როგორ ვიყიდოთ ავიაბილეთები იაფად

0
2080
views
ავია ბილეთები იაფად

ოგეხსენება, რომ მოგზაურობის დაგეგმვისას ყველაზე დიდი ხარჯი ავიაბილეთია. მისი იაფად ყიდვა თითქმის შეუძლებელია. მართალია, Wizzair-ის  ბილეთები იაფად შეგიძლია იყიდო, მაგრამ ზოგჯერ ეს მიმართულებები სადაც კომპანია ოპერირებს საკმარისი არაა. სხვა ქვეყანაში მოგზაურობა კი ძვირი ჯდება.

მართალი გითხრა, ბილეთში კოლოსალური თანხის გადახდა არ მიყვარს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ბევრი ვეძებო და ავიაბილეთები იაფად ვიპოვო. ამ პოსტში კი ჩემს ყველა ხრიკსა და რჩევას გაგიზიარებ.

რამდენიმე რჩევა როგორ ვიპოვოთ ბილეთები იაფად

  • პირველ რიგში დაიმახსოვრე, რომ ბილეთების იაფად მოძიებას დიდი დრო და ენერგია ჭირდება.
  • აუცილებლად გამოიყენე Chome-ის ინკოგნიტო ფანჯარა. საძიებო სისტემები შენს ყველა ნაბიჯს კარგად აკვირდებიან, ამიტომ ხშირად უფრო მაღალ ფასს განახებენ.
  • ავიაბილეთი მინიმუმ ოთხი თვით ადრე შეიძინე. ჩემი გამოცდილებით ბილეთის ყიდვა ყველაზე ხელსაყრელი ექვსი თვით ადრეა.
  • გამოიწერე საიტის “ნიუსლეთერი” ან ფასის ცვალებადობის მანიშნებელი ელ.ფოსტა.
  • თუ არჩეული ქვეყნის კარგად დათვალიერებას აპირებ, ბილეთი ერთი მიმართულებით იყიდე და სხვა ქალაქიდან დაბრუნდი უკან.
  • მოიწონე კომპანიების სოციალური ქსელის გვერდები. დიდი შანსია აქციას გამოკრა ხელი.
  • ბილეთები Skyscanner-ზე, Kiwi-სა და eDreams-ზე მოძებნე.

დაყავი ბილეთი რამდენიმე მიმართულებად

ალბათ არასდროს გიფიქრია ბილეთის რამდენიმე მიმართულებად დაყოფაზე. ახლავე აგიხსნი რას ვგულისხმობ. ჩემი დაკვირვებით, იმ აეროპორტიდან უფრო იაფია გაფრენა რომელიც ყველაზე დატვირთულია. ჩვენს შემთხვევაში ასეთი სტამბოლის აეროპორტია.

მოგეხსენება, რომ თბილისიდან ფრენა საკმაოდ ძვირია. ასე რომ ბილეთის დაყოფა თბილისი-სტამბოლი და შემდეგ სტამბოლი-[ნებისმიერი მიმართულება] უფრო იაფია ვიდრე პირდაპირ თბილისი-[ნებისმიერი მიმართულება].

აი მაგალითად, სექტემბერში ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში ჩემი უახლოესი მეგობრის ქორწილში მივდივარ.

ავიაბილეთის ფასი, ერთ კაცზე, თბილისი-დუბროვნიკი Skyscanner-ზე:

ავია ბილეთები იაფად

ახლა კი ჩემს მიერ, იანვარში, ნაყიდ სტამბოლი-დუბროვნიკის ბილეთის ფასს შეხედე. გარდა იმისა რომ ბილეთში, ორ კაცზე $124.88 გადავიხადე, ათენის დათვალიერებასაც შევძლებ. ასეთ გრძელ მანძილზე პირველად ვიყიდე ბილეთი ასე იაფად.

თბილისი-სტამბოლის ბილეთი კი დაახლოებით იგივე ღირს და სადღაც $60-70-ის ფარგლებში მერყეობს. თან ძვირადღირებული ბილეთით მოსკოვის აეროპორტში 14 საათის გატარება მომიწევდა!

დარწმუნებული ვარ ფიქრობ უკანა გზაზე რას ვაპირებ, არა? მაქამდეც მივალ.

ბილეთის ფასი ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე გადაამოწმე

როდესაც ყველაზე ხელსაყრელ ბილეთს იპოვი, მაშინვე ნუ იყიდი. საიტები რომლებიც სხვადასხვა ავიაკომპანიის ბილეთებს გაჩვენებს, ყოველთვის ამატებს სერვისის თანხას.

სჯობს ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე გადაამოწმო მისი ღირებულება. დიდი ალბათობით, ფასი იქ უფრო დაბალი იქნება.

თუმცა, ზოგჯერ ეს რჩევა არ გამოდგება თუ შენც ბილეთს ჩემნაირად ადრე ყიდულობ. როდესაც Skyscanner-ის მეშვეობით Aegean Airlines-ის ბილეთი ვიპოვე, ოფიციალურ საიტზე სექტემბრის თარიღები ჯერ არ ქონდათ დამატებული. ამიტომ, ჩემს მესამე საყვარელ საიტ eDreams-ზე მოვიძიე და ბილეთიც იქ ვიყიდე.

ზოგჯერ კი პირიქითაც ხდება. ასეთ საიტებზე უფრო დაბალია ბილეთის ღირებულება ვიდრე ოფიციალურ საიტებზე. ამიტომაა საჭირო ყველაფრის კარგად გადამოწმება.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ბილეთის იაფად ყიდვას დიდი დრო და ენერგია მიაქვს.

დააყენე ფასის ცვალებადობის მანიშნებელი

Skyscanner-ს ერთი ძალიან კარგი ფუნქცია აქვს. თუ ავიაბილეთის ფასი იცვლება, ელ.ფოსტაზე მოგდის შესაბამისი წერილი და თუ ასეთ ცვლილებას დაინახავ აუცილებლად სწრაფად უნდა იმოქმედო. სამწუხაროდ ცოტა ხანი დამიგვიანდა და ბილეთი უკვე გაძვირებული დამხვდა. ორ ბილეთში $88 გადავიხადე.

უკან დასაბრუნებელი ბილეთი

ხორვატიაში 20 დღის გატარებას ვგეგმავ. მოგზაურობას დუბროვნიკიდან ვიწყებ, ქვეყნის სანაპიროს მივუყვები და ბოლოს დედაქალაქში ვამთავრებ ტურს. ზაგრები-თბილისი ან ზაგრები-სტამბოლის ავიაბილეთების ფასი კი საკმაოდ ძვირია.

ზაგრებიდან ყველაზე ახლო ქალაქი სადაც Wizzair დაფრინავს ბუდაპეშტია. კიდევ ერთი ქალაქის ნახვის შესაძლებლობა! აქ 2012 წელს, უნივერსიტეტიდან ვიყავით ბავშვები ექსკურსიაზე. ახლა კი იმის დათვალიერება შემიძლია რაც მაშინ ვერ მოვახერხე, თან ოთოც არაა ნამყოფი.

ბუდაპეშტი-ქუთაისის ავიაბილეთი უფრო ძვირი დამიჯდა, ვიდრე ვგეგმავდი. ისიც იმიტომ რომ ვერ ჩამოვყალიბდი კიდევ მინდოდა რომელიმე ქვეყანაში გადასვლა თუ არა. აქამდე თუ ვერ მიხვდი, პირდაპირ გეტყვი: მაწანწალა ვარ! 🙂

საბოლოოდ რამდენი დავზოგე?

ორ კაცზე: თბილისი-დუბროვნიკი $478 + $133 ბუდაპეშტი-ქუთაისი = $611 

ჩემი ხარჯი ორ კაცზე: თბილისი-სტამბოლი $88 + სტამბოლი-დუბროვნიკი $124.88 + ბუდაპეშტი-ქუთაისი $133 = $345.88

დანაზოგი: $265.12

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge