fbpx
ჩეხეთი

ჩეხეთის 7 ყველაზე პოპულარული ქალაქი პრაღასთან ახლოს

ჩეხეთი ცნობილია თავისი კოპწია პატარა ქალაქებით. პრაღის გეოგრაფიული მდებარეობა კი, საშუალებას გაძლევს ერთ დღეში მოინახულო ჩეხეთის ქალაქები. სასურველ ადგილამდე მისვლა მარტივია, რადგან პრაღის მთავარი სადგურებიდან მათი მიმართულებით დანიშნულია ავტობუსებისა და მატარებლის რეისები. მოკლედ და კონრეტულად, ჩეხეთის 7 ყველაზე პოპულარული ქალაქი, რომელიც პრაღიდან ერთ დღეში შეგიძლია ნახო.

კარლოვი ვარი (Karlovy Vary)

კარლოვი ვარი, იგივე ყოფილი კარლსბადი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია ჩეხეთში. ამ სპა-ქალაქად წოდებულ ადგილას არის ბევრი მინერალური წყლები და არსებობს რწმენა, რომ ამ წყლებს სამკურნალო ეფექტიც აქვთ. ზოგადად, კარლოვი ვარის ვიზიტორთა უმრავლესობა სწორედ სამედიცინო მიზნით ჩადის იქ.

ქალაქი სავსეა სასტუმროებით, რომლებიც გთავაზობენ მასაჟებსა და სხვადასხვა გამაჯანსაღებელ/სამედიცინო მომსახურებებს, ასე რომ, გულწრფელად რომ ვთქვა, აქ არც ისე ბევრი ტურისტული ატრაქციაა. ახლა შეიძლება გაგეფიქრა, აბა, რატომ უნდა ჩავიდე ამ ქალაქშიო? ამის პასუხად გეტყვი, რომ არსებობს ერთი ძალიან მაგარი მიზეზი: ქალაქის არქიტექტურა არის სრულიად გასაოცარი!

სად დარჩე პრაღაში? წაიკითხე დეტალური პოსტი პრაღის უბნებსა და სასტუმროებზე

მე არასოდეს მინახავს ამდენი ფერადი და ულამაზესი შენობა ერთად თავმოყრილი: მთელი ქალაქი ზღაპრიდან ამ წამს გადმორეალურებულს ჰგავს. იყიდე შენთვის სასაცილო ჭიქა, შეავსე მინერალური წყლით (უფასოდ) და დატკბი პარკით, მილლით, მარკეტ კოლონადეთი და კარლოვი ვარის მწვანე არეებით.

ჩეხეთის ქალაქები

აუცილებლად აისეირნე ქალაქის ირგვლივ არსებულ გორაკებზე, რათა ზემოდან გადმოხედო კარლსბადს და ამ ულამაზესი ხედის ფონზე ივახშმო რომელიმე რესტორანში. ამ ქალაქში ნამდვილად არის ბევრი რამ, რაც მთელ დღეს დაგიკავებს და ყველაზე კარგი დეტალი არის ის, რომ თითქმის ყველაფერი უფასოა, განსაკუთრებით ხედები!

თუ კარლოვი ვარში ზაფხულში, ივლისში იმოგზაურებ, არ გამოტოვო ყოველწლიური ფილმის ფესტივალი, რომელიც სწორედ ამ სეზონზე იმართება ხოლმე. თუ კინოინდუსტრია დიდად არ გაინტერესებს, ეს ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ცნობილი მსახიობების სანახავად. ყოველ შემთხვევაში, შანსი იზრდება, რომ ფესტივალის ფარგლებში ცნობილი მსახიობებიც ესტუმრებიან ქალაქს.

აქვე ჩავმოვთვლი მათ, ვინც ფესტივალს დასწრებია სხვადასხვა დროს: ბენ კინგსლი, შერონ სტოუნი, უილიამ დეფო, უმა თურმანი, ჟან რენო, მელ გიბსონი და ა.შ.

ასევე ქალაქში არის ერთი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო: სამეფო აბანოები. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შესვლის საფასური გადავიხადე, მაგრამ ეს ნამდვილად ღირდ ამად. სწორედ აქ არის უზარმაზარი ჰოლი, რომელიც ფილმის ფესტივალის ჩასატარებლად გამოიყენება ხოლმე, მარმარილოს შთამბეჭდავი კიბეები და უზარმზარი ნახატები. 50 ჩეხური კრონის გადახდა ნამდვილად ღირს ამ ყველაფრის დასათვალიერებლად.

როგორ მოხვდე კარლოვი ვარში: Regiojet ავტობუსები დღეში 15-ჯერ მაინც გადიან ამ მიმართულებით. ფასი საკმაოდ მისაღებია, დაახლოებით 15EUR ორივე გზა. მე სწორედ ამ კომპანიას ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ძალიან კომფორტული ავტობუსები ჰყავთ, სადაც უფასო Wifi -ა და ყავა/ჩაისაც გთავაზობენ.

გაჰყევი მარიანას პინტერესტზე.

კუტნა ჰორა (Kutna Hora)

კუტნა ჰორასთან ახლოს არსებული Sedlec Ossuary, მგონი ყველაზე უცნაური ადგილია, სადაც კი ვყოფილვარ. თუკი პრაღაში დიდი დროით რჩები, ეს აუცილებლად უნდა ინახულო. 1995 წლიდან კუტნა ჰორა UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული. Ossuary-ის გარდა, რაღაც დრო აუცილებლად დაუთმე ისტორიულ ცენტრს და ესტუმრე გვიან გოთიკურ პერიოდში, 1388 წელს აშენებულ წმინდა ბარბარას კათედრალს.

ჩეხეთის ქალაქები

Sedlec Ossuary ყოფილი მონასტრის ადგილას არის აშენებული. მე-13 საუკუნეში წმინდა მიწიდან მოტანილი რამდენიმე მუჭა მიწა მოაყარეს ამ ტერიტორიას, რის შემდეგაც ძალიან პოპულარ და სასურველ დასასაფლავებელ არედ იქცა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია. მე-19 საუკუნის ბოლოს, დაახლოებით 40,000 ჩონჩხის ეგსჰუმაცია მოხდა და თავის ქალებისა და ძვლებისგან სხვადასხვა დიზაინის სკულპტურები ააწყვეს, მათ შორის ჭაღი და სამეფო გერბიც კი! ადგილი ნამდვილად ძალიან უცნაური და ავბედითია და სწორედ მისი უნიკალურობიდან გამომდინარე ნამდვილად ღირს ნახვა.

ჩეხეთის ქალაქები

როგორ მიხვიდე კუტნა ჰორამდე: პრაღიდან ავტობუსით ან მატარებლით ძალიან მარტივად მიხვალ დანიშნულების ადგილამდე. არსებობს სხვადასხვა საშუალებები და 60-90 წუთში უკვე კუტნა ჰორაში ხარ. Ossuary სულ რაღაც 2,5კმ-შია ქალაქის ცენტრიდან და ცხადია ავტობუსებიც კი არის დანიშნული, თუმცა ფეხით სეირნობით სულ რაღაც 30 წუთი დაგჭირდება.

რეკომენდირებულია The Happy Kid Blog-ის მიერ. გაჰყევი მათ ინსტაგრამზე

ჩესკე ბუდეიოვიცე (České Budějovice)

პრაღიდან ერთ-ერთი ძალიან პოპულარული ერთდღიანი გასვლაა ბუდვაიზერ ბუდვარის ლუდსახარშის მიმართულებით ჩესკე ბუდეიოვიცეში. ბუდვაიზერ ბუდვარი აწარმოებს ლუდს, რომელიც ემთხვევა პოპულარული ამერიკული ლუდის სახელს, მაგრამ გემო აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს ორი კომპანია წლების განმავლობაში დავობდა ბუდვაიზერის სავაჭრო ნიშნის დასაკუთრებისთვის. ნებისმიერი ლუდი, რომელიც იწარმოება ჩესკე ბუდეიოვიცეში არის ბუდვაიზერი, რადგანაც ამ ქალაქის გერმანული სახელწოდება არის ბუდვაიზე.

ჩეხეთის ქალაქები

ტურისებით სავსე ავტობუსები მოდიან ხოლმე პრაღიდან ლუდსახარშის ტურისთვის და ძალიან სამწუხაროა, რომ ძველ და ულამაზეს ჩესკე ბუდეიოვიცეს  დათვალიერებას საერთოდ არ უთმობენ ხოლმე დროს.

ჩესკე ბუდეიოვიცე სამხრეთ ბოჰემიის რეგიონის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია. მისი ცენტრალური მოედანი ძალიან ლამაზია და პრაღისგან განსხვავებით არც ისე გადატვირთულია ტურისტებით. ეს ადგილი განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როდესაც ცენტრალური შადრევანი, სამპსონის საფუძველი და ქალაქის მერია სრულიად განათებულია. რამდენიმე იაფიანი რესტორნის პოვნაც შესაძლებელია ძველ ქალაქში, სადაც ტრადიციული ჩეხური კერძების დაგემოვნებას შეძლებ, როგორიცაა სვიჩკოვა – კერძი ხორცითა და ცომის გუფთებით. მე გირჩევ: Klika Kitchen & Coffee, Masné krámy or Modré Dveře.

ძველ ქალაქს ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს შუასაუკუნოვანი კედლების მომრგვალებული ფორმა. ის მდებარეობს მდინარე ვლტავას ერთ-ერთი შენაკადთან და გარს აკრავს საყვარელი პარკები და საველოსიპედე ხაზები. დასასვენებლად და მოსადუნებლად, შეგიძლია ველოსიპედი დაიქირავო ან გაისეირნო მდინარის პირას და ჩამოჯდე ერთ-ერთ პარკში ცივი ლუდით ხელში, რომელსაც ნებისმიერ კუთხეში ძალიან მარტივად იპოვი.

გაჰყევი კრისს ინსტაგრამზე.

პილზენი (Pilzen)

პრაღიდან 93კმ.-ში, დასავლეთით მდებარე პატარა ინდუსტრიული ქალაქი პილზენი ცნობილია თავისი ლუდით, იმდენად რომ ამ სახელწოდების ლუდი ბევრს დაგვილევია კიდევაც – პილზნერი. ქალაქში არის ლუდის მუზეუმი ცალკე და ამ ადგილისთვის ძალიან სიმბოლური პილზნერ ურქუელის ლუდსახარში – მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა ლუდის მოყვარული, ორივე მათგანის მონახულებას გირჩევ.

ჩეხეთის ქალაქები

როგორც ამბობენ, პილზნერში გაცილებით მეტი რამის გაკეთება და ნახვა შეიძლება, ვიდრე უბრალოდ ლუდის სმაა. მათ, ვინც 1,5 საათი მატარებლით იმგზავრებენ პილზნერისკენ, აქ დახვდებათ მშვენიერი ძველი ქალაქის მოედანი, მუზეუმები და ჩეხეთში ყველაზე მაღალი ეკლესიის კოშკურა. შეგიძლიათ, სიტყვაზე მენდოთ, პილზნერი 2015 წელს კულტურის დედაქალად აღიარეს.

შესაძლოა, ყველაზე სასიამოვნო ფაქტი პილზენში გასეირნებისას ის იყოს, რომ პრაღის გადატვირთულ ქუჩებს დააღწევ თავს და ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილს მშვიდად და ზედმეტი ხმაურის გარეშე დაათვალიერებ.

პილზენი ძალიან ბიუჯეტური ქალაქია, განსაკუთრებით თუ პრაღას შევადარებთ. პილზენში მატარებლით მგზავრობა სულ რაღაც 300 CZK დაგიჯდება და თან ისე, რომ უკან დაბრუნების დროს შენ თვითონ შეარჩევ, შეზღუდული არ ხარ. 2 ადამინის კვება დაახლოებით 150 CZK  დაგიჯდებათ. ცხადია, გასაკვირი არ არის, რომ ლუდი აქ ძალიან იაფია და ნახევარ ლიტრში სულ რაღაც 27.50 CZK-ის (1.20 USD) გადახდა მოგიწევს.

გაჰყევი შუანს ფეისბუქზე.

ჩესკი კრუმლოვი (Česky Krumlov)

ნებისმიერი ადამიანი, ვინც პრაღაში გაიზარდა გეტყვის, რომ ჩესკი კრუმლოვი ათწლეულების განმავლობაში იყო ადგილობრივი გასართობი ადგილი. პრაღაში მაცხოვრებლებისთვის ეს შესანიშნავი ალტერნატივაა საუიქენდოდ. ეს პატარა და ულამაზესი ქალაქი ახლა უკვე უამრავ ადამიანს იზიდავს მთელი მსოფლიოდან.

ჩეხეთის ქალაქები

ჩესკი კრუმლოვი გადასარევი მაგალითია ევროპული და უცნაურწითელსახურავებიანსახლებიანი ქალაქის. ქალაქი მდებარეობს დაკლაკნილი მდინარის ერთ-ერთ შესართავთან და ლამის მთლიანადაც ეს მდინარე არტყამს გარს. აქ  ძალიან ცოტა მუდმივად მაცხოვრებელია დარჩენილი, მაგრამ ჩესკი კრუმლოვში ყველაფერია, რაც ვიზიტორს შეიძლება დასჭირდეს: სასტუმროები, რესტორნები, მუსიკა, ქუჩის სწრაფი საკვები, სუვენირების მაღაზიები და ლამაზი ადგილები სურათების გადასაღებად.

მთავარი ღირსშესანიშნაობების სია ასე გამოიყურება:
  • საწყალოსნო სპორტი, როგორიცაა რაფტინგი, ნავებით სეირნობა, ცურვა – აქ ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო. წყლის დონეების ცვლილება და შეგუბებული ადგილები ამ აქტივობებს მეტად სახალისოს ხდის.
  • ჩესკი კრუმლოვის სუნთქვისშემკვრელ ხედებზე გადმომყურე სასახლე. სასახლე მდინარის გასწვრივ დგას და დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს დატკბეს მთლიანი ქალაქისა და მდინარის ხედით ამაღლებული ადგილიდან.
ჩეხეთის ქალაქები
  • სასახლის მუზეუმი. ჩვენი ვიზიტისას მოძრავი გამოფენა იყო დროებით ჩამოტანილი, რკინის ქანდაკებებით, რომელიც ნაცისტური პერიოდის შესახებ ბევრ კითხვას აჩენდა.
  • ქუჩის მუსიკა, ცეკვები და საკვები ქალაქს დასასვენებელ და განსატვირთ ელფერს ანიჭებს. ჩვენი იქ ყოფნისას რადენიმე ახალგაზრდა ჯგუფი იყო ჩამოსული და მათი ხმაური ქალაქს დამატებით სიცოცხლეს სძენდა.
  • კარგი სურათების გადასაღები უამრავი ადგილია ქალაქის ვიწრო ქუჩებში, პატარა ხიდებზე, მოედანზე, საათის კოშკურასთან. საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან რაღაც განსაკუთრებულს აღმოაჩენ.

დღეს უკვე ჩესკი კრუმლოვი პატარა ადგილობრივი დასასვენებელი ადგილიდან საერთაშორისო პოპულარულ მიმართულებად იქცა.

რეკომენდირებულია ჯიოტი და ნირმას მიერ Story at Every Corner-დან. გაჰყევი ამთ ფეისბუქზე.

ჰრადეც კრალოვე (Hradec Kralove)

იცი თუ არა, რომ პრაღიდან სულ რაღაც 2 საათის სავალ მანძილზე შეგიძლია ნახო საფარიზე წითელ სიაში შესული თეთრი მარტორქა ან უგზო-უკვლოდ იხეტიალო ფერად ევროპულ ქუჩებში? პრაღიდან ჰრადეც კრალოვეში შეგიძლია ავტობუსით მიხვიდე და ამისთვის დაახლოებით საათნახევარი დაგჭირდება. უფრო კომფორტულად მგზავრობისთვის და მიმდებარე ტერიტორიების დასათვალიერებლად, ცხადია, შეგიძლია მანქანა იქირაო.

ჩეხეთის ქალაქები

და რადგანაც ბარემ აქ ხარ, შეგიძლია მეტად ექსტრემალური რამეებიც სცადო, როგორიცაა წყლის თხილამურებზე დგომა ან სამთო ველოსიპედით დაშვება მთის ბილიკებზე. Dvur Kralove ზოოპარკის სტურობა კი, ალბათ, აუცილებელი აქტივობაა, რადგან ეს ერთადერთი ადგილია, სადაც თეთრი მარტორქები ოდესმე გამოუყვანიათ. შეგიძლია, ოფროუდ საფარის ტურს შეუერთდე და არა მხოლოდ მარტორქები, არამედ ,,დიდ ხუთეულში“ შესული ცხოველებიც ნახო, როგორიცაა ლომები და სპილოები.

სხვა არაჩვეულებრივი აქტივობები, რომელიც უცილებლად უნდა სცადო არის Adrspach-Teplice-ს კლდის ქალაქში გასეირნება და ყველაზე მაღალ საცოც ბილიკზე სახელად Krkonose Tree Top-ზე აცოცება. კლდის ქალაქი შეიძლება გეცნოს ,,ნარნიას ქრონიკებიდან“, რადგან სწორედ აქ არის გადაღებული ეს ფილმი და მოიცავს უზარმაზარ ქვიშაქვის სვეტებს.

ჩეხეთის ქალაქები

The Tree Top ხელოვნურად გაკეთებული ბილიკია, რომელიც სპირალურ ხვეულ ასასვლელს გულისხმობს ხის კენწეროებისკენ დაახლოებით 45 მეტრის სიმაღლეზე, რომლის ბოლოსაც ხის კენწეროები გაკრავს ირგვლივ და სურვილისამებრ იქიდან შეგიძლია ჩამოსრიალდე კიდევაც.

არ დაგავიწყდეს ჰრადეც კრალოვეს ცენტრის დათვალიერება. შენობები ძალიან დახვეწილი, ფერადი და ევროპული სტილისაა, თან ძალიან ცოტა ხალხია ირგვლივ.

გაჰყევი ჯენს ინსტაგრამზე.

პარდუბიცე (Pardubice)

თუ პრაღიდან ძალიან მარტივ ერთდღიან გასასეირნებელ ადგილს ეძებ, ეს სწორედ პარდუბიცეა, რომელიც მატარებლით სულ რაღაც ერთი საათის სავალ მანძილზე მდებარეობს პრაღის აღმოსავლეთით. შეგიძლია ელექტრონულად იყიდო მატარებლის ბილეთები (Regiojet, Leo Express ან Czech Railways; 2.80-10.70€) ან პრაღის ცენტრალურ სადგურზე შეიძინო ადგილზევე. როგორც კი ჩახვალ, ქალაქის ცენტრამდე სულ რაღაც 20 წუთის სავალია ან შეგიძლია ავტობუსს გაჰყვე, ტაქსი ან ველოსიპედი დაიქირავო. პარდუბიცეში ბევრი რამის დათვალიერება და გაკეთება შეიძლება.

ჩეხეთის ქალაქები

პარდუბიცე ცნობილია თავისი ჯანჯაფილის თაფლაკვერებით, სთიფლჩეიზის საცხენოსნო რბოლით და განსაკუთრებით დიდებული შენობებითა და ნაგებობებით ქალაქის ცენტრის ირგვლივ. ცალკე აღსანიშნავია შენობებზე სპეციალური ნიშები ფრესკული მოხატულობისთვის. ქალაქში ასევე არის ლუდსახარშები, რომელსაც შეგიძლია ესტუმრო; National Stud Farm at Kladruby and Labem (სტაროკლადრუბსკი ჯიშის ცხენების ფერმა – ჩეხური წარმოშობის ცხენების უძველესი ჯიში) და რამდენიმე სასახლე (პარდუბიცეს შატო და კუნეტიცკას მთაზე მდგომი ციხესიმაგრე).

კუნეტიცკას მთის ძირში ჯანჯაფილის თაფლაკვერების კოტეჯიც კი დგას. აქვე არის რესტორნები, რომლებშიც ნამდვილად ღირს შესვლა, მაგალითად: Hotel 100/ Ristorante da Pepa – სადაც უგემგიელეს იტალიურ კერძებს ამზადებენ და Na Staré Rybárně – გრილის რესტორანი ულამაზესი ხედით. დასავლეთ ევროპასთან შედარებით აქაური ფასები, შეიძლება ითქვას, რომ იაფია და შესაბამისად არც ისე ბევრი ევროებითა და დოლარებით პარდუბიცეში ბევრი რამის დაგემოვნებასა და გაკეთებას შეძლებ.

გაჰყევი ჰიზერს ინსტაგრამზე.


თუ დამატებით რაიმე კითხვა გაგიჩნდა, არ მოგერიდოს და მომწერე ან აქ კომენტარებში, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში. მოხარული ვიქნები რამით თუ დაგეხმარები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ!


Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

error: Content is protected !!