რამ გამაოგნა ყველაზე მეტად ბანკოკში

0
56
views
bangkok trip. Chinatown in Bangkok

24 ნოემბერს ბანკოკისკენ ავიღეთ გეზი. სასტუმროდან ტაქსით ნახევარ საათში უკვე კატმანდუს აეროპორტში ვიყავით.

ფრენა დილის 11:50-ზე გვაქვს, თუმცა ბორტზე ასულები კიდევ ერთი საათი ვუცდიდით აფრენას. მიზეზი არავის გამოუცხადებია.

ამის გამო ბანკოკში 45 წუთით გვიან, ადგილობრივი დროით საღამოს 5:30-ზე ჩავედით.

ნეპალის მსგავსად, აქაც საიმიგრაციო ფორმა უნდა შეავსო, სადაც სტუმრობის მიზეზს, ვადებსა და საცხოვრებელi ადგილის მისამართს უთითებ. პასპორტის შემოწმების პუნქტთან დგომისას ვხედავ, რომ წარწერა ინგლისურად და რუსულად აქვს. ტურიზმის დეპარტამენტის მიხედვით, 26.7 მილიონი ტურისტიდან 1.73 მილიონი რუსეთის მოქალაქეა. ტოპ სამეულში ჩინეთი და მალაიზიაც ხვდება.

ტუკ-ტუკით მგზავრობისას

მას შემდეგ რაც ბარგი ავიღეთ, აეროპორტში მდებარე მატარებლის სადგურისკენ გავეშურეთ, რომელიც ორი სართულით ქვემოთაა.

რამ გამაოგნა ყველაზე მეტად

მატარებლის ჟეტონი დაახლოებით $1.40 ღირს. თბილისში მიჩვეულები, ვცდილობთ, ჟეტონი შესაბამის ადგილას ჩავაგდოთ, მაგრამ აღმოჩნა, რომ ჟეტონი სენსორულია და ბარათივით ედება ეკრანს.

მატარებლის სადგური ჩვეულებრივს არ ჰგავს. ბაქანზე სიარულისას თავი დერეფანში გგონია და რეკლამებით დაფარული კარები კი კედლის შთაბეჭდილებას ტოვებს.

გაოგნებულები ვიყურებით აქეთ-იქით, ვერ გავიგეთ, სად უნდა დავმდგარიყავით. უცბად იქ მომუშავე პერსონალი გვეძახის და მოსაცდელ ყვითელ ხაზზე მიგვანიშნებს.

ლოდინისას აქაურობას ვათვალიერებ. სადღაც ვკითხულობ: „ვაგონი მხოლოდ მაშინ დაიძვრება თუ პერსონალი მის უსაფთხოებაში დარწმუნდება“.

მატარებელი ბაქანზე ჩამოდგა, თუმცა შიგნით არ გვიშვებენ. ხალხისგან დაცლის შემდეგ, დამლაგებელი მატარებელს ასუფთავებს, სამხედრო ფორმაში ჩაცმული გოგო ნაკი მის უსაფრთოებაში რწმუნდება. მე და მარიამი გაოგნებულები ვუყურებთ ერთამენთს. “ეს რა ვნახეთ?“ ერთდროულად ვამბობთ ორივე და ვაგონში შევდივართ.

ჰოსტელამდე დიდი გზაა და მეტროს გამოცვლაც მოგვიწია. BTS SkyTrain აზიის განვითარებულ ქვეყნებში საზოგადო ტრანსპორტია, რომელიც ესტაკადასნაირ ობიექტებზე დადის.

მეორე დღეს ჰოსტელის უბნის დათვალიერება გადავწყვიტეთ.

ბანკოკიბანკოკი გურმანების და შოპაჰოლიკებისათვის შესანიშნავი ადგილია. ქუჩის საკვები აქ ყველა ნაბიჯზე გხვდება. პატარა დახლები ყოველ მეორე კუთხეშია და დიდ ადგილსაც არასდროს იკავებს. მხოლოდ 2-3 მაგიდაა საჭიროა და „კაფეც“ მშვენივრად მუშაობს. აქ შეგხვდებათ ყველანაირი საკვები, ახლად გამოწურული ხილის წვენი, დაჭრილი ხილი, მწერები, სუპები, ჯოხზე აცმული ხორცის ბურთულები, ტკბილეული, მოკლედ, რაც შენს გულს გაუხარდება.

ისევე როგორც ქუჩის საკვები, მაღაზიებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ამდენი სავაჭრო ცენტრი ერთ ქალაქში მგონი არსად მინახავს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტიც საკმაოდ მრავალფეროვანია. პირველად აქ ვნახე მოტოციკლი-ტაქსი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge