაც, როგორც წესი, ყველა სამოგზაურო დაზღვევა ფარავს:
- ტრავმა
- კბილის ტკივილი
- რესტორანში მოწამვლა
- სასწრაფო-გადაუდებელ განყოფილებაში მოხვედრა
- ამბულატორიის საჭიროება
ტიპური სამედიცინო პროცედურების დაფარვის გარდა, კარგი და უფრო სრული პაკეტები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ შემთხვევებსაც:
- მოგზაურობის გაუქმება ნებისმიერი მიზეზით
- ბარგის დაზღვევა მისი დაგვიანების, დაკარგვის, დაზიანების და მოპარვის შემთხვევაში
- მოგზაურობის გადადება

რას არ ფარავს დაზღვევა
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს დამოკიდებულია კომპანიაზე. ბევრი კომპანია ანაზღაურებს მოგზაურობის გაუქმებას მაგრამ გაუქმების მიზეზი მნიშვნელოვანია, რადგან ცხადია, ყველანაირი მიზეზი კომპანიისთვის მისაღები არ არის. ესენია მოგზაურობის გაუქმების ის მიზეზები, რომლებიც შესაძლოა კომპანიამ გაითვალისწინოს:
- დაზღვეული პირის, ოჯახის წევრის, მოგზაურობის კომპანიონის ან ბიზნესპარტნიორის ავადმყოფობა ან დაზიანება
- დანიშნულების ადგილზე მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა
- სამოგზაურო კომპანიის გაკოტრება ან ფინანსური პრობლემები
- დანიშნულების ადგილზე მომხდარი ტერორისტული აქტი
- ბიზნესის ან კერძო საკუთრების დაზიანება, გაქურდვა
- პასპორტის ან ვიზის მოპარვა გამგზავრებამდე
- გამგზავრებამდე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა
- და ა.შ.
რა ღირს სამოგზაურო დაზღვევა?
სამოგზაურო დაზღვევის ფასები ვარირებს კომპანიის, პაკეტების და ანაზღაურებადი სამედიცინო სერვისების შესაბამისად. ასევე ფასი დამოკიდებულია მოგზაურობის ხანგრძლივობაზე, მოგზაურთა ასაკზე, სქესზე და სამედიცინო საჭიროებებზე. ქვემოთ ჩამოვთვლი ყველაზე ბიუჯეტური სამოგზაურო დაზღვევის მქონე კომპანიებს და გირჩევ, თვალი გადაავლო.
საუკეთესო კომპანიები
SafetyWing – მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურებს
SafetyWing შედარებით ახალი სადაზღვევო კომპანიაა მოგზაურებისთვის და ამაყობს თავისი პირველობით საერთაშორისო ბაზარზე არა მხოლოდ მოგზაურებისთვის არამედ – დისტანციურად მომუშავე ხალხისთვის. ეს არის Y-Combinator კომპანია, რომლის პოლისი შემუშავდა ერთ-ერთი უდიდესი სადაზღვეო კომპანიის – Tokio Marine-ს მიერ.
SafetyWing-ის საწყისი პაკეტი, რომლის ღირებულებაა $37/4 კვირა, მოიცავს:
- უეცარი დაზიანება ან ავადმყოფობისას გაწეული ხარჯები ექიმისთვის, საავადმყოფოსთვის ან წამლისთვის
- სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია
- ბუნებრივი კატასტროფები
- მოგზაურობის გადადება
- ბარგის დაზღვევა დაკარგვის შემთხვევაში
რას არ ფარავს SafetyWing-ის სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა:
- პროფილაქტიკური ვიზიტები ექიმთან
- სიმსივნის მკურნალობა
- უკვე არსებული ავადმყოფობები
- არ-ანაზღაურებული მდგომარეობის სრულ ჩამონათვალს შეგიძლია აქ გაეცნო
რითი განსხვავდება SafetyWings სხვა კომპანიებისგან?
კომპანიას ძალიან მოხერხებული გადახდის სისტემა აქვს: ირჩევ დაწყების თარიღს და შემდეგ, გააუქმებამდე ავტომატურად გიგრძელებს ხოლმე, გამოწერილი სერვისის პრინციპის მსგავსად. მოგზაურობის ხანგრძლივობის შეზღუდვა არ აქვთ.
მათი სამოგზაურო დაზღვევა საკმაოდ იაფია: თუ 10-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჯდები საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევის პაკეტის ღირებულებაა $37/4 კვირა. ფასი ოდნავ იზრდება 40 წელს ზემოთ. 14 დღიდან 9 წლამდე ასაკის ბავშვები კი სრულიად უფასოდ იღებენ დაზღვევას იმ პირთან მოგზაურობისას, ვინც უკვე სარგებლობს ამ კომპანიის მომსახურებით. თუ ამერიკაში მოგზაურობ, შენს პაკეტს ემატება #31/4 კვირა, თუმცა ეს მაინც შედარებით იაფი გამოდის სხვა კომპანიებთან შედარებით.

მომხმარებლების მომსახურება 24/7-ზე მუშაობს, რადგან მათი პროვაიდერი კომპანია Tokio Marine-ია და ისინი ახორციელებენ ყველანაირ საჭირო პროცედურას.
საერთაშორისო დაღვევის გარდა, SafetyWing-ის სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა ფარავს სახლში დაზღვევას ლიმიტირებულადაც. კომპანია ფუნქციონირებს 180 ქვეყანაში და სხვებისგან განსხვვებით, მათი პაკეტის ყიდვა შეგიძლია დისტანციურად, მოგზაურობის დაწყების შემდეგაც.
მეტიც, თუ ჯგუფთან ერთად მოგზაურობ, შეგიძლია ჯგუფის წევრებთან გაზიარებული სადაზღვევო პაკეტი შეიძინო.
დამატებითი კითხვების შემტხვევაში, შეამოწმე მათი ხშირად დასმული კითხვების გვერდი.
TBC სამოგზაურო დაზღვევა
TBC სამოგზაურო დაზღვევა TBC ბანკის შედარებით ახალი პროდუქტია. სამოგზაურო დაზღვევა, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, შეგიძლია შეიძინო. 60 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის ფასი დღეში 1 ლარია, ხოლო 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის ფასი ორმაგდება.
TBC სამოგზაურო დაზღვევა ანაზღაურებს 50 000 აშშ დოლარს ან ევროს. კომპენსაციის ვალუტა, დაზღვევის გაფორმებისას უნდა მიუთითო მოგზაურობის მიმართულების შესაბამისად. 70 წელს გადაცილებული ასაკის პირებისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული სამედიცინო – სტაციონარული და ამბულატორული მკურნალობის ან უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალებისას რეპატრიაციის ხარჯები.

დამატებით, TBC სამოგზაურო დაზღვევა გთავაზობს ბარგის დაკარგვის დაზღვევასაც, რომლის ფასი ერთჯერადია და 6 ლარი ღირს. გაითვალისწინე რომ, ბარგის დაკარგვის კომპენსაციას მაშინ მიიღებ, თუ ბარგს აეროპორტის ტერიტორიაზე დაკარგავ. ბარგის დაკარგვის დაზღვევა არ მოქმედებს საზღვაო, სარკინიგზო ან საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობისას. 1კგ ბარგზე 20 დოლარი ან ევრო კომპენსირდება და მაქსიმუმ 500 დოლარს ან ევროს მიღება შეგიძლია.
TBC სამოგზაურო დაზღვევას სრული პირობების დოკუმენტში უწერია ბარგის დაგვიანების და რეისის გადადების პირობებიც, თუმცა ონლაინ კონსულტანტისგან გავიგე, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ბარგის დაზღვევაა შესაძლებელი…
GPI სამოგზაურო დაზღვევა
კომპანია GPI-ს რამდენიმე სახის სამოგზაურო დაზღვევა აქვს: ერთჯერადი, ბიზნეს თრეველი და მრავალჯერადი. ერთჯერადი პოლისი განკუთვნილია საზღვარგარეთ მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ბიზნეს თრეველი კი მათთვისაა, ვინც წლის განმავლობაში ხშირად მოგზაურობს, ხოლო მრავალჯერადი პოლისი გრძელვადიან ვიზიტებს ითვალისწინებს. პოლისების შეძენა, აქაც, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლია.
სად მოქმედებს GPI სამოგზაურო დაზღევევა?
კომპანიის პოლისები მოქმედებს მსოფლიოს მასშტაბით. პოლისის შეძენისას ირჩევ დაფარვის ზონას. თუ მიემგზავრები ევროპაში, სამოგზაურო დაზღვევა ვრცელდება ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც გეოგრაფიულად მიეკუთვნება ევროპას. ასევე, მათი პოლისები მოქმედებს რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თუქეთში, ყირგიზეთში, თუქმენეთში, ტაჯიკეთსა და ყაზახეთში. ან შეგიძლია ისეთი პოლისი აირჩიო, რომელიც მთელ მსოფლიოს ფარავს.
რას ანაზღაურებს GPI სამოგზაურო დაზღვევა?
GPI სამოგზაურო დაზღვევა ანაზღაურებს ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯებს, კერძოდ:
- საავადმყოფოში დაუყოვნებლივ მკურნალობა
- გაუთვალისწინებელ შემთხვევები (საჭმლით მოწამვლა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია, დამწვრობა, მწერის ან ცხოველის ნაკბენი, ანგინა, ყურის ანთება, ბრმა ნაწლავის ანთება, ნაღვლის ბუშტის ანთება, გასტრიტის გამწვავება და სხვა)
- გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება (მწვავე ტკივილის გაყუჩება, კბილის ამოღება, ლორწოვანი გარსის ანთება და სხვა)
რა ღირს GPI სამოგზაურო დაზღვევა?

დამატებითი სერვისები
GPI ჰოლდინგი დამატებით ბარგის დაზღვევასაც გთავაზობს, რომელიც ავიაკომპანიით ტრანსპორტირების დროს დაიკარგება. სერვისის ფარგლებში, კომპანია ანაზღაურებს 25 ევროს ან დოლარს ერთ კილოგრამ დაკარგულ ბარგზე. მაქიმალური თანხა კი 500 დოლარს/ევროს შეადგენს. აქედან ფრანჩიზა 25 დოლარი/ევროა, ანუ 8კმ ბარგის დაკარგვისას მიიღებთ 200 დოლარს/ევროს მინუს 25 დოლარი = 175 დოლარს/ევროს.
ბარგის დაზღვევის ფასი აქაც 6 ლარია.
ფრენის გაუქმების ან გადადების დაზღვევა მოქმედებს ყველა იმ ბილეთზე, რომელიც პეგასუსის ოფიციალურ წარმომადგენლობაში, GASA-შია შეძენილი. დაზღვევის საფასური გათვალისწინებულია ავიაბილეთის ღირებულებაში და ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მოგზაურობა შემდეგი მიზეზების გამო გადაიდო:
- დაზღვეულის სხეულის დაზიანება / ავადმყოფობა
- საზღვარგარეთ ოფიციალური მივლინების გაუქმება
- დაზღვეულის გარდაცვალება
- გამოცხადებული კარანტინი
- დაზღვეულის კუთვნილი სახლის გაქურდვით, ხანძრით, წყალდიდობით ან სხვა მეტეოროლოგიური პირობებით დაზიანება
- დაზღვეულის სასამართლოში მოწმის სახით გამოცხადების აუცილებლობა
- სამართალდამცავების მოთხოვნა დაზღვეულის საქართველოში დარჩენის ან საზღვარგარეთიდან დროზე ადრე დაბრუნების აუცილებლობის შესახებ
- დაზღვეულის სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სამსახურში მუშაობისას დამქირავებლის მირ დაზღვეულის სამსამსახურიდან დათხოვნის დოკუმენტალურად დამოწმებული გაუქმება
ანაზღაურებისთვის განკუთვნილი ფრენის გადადების მიზეზები (თუ ფრენის გადადება 12 საათზე მეტი ხნით ხდება):
- თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა
- მეოტეოროლოგიური პირობები
- აეროპორტის ტექნიკური გაუმართაობა
- ოფიციალური საგანგებო გარემოება აეროპორტში
- კარანტინის გამოცხადება
- საჰაერო კონტროლის დადგენილი პირობებისა და ვადის გახანგრძლივება/გადავადება
Imedi L სამოგზაურო დაზღვევა
კომპანია Imedi L ოთხ სხვადასხვა ტიპის სამოგზაურო დაზღვევას გთავაზობს: სეზონური, მსოფლიო, სპორტსმენებისთვის და ამექს სამოგზაურო დაზღვევა. ფასი აქაც 1 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია პოლისის ტიპზე, ასაკსა და ქვეყანაზე.
რას ანაზღაურებს Imedi L სამოგზაურო დაზღვევა?
სეზონური (Season) სამოგზაურო დაზღვევა მოიცავს აგრეგირებულ ლიმიტს 5,000 დოლარის/ევროს ოდენობით. 70 წელზე ნაკლები ასაკის დაზღვევისას, სადაზღვევო მიერ ანაზღაურდება:
- სასწრაფო სამედიცინო დახმარება
- გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა
- გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობა
- გადაუდებელი სტომატოლოგიური მკურნალობა
- დაშავებული/ავადმყოფი პირის რეპატრიაციის ხარჯები

მსოფლიო სამოგზაური დაზღვევა მოიცავს აგრეგირებულ ლიმიტს 50,000 დოლარის/ევროს ოდენობით. 70 წელზე ნაკლები ასაკის დაზღვევისას, სადაზღვევოს მიერ ანაზღაურდება:
- სასწრაფო სამედიცინო დახმარება
- გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა
- გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობა
- გადაუდებელი სტომატოლოგიური მკურნალობა
- გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მკურნალობა
- დაშავებული/ავადმყოფი პირის რეპატრიაციის ხარჯები
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანი მათ პირობებს.
დამატებითი სერვისები
Imedi L სამოგზაურო დაზღვევა ბარგის დაგვიანების, ბარგის დაკარგვის და რეისის გადადების სერვისებსაც მოიცავს. ბარგის დაგვიანების ქველიმიტი, 150 დოლარია იმ შემთხვევაში თუ შენს ბარგს 6 საათზე მეტი დააგვიანდება. აღსანიშნავია რომ, სერვისი არ ვრცელდება საქართველოს აეროპორტში ბარგის დაგვიანებისას.
ბარგის დაკარგვის შემთხევაში, თანხა აგინაზღაურდება მხოლოდ საჰაერო ტანსპორტით მგზავრობისას დაკარგვის დროს. თუმცა, ჩარტერულ რეისებზე სერვისი არ მოქმედებს. ათ კილოგრამზე ანაზღაურებადი თანხა 20 დოლარია, თუმცა აქაც ლიმიტია და 28კგ-ზე მეტი ბარგის შემთხვევაში კომპენსაციას არ მოგცემენ.
რეისის გადადების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია ერთ ღამეში 70 დოლარს აგინაზღაურებს, მაგრამ დღეების რაოდენობა ლიმიტირებულია მაქსიმუმ სამი ღამემდე. რეისის გადადებისას თანხა ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია უარს ამბობს სასტუმროს ხარჯების ანაზღაურებაზე.