როგორ გავატაროთ უქმეები ბაქოში

0
66
views

ზერბაიჯანის დედაქალაქი – ბაქო, თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ნაზავია, რაც მას საინტერესო ქალაქად აქცევს. ბაქოს მოდური ნაგებობები იდეალურად ერწყმის საუკუნეების წინ აშენებულ შენობებსა და კოშკებს. ქალაქში მიმოფანტული ათობით პარკი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ბაქოში შაბათი-კვირის გატარება სავსებით საკმარისია და დაბალბიუჯეტური მოგზაურობისთვის შეგიძლია ტური swoop.ge-ზე შეიძინო.

დღე, ქალაქის ცენტრთან მდებარე Gloria Jeans Coffee-ში ყავის სმით დავიწყეთ. ანტრეს მსგავსი ყავის სახლი ბევრ სხვადასხვა დესერტსა და მსუბუქად წასახემსებელ სენდვიჩს თავაზობს თავის მომხმარებელს.

ბაქომოგვიანებით, ქალაქის ქუჩებში დავიწყეთ სიარული და დღის განმავლობაში დაახლოებით 20 კმ  ვიარეთ. ჩემი აზიაში მოგზაურობის შემდეგ, Maps.me ყველაზე კომფორტული ოფლაინ რუკა გამოდგა, რომელიც ყველა ობიექტს ზედმიწევნით გაჩვენებს. მაპატიე Google, მაგრამ Maps-მა მაგრად გაჯობა! 

ბაქო ძალიან, ძალიან სუფთა ქალაქია. შენობები შეღებილია ერთ ტონში – კრემისფრად, რაც ელეგანტურ იერს აძლევს ქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში საკმაოდ დატვირთული მოძრაობაა, მაინც მშვიდია და მანქანების ხმაური სულაც არ გაწუხებს. საღამოობით კიდევ უფრო სიწყნარეა, რადგან ძალიან ცოტა ადგილობრივს თუ შეამჩნევთ ქუჩაში.

აზერბაიჯანის დედაქალაქი მაქსიმალურად ცდილობს ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნავი ადგილი შესთავაზოს სტუმარს, თუმცა კულტურული და არქიტექტურული სანახავი ადგილი მაინც ცოტაა. მითუმეტეს თუ შენც ჩემსავით დიდად არ გიჟდები მუზეუმებზე. აქედან გამომდინარე, გთავაზობ ჩამონათვალს რა შეიძლება გააკეთო ბაქოში უქმეებზე.

გაეცანი ბაქოს ისტორიას

ბაქობაქოს ძველი ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობები 12-ე საუკუნის მაიდანის კოშკი და 15-ე საუკუნის შირვანშაჰის სასახლეა.

მეიდანის კოშკი დღეს მუზეუმადაა ქცეული და სტუმარს საუკუნეების განმავლობაში ქალაქის განვითარების ისტორიას უყვება. თითოეული სართული ბაქოს ისტორიის ახალ ეტაპს წარმოადგენს. კოშკის ბოლო სართულიდან კი პანორამული ხედები იშლება ბულვარსა და კასპიის ზღვაზე .

კოშკის მონახულების შემდეგ, პატარა, ქვაფენილიანი ქუჩები შირვანშაჰის სასახლესთან მიგიყვანს. კომპლექსი რამდენიმე შენობას მოიცავს, აქ შეგიძლია ნახო ძველი მეჩეთი, ძირითადი შენობა სადაც აზერბაიჯანის კულურულ მემკვიდრეობას შეგიძლია გაეცნო, აბანო და მავზოლეუმი.

იგრძენი თავი გულივერად

ბაქომინიატურული ლიტერატურის მუზეუმი აუცილებლად სანახავი ადგილია. აქ წარმოდგენილი წიგნები ზარია სალაჰოვას პირადი კოლექციაა, რომელმაც 6,500 წიგნი 65 სხვადასხვა ქვეყანაში შეიძინა.

2002 წლიდან მუზეუმი გაიხსნა და მისი დათვალიერება უფასოდ შეგიძლია. ცნობილ ლიტერატურულ შედევრებთან ერთად, მუზეუმს იშვიათი ეგზემპლარებიც აქვს. მაგალითად, 17-ე საუკუნის ყურანი, წიგნი რომელიც 13-ე საუკუნეში გუტენბერგის შთამომავალმა გამოსცა და იმდენად პატარა წიგნები რომლის ნახვა მხოლოდ გამადიდებელი შუშით შეგიძლია.

გაისეირნე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქუჩაზე

ბაქონაზიმის ქუჩა ყველაზე დიდი ფეხითმოსიარულეთა ქუჩაა, სადაც უამრავი სავაჭრო და გასართობი ცენტრია განთავსებული.

ქუჩას აზერბაიჯანელი, ცნობილი პოეტის სახელი ქვია. აქ ნახავთ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდ მაღაზიებს, ბანკებს, საელჩოებსა და კვების ობიექტებს. სწორედ ამიტომ მიიჩნევა ნაზიმი მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირადღიებულ ქუჩად.

იგრძენი თავი ვენეციაში

ბაქოე.წ. „პატარა ვენეცია“ ხელოვნური არხია, რომელიც რამდენიმე კუნძულს ლამაზი თაღებით აკავშირებს.

ეს პატარა ატრაქციონი ვენეციის ანალოგია თავისი გონდოლითა და მომსახურე პერსონალის ჩაცმულობით. გონდოლით გასეირნება 6-8 წუთს გრძელდება.

გაისეირნე ბულვარში

3 კმ სიგრძის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ბაქოს სტუმრებისთვისაც.

აქედან კარგად ჩანს ბაქოს სავიზიტო ბარათი – ცეცხლოვანი კოშკები (Flame Towers). ბულვარში ყოფნა განსაკუთრებით მაშინაა კარგი, როდესაც კოშკები სხვადასხვა ფერებად ინთება.

თუ ცოტა დასვენება და განტვირთვა გსურს, შეგიძლია პატარა კაფეში ჩაის სმითა და კასპიის ზღვის ხედებით დატკბე. ან გაიხსენო ბავშვობა და რამდენიმე ატრაქციონს ეწვიო.

ჭამე, როგორც ადგილობრივმა

აზერბაიჯანული კერძები ძალიან გავს თურქულ და ირანულ სამზარეულოს. აქაური კერძები სავსეა ხორცითა და ბოსტნეულით. ყველაზე ცნობილი საკვები რაც უნდა გასინჯო არის ბრინჯის კერძი ზაფრანითა და მწვანილებით.

ქართული სამზრეულოს მსგავსად, აზერბაიჯანელებიც ხშირად მოიხმარენ კაკალს. ლაჰმაჯუნი, ქაბაბი და მწვადი ყველაზე პოპულარული კერძებია.

საკვები ადგილის ძიების დროის დაიმახსოვრე, რომ ცენტრში კაფეები ყოველთვის ძვირია. სჯობს ნაკლებად ცნობილ და ოდნავ შეუხედავ ადგილებს ეწვიო. სწორედ აქ დააგემოვნებ ნამდვილ აზეიბაიჯანულ სამზარეულოს ყველაზე კარგად.

ბედნიერი მოგზაურობას გისურვებ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge