პლიტში დასარჩენად ჰოსტელი 101 დალმატინელი კომფორტული, მეგობრული და სასიამოვნო ადგილია. მას განსაკუთრებულს ხდის დიზაინი, რომელიც დალმაციის რეგიონის დეტალების კონცეფციაზეა აგებული.

101 Dalmatian Hostel

 

 


ჰოსტელი მდებარეობს 114 ბრიგადეს 10-ში (114 Brigade 10)  და ქალაქის ცენტრს მარტივად უკავშირდება 5 სხვადასხვა საავტობუსო ხაზით, რომლებიც სამუშაო დღეებში რამდენიმე წუთში ერთხელ დადიან. ჰოსტელის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ მშვიდია და იქვე გვერდზე არის უზარმაზარი ჰიპერმარკეტი.

101 Dalmatian Hostel

შენობას აქვს კონდიცირების სიტემით აღჭურვილი 19 ოთახი და 101 საწოლი, რომლებიც განასახიერებენ ხორვატიის სანაპიროს კუნძულებს. ჩემთვის საკმაოდ გასაკვირი იყო ფაქტი, რომ ყველა ექვსკაციან ოთახს დამოუკიდებელი აბაზანა და ტუალეტი ჰქონდა. ჩვეულებრივ, ჰოსტელების უმრავლესობაში, სადაც კი დავრჩენილვარ, სააბაზანო და ტუალეტი საერთოა ხოლმე ყველასთვის. ამასთანავე, ჩვენ ხორვატიაში საკმაოდ გადატვირთულ პერიოდში ვიმოგზაურეთ და ჰოსტელი არ იყო სრულად სავსე და ოთახში მხოლოდ ჩვენ გვეძინა!

101 Dalmatian Hostelჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში შევამჩნიეთ, რომ დამლაგებლები ყოველ დღე ასუფთავებდნენ და ცვლიდნენ თეთრეულს. ჰოსტელი, როგორც იტყვიან, გაწკრიალებულია და თეთრეულიცა და პირსახოცებიც ქათქათებენ.

თუკი საერთო საცხოვრებლის ტიპის ოთახები არ მოგწონს, ჰოსტელში ცალკე ოთახებიც აქვთ. 101 Dalmatian Hostel

ჰოსტელში 101 დალმატინელი  არის კაფე და პატარა ბაღი, სადაც შეგიძლია გემრიელად ისაუზმო. საკვები და სასმელები საკმაოდ გონივრული ფასი ღირს. მაგალითად, საუზმე ერთ ადამიანზე 12.17₾ (30 ხორვატული კუნა) ღირს. აქვე შეგიძლია შეუკვეთო სენდვიჩი, ტოსტი, ომლეტი, პიცა და ა.შ. 101 Dalmatian Hostel

მორიგი დადებითი დეტალი არის ის, რომ ჰოსტელში არის საერთო სივრცე კომფორტული, რბილი ავეჯით, სავარძლებით, დიდი ტელევზორით, სათამაშო მოედნით, ლეპტოპებითა და მაცივრით. თუმცა არ არის ისეთი სამზარეულო, სადაც შენით შეძლებ საუზმის მომზადებას. მაგრამ ყოველთვის შეგიძლია ჩაისა და ყავისთვის აადუღო წყალი.101 Dalmatian Hostel

101 Dalmatian Hostelმომსახურე პერსონალი ძალიან მეგობრულია და ნებისმიერ დროს მზად არიან დაგეხმარონ. საუბრობენ ინგლისურად და სიხარულით აგიხსნან რისი ნახვა სჯობს ქალაქში. ასევე შეგიძლია ჰკითხოთ, თუ სად არის არახალხმრავალი სანაპიროები სპლიტში და რომელია ადგლობრივი კერძებით ცნობილი ბიუჯეტური რესტორნები. 101 Dalmatian Hostel

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here