უკი ჩემს ბლოგს თვალს ადევნებდი, მაშინ გეცოდინება, რომ მოგზაუობის დაგეგმვა ნახევარი წლით ან ერთი წლით ადრეც კი მიყვარს. ზაფხულის თვეები ყველგან გადატვირთულ სეზონად ითვლება, განსაკუთრებით ევროპაში. ამიტომ თუ გვინდა, რომ მოგზაურობა იაფი გამოგივიდეს, ადრიდანვე უნდა დაიჭირო თადარიგი. იმისათვის რომ შენთვის საუკეთესო ვარიანტები შემომეთავაზებინა, მეგობარ ბლოგერებთან ვითანამშრომლე და ერთად შევაჯერეთ ტოპ იაფფასიანი ქვეყანა ზაფხულის შვებულებისთვის.

აღმოსავლეთ ევროპის იაფფასიანი მიმართულებები

ალბანეთი – Travels of a Bookpacker

ალბანეთი ერთ-ერთი საუკეთესო იაფი მიმართულებაა საზაფხულო მოგზაურობისთვის, რადგან გთავაზობს მისაღებ ფასებს, გასაოცარ სანაპიროებსა და უფასო ან საკმაოდ იაფ აქტივობებს. საკვებისა და დასარჩენი ადგილების ფასებიც სრულიად მისაღებია და გადაადგილებაც არ ჯდება ძვირი, რადგან საზოგადო ტრანსპორტი და მანქანის დაქირავებაც იაფია, მეტიც, სჯობს კიდევაც საკუთარი ტრანსპორტი გყავდეს, ასე გაცილებით მეტი რამის ნახვას მოახერხებ.

დაუმეგობრდი როანსა და მაქსს Facebook-ზე

ალბანეთში ყოფნის საუკეთესო აქტივობებიდან უმეტესობა უფასოა, მაგალითად, ადრიატიკის ზღვის თეთრ ქვიშებზე ან კენჭებიანი სანაპირო ზოლის გასწვრივ სეირნობა. კრისტალურად სუფთა ნაპირები იშლება შენს თვალწინ და თუ კარგად მოძებნი ისეთებსაც მიაგნებ, სადაც სრულიად მარტო იქნები. დასარჩენი ადგილები არის ყველანაირი სახეობისა და ფასის, სანაპირო ზოლებზე განლაგებული სასტუმროებითა და საკმაოდ ველურ გარემოში არსებული საკემპინგე ზონებით.

ლაშქრობის მოყვარულთათვის, ალბანური ალპების სახელით ცნობილი ჩრდილოეთ ნაწილი ნამდვილი სამოთხეა. პატარ-პატარა სოფლების გავლით ლაშქრობისას აღომოაჩენ წკრიალა ჩანჩქერებს, წყაროებს და მთების გასაოცარ ხედებს. სამხრეთში გადაეყრები ,,ლურჯ თვალს“ – წარმოუდგენლად სუფთა, ღრმა წყაროს და ბუნებრივი თერმული წყლებით სავსე კანიონს.

თუკი ჯერ კიდევ არ წაგძლია სულმა და არ გადაწყვიტე ალბანეთში აუცილებლად წასვლა, მაშინ დავამატებ, რომ ალბანეთში ასევე არის უცნაური, უძველესი ქალაქები, რომლებიც UNESCO-ს  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესული. დედაქალაქ ტირანაში დაიკმაყოფილებ ყველანაირ ინტერესს იქნება ეს, ისტორიული, სახელოვნებო თუ კულტურული მიმართულებით და ამ ყველაფერთან ერთად შესვენებებზე შეგიძლია უკარგეს კაფეებსა და რესტორნებს ეწვიო. ნამდვილად ღირს ესტუმრო ბერატსა და გჯიროკასტერს, ამ უძველეს ქალაქებს და ისეირნო მათ მოკირწყლულ ქუჩებში. დღეში 25 ევროდ თავისუფლად იმოგზაურებ ალბანეთში.

კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი – LooknWalk

კლუჟ-ნაპოკა ტრანსილვანიის დედაქალაქია რუმინეთში. ქალაქი, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ მსოფლიოში. აქ ჩასვლა ძალიან მარტივია თვითმფრინავით, მატარებლით ან ავტობუსით. თუ გირჩევნია, რომ შენ თვითონ მართავდე მანქანას, არც ესაა პრობლემა.

გაჰყევი კრისს Instagram-ზე.

ზოგადად რუმინეთი სამოგზაუროდ ერთ-ერთ საინტერესო ქვეყნად მიიჩნევა და ცხადია, არც კლუჟ-ნაპოკაა გამონაკლისი. მისაღებფასიანი ღამის გასათევი ადგილები საკმაოდ ბევრია, მაგრამ თუ აგვისტოში გეგმავ მოგზაურობას, მაშინ სჯობს, წინასწარ დაჯავშნო დასარჩენი ადგილი. აგვისტოში აქ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ფესტივალი – Untold – ტარდება, რომელსაც მერე ტანგოს ფესტივალი ებმის (Tango Casino).

კლუჟ-ნეპოკაში უამრავი რამეა, რასაც უფასოდ გააკეთებ და მოგზაურობის გარკვებულ დროსა წაიღებს. თუ ბოტანიკურ ბაღში გასეირნებისთვის გაქვს თვალი დადგმული, მაშინ წინასწარ უნდა შეამოწმო, რომელ დღეებშია შესვლა უფასო (სხვათაშორის, ზოგიერთი კვირადღესაც კი ემთხვევა მსგავსი დღეები). ჩემთვის ყველაზე საყვარელი ვარიანტია, ცენტრალურ პარკში გასეირნება, შემდეგ ტყის გორაკის წვერზე ასვლა და იქიდან ქალაქის ხედებით ტკბობა.

თუ ბუნებაში ხეტიალი გიყვარს, მაშინ ერთდღიანი გასვლის საუკეთესო ვარიანტია გილაუში ჩასვლა (საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი გზა დაახლოებით $2 ღირს) და იქიდან გილაუს ტბების დალაშქვრა.

უკრაინა

უკრაინა მორიგი იაფი მიმართულებაა და აქ უამრავი ადამიანი მოგზაურობს სეზონის მიუხედავად, რადგან უკრაინის ლანდშაფტური მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, ყველანაირი ტიპის მოგზაურის გემოვნება დააკმაყოფილოს. საპორტო ქალაქი ოდესა ,,შავი ზღვის მარგალიტად“ ითვლება, სადაც შეგიძლია დატკბე ქვიშიანი სანაპიროებითა და გამჭვირვალე ლურჯი წლით. ამასთანავე გაისეირნო არტნუვოს და ბაროკოს სტილის არქიტექტურით მდიდარ ქუჩებში და აგრეთვე დააგემოვნო ტრადიციული ცხელი კერძები პელმენი ან ვარენიკი.

ოდესის პორტი

მათთვის, ვისაც ქალაქების დათვალიერება ურჩევნია სანაპიროზე დასვენებას, ლვოვი უკარგესი ალტერნატივაა. ქალაქში ძალიან მეგობრული ატმოსფეროა. ფერადი შენობები, საღაამოობით ვახშამზე მოფუსფუსე ხალხი და სხვადასხვა ტიპის სივრცეები სხვადასხვა ალტერნატივას გთავაზობს ბიუჯეტურ მოგზაურს.

ხორვატია

არის თუ არა ხორვატია ბიუჯეტურად მეგობრული ქვეყანა, ცოტათი სადავო საკითხია. ეს დამოკიდებულია, თუ რომელი ქვეყნიდან მოგზაურობ ხორვატიაში და როგორი კურსია შენს ქვეყანაში ევროსთან მიმართებაში. მაგრამ ამ საკითხს თუ გვერდზე გადავდებთ, ხორვატია საუკეთესო ადგილია ზაფხულში დასასვენებლად, სადაც არის კრისტალურად სუფთა წყალი, ყბაჩამოსავარდნი მზის ჩასვლები, თითის ჩაკვნეტამდე გემრიელი ზღვის კერძები და ულამაზესი არქიტექტურა.

island hopping in croatia
კუნძული კორჩულა

თუმცა აქვე გაითვალისწინე, რომ ივლის-აგვისტო ყველაზე გადატვირთული თვეებია და  დუბროვნიკსა და მიმდებარე კუნძულებზე ათასობით დამსვენებელი ჩამოდის. ასევე ყურადსაღებია, რომ ამ თვეებში სერვისების ფასები იზრდება, დასარჩენი ადგილებიც ლიმიტირებულია და შესაბამისად, სჯობს, ადრიდანვე დაჯავშნო საჭირო ადგილები. თუმცა, ამ მიზეზების გამო, ნუ გადადებ ხორვატიაში მოგზაურობას შორეულ მომავალში. უბრალოდ სცადე, ძალიან პოპულარული ქალაქები ამ სეზონზე ამოიღო სიიდან.

დუბროვნიკის ხედი

ასევე არ გაბრაზდე თუ ღამისგასათევი ადგილები ძვირი იქნება ისეთ პოპულარულ კუნძულებზე როგორიცაა ჰვარი, კორჩულა, ბრაჩი და დუბროვნიკი. ხორვატიაში 100-ზე მეტი კუნძულია და დალმაციის რეგიონის ნაცვლად, ზაფხულში ისტრიას რეგიონს ეწვიე.

ზღვისპირა და ნაკლებად პოპულარული ქალაქი ზადარი გადასარევი ალტერნატივაა. აქ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება უფასოდ. მაგალითად, ზღვის ორღანის მოსმენა და ერთ-ერთი ყველაზე გამაოგნებელი მზისჩასვლების ყურება.

ბუდაპეშტი, უნგრეთი

უნგრეთის დედაქალაქი მორიგი ხელსაყრელი მიმართულებაა საზაფხულო შვებულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დასათვალიერებელი ადგილები გადანაწილებულია ბუდასა და პეშტში ცალ-ცალკე, მაინც ფეხით სავალ დისტანციაზეა ყველაფერი და ტრანსპორტირებაზე თანხის დაზოგვა შეიძლება. ქალაქში ბევრი საინტერესო რამის დათვალიერება და გაკეთება შეიძლება უფასოდ. მაგალითად ნანგრევების ბარებში გასეირნება, მეთევზის ბასტიონიდან პანორამული ხედების ნახვა ან  ებრაულ უბანში ხეტიალი და ყველაზე გასაოცარი სტრიტარტების დათვალიერება მათ შორის, რაც კი ოდესმე მინახავს!

იაფფასიანი დასასვენებელი ადგილები დასავლეთ ევროპაში

მადრიდი, ესპანეთი – Crashed Culture

მთავარი მიზეზი, რატომაც მადრიდი ასეთი ბიუჯეტურად მეგობრული ქალაქია არის ის, რომ აქ ყველაფერს გონივრული ფასი აქვს! ესპანური ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ვინც ამერიკიდან ან უფრო ძვირადღირებული ქალაქიდან ჩამოდის, გაოგნდება, თუ რამდენად ბევრი რამის ყიდვა შეიძლება ცოტა თანხით. ყველაფერი, დაწყებული პროდუქტების მაღაზიებიდან (კვირაში 20 ევრო მიჯდებოდა) დამთავრებული გარეთ ჭამით, ზოგადად იაფია. უბრალოდ, არსებობს რამდენიმე რამ, რაც გაცილებით ძვირია, ვიდრე სხვაგან, მაგალითად, ურეცეპტო ვიტამინები, რომლის 90 დღიანი შეკვრა ამერიკაში 15$ ღირს, მადრიდში თითო აბი ღირდა 1$.

გაჰყევი ჯეიმის Facebook-ზე.

ამბობენ, რომ ის ადგილები, რომელთა ნახვაც მადრიდში სავარაუდოდ მოგინდება, უმეტესად უფასოა, იაფია ან გარკვეულ დღეებში სტუდენტებისთვის ესეც უფასოა. მაგალითად, მადრიდის მსოფლიოში ცნობილი მუზეუმები, რომელთაც უფასო საათები აქვთ, გარკვეულ დღეებში მნიშვნელოვან ფასდაკლებას აკეთებენ სტუდენტური ბარათის წარდგენისას. სხვა ადგილებში შესვლა, მაგალითად, რეტირო პარკში ან პუერტა დელ სოლში ყოველთვის უფასოა.

ესპანეთი ცნობილია თავისი ტაპათი – ლუდის ყიდვისას კი ტაპა უფასოდ მოყვება. რა თქმა უნდა, ეს ყველა რესტორანში არ ხდება (უფრო სწორედ, ეს წესი სამხრეთ ესპანეთში უფრო გავრცელებულია, ვიდრე მადრიდში), მაგრამ შეგიძლია ეწვიო El Tigre-ს, და ყოველ ალკოჰოლზე დახარჯულ 5 ევროზე მიიღო ერთი თეფში ტაპა უფასოდ. რადგანაც, არ ითვლება რომ ტაპა ძალიან ხარისხიანი საკვებია, უმეტესად უფასოდ მოაყოლებენ ხოლმე სასმელს.

ვალენსია, ესპანეთი – Veni Vidi

ვალენსია მადრიდისგან და ბარსელონასგან ძალიან განსხვავებული ქალაქია, თუმცა მგონი, ესპანეთში ყველაზე მეტად სწორედ ეს ქალაქი მიყვარს. ვალენსიაში ყველაფერია რასაც ინატრებ: თანამედროვე არქიტექტურა, ისტორიული შენობები და რომაული ნანგრევები. მეტიც, ზღვაც ახლოსაა და რადგანაც პაელლა ვალენსიური ტრადიციული კერძია, ეს საუკეთესო ადგილია მის დასაგემოვნებლად.

გაჰყევი სანნეს Twitter-ზე

ქალაქი გასაოცრად იაფია. ჩვენ ვალენსიის ტურისტული ბარათი ვიყიდეთ ( 22.50 ევრო 72 საათი – ონლაინ თუ შეიძენ), რომელშიც შედის 3 დღის მანძილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილება, მუნიციპალურ მუზეუმებში შესვლა და ძეგლების დათვალიერება (როგორიცაა Llotija de la Seda, ძველი აბრეშუმის ბირჟა) და სხვადასხვა სანახაობებზე ფასდაკლებები. ვალენსიაში ქალაქის ხელოვნებისა და სამეცნიერო კომპლექსის დათვალიერებაც უფასოა. სულაც არაა საჭირო შენობის შიგნით შესვლა, მოდერნის სტილის ფასადების დათვალიერებაც სრულიად საკმარისია, რაც თავისთავად ცხადია – უფასოა.

თუ ვალენსიაში 3 დღით ჩახვალ (ჩვენ მსგავსად), ტურისტული ადგილების დასათვალიერებლად და საზ.ტრანსპორტით გადასაადგილებლად მხოლოდ 15 ევრო დაგჭირდება დღეში (72 საათიანი ვალენსიის ტურისტული ბარათის გამოყენებით). კვებისთვის 30-40 ევრო გათვალე. და გაითვალისწინე, რომ არსებობს რამდენიმე ლანჩ შემოთავაზება, რომელშიც საკმაოდ ბევრი რაოდენობის საკვები შედის და შესაბამისად ვახშამი შეგიძლია შედარებით მსუბუქი გქონდეს.

ბარსელონა, ესპანეთი – Greta’s Travels

მზიან ზაფხულში ბარსელონა, ესპანეთში დასასვენებლად, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და ბიუჯეტურად მეგობრული ქალაქია. ირგვლივ მდებარე ქვეყნებთან შედარებით, ეს ქალაქი გაცილებით იაფია. ბარსელონაში უამრავი ბარი და რესტორანია, რომლებიც ტიპურ ესპანურ ტაპას, პინჩოებსა და გემრიელ საკვებს გთავაზობს და ეს სულაც არ გაგაკოტრებს.

მე პირადად ძალიან მიყვარს პინჩოები, რომელიც ბუფეტის სტილით ლაგდება ანუ წვრილი ჩხირებით პურზე არის დამაგრებული. შეგიძლია იმდენი აიღო, რამდენიც გაგიხარდება და გადახდისას ამ ჩხირებს დაითვლის მოლარე. თითოზე დაახლოებით 1 ევროს გადახდა მოგწიევს და შესაბამისად შეგიძლია გამოთვალო თუ რადენად ეკონომიურია ბარსელონაში კვება.

გაჰყევი გრეტას Instagram-ზე

ბარსელონაში უამრავი რამ შეგიძალია ნახო უფასოდ. მაგალითად, კვირადღის გარდა ნებისმიერ დღეს ბარსელონას კათედრალში შესვლა უფასოა. საგრადა ფამილიაში, კასა ბატტლოსა და პარკ გუელში შესვლა სიმბოლური ფასი ღირს და თუ ძალიან არ ხარ დაინტერესებული ინტერიერით, გაუდის არქიტექტურით გარედანაც შეგიძლია დატკბე.

ბარსელონაში ჩემი საყვარელი ადგილია ბუნკერს დელ კარმელის პარკი, სადაც ადგილობრივები დასასვენებლად მიდიან, იქვე პიკნიკობენ და ბარსელონას ხედებით ტკბებიან შემაღლებული ადგილიდან. პარკში შესვლა უფასოა.
მაშ ასე, თუკი ბიუჯეტურ-მეგობრულ მიმართულებას ეძებ დასავლეთ ევროპაში, მაშინ ბარსელონა აუცილებლად უნდა შევიდეს შენს სიაში.

პორტო, პორტუგალია – Around the World in 24 Hours

ინგლისურ ენაში ჩემი ყველაზე საყვარელი ორი სიტყვაა: გემრიელი და იაფი და სწორედ ამიტომაც მიყვარს პორტო, პორტუგალია. ეს იმ უიშვიათეს ადგილთაგანია, სადაც მინიმალური ბიუჯეტით შეგიძლია მეფურად იცხოვრო. ვფიქრობ, ერთ ადამიანს დასარჩენი ადგილის საფასურის ჩათვლით, პორტოში ერთ დღეშ 55 ევროდ შეუძლია გასაოცარი დრო გაატაროს.

ყველაზე პოპულარული აქტივობა პორტოში არის დიდებული მდინარე დუოროს გასწვრივ სეირნობა და დომ ლუის პირველის ხიდის გადაკვეთა და ეს ყველაფერი სრულიად უფასოა. 

გაჰყევი სტელას Instagram-ზე

პორტო ცნობილია თავისი დამუშავებული ლურჯ-თეთრი კერამიკით და ქალაქში ხეტიალისას უამრავ ადგილას გადააწყდები კერამიკით მოზაიკურად შელამაზებულ კედლებს. თუკი არ დაგენანება და 4 ევროს გადაიხდი, Torre dos Clerigos-ის სახურავიდან დაინახავ ულამაზეს პანორამული ხედებს პორტოზე, სახასიათო ნარინჯისფერ-წითელი სახურავებით.

პორტო ცნობილია თავისი კერძებით და უმეტესობა მათგანი საკმაოდ იაფიც ღირს. Sandeira შესანიშნავი ადგილია იაფი, კრეატიული და მსუყე სენდვიჩებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ მოგინდება პორტოდან ისე წასვლა, რომ არ გასინჯო საუცხოო პასტელ დე ნატა და ცნობილი პორტუგალიური კრემიანი ტარტები. ჩემი რეკომენდაციაა მათი გასინჯვა NATA Lisboa-ში. ასევე პორტუგალიური დელიკატესია ღორის ცხარე სენდვიჩი ბიფანა, რომელსაც Conga-ში დაახლოებით 5 ევროდ დააგემოვნებთ. რასაც არ უნდა ეძებდეთ პორტოში, საკვებს, კულტურას თუ უბრალოდ უმიზნოდ სახეტიალოდ იყოთ ჩასული, აქ ყველაფერს ხელმისაწვდომ და გონივრულ ფასში იპოვით!

აზორე, პორტუგალია – Passions and Places

თუ ევროპაში გინდა დასვენება იაფად და არახალხმრავალ ადგილას, პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი აზორე უნდა იქონიო მხედველობაში.

ვუკლანური კუნძულების ჯაჭვი ბიუჯეტური მოგზაურებისთვის ნამდვილი სამოთხეა თავისი იაფი დასარჩენი ადგილებით (მთლიანი ვილა დღეში 75$-ად Airbnb-ზე), შესანიშნავი საკვებით (ნოყიერი საჭმელი 5$-ად და ბოთლი ღვინო 3$-ად) და გასაოცარი ბუნება, რომლის დათვალიერებაც სრულიად უფასოა. მომჭირნე მოგზაურს აქ დასვენება დღეში 50$-ზე ნაკლები დაუჯდება.

გაჰყევი იანსა და რაიანს Instagram-ზე

Sete Cidades-ის ტყუპი ვულკანური ტბები საო მიგელის კუნძულის დასავლეთ ნაწილში აუცილელად სანახავი ადგილია და შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად მონახულებადი ადგილიცაა მსოფლიოში. ულამაზესხედებიანი ტბებიდან ვულკანის კრატერისკენ ლაშქრობას რამდენიმე საათი სჭირდება და გზად ულამაზეს სანახაობებს გვთავაზობს კუნძულზე.

კრატერის მწვერვალზე კი ურბანული მოგზაურებისთვის მოულოდნელი რამ – მიტოვებული სასახლე მონტეს სასტუმრო ჩნდება. 1980-იან წლებში ეს სასტუმრო კუნძულელებმა იმის იმედად ააშენეს, რომ ტურისტული ნაკადი გაიზრდებოდა, ახლა კი ზღვის სანაპიროზე გამორიყული გემივით სრულიად მიტოვებულია და მოგზაურები თუ შეისეირნებენ ხოლმე ინტერიერის დასათვალიერებლად.

კუნძლის აღმოსავლეთ განაპირას, ქალაქ ფურნაში შეგიძლია ვულკანური სამკურნალო წყლებით ისიამოვნო. Poca de Beija-ს ცხელი წყაროები უფასოა და ერთადერთი რაც საჭიროა, ძველი საცურაო კოსტუმია, რადგან მონარინჯისფრო-მოწითალო წყალი ნებისმიერ ნაჭერს ღებავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here