კომფორტულად მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი კარგი ზურგჩანთაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობის შემდეგ, სადაც ძალიან არაკომფორტული და უამრავი უსარგებლო ნივთით ამოტენილი ზურგჩანთა დამქონდა, მოგზაურობის ჩვევები საკმაოდ შემეცვალა. რომელია საუკეთესო სამოგზაურო ზურგჩანთა?
მას შემდეგ რაც კარგა ხანი ვიკვლიე, თუ რომელ ბრენდს ანიჭებდნენ გამოცდილი მოგზაურები და მოხეტიალე ადამიანები უპირატესობას, ოსპრეის ზურგჩანთაზე შევჩერდი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ვენდე მათ რევიუებს, რჩევებს და სწორედ ეს ჩანთა ვიყიდე.
![საუკეთესო სამოგზაურო ზურგჩანთა: Osprey Farpoint 55 [რევიუ] 1 Osprey Farpoint 55 ზურგჩანთა](https://www.redfedoradiary.com/wp-content/uploads/2018/10/Osprey-Farepoint-55-9-1200x800.jpg)
მაშ ასე, შენს წინაშეა Osprey Farpoint 55 ზურგჩანთა და მისი დელატური რევიუ, რათა არჩევანი რომ უფრო მარტივად გააკეთო.
ამ პოსტის სპონსორი არ არის თვითნ კომპანია და არც მე მაქვს რაიმე ტიპის კავშირი ამ ბრენდთან. ეს არის ჩემი გულწრფელი და სუბიქტური რევიუ.
სამოგზაურო ზურგჩანთა – რატომ Osprey Farpoint 55?
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამოგზაუროდ, რა თქმა უნდა, ზურგჩანთით ვიყავი წასული. ვაღიარებ, ის ზურგჩანთა საკმაოდ ბიუჯეტური იყო, როგორც მთელი ჩემი მოგზაურობა და შესაბამისად არც ბარგში მინდოდა დიდი თანხის გადახდა. რაღაც დროის შემდეგ, რაც ,,ოფიციალურ“ მოგზაურად ვიქეცი, მივხვდი რომ დიდი შეცდომა დავუშვი. ძველი ჩანთა, არამხოლოდ მტეკნდა წელსა და მხრებს, არამედ, მალევე, ტვირთისგან და შიგადაშიგ მძღოლების გაუფრთხილებელი მოპყრობისგან ნაკერები გაერღვა და ბევრ ადგილას გაიხა.
![საუკეთესო სამოგზაურო ზურგჩანთა: Osprey Farpoint 55 [რევიუ] 2 საუკეთესო სამოგზაურო ზურგჩანთა: Osprey Farpoint 55 [რევიუ] 1](https://www.redfedoradiary.com/wp-content/uploads/2018/10/Uplistiskhe-13-1200x800.jpg)
ასევე მალე გავიაზრე, რომ ზურგჩანთა, რომელსაც მხოლოდ თავი ეხდება, ძალიან დიდი თავისტკივილია მოგზაურისთვის, რადგან ყოველ ჯერზე სასურველი ნივთის საპოვნად ყველაფრის ამოლაგება მიწევდა. ასე რომ, ხორვატიაში გამგზავრებამდე, გადავწყვიტე მეყიდა გამძლე, კომფორტული და ჩემოდნის ტიპის გასახსნელის მქონე ზურგჩანთა.
ინტერნეტში წაკითხულიდან და დანახულიდან მალევე დავასკვენი, რომ ოსპრეის ბრენდით ყველა კმაყოფილი იყო. და გადავწყვიტე, დამეჯერებინა და მეცადა აქამდე ჩემთვის სრულიად უცხო ბრენდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე მოვიქეცი!
ოსპრეის ზურგჩანთები ნებისმიერი ტიპის მოგზაურს დააკაყოფილებს, რადგან არის სხავდასხვა ზომის, ფერის, ტიპის, მსუბუქი, გამძლე და ძალიან მოსახერხებელი თავისი მარტივი დიზაინით. Osprey Farpont 55 ზურგჩანთა ორი გენიალური მახასიათებელით გამოირჩევა – ჩემოდნის ტიპის გასახსნელი ელვაშესაკრავი და კარგად გადანაწილებული სამკლაურები, როგორც კლასიკურ სალაშქრო ზურგჩანთებს აქვთ ხოლმე.
Osprey Farpoint 55-ის დაწვრილებითი მიმოხილვა
მოდი, ახლა უფრო დეტალურად მოგიყვებით, თუ რატომ შემიყვარდა ეს ზურგჩანთა ასე ძალიან.
Osprey Farpoint 55 სამოგზაურო ზურგჩანთა და მისი ზომები
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოსპრეის ეს მოდელი ავარჩიე, არის მისი ზომა და ტევადობა – 40 ლიტრიანი ჩანთა, რომელსაც ემაგრება და ეხსნება 15 ლიტრიანი პატარ ზურგჩანთა. ეს დამატებითი დეტალი წარმოუდგენლად მოსახერხებელი რამეა! მისი წყალობით აღარ მჭირდება დამატებით ჩანთის ტარება ფოტოაპარატისთვის და სხვა წვრილმანი ნივთებისთვის, მაშინ როდესაც უბრალოდ ქუჩებში სასეირნოდ გავდივარ. შემიძლია ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი თუ საჭირო რამ ამ პატარა სამოგზაურო ზურგჩანთაში ჩავილაგო და აღარ ვიდარდო სასტუმროში დატოვებული ნივთების უსაფრთხოებაზე.
![საუკეთესო სამოგზაურო ზურგჩანთა: Osprey Farpoint 55 [რევიუ] 3 Osprey Farpoint 55 ზურგჩანთა](https://www.redfedoradiary.com/wp-content/uploads/2020/01/Osprey-Farepoint-55-11-1200x800.jpg)
თუმცა, თუ ეს დამატებითი ზურგჩანთა შენთვის დიდად პრიორიტეტული არ არის, მაშინ შეგიძლია თანხა დაზოგო და Farpoint 40 მოდელი იყიდო. ორივე მათგანი – Farpoint 55 და Farpoint 40 – ხელბარგის ზომისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითმფრინავში მათი ატანა სრულიად დაშვებულია და მათი ცალკე ბარგად ჩაბარება არ მოგიწევს. Farpoint 70 გაცილებით დიდი ზომისაა და ძალიან კარგი არჩევანია, თუკი ბარგის ჩაბარების პრობლემა არ გაქვს და არც ლოდინი გეზარება ხოლმე ყოველი ფრენისას.
![საუკეთესო სამოგზაურო ზურგჩანთა: Osprey Farpoint 55 [რევიუ] 4 Osprey Farpoint 55 ზურგჩანთა](https://www.redfedoradiary.com/wp-content/uploads/2019/12/Okatse-12-1200x800.jpg)
ოსპრეი Farpoing 55-ის ზომის არჩევისას ძალიან ყურადღებით უნდა იყო. არსებობს ორი ზომა: S/M (60სიმაღლე X 33სიგანე X 30დიამეტრი) და M/L (63ს X 33ს X 30დ). შენთვის საუკეთესო ვარიანტის ასარჩევად შეგიძლია, ოსპრეის ოფიციალურ გვერდზე შეხვიდე და მათი საზომი სტანდარტის მიხედვით შეისაბამო რომელი ვარიანტიც უფრო გაწყობს. მე სიმაღლეში 175სმ. ვარ და S/M ზომა ჩემთვის ზედგამოჭრილია.
ტექნიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ეს ჩანთა დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების კანონების მიხედვით ხელბარგის მოცულობებს სცდება, მაგრამ მე არცერთხელ შემქმნია პრობლემა მის ბორტზე ატანაზე პეგასუსით, ვუელინგითა და ვიზეარით ფრენისას.
Osprey Farpoint 55 სამოგზაურო ზურგჩანთა და მისი საკიდების კარგი სისტემა
საკიდების ძალიან კარგი სისტემა აქცევს Osprey Farpoint 55-ს სატარებლად ძალიან მოხერხებულ ჩანთად. რადგანაც მე წელისა და ხერხემლის პრობლემა მაქვს, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია წონის თანაბრად გადანაწილება.
![საუკეთესო სამოგზაურო ზურგჩანთა: Osprey Farpoint 55 [რევიუ] 5 Osprey Farpoint 55 ზურგჩანთა](https://www.redfedoradiary.com/wp-content/uploads/2020/01/Osprey-Farepoint-55-6-1200x800.jpg)
მხრის ღვედები ძალიან მყარი და ნაზია, სწორედ ამიტომ დიდხნიანი სიარულის შემდეგაც კი, როცა ჩანთა სრულიად სავსეა, მხრები თითქმის არც გტკივდება. მეტიც, მათი შენს ზომაზე მორგება ძალიან მარტივია. ჩანთის რბილი და მყარი წელის შესაკრავი მთლიან სხეულზე ანაწილებს წონას, რაც ძალიან იშვიათია სამოგზაურო ჩანთებს შორის.
![საუკეთესო სამოგზაურო ზურგჩანთა: Osprey Farpoint 55 [რევიუ] 6 Osprey Farpoint 55 ზურგჩანთა](https://www.redfedoradiary.com/wp-content/uploads/2020/01/Osprey-Farepoint-55-7-1200x800.jpg)
ოსპრეის უმეტეს ჩანთას აქვს კიდევ ერთი დამატებითი დეტალი, სამხრეები და წელის შესაკრავი იმალება, რაც იცავს მათ უხეში მოქცევისას დაზიანებისგან.
Osprey Farpoint 55 სამოგზაურო ზურგჩანთა იხსნება როგორც ჩემოდანი
Osprey Farpoint 55 ზურგჩანთა იხსნება ჩემოდანივით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩანთას აქვს წინა ელვაშესაკრავი, ძალიან მარტივია საჭირო ნივთის მოძებნა და ამოღება ისე, რომ მთლიანი ჩანთის ამოლაგება არ დაგჭირდეს ზედა გასახსნელიდან. დამიჯერე, ეს ძალიან ამარტივებს საქმეს. ჩემმა ქმარმა, ოთომაც კი, რომელიც ჩემ მიერ ამ ჩანთის ყიდვას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა, თქვა რომ შემდეგ საერთო მოგზაურობაში თავის აუცილებელი ნივთების პატარა ჩანთას ჩემთან ჩადებს.
![საუკეთესო სამოგზაურო ზურგჩანთა: Osprey Farpoint 55 [რევიუ] 7 Osprey Farpoint 55 ზურგჩანთა](https://www.redfedoradiary.com/wp-content/uploads/2020/01/Osprey-Farepoint-55-1200x800.jpg)
ჩანთის სივრცე ნამდვილად არ არის უზარმაზარი, მაგრამ საკმარისია. მე იმდენი რამე ჩამიტევია, მათ შორის კაბა ქორწილისთვის, სანდლები, საჩუქრები მეგობრებისთვის, ტანსაცმელი 23 დღისთვის, ქუდი და ყველა აუცილებელი ნივთი.
Osprey Farpoint 55 ზურგჩანთა და მისი მოსხვნადი პატარა ჩანთა
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ მოდელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლიუსი მისი წინა, მოხსნად-მიმაგრებადი პატარა ზომის ზურგჩანთაა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ საჭიროებისას ძალიან საჭირო ნივთები ჩაყარო შიგნით და მსუბუქად იარო.
შეიძლება იფიქრო, რომ როდესაც ჩანთა ზედაა მიმაგრებული, თითქოს სახიფათოა და ქურდებისგან დაცვა გაჭირდება, რაც სრულიად სწორი ეჭვია, მაგრამ პატარა ჩანთას ერთ მხარეს ჯიბე ელვაშესაკრავით ეკვრება და ასევე ღვედები, რომლითაც ის მიმაგრებულია მთავარ ჩანთაზე, არც ისე მარტივი გასახსნელია, რაც დამატებით დაცვას წარმოადგენს.
ანუ მე დიდად არ ვიდარდებდი თქვენს ადგილას, ამ ჩანთაში მნიშვნელოვანი ნივთების ჩალაგებისას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. და თუ მაინც ღელავ ამ პატარა ჩანთის დაუცველობაზე, შეგიძლია, მოხსნა და წინიდან დაიკიდო, ასე ნამდვილად ვერავინ ვერაფერს გამოგაპარებს.
Osprey Farpoint 55 ზურგჩანთა შეგიძლია ჩვეულებრივ ჩანთასავით ატარო
სამკლაურებისა და წელის შესაკრავის გარდა, Osprey Farpoint 55 ზურგჩანთას აქვს ორი დამატებითი სახელური – თავსა და გვერდზე. შესაძლოა, ეს ერთი შეხედვით დიდი არაფერი დეტალია, მაგრამ სადმე დადებისას და ჩამოღებისას ძალიანაც მოხერხებულია და საქმესაც ამარტივებს. თან, საჭიროებისას ან სურვილისამებ, მხარზე მოკიდების გარეშეც შეძლებ ტარებას.
ზედა სახელური გვერდითა სახელური
საბოლოო ვერდიქტი
ქვედა დასამაგრებელი პატარა ზურგჩანთის ზედა დასამაგრებელი
მგონი, მეტი არაფრის დამატება აღარ არის საჭირო და ისედაც ცხადია, როგორ ვისიამოვნე ხორვატიაში მოგზაურობისას ჩემი Osprey Farpoint 55-ით. ჩანთას დიდად მინუსები არ აქვს, ერთადერთი რაც მახსენდება მთავარი ჩანთის შიდა სივრცეა. მას აკლია ჯიბეები და საორგანიზაციო გამყოფები, თუმცა ამ საკითხს სპეციალური პატარ-პატარა სათავსოები მარტივად აგვარებს.