fbpx
მუზეუმი,  საქართველო

იოსებ სტალინის საიდუმლო სტამბა

თბილისი თავის ძველ, დანგრეულ გარეუბნებში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ადგილებს მალავს; ადგილებს, რომელთაც არათუ ვიზიტორები, არამედ ადგილობრივებიც კი ძალიან იშვიათად სტუმრობენ. ეს პოსტი სწორედ მსგავს, ერთ-ერთ დამალულ მარგალიტზე მოგიყვება, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი ასე საიდუმლოდ ინახავს – სტალინის საიდუმლო სტამბა.

Joseph Stalin's Secret Publishing House.

საიდუმლო სტამბები, ცხადია, ყველა ქალაქშია და არც თბილისია გამონაკილისი. მაგრამ ამ კერძო შემთხვევაში, ეს სახლი მიწისქვეშ მდებარეობს, ჭაში. დიახ, ზუსტადაც რომ ჭაში! 

სტალინის საიდუმლო სტამბა ავლაბრის უბანში, კასპის ქუჩა #7-ში მდებარეობს. შეგიძლია, მეტროს გაჰყვე მეტროსადგურ 300 არაგველამდე და შემდეგ ფეხით გაისეინო რამდენიმე მეტრი. მასიურ შავ კარს ცენტრში აქვს წითელი წრე საბჭოთა კავშირის სიმბოლოებით – ნამგლითა და უროთი.

სტალინის საიდუმბლო სტამბა

შესასვლელს ამშვენებს ლენინის, სტალინის 3D სურათი და სტუმრების შთაბეჭდილებების წიგნი. მომსახურე პერსონალს ძალიან ახარებს ხოლმე დამთვალიერებლების მისვლა და სიამოვნებით ჩაგიტარებენ ტურს. აქ შესვლა რაიმე ფიქსირებული საფასური არ ღირს, მაგრამ სახლი შემოწირულობებით ინახავს თავს.

Joseph Stalin's Secret Publishing House. Propaganda published here

სტამბის კონცეფცია ძალიან მარტივია – ტიპური, ერთსართულიანი აგურის სახლით, ბაღითა და ორი დიასახლისით. სახლს სარდაფის მსგავსი მიწისქვეშა სართული ჰქონდა, რომელსაც სამზარეულოდ იყენებდნენ, პირველ სართულზე კი 2 ოთახი იყო. სტალინის საიდუმლო სტამბა ზუსტად სამზარეულოს ქვეშ მდებარეობდა.

სტალინის საიდუმბლო სტამბა

ოთახში შესვლა 17 მეტრიან ჭაში არსებული გვირაბით იყო შესაძლებელი. მაშინ როდესაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები პროპაგანდისტულ დოკუმენტებს ბეჭდავდნენ, ქალები ისხდნენ აივანზე და რუტინულ საქმეებს აკეთებდნენ. თუ რაიმე საეჭვოს დაინახავდნენ, ზარს დააწკარუნებდნენ.

Joseph Stalin's Secret Publishing House.The entrance to the publishing room

მას შემდეგ რაც სოსო ჯუღაშვილი, იგივე – იოსებ სტალინი გადასახლებიდან გაიქცა, საგამომცემლო სახლს ხშირად სტუმრობდა და პროკლამაციებსაც ბეჭდავდა. გამომცემლობა ფუნქციონირებდა 1903-1906 წლებში და ამ დროის განმავლობაში დაიბეჭდა 273 715 პამფლეტი, გაზეთი და ბროშურა სამ სხვადასხვა ენაზე  – ქართულად, რუსულად და სომხურად. სწორედ აქედან ვრცელდებოდა პროპაგანდა ევროპასა და რუსეთში. 

სტალინის სტამბა

1906 წლის 15 აპრილს პოლიციამ, ჟანდარმერიამ და ჯარისკაცებმა რეიდი მოაწყვეს საგამომცემლო სახლში. დეტალური ძებნის შემდეგ, სახლში ვერაფერი იპოვეს და გადაწყვიტეს ჭა გამოეკვლიათ. ცეცხლწაკიდებული ქაღალდი ჭაში ისროლეს რომ უკეთ გაენათებინათ. ჰაერის წნევამ საიდუმლო ოთახისკენ წაიღო ქაღალდი. ჟანდარმერიამ გამომცემლობა გაანადგურა, თუცა მოგვიანებით, 1937 წელს ის მუზეუმად გადაკეთდა.

სტალინის საიდუბლო სტამბა

სამწუხაროდ, ამჟამად სტალინის საიდუმლო სტამბა მუზეუმის სტატუსთ არ სარგებლობს და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. საჭიროებს შეკეთებას, რეაბილიტაციას და მე-20 საუკუნის უიშვიათესი პუბლიკაციების გამოსაფენად სათანადო,  საჭირო ინფრასტრუქტურას.


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!