უბროვნიკი, ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. მისი კარგად შემონახული ძველი ქალაქი 1979 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი  და ულამაზესი ქალაქია მთელს ქვეყანაში. დუბროვნიკის ძირითადი ღირსშესანიშნაობა ძველი ქალაქია, რომელიც შეიძლება პატარა მოგეჩვენოს, თუმცა არც ისე პატარაა. მოკლედ, გაინტერესებს როგორია დუბროვნიკი? მაშინ, დავიწყოთ!

წაიკითხეთ რამდენიმე რჩევა რაც უნდა იცოდე სანამ დუბროვნიკში იმოგზაურებ

დუბროვნიკი: 10 ღირსშესანიშნავი ადგილი რაც ძველ ქალაქში უნდა მოინახულო

1პლაკა ან სტრადუნი

დუბდოვნიკის ძველი ქალაქის მოსახლეობა, ქალაქში შესასვლელად ორ კარიბჭეს იყენებდა – პლოცე და პილე. ისინი მიწასთან, მოძრავი ხის ხიდებით იყო დაკავშირებული, ასე რომ ღამით, ქალაქში ვერავინ შევიდოდა.

აღმოსავლეთ კარიბჭე პილე, ქალაქის მთავარ ქუჩაზე – სტრადუნზე გადის. 292 მეტრის სიგრძის ქუჩას ქალაქის მთავარ მოედანზე მიყავხარ.

  • ონოფრიოს შადრევანი: პილეს კარიბჭესთან ახლოს მდებარე შადრევანი მე-15 საუკუნის ქალაქის წყალგაყვანილობის გამომგონებლის სახელს ატარებს.
  • 1444 წელს აშენებული კოშკი სტრადუნის ქუჩის ბოლოში მდებარეობს და 31 მეტრი სიმაღლისაა.

  • ორლანდოს სვეტი მოედნის ცენტრში დგას. იგი რაინდ ორლანდოს საპატივცემულოდაა აგებული და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა.
  • სპონზა მონუმენტური გოთური რენესანსის სასახლე, რომელსაც ადრე საბაჟოს ფუნქცია ჰქონდა, მოგვიანებით კი სახელმწიფო ზარაფხანა და სახაზინოც კი იყო.  დღეს, აქ, ყველაზე მნიშვნელოვან კულტურული ორგანიზაციაა, სადაც დუბროვნიკის რესპუბლიკის 1000 წლიანი ისტორიის არქივი ინახება.

2ფრეარის აფთიაქი

იგი ევროპის უძველესი აფთიაქია იმ თვალსაზრისით, რომ დღესაც ფუნქციონირებს.  მონასტერი და აფთიაქი, აქ, 1217 წელს დაარსდა და ფარმაკოლოგიისა და მედიცინის შესახებ ყველაზე ძვირფასი კოლექცია შემოინახა.

მუზეუმში 2,000-ზე მეტი რეცეპტი, ავეჯი და ფარმაკოლოგიური აღჭურვილობის ნახვა შეგიძლია, რომლებიც დაახლოებით მე-15 საუკუნით თარიღდება. გარდა ამისა, მუზეუმში გამოფენილია უცნობი ოსტატების მიერ შესრულებული ძვირფასი ხელნაწერები.

გადასახადი: 60 კუნა = $ 9.45 = € 7.95

3რექტორის სასახლე

აქ დუბროვნიკის სახელმწიფოს პირველი პირი, რექტორი, ერთი თვის ვადით ცხოვრობდა. გარდა ამისა, აქ, რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეულიც იყო განლაგებული.

შენობა ლამაზი ჩუქურთმებითაა მორთული, რომლის თაღებზეც მითიური პერსონაჟებია გამოსახული. დღეს სასახლეში ისტორიის მუზეუმია.

4წმინდა ბლაისის ეკლესია (St. Blaise Church)

ბაროკოს სტილში აგებული ეკლესია ქალაქის ზეციური მფარველი წმინდანისთვისა 1715 წელს აშენდა. ეკლესიის სახურავზე და მის შიგნით წმინდანის ქანდაკება დგას. საკურთხეველთან არსებული ქანდაკება კი მოოქროვილია.

5იესუიტის კიბეები (Jesuit stairs)

კიბეებს წმინდა იგნაეს ეკლესიასთან და მე-17 საუკუნის იეზუიტთა კოლეჯთან ავყავართ. ეს ადგილი ძალიან ცნობილი გახდა, მას შემდეგ რაც აქ, „სატახტო თამაშების“ ერთ-ერთი მნიშნველოვანი სცენა გადაიღეს. კიბეები 1738 წელს რომაელი არქიტექტორის მიერ აშენდა.

6წმ. იგნატის ეკლესია

მე-18 საუკუნეში აგებული ტაძარი, დღემდე პირვანდელი სახითაა შემონახული. 1981 წლის სარესტავრაციო სამუშაობის დროს არქეოლოგებმა მე-6 საუკუნის ბიზანტიური ეკლესსის კვალი აღმოაჩინეს, რაც ქალაქის დოკუმენტებში არსად მოიხსენიება.

7ქალაქის პორტი

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მოგზაურები თუ ვაჭრები დუბროვნიკს ოდითგანვე სტუმრობდნენ. მართალია დღეს პორტი თანამედროვე ნავებითაა სავსე, მაგარამ აქ ერთ ლამაზ გემს შენიშნავ, რომელიც ზუსტად იმ ძველი ხის გემის ანალოგია.

პორტს, წმინდა იოანეს ციხე გადმოჰტურებს, საიდანაც ქალაქს მტრისა და მეკობრეების თავდასხმისგან იცავდნენ. ქალაქში შესასვლელის აღმოსავლეთით, საკარანტინო შენობაა, რომელსაც „ლაზარეტოს“ უზოდებენ ადგილობრივები. თურმე, შავი ჭირიანობის დროს, სანამ ვინმეს ქალაქში შემოუშვებდნენ, მთავრობა მათ რამდენიმე დღით აქ ამყოფებდა რათა ქალაქი დაავადებებისაგან დაეცვათ.

მე -17 საუკუნის დასაწყისში აშენებული საკარანტინო შენობა ხმელთაშუაზღვის ერთ-ერთ საუკეთესო შენობისად არის აღიარებული.

8დატკბი მზის ჩასვლათ

დუბროვნიკში რამდენიმე ადგილია საიდანაც შეგიძლია მზის ჩავსლის შესანიშნავი ხედით დატკბე. თუ ქალაქის გალავნის მონახულებას აპირებ, მაშინ გირჩევ მზის ჩასვლის აქედან უყურო, თუმცა გაითვალისწინე რომ ალბათ შენნაირი მსურველი ბევრი იქნება.

ალტერნატივა, პორტთან კიბეებზე ჩამოჯდომა და მზის ჩასვლის ყურებაა.

9ქალაქის გალავანი

ქალაქის გალავანი დუბროვნიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნავი ადგილია. 1940 მეტრი სიგრძის გალავანი ძველი ქალაქისა და ადრიატიკის ზღვის შეუდარებელ ხედებს გთავაზობთ.

ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი და ყველაზე კარგად დაცული გალავანი სამი ციხისგან, 16 კოშკისგან, ექვსი ბასტიონისგან, ოთხი ციხესიმაგრისგან და ორი ციტადელისგან შედგება.

საფასური: 150 კუნა = $ 23.55 = € 19.86

10გალავნის მსგავსი ხედი

თუ გალავანზე ასასვლელად ამხელა თანხის გადახდა არ  გსურს, მე, სრულიად შემთხვევით, ერთი ადგილი ვიპოვე, საიდანაც თითქმის იგივე ხედია, როგორც გალავნიდან.

სტრადუნის ქუჩაზე, თითოეულ ჩიხს წითელი ტექსტილის ნიშანი ჰკიდია, სადაც წერია რა მდებარეობს ამ ქუჩაზე. მოძებნე მსგავსი ნიშნული წარწერით -Old Fountry 16 Century.

გაყევი გზას ბოლომდე, სანამ არ შეგხვდება ნიშნული Gornji Ugao Tower. კოშკი ახლა კალათბურთის მოედნადაა გადაკეთებული და ქალაქის თვალწარმტაცი ხედი იშლება.

მიუხედავად იმისა, რომ ღობე ცოტა ხედს აფუჭებს და კარგი ფოტოების ფოტოაპარატით გადაღებას ვერ მოახერხებ, გული არ გაიტეხო, შენი სოციალური ქსელისთვის მაინც მოახერხებ მობილური ფოტოს გადაღებას.

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here