6 რამ, რაც ბანკოკში უფასოდ ან იაფად შეგიძლია ნახო

0
40
views
ბანკოკი

Same Same, But Different – იგივე, მაგრამ განსხვავებული – ეს ფრაზა ბანკოკში ძალიან ხშირად შეგხვდება. იგი ფაქტობრივად აქაური დევიზია. ბანკოკი კონტრასტების ქალაქია, სადაც ახალი შესანიშნავად ერწმყმის ძველს. იმისათვის, რომ ქალაქი კარგად შეიგრძნო, ეს ყველაფერი შენით უნდა გამოცადო. პირველად ჩამოსულს ძალიან ბევრმა რამემ გამაოგნა.

მიუხედავად იმისა რომ ბანკოკში ძალიან ბევრია სანახავი, ეს პოსტი მოიცავს იმ 6 ღირსშესანიშნავ ადგილს, რომელიც ძალიან იაფად შეგიძლია ნახო.

1ჩაინა თაუნის შესასვლელი

ჩაინა თაუნი ბანკოკის უბნებს შორის ყველაზე პატარაა, თუმცა ყველაზე მეტადაა დასახლებული.

აქ ჩინელი მოსახლეობა უკვე ძალიან დიდი ხანია ცხოვრობს. კილომეტრნახევრიანი უბანი სავსეა ოქროულის მაღაზიებით, ჩინური საკვები ობიექტებითა და ტაძრებით.

უფასო

2ვატ ტრაიმიტი (ოქროს ბუდა)

ტაძარში ბუდას ყველაზე დიდი ოქროს ქანდაკებაა, რომელიც 5.5 ტონას იწონის, საფასური კი დაახლოებით 28.5 მილიონი ფუნტია.

40 ბატი

3ვატ არუნ (მზის ამოსვლის ტაძარი)

ეს ბუდისტური ტაძარი ინდური მითოლოგიის ღმერთის არუნას სახელს ატარებს, რომელიც მზის ამოსვლას გამოხატავს. ცენტრალური სვეტი ფერადი ფაიფურითაა დაფარული და სტუპას მსგავს პაგოდად აღიქმება. მის გარშემო განლაგებული ოთხი სვეტი მსგავსი ფაიფურითა და ზღვის ნიჟარებითაა შემკული. ფაიფური ბანკოკში ჩინეთიდან მომავალ გემებს შემოჰქონდათ.

შეგიძლია დამრეც კიბეებზე ახვიდე და მთელ კომპლექსსა და მდინარე ჩაო პრაიას გადმოხედო.

კომპლექსს რამდენიმე აღმოსავლურ დარბაზი აქვს. ერთ-ერთს კი გიგანტური იაკშები იცავენ. ისინი იმ განძის მცველებად მიიჩნევიან, რომელიც ხის ფესვებშია ჩამალული.

50 ბატი

4ქუჩა კაო სან

ზურგჩანთით მოგზაურთა, ანუ „ბექფექერების“ გეტო. ეს პატარა ქუჩა ჩვენნაირი მოგზაური ხალხითაა სავსე. შუადღე საკმაოდ მშვიდია, აქ გასართობად ღამე უნდა მოხვიდე.

აქ ნახავ უამრავ სუვენირს, რესტორნებსა და ბარებს დასავლური კერძებით, ნახატებს, კონტრაბანდულ დისკებს და მეორად წიგნებს.

ანუ ყველაფერია, რაც შეიძლება ბექფექერს დასჭირდეს.

უფასო

5სავაჭრო ცენტრი „ტერმინალი 21“

ბანკოკიეს სავაჭრო ცენტრი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ. იგი სხვა სავაჭრო ცენტრებისგან იმით განსხვავდება, რომ აქაურობა აეროპორტს ჰგავს. ყველა ექსკავატრის თავზე გასავლელის დასახელება წერია და გაუწყებს მსოფლიოს რომელ ქალაქში მიდიხარ. სართულები აქ დაყოფილია ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვით და გაფორმებაც შესაბამისია.

მაგალითად, აქ ნახავ სან ფრანცისკოს ცნობილ წითელ ხიდს, ლონდონისთვის დამახასიათებელ ორსართულიან წითელს ავტობუსებს, იტალიის ნაწილზე კი კედლები რენესანსის სტილშია მოხატული. მართლაც შეუდარებელია!

უფასო

6სოი კავბოი

სავაჭრო ცენტრის გვერდზე მდებარე „რედ ლაით დისთრიქთია“. საკმაოდ საინტერესო ადგილია დასათვალიერებლად. ქუჩა საღამოობით იხსნება და ღამის ნებისმიერ დროს მოხვიდე აქ.

ქუჩას ეს სახელი ერთ-ერთი ამერიკელის გამო ჰქვია, რომელმაც აქ 1977 წელს პირველი ბარი გახსნა და ხშირად კავბოის ქუდი ეხურა.

უფასო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge