Skyscanner: ავიაბილეთების იაფად შეძენის 4 გზა

0
221
views

ღეს ათეულობით საიტია რომლის მეშვეობითაც შეგიძლია ავიაბილეთების მოძებნა და შეძენა. Skyscanner-ი ერთ-ერთი ასეთი საიტია, რომელსაც მე აქტიურად ვიყენებ იაფი ავიაბილეთების მოსაძებნად ან ფასების შესადარებლად.

ყველა ასეთი საიტი სხვადასხვა ფასს გაჩვენებს. არავის უყვარს იმის აღმოჩენა, რომ იგივე ბილეთი სხვა საიტზე შეიძლება უფრო იაფად ეყიდა.

ამიტომ, რამოდენიმე საიტს ვამოწმებ და ამის შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას.

წაიკითხე როგორ დავზოგე $276 ავიაბილეთებზე

ბევრი მიზეზია რატომ მირჩევნია Skyscanner სხვა მსგავს საიტებს. მას რამდენიმე ძალიან კარგი ფუნქცია აქვს, რომელიც იაფფასიან ავიაბილეთებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგაძებნინებს.

სწორედ ამ ხრიკების ჩვენებას ვაპირებ ამ პოსტში.

გახსოვდეს: ავიაბილეთები ყოველთვის ‘ინკოგნიტო’ ფანჯრით მოძებნე

ავიაბილეთების იაფად შეძენის 4 გზა

მოგზაურობის დაგეგმვისას, მინდა ვიცოდე რა ვარიანტები მაქვს და სად შეიძლება წავიდე.

ყოველ ჯერზე სხვადასხვა ქალაქის ან ქვეყნის ჩაწერა დამღლელია და თან შეიძლება იმ მომენტში არც გაგახსენდეს რომელიმე ქვეყანა.

ამისთვის არსებობს კარგი ფუნქცია:

ძიება „ყველგან“ (Everywhere)

ავიაბილეთების იაფად შეძენის ერთერთი გზა To:ველში ‘ყველგან’ (everywhere). მითითებაა. ეს ფუნქცია მაშინ გამოგადგება, როდესაც ჯერ არ იცი კონკრეტულად სად გინდა გამგზავრება.

ავიაბილეთების იაფად შეძენის

საიტი კი იმ ქალაქების/ქვეყნების სიას გაჩვენებს სადაც შეგიძლია კონკრეტული ქალაქიდან გაემგზავრო. თან მიახლოებით ფასსაც აქვე განახებს.

ამის შემდეგ შეგიძლია  მგზავრობის თარიღიც მიუთითო.

ხოლო, თუ არც თარიღი გაქვს ჯერ არჩეული და ყველაზე იაფი ვარიანტი გაინტერესებს, მაშინ  წაიკითხე შემდეგი რჩევა.

გაიგე სად შეგიძლია გაემგზავრო თბილისიდან იაფად

აირჩიე „იაფი თვე“

ეს ფუნქცია თარიღის ველზე ღილაკის დაჭერისას ჩანს და მაშინაც გამოგადგება თუ დანიშნულების ადგილიც იცი, მაგრამ არ გაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელ თვეს გინდა გამგზავრება.

ხოლო თუ გამგაზვრების თვე უკვე არჩეული გაქვს, მაგრამ არ იცი რომელ რიცხვში გაემგზავრო, ავიაბილეთების იაფად შეძენის კიდევ ერთი გზა „მთლიანი თვის“ (whole month) არჩევაა.

ამ ფუნქციის მეშვეობით საიტი გაჩვენებს რომელი თარიღის ბილეთის ფასია ყველაზე იაფი.

დააყენე ფასის შეტყობინება (Price Alart)

მოდი ვივარაუდოთ, რომ შენ უკვე არჩეული გაქვს მიმართულება და ავიაბილეთის ფასიც იცი.

მაგრამ იქნებ ჯერ არ ხარ მზად ბილეთის შესაძენად ან ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბებულხარ გინდა თუ არა ამ ქვეყანაში გამგზავრება?

სწორედ ასეთი სიტუაციებისთვისაა ფასის შეტყობინების ფუნქცია Skycanner-ზე. თუ შენს მიერ არჩეული ბილეთის ფასი იცვლება, წერილი ელ.ფოსტაზე მოგდის და ამის შესახებ გატყობინებს.

ასე შევძელი თბილისი-სტამბოლის ბილეთის ყიდვა $25 დოლარით იაფად.

ფასის შეტყობინების დაყენება ყველაფერზე შეგიძლია – კონკრეტული მიმართულება თარიღით, „ყველგან“ და „იაფი თვე“ ფუნქციების გამოყენებით.

მაგალითად, ავიაბილეთების იაფად შეძენისთვის დაყენებული მაქვს ფრენა ნებისმიერი მიმართულებით ქუთაისიდან და თბილისიდან. Skyscanner-ი კი  ფასის ცვლილების შესახებ კვირაში რამდენჯერმე მატყობინებს.

ჩამოტვირთე აპლიკაცია

Skyscanner– ის მობილური აპლიკაცია ავიაბილეთების იაფად შეძენის კიდევ უფრო მარტივი ხერხია. აპლიკაციას ზუსტად იგივე ფუნქციები აქვს რაც საიტს და კომპიუტერთან არყოფნის შემთხვევაშიც ადვილად შგიძლია სასურველი ინფორმაცია მოიძიო.

აქვე შეგიძლია ფასის შეტყობინებების დაყენებაც.

თუ შენთვის ეს რჩვევები სიახლეა ან ბილეთების ძიების სხვა მეთოდი გაქვს, აუცილებლად გამიზიარე კომენტარებში ❤

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge