ნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ქვეყნის ყველაზე დასახლებულ და ევროკავშირში ერთ-ერთ უდიდეს ქალაქად ითვლება. დედაქალაქი 1873 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც მდინარე დანუბეს ორ მხარეს განლაგებული უნგრეთის ქალაქები ბუდა, ობუდა და პეშტი გაერთიანდა. თუკი ბუდაპეშტში სახალისო, უფასო და იაფიანი აქტივობებისა და შესაძლებლობების ვარიანტებს ეძებ, ეს პოსტი ზედგამოჭრილია შენთვის.

Free things to do in Budapest

უფასო აქტივობები ბუდაპეშტში

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ქალაქი ბუდაპეშტი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია ევროპაში. ის წარმოადგენს საინტერესო ისტორიისა და ნათელი, თანამედროვე არტისტული სტილების ნაერთს. ბუდაპეშტში ერთმანეთს ენაცვლება ისტორიული, სიმბოლური ადგილები, მუზეუმები, უმშვენიერესი პარკები და ძალიან პოპულარული ნანგრევების ბარები. ქალაქი არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებს უკმაყოფილოს.

ბუდაპეშტში ყველაზე მნიშვნელოვანი დასათვალიერებელი ადგილები ერთმანეთისგან საფეხმავლო დისტანციაზეა და როგორც კი ქალაქის ცენტრში მოხვდები, ტრანსპორტი აღარ დაგჭირდება გადასაადგილებლად.

შეუერთდი ბუდაპეშტის უფასო საფეხმავლო ტურს

Free things to do in Budapest

უფასო საფეხმავლო ტური ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ქალაქის გასაცნობად. ადგილობრივები, რომლებიც მოხალისეობრივად უძღვებიან ამ ტიპის ტურებს, დიდი სიამოვნებითა და სიხარულით მოგიყვებიან საინტერესო დეტალებს ქალაქზე. გაითვალისწინეთ, რომ მსგავს ტურებს ,,უფასო“ კი ჰქვია, მაგრამ მთლიანად უფასოც არ არის. შენ ზუსტად იმ თანხას უტოვებ გიდს, რამდენსაც თვლი რომ იმსახურებს მის მიერ ჩატარებული ტური.

ბუდაპეშტში მსგავსი ტიპის მომსახურებას ბევრი სხვადასხვა კომპანია გთავაზობს, მაგრამ მე ამ კონკრეტულს გირჩევ, რადგან ისინი ქალაქის ზოგადი, კლასიკური ტურის გარდა სხვა საინტერესო ტურებსაც ახორციელებენ.

ჩვენ ბუდაპეშტის უფასო, საფეხმავლო ტური ავარჩიეთ, რომელიც 3 საათი გაგრძელდა და მოიცავდა ბუდასა და პეშტის მთავარ ღირსშესანიშნავ ადგილებს. დედაქალქზე ძალიან ბევრი და საინტერესო ისტორიის მოყოლის გარდა, გიდმა გაგვიზიარა, სად და რა სჯობდა გვეჭამა და ყველა დასმულ კითხვაზე დიდი ენთუზიაზმით გვიპასუხა.

დატკბი წმ. სტეფანეს ბაზილიკით

Free things to do in Budapestერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ბუდაპეშტში არის წმ. სტეფანეს ბაზილიკა. ეს რომაული კათოლიკური ტაძარი უნგრეთის პირველი მეფის სტეფანეს სახელს ატარებს. მისი მარჯვენა ხელი სწორედ ამ ტაძარში ინახება და გამოფენილია როგორც რელიქვია. თუ ხელის ნახვა მოგინდება, შეგიძლია მცირე საფასური გადაიხადო და გამოფენის ადგილას შეხვიდე. სხვა შემთხვევაში კი ბაზილიკის შიდა და გარე სივრცის დათვალიერება სრულიად უფასოა.

აღმოაჩინე სხვადასხვა ქანდაკებები მთელ ქალაქში

Free things to do in Budapestბუდაპეშტი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მხატვრული ქალაქია, სადაც კი ვყოფილვარ. გასაოცარი ქანდაკებები, რომლებიც ქალაქში თითქმის ყველგან გხვდება, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მას. მე, მაგალითად, ძალიან ვერთობოდი მათი აღმოჩენითა და სურათების გადაღებით. ზოგიერთ მათგანს თავისი ისტორია აქვს, ზოგი კი უბრალოდ, ყოველგვარი დანიშნულებისა და ისტორიის გარეშე ალამაზებს მიდამოს.

,,პატარა პრინცესას“ ქანდაკება, რომელიც ჩემი აზრით ძალიან წააგავს პიტერ პენს, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხელოვნების ნიმუშია. ქანდაკება შექმნილია 1972 წელს ლასლო არტონის მიერ. მას ქანდაკების შექმნა შთააგონა მისმა ქალიშვილმა, რომელსაც პრინცესას კოსტუმში გამოწყობილს ძალიან უყვარდა თამაში. ასევე ძალიან ცოტამ იცის, რომ ამ ქანდაკების ასლი ტოკიოს მეტროპოლიტენ არტ სივრცეშია გამოფენილი.

Free things to do in Budapestწმ. სტეფანეს ბაზილიკასთან ძალიან ახლოს იპოვი პოლიციელის ქანდაკებას, Oktober 6-სა და Zrinyi-ის ქუჩების კუთხეში. ბუდაპეშტის სახასიათო სახეებით შთაგონებულმა მოქანდაკე ილიას ანდრასმა ქანდაკება ბაბუამისის ,,პროტოტიპად“ შექმნა.

გადაიარე ჯაჭვის ხიდზე

ბუდასა და პეშტის, ამ ერთი ქალქის ორი რაიონის დამაკავშირებელი ჯაჭვის ხიდი თავისთავად ძალიან პოპულარული ადგილია. ხიდი 1849 წელს აშენდა და პირველი მუდმივი ხიდი იყო მდინარე დანუბეზე.

ნახე 0 კმ. ქვა

ჯაჭვის ხიდის გადაკვეთისთანავე, როგორც კი ფუნიკულიორისკენ და ბუდას ციხე-სიმაგრისკენ აიღებ გეზს, დაინახავ ბუდაპეშტის ერთ-ერთ უფასო ატრაქციას. ქვის ქანდაკება დგას ზუსტად იმ ადგილას, სადამდეც ითვლება ხოლმე ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან მანძილი ბუდაპეშტამდე.

იგრძენი თავი ზღაპარში

ბავშვობაში, ალბათ ყველას გვიოცნებია პატარა ზღაპრულ სასახლეზე. ბუდაპეშტი  ამ ოცნების ახდენის საშუალებას გაძლევს. მეთევზის ციხე-სიმაგრე (Fisherman’s Bastion) ულამაზესი არქიტექტურითა და ქალაქის პანორამული ხედებით გამოირჩევა.

თუმცა იგი შუასაუკუნეების პერიოდის არაა. ციხე-სიმაგრე 20-ე საუკუნეში ნეო-გოთიკურ სტილშია აშენებული და იმ მეთევზეების გილდიის სახელს ატარებს, რომლებიც ქალაქის ამ ნაწილს შუა საუკუნეებში იცავდნენ. ძირითადი აივნები და კოშკები უფასოა.

პატივი ეცი ისტორიას 

ერთ-ერთი ყველაზე აღმაფრთოვანებელი ღირშესანიშნაობა დანუბეს სანაპიროზე განლაგებული ფეხსაცმელების მემორიალია. 60 წყვილი ფეხსაცმელი – ძეგლი იმ უნგრელი ებრაელებისთვის დაიდგა, რომლებიც 1944-1945 წლებში „ისრების ჯვრის“ პარტიის წევრებმა დახოცეს. მსხვერპლები ზუსტად ამ სანაპიროს გასწვრივ იდგნენ. ძალიან ამაღელვებელი მემორიალია, აუცილებლად  მოინახულე.

დატკბი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სამთავრობო შენობებით

ასეთი პარლამენტის შენობა არსად მინახავს. ძალიან შთამბეჭდავი და ალბათ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი შენობაა. მდინარე დანუბეს ნაპირას მდებარე პარლამენტში ეროვნული ასამბლეა მდებარეობს. 1884-1904 წლებში აშენებული ნეო-გოთიკური სტილის შენობის სიგრძე 268 მეტრია, გუმბათები კი 96 მეტრი სიმაღლისაა. თვითონ შენობაში 691 ოთახია. თუ უნგრეთის მთავრობაზე უფრო მეტი გაინტერესებს, შეგიძლია 45 წუთიანი ტური  შეიძინო, რომელიც 5,200 HUF = 50₾ ღირს.

ნახე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოედანი 

ბუდაპეშტი. budapeshtiბუდაპეშტის გმირთა მოედანი ყველაზე დიდი, შთამბეჭდავი და პოპულარული ადგილია ქალაქში. იგი 1896 წელს დედაქალაქის ათასი წლის იუბილეს აღსანიშნავად აშენდა. მოედანზე ცენტრალური სვეტი და მის ორივე მხარეს პარალელური კოლონადებია. სვეტის თავზე მთავარანგელოზ გაბრიელს უნგრული გვირგვინი უჭირავს, ხოლო კოლონადებში უნგრეთის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პიროვნებების ქანდაკებებია.

იხეტიალე ებრაულ კვარტალში

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც შეგიძლია ბუდაპეშტში ყოფნისას გააკეთო არის ებრაული კვარტალის ქუჩებში ხეტიალი, სადაც მარტივად გადააწყდები ისტორიის საინტერესო ფრაგმენტებს, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, ევროპის ყველაზე დიდ სინაგოგას და ძალიან განსხვავებულ ღამის ცხოვრებას.

აღმოაჩინე სთრით არტი

თუ სთრით არტით გატაცებული ხარ და ამ თანამედროვე მიმდინარეობის ნიმუშები გაინტერესებს, მაშინ ბუდაპეშტს აუცილებლად უნდა ეწვიო. სწორედ აქ გადავაწყდი ძალიან მაგარ ნამუშევრებს, რომლებიც შენობების ნაცრისფერ კედლებს ამშვენებდნენ. და თუკი, უფრო ღრმად გინდა საკითხს გაეცნო და გაიგო საიდან დაიწყო მთელი ეს მოძრაობა, მაშინ შეგიძლია სთრით და ურბანული არტის უფასო ტურს შეუერთდე.

ჩამოუარე ალტერნატიულ ბარებს

იმ ყველაფერთან ერთად, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ებრაულ კვარტალში მდებარეობს ქალაქში ყველაზე ცნობილი ბარები, რომლებსაც ნანგრევების ბარებს ეძახიან. ამ ბარების არსებობის ათვლის წერტილია 2001 წელი, როდესაც ახალაგზრდებს მოუნდათ ჰქონოდათ სივრცე, სადაც იაფად დალევდნენ და კარგად გაერთობოდნენ. შესაბამისად მიტოვებული, დანგრეული, გამოუყენებელი შენობები გადააქციეს სასიამოვნო, მეგობრულ, ქაოტურ და ალტერნატიულ ბარების სივრცედ, რომელიც დღეს უკვე ბუდაპეშტის ღამის ცხოვრების ჰაბს წარმოადგენს.

სახელი – ნანგრევების ბარები – ზუსტად აღწერს ამ ადგილს. ნუ გექნება მოლოდინი, რომ ეს ადგილები გადააკეთეს ან ზედმეტად მოაწესრიგეს. მთელი იდეა ისაა, რომ კედლები დარჩნენ უწინდელ მდგომარეობაში და დეკორაციებში გამოყენებულ იქნას ვინტაჟური და მეორადი ნივთები.

Szimpla Kert იყო და არის ბუდაპეშტში ერთ-ერთი პირველი და დღემდე ყველაზე პოპულარული ადგილი დასალევად. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ საღამოობით ძალიან გადატვირთულია ხოლმე, რადგან უამრავი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოგზაური ელოდება ბარში შესვლის რიგს. ამიტომ გირჩევ, რომ საღამოს 6 საათზე ადრე მიხვიდე ამ ბარში ან მოიარო მიმდებარე სხვა ბარები, მაგალითად: Kuplung, Racsketr, Ellato Kert & Taqueria ან Instant.

ესტუმრე დიდი ბაზარს 

ცენტრალური ბაზრი მდებარეობს Szabadság-ის ხიდთან და ერთდროულად შოპინგისა და ღირშესანიშნაობების დათვალიერების საუკეთესო საშუალებაა. ამ ადგილს თანაბარი ინტენსივობით სტუმრობენ ადგილობრივები საკვები პროდუქტების საყიდლად და ბუდაპეშტის ვიზიტორები – დასათვალიერებლად.

მწვანილების, სეზონური ხილისა და ადგილობრივი პროდუქტების გვერდით, როგორიცაა ღვინო, სპირტი და ძეხვეული, ძალიან მარტივად გადააწყდები ხელნაკეთ საჩუქრებს, ორნამენტებს, სხვადასხვა სუვენირებს, უგემრიელეს შოკოლადის ფილებს და საკვებ ობიექტებს მეორე სართულზე.

გაითვალისწინე: ბაზარი დაკეტილია კვირაობით და ეროვნულ დღესასწაულებზე.

სხვა რამეები, რაც შეგიძლიათ ბიუჯეტურად მოინახულო ბუდაპეშტში

გაისეირნე ნავით მდინარე დანუბეზე

ბუდაპეშტი. budapeshtiმდინარე დანუბე რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს – ბუდა და პეშტი, სტუმრებს მოკლე კრუიზებს მთელი დღის განმავლობაში სთავაზობს. ქალაქის სხვა კუთხით დათვალიერებისთვის და ფოტოების გადასაღებად ნამდილად ღირს პატარა ნავით გასეირნება. თუ ეს მაინცდამაინც არ გხიბლავთ,  მდინარის სანაპიროზე აუცილებლად გაისეირნეთ, დატკბით შეუდარებელი ხედებით და ისიამოვნოთ ცივი სასმელებით მახლობლად განლაგებულ პატარა კაფეებში.

 ჩვეულებრივი – 3,900 HUF = 38₾ ; სტუდენტები – 3,500 HUF= 34₾

ისიამოვნე გარემოთი

ბუდაპეშტი. budapeshtiბუდაპეშტი განსაკუთრებულად რეკრეაციული პარკებისა და სპა საშუალებების ქალაქია. აქ 12 თერმული აბანოა, სადაც ტემპერატურა მინიმუმ 30 გრადუსია. ქალაქში ყველაზე პოპულარული აბანოებია Gellert და Szechenyl. თუ საჯარო აბანოს მონახულება არ გსურს, შეგიძლია თამამად წამოგორდე ბუდაპეშტის ნებისმიერ პარკში.

ყველაზე იაფი  აბანო 3,300 HUF = 32₾ ფასები დეტალურად

გაისეირნე საბაგიროთი

თუ სიარულით ძალიან დაიღლები, შეგიძლია ენერგია დაზოგო და ფეხით ასვლის ნაცვლად, საბაგიროთი ახვიდე ბუდას ციხე-სიმაგრესთან. ასვლას დაახლოებით რამდენიმე წუთი სჭრიდება. საბაგირო კაბინიდან იშლება მდინარე დანუბესა და ციხე-სიმაგრის ულამაზესი ხედები.

ერთი გზა: 1,200 HUF = 12₾;  ორივე გზა 1,800 HUF = 18₾

რომელი კერძები უნდა გასინჯო ბუდაპეშტში

ახალი ქვეყნის ან ქალაქის მონახულებისას, ერთი სული გვაქვს ადგილობრივი დელიკატესები გავსინჯოთ. უნგრული სამზარეულო მდიდარია სუპებით, მოთუშული კერძებით, ტკბილი ნაცხობებითა და უგემრიელესი კასეროლეებით.

ადგილობრივ სამზარეულოში უნგრული პილპილი ყველაზე პოპულარული ინგრედიეტია, რაც ძალიან გამორჩეულ გემოსა და ალისფერ ფერს აძლევს კერძებს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კერძები ძალიან ცხარეა.

გულაში

გულაში ბუდაპეშტში ყველაზე პოპულარული კერძია. ეს ხორციანი სუპი მზადდება პილპილის, ხახვის, ცხარე წიწაკისა და პამიდვრის დანამატებით. ზოგიერთ რესტორანში კარტოფილს და მაკარონსაც ამატებენ. ადგილობრივი გიდის რჩევით, გოულაშის დასაგემოვნებლად საუკეთესო ადგილი ეს რესტორანია

“საკვამურა” ნამცხვარი

საკვამურა ნამცხვარი იგივე Kürtőskalács ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია უნგრეთში, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო ბუდაპეშტში ყოფნისას. ტკბილ ცომს ხის ხვეულებში ახვევენ და გრილზე აცხობენ. ბუდაპეშტის ქუჩებში ხეტიალისას, საკვამურა ნამცხვარი საუკეთესო წასახემსებელი რამეა. გემოვნების შესაბამისად, შეუძლიათ ნიგოზი, შოკოლადი, ვანილი ან დარიჩინი მოაფრქვიონ ზემოდან ან მათშივე ამოავლონ.

ტურო რუდი

მორიგი წასახემსებელი, რომელიც ქალაქში სეირნობისას გამოგადგება. გვირჩია რა, მისი გასინჯვა ჩვენმა გიდმა, თან დააყოლა, რომ ან ძალიან შეგვიყვარდებოდა ან შეგვძულდებოდა. თუკი აქამდე გაგისინჯავს რუსული “სიროკი”, მაშინ სხვადასხვა არომატის მქონე ტურო რუდი აუცილებლად შეგიყვარდება. მათი პოვნა ძალიან ადვილია სხვადასხვა მაღაზიებში მაცივრებიან განყოფილებებში.

 

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here