ჩემს შესახებ

გამარჯობა! 

მე ბაია ვარ – ჟურნალისტი, მოგზაურობაზე ყურებამდე შეყვარებული, ფოტოგრაფიის დიდი მოყვარული და გურმანი.

ჩემმა მოგზაურობისადმი სიყვარულმა და ახალი კულტურისა და ტრადიციებისა გაცნობის დაუოკებელმა ინტერესმა დამარწმუნა, რომ მოგზაურობა ცხოვრების დიდ ნაწილად უნდა მექცია. სწორედ ამიტომ, 2014 წლის გაზაფხულზე გადავწყვიტე ოცნება ამეხდინა და ოქტომბრიდან #213დღეაზიაში გამეტარებინა. მოგზაურობა ჩემს უახლოეს მეგობარ მარიამთან ერთად ნეპალიდან დავიწყე და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში გავაგრძელე.

მაშინ დავიწყე ბლოგიც, თუმცა სხვა სახელით….

ახლანდელი სახელი, Red Fedora Diary, ანუ წითელ-ქუდას დღიური, აზიაში მოგზაურობის პერიოდს ეხება. თუ მსოფლიოს ამ ნაწილში ყოვილხარ, გეცოდინება მისი ცხელი კლიმატი. ჯანმრთელობისა და სხეულის დაცვის მიზნით, ხშირად, წითელ, ფარფლებიან ქუდს ვატარებდი.

შემთხვევით ისე გამოვიდა, ყველა სურათზე რასაც სოციალურ ქსელში ვდებდით წითელი ქუდი მეხურა.

Read about the idea of creating this blog and meet Baia, a person behind it. I started this blog when I quit my Editorial Job traveled to South East Asia

სახლში დაბრუნების შემდეგ, სამსახურის ძიებით დაკავებულმა ბლოგზე უარი ვთქვი. თუმცა, ძალიან მალე აღდგენა გადავწყვიტე და სახელზეც დავიწყე ფიქრი.

ჩემი აზიაში მოგზაურობა ბევრ კარგ და ცუდ თავგადასავლს მოიცავს და ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილიც მივიღე. ზუსტად ამიტომ მინდოდა, რომ ბლოგის სახელს ის მოგონებები და დღეები შეეხსენებინა რაც იქ გავატარე. სწორედ აქედან დაიბადა სახელწოდებაც ?

უცოდინარობის და გამოუცდელობის გამო ბევრი შეცდომა დავუშვით. ამის გამო აზიაში მხოლოდ 108 დღე გავატარეთ.

მაგრამ შენ შეგიძლია ჩემს შეცდომებზე ისწავლო! 

ამიტომ ვარ აქ, რომ გირჩიო და გაგიზიარო ჩემი გამოცდილება იმისთვის რომ შენც იგივე შეცდომები არ მოგივიდეს.

თუ გაქვს შეკითხვა, არ მოგერიდოს – მკითხე, ძალიან გამიხარდება თუ დაგეხმარები.

დატოვე კომენტარი ნებისმიერ პოსტზე, მომწერე სოციალურ ქსელში ან გამომიგზავნე ელ.ფოსტა. ჩემი პოვნა ადვილია ?

P.S. აქ გამოქვეყნებული ყველა ფოტო ჩემი გადაღებულია. ფოტოშოფის არაფერი გამეგება, შესაბამისად ფოტოები თითქმის დაუმუშავებელია.

ჩვენ ერთად დიდი თავგადასავლები გველის!  ♥