ქუთაისი, საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქი ნელ-ნელა მეტად პოპულარული ხდება ვიზეარითა და რაინეარით მოსარგებლე მოგზაურებისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. თუკი ბიუჯეტურ, სუფთა და ცენტრში მდებარე ღამის გასათევ ადგილს ეძებ, მაშინ Black Tomato Hostel (ჰოსტელი შავი პამიდორი ქუთაისში) ზუსტად საშენოა და ქვემოთ წაიკითხავ დეტალურ მიმოხილვას, თუ რატომ უნდა დარჩეთ აქ.
შენიშვნა: მე ამ დაწესებულების სტუმარი ვიყავი, მაგრამ ყველა აზრი, როგორც ყოველთვის, ჩემი პირადი შეფასებაა
რატომ ჰოსტელი შავი პამიდორი ქუთაისში?
ამ ჰოსტელში დარჩენის უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ უპირველესი მაინც ისაა, რომ ჰოსტელი „შავი პომიდვრების“ ქსელის პროექტი ეკუთვნის ორ გოგოს (#bossbebes! ☺) და ქალთა ბიზნესის თანადგომა და ამ იდეისთვის ხელშეწყობა სრულიად გადასარევი შეგრძნებაა.
დამატებით კი, აქაური გარემო ძალიან მეგობრულია მიმღების ხალხითა და მცხოვრები მოგზაურებით; დიზაინი მინიმალისტურია, ელეგანტური, ვინტაჟური, პასტელის ფერებში, მეორადი ნივთების დეკორითა და გადაკეთებული ავეჯით. და ბოლოს, ეს ჰოსტელი ქუთაისში არსებულთაგან Booking.com-ზე ჩამონათვალის სათავეშია მომხმარებლების რევიუების მიხედვით 9.4 ქულით.
ასევე, სამზარეულოში ძალიან სახალისო სიმბოლოებს გადავეყარე, რაც აქაურობას თავის შარმსა და მომხიბვლელობას სძენს. თავის მხრივ მსგავსი დეტალები ბევრს ამბობს მფლობელების დამოკიდებულებაზე საქმისადმი.
ადრე მათ ინტერვიუში მაქვს წაკითხული, რომ მმართველი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს 4 კომპონენტის ერთიანობის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის: საშუალო ფასები, მაღალი ხარისხის სერვისი, უმაგრესი ადგილმდებარეობა და სასიამოვნო ინტერიერი. სწორედ თითოეული მათგანის დეტალურ დახასიათებას გთავაზობთ ჩემს რევიუში.
მაშ, დავიწყოთ!
ამავე ქსელის ჰოსტელი თბილისშიც, არც ისე დიდი ხნის წინ გაიხსნა. ფასები შეგიძლია აქ შეამოწმო: Booking.com და Agoda.com
ჰოსტელის ადგილმდებარეობა
ჰოსტელი მდებარეობს ქუთაისის ყველაზე ცენტრალურ ნაწილში, კოლხურ შადრევანთან მდებარე მაკდონალდსის უკან მეორე შესახვევში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე. აქ მოხვედრა ძალიან მარტივია ქუთაისის ცენტრალური ავტოსადგურიდან წრიული N1 ავტობუსით ან N1 მარშრუტკით. მოედნიდან ჰოსტელამდე სულ რაღაც 10 წუთის სავალია.

ჰოსტელის ცენტრალური მდებარეობიდან გამომდინარე ფეხით გადახვალ ბაგრატის ტაძრამდე და გელათში ან წყალტუბოში მიმავალი მარშრუტკების სადგომამდეც. შეგიძლია, ქუთაისის ისტორიულ ნაწილში გაისეირნო, ისტორიის მუზეუმს ეწვიო, დაისვენო მწვანე სივრცეებში და მონ პლაისირის თაღის ქვეშ გაძვრე.
ქუთაისის ღირსშესანიშნაობების შესახებ ჩემი დეტალური სტატია შეგიძლია აქ წაიკითხო.
როცა მოგშივდება, ამ მიდამოში უამრავი კაფე და რესტორანია. ან შეგიძლია, პროდუქტები იყიდო და ჰოსტელში, საერთო სამზარეულოში შენითვე მოამზადო კერძები.
ჰოსტელის ოთახები
დღევანდელი ჰოსტელის ადგილას ადრე იყო ეზოიანი, ორსართულიანი იმერული სახლი. ჰოსტელი მეორე სართულზეა, პირველზე კი ღვინის ბარი. ასე მითხრეს, რომ ტურისტული სეზონისას, ღვინის ბარი და ეზო მთლიანად სავსეა მოგზაურებითა და ქუთაისის სხვა ვიზიტორებით, რაც ძალიან სასიამოვნოს ხდის აქ დარჩენას.
ჰოსტელში „შავი პამიდორი“ 2 საერთო საძინებელი ოთახია, 3 ცალკე ოთახი და 3 საერთო აბაზანა. ყველა ოთახში არის კონდიციონერი.

საერთო საძინებლებში არის 6 და 8 საწოლი ცალკე ლოქერებით თავისი გასაღებებით, ტანსაცმლის საკიდებით, საჭირო დეტალებით და სკამით. ყველა საწოლთან არის დენის წყარო, საკითხავი ნათურა და უმრავლესობას ფარდა – სიმყუდროვის შესაქმნელად.
საერთო საძინებელში ერთი საწოლის ფასი არის 20-30 ლარი კაცზე.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჰოსტელს აქვს 3 ცალკე საძინებელი სადაც დგას სავარძელი, გარდერობი/ტანსაცმლის საკიდი და ღამის ნათურები. ყველა მათგანი საშუალო ზომისაა და სრულიად საკმარისია სოლო ან წყვილი მოგზაურისთვის. ამ სამიდან მხოლოდ ერთს აქვს ცალკე, იზოლირებული სააბაზანო. დანარჩენებისთვის კი საერთო აბაზანებია.
ცალკე საძინებლების ფასებია 90-130 ლარი, გააჩნია ოთახს და იმას თუ რამდენი ადამიანი იყენებს ერთი თუ ორი.
ნახე ფასები: Booking.com | Agoda.com
ჰოსტელის „შავი პამიდორი“ ინტერიერი
ჰოსტელში შესვლისთანავე ვინტაჟურ სულს იგრძნობ. შემდეგ კი, საკმაოდ გაკვირვებულ დარჩები მარტივი და ელეგანტური ელემენტების ნახვით, რომელიც ამ ვინტაჟურ გარემოში ძალიან ჰარმონიულად არის ინტეგრირეგული. აქ გადააწყდები, მეორად ფირსაკრავს, ძველ ტელევიზორს, ციფრებ-სატრიალებელ/ღილაკებიან ტელეფონს, უზარმაზარ რადიოლას და ა.შ.

მე პირადად ინტერიერში ყველაზე მეტად მომეწონა ფერების შეხამება: ლურჯი კარები, ყვითელი სავარძლები და წითლის ელეგანტური დეტალები – სამივე ფერი ჰოსტელისთვის უნიკალური და სახასიათოა. მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა, მაშ, რატომ დაარქვეს მფლობელებმა ჰოსტელს „შავი პამიდორი“? იმიტომ რომ, ლურჯის, წითლის და ყვითლის კომბინაცია ქმნის შავს. ხომ ნამდვილად კრეატიულია? ☺
ჰოსტელის დამატებითი სერვისები
ჰოსტელში ძალიან მეგობრული სტაფი მუშაობს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან რჩევები მოგცენ დასათვალიერებელ ადგილებზე ქუთაისსა და მის შემოგარენში. ისინი ძალიან ყურადღებიანები არიან, მეტიც სამაგიდო თამაშებშიც შემოგიერთდებიან, საუბარსაც გაგიბამენ და დალევენ კიდევაც თქვენთან ერთად!
დამატებითი მომსახურება, რომელსაც ჰოსტელი გთავაზობთ:
- საუზმე: 10 ლარი. შედის: კვერცხი, ვინატაჟურ ქურაში გამომცხვარი იმერული ხაჭაპური და სალათის თასი.
- სამრეცხაოს მომსახურება: 5 ლარი
- ტრანსფერი აეროპორტში: 25 ლარი
- Wifi: უფასო
თუკი ქუთაისის შემოგარენის დათვალიერება გინდა ტურით, მიმღებში იკითხე, ისინი თანამშრომლობენ ადგილობრივ ტურ-სააგენტოებთან, რომელთაც უამრავი შემოთავაზება აქვთ და აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის სასურველს.
ჰოსტელის „შავი პამიდორი“ დამატებითი უპირატესობები
აქ აქვთ საივრცე კომფორტული სავარძლებითა და დივანებით, სადაც შეგიძლია იკითხო ან დისტანციურად იმუშაო.
მოამზადო სადილი საერთო სამზარეულოში და გაიცნო მოგზაურები ან უბრალოდ დატკბე დილის მზის სხივების ფონზე აივანზე ყავით.
ნახე ფასები: Booking.com | Agoda.com
ითამაშო სამაგიდო თამაშები სტუმრებთან ერთად ან საღამოს ღვინის ბარში ჩახვიდე პირველ სართულზე და დააგემოვნო ტრადიციული და რეგიონალური ქართული ღვინოები.