fbpx
საქართველო

სიღნაღი – რა ვნახოთ ერთ დღეში

კახეთში მდებარე ეს პატარა ქალაქი იდეალური ვარიანტია თბილისთან ახლოს ერთდღიანი ტურის დასაგეგმად. ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები, ფერადი სახლები და ხის აივნები ბევრ ტურისტსაც იზიდავს. დამრეც ფერდობზე მდებარეობის გამო, ალაზნის ველსა და მის უკან მდებარე კავკასიონის მთებზე საოცარი ხედი იშლება. მიუხედავად იმისა, რომ სიღნაღი მართლაც პატარა ქალაქია, საკმაო რეკომენდაციები მაქვს იმაზე, თუ რა ვნახოთ სიღნაღში მთელი დღის განმავლობაში. 

სიღნაღი

როგორ მოვხვდეთ სიღნაღში?

თბილისიდან სიღნაღამდე მოხვედრა საკმაოდ მარტივია. მინი-ვენები და სამარშრუტო ტაქსები ისნიდან და ნავთლუღიდან დღეში რამდენჯერმე გადის. თუ უფრო კომფორტული მგზავრობა გსურთ, მაშინ შეგიძლია ისნის მეტროსთან იქირავოთ ტაქსი, რომელიც კახეთის სხვადასხვა ქალაქს გაივლის. შეგიძლიათ სხვა მგზავრებს დაელოდო, ან თავად გადაიხადო მგზავრობის მთელი საფასური.

სიღნაღის მოკლე ისტორია

სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, რომელმაც ქალაქის სტატუსი 1801 წელს მიიღო. მისი სახელი თურქული სიტყვისგან წარმოიშვა და “თავშესაფარს” ნიშნავს. თავდაცვითი ქალაქი აქ მე-13 მე-14 საუკუნეებიდან არსებობს და მისი გაფართოვება ერეკლე მეორის სახელს უკავშირდება. მან აქ 100 ვაჭარი და ხელოსანი ჩამოასახლა, რომლებიც ქვებისა და აგურებისგან ქალაქის ირგვლივ კედელს აშენებდნენ. 

სიღნაღი

2005-2008 წლებში სიღნაღს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა, განახლდა ინფრასტრუქტურა, შეკეთდა გზები და სახლები. 

ქალაქის ცენტრი

როგორც უკვე გითხარი, დაახლოებით ათი წლის წინ ქალაქს რენოვაცია ჩაუტარდა და ახლებური მომხიბვლელობა შეიძინა. მის წვრილ ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად მიაქციე ყურადღება ძველი სახლების აივნებს და არ გამოგრჩეს გმირთა სახელების ამოკითხვა მემორიალურ კედელზე. 

სიღნაღი

რენოვაციის დროს გაიხსნა ქორწინების სახლიც, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ქალაქის ცენტრშივე მდებარეობს. აქ ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია დღისითაც და ღამითაც, ალბათ ამიტომაცაა რომ სიღნაღმა ახალი ზედმეტსახელი მიიღო – სიყვარულის ქალაქი!

სიღნაღი

აუცილებლად მიდი სიღნაღის მუზეუმის შენობის უკან – ქალაქის ძველი კედელი და ალაზნის ველი აქედან განსაკუთრებით ლამაზია.

სიღნაღის ციხე

სიღნაღში ყოფნისას, პირველ რიგში, უნდა მოინახულო კარგად შემონახული ციხეკოშკი, რომელიც მთელს საქართველოში ერთ-ერთი უძველესია. მისი სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია და 40 ჰექტარ მიწას მოიცავს. კედელი ორსართულიანია, გააჩნია 13 კოშკი და 5 კარიბჭე. სპეციალურად მოწყობილი საფეხმავლო ბილიკი კი საშუალებას მოგცემთ უფრო კარგად დაინახო ალაზნისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები.

სიღნაღის ეროვნული მუზეუმი

ქალაქის ისტორიისა და კულტურის უკეთ გასაცნობად, აუცილებლად მოინახულე სიღნაღის მუზეუმი. აქ არის ეთნოგრაფიული კოლექციის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, რომელიც 5,000-მდე არტეფაქტს მოიცავს, ასევე შუა საუკუნეების არქეოლოგიური საგანძური, ცნობილი ქართველი მხატვრების  – ნიკო ფიროსმანისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები და სხვა.

სიღნაღი

მუზეუმი დროებით გამოფენებსაც მასპინძლობს, მაგალითად, ბოლოს აქ ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას საარქივო ფოტოების გამოფენას ვესტუმრე.

  • სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 ყოველდღე ორშაბათის გარდაბილეთის
  • ფასი: უფროსებისთვის – 5₾, სტუდენტებისთვის 1₾, გიდის მომსახურება – 45₾

ბოდბეს მონასტერი

ბოდბეს მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საპილიგრიმო ცენტრია საქართველოში. იგი სიღნაღიდან სულ რაღაც 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მონასტერი წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობის გავრცელების პერიოდში, ანუ მეოთხე საუკუნეში აიგო. მონასტრის ბაღი ძალიან ლამაზი და მოვლილია. აქ ნახავ ახალ, შედარებით მოზრდილი ეკლესიას რომელიც გვიანდელ პერიოდში აიგო. პილიგრიმები ამ ადგილებს სასწაულმოქმედ წყალში განსაწმენდელად სტუმრობენ. 

სად ვჭამოთ სიღნაღში: ხოხბის ცრემლები

ქალაქში ბევრი რესტორანია, მაგრამ, ჩემი აზრით, ხოხბის ცრემლებში ყველაზე გემრიელი და ჯანსაღი საკვებია, რომელიც სეზონური ინგრედიენტებისგან მზადდება. ზედ ქალაქის შესასვლელთან მდებარე რესტორანი, მეღვინემ და მხატვარმა – ჯონ ვურდემანმა გახსნა, რომელმაც, თავის კოლეგა ქართველ მხატვართან ერთად, ღვინის კომპანიაც დააარსა. ხოხბის ცრემლები გამოირჩევა მადისაღმძვრელი ქართული სამზარეულოთი და განსაკუთრებული პეწით! 

სიღნაღი

რესტორანში ღვინის ბევრ სახეობას შეხვდები, რომელიც მათსავე მარანში მზადდება. კომპანია ძირითადად ქვევრის ღვინოს აწარმოებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფერმენტაციის პროცესში არ გამოიყენებენ ქიმიურ დანამატებს. შეგიძლია ვენახსა და მარანში გაისერინო და ღვინოებიც დააგემოვნო. გირჩევ, ტური წინასწარ დაჯავშნო. 

მოინახულე თელავი!

თუ სიღნაღში მანქანით ხარ, მაშინ თელავშიც მარტივად მოხვდები – გზა დაახლოებით საათსა და 20 წუთს წაიღებს. თელავში ნახავთ უამრავ ისტორიულ და კულტურულ ძეგლს. ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა მაინც ბატონის ციხეა, რომელიც კახელ მეფეთა სატახტო ადგილი იყო. დღეს კი შეგიძლიათ ძველი არტეფაქტები მუზეუმში მოინახულოთ.


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!