წყალტუბო, ქალაქი, სადაც დრო თითქოს გაყინულია. ქუთაისიდან მანქანით 15 წუთის სავალზე მდებარე ეს პატარა ქალაქი, საბჭოთა პერიოდში აუცილებელი დასასვენებელი ადგილივით იყო დიდი ქალაქების ხმაურით გადაღლილი მოსახლეებისთვის.
ბირთვისის კანიონი საქართველოს მასშტაბით არც ისე ცნობილი ადგილია, არადა აქ გასაოცარი ხედებია ვულკანურ კლდეებზე. თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის სავალზე მდებარე კანიონი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც ბუნებაში გასეირნება უნდა რაიმე განსაკუთრებული აღჭურვილობისა და მანქანის დაქირავების გარეშე. ქვემოთ ბირთვისის კანიონის მოსანახულებლად საჭირო ყველა ინფორმაციას იპოვი. მაშ, ასე, დავიძრათ ბირთვისებისკენ?
კატალონიის დედაქალაქი საკმაოდ დიდი, 10 ადმინისტრაციული რაიონისგან შემდგარი ქალაქია. ამ ქალაქში ვიზიტის დაგეგმვისას, არსებითად მნიშვნელოვანია იცოდე, რომელი უბანია ხელსაყრელი მოგზაურისთვის და რომელს სჯობს, საერთოდ არც გაეკარო. მოკლედ, სად დავრჩეთ ბარსელონაში? აქ ყველაფერია ბარსელონას სასტუმროებსა და უბნებზე
ხშირ შემთხევაში მოგზაურობას წინასწარ ვგეგმავთ, ვფიქრობთ შვებულებას სად გავატარებთ, ან სად გავექცევით ქალაქის ხმაურსა და სტრესს უქმეებზე. სამწუხაროდ, ამ გაზაფხულიდან მოყოლებული ძალიან ბევრს გეგმები ჩაგვეშალა და თვით-იზოლაციისთვის #დავრჩითსახლში. თუ ფეისბუქისა და ინსტაგრამის სქროლვა მოგბეზრდა, ან სანახავი ფილმებისა და სერიალების სიაც ამოწურე, გთავაზობ, რამდენიმე გზას თუ როგორ ვიმოგზაუროთ სახლიდან გაუსვლელად მსოფლიოს ძაააალიან ბევრ წერტილში.
დაშბაშის კანიონი საქართველოს ერთ-ერთი შთამბეჭდავი ბუნებრივი ძეგლია თავისი უხვი სიმწვანითა და ულამაზესი ჩანჩქერებით. თუ ბუნებაში გასასეირნებლად მარტივ, ერთდღიან მიმართულებას ეძებ რაიმე განსაკუთრებული აღჭურვილობისა და მანქანის დაქირავების გარეშე, მაშინ დაშბაშის კანიონი აუცილებლად უნდა განიხილო. დაშბაშის კანიონის დამოუკიდებლად მოსანახულებლად საჭირო ყველა ინფორმაციას იპოვი ამ სტატიაში.
ქუთაისი, საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქი ნელ-ნელა მეტად პოპულარული ხდება ვიზეარითა და რაინეარით მოსარგებლე მოგზაურებისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. თუკი ბიუჯეტურ, სუფთა და ცენტრში მდებარე ღამის გასათევ ადგილს ეძებ, მაშინ Black Tomato Hostel (ჰოსტელი შავი პამიდორი ქუთაისში) ზუსტად საშენოა და ქვემოთ წაიკითხავ დეტალურ მიმოხილვას, თუ რატომ უნდა დარჩეთ აქ.
კატალონიის დედაქალაქში მოგზაურობისას საკვები ობიექტების შერჩევა საკმაოდ დამღლელი პროცესია. ბარსელონა ცნობილია თავისი ტაპასებით, პაელებით, პინჩოებით, ზღვის პროდუქტებითა და ჩურროებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეკითხვა ისაა, ამ კერძებისვის რომელია საუკეთესო რესტორნები ბარსელონაში.
ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლით მგზავრობისას ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას, საქართველოში ყველაზე ლამაზ ხედებს ნახულობ, რადგან რელსები მიუყვება წიწვოვან და ფიჭვის ტყეებიან ვიწრო ხეობის ნაპირს. ზამთარში თოვლით დაფარული ხეები და სარკინიგზო ხაზი ზღაპრულ სამყაროდ აქცევს აქაურობას. მაშ, თუ გაინტერესებს, როგორ იმგზავრო ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლით, ამ სტატიაში ყველა საჭირო დეტალს ამოიკითხავ.
ესპანეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროზე მდებარე კოსტა ბლანკას დედაქალაქი ალიკანტე საშუალო ზომის ქალაქია, რომელიც თავისი გამორჩეული მახასიათებლებით, კლიმატით, კულტურული მემკვიდრეობითა და ბუნებრივი ძეგლებით ადგილობრივებისა და უცხოელი მოგზაურებისთვის აუცილებლად სანახავ ქალაქთა სიაში მოექცა. მართლაც, ვინ იტყვის უარს 18C სითბოსა და წლის განმავლობაში 3,000 მზიან საათზე ძირითადად მოქუფრულ ევროპაში? მგონი, რომ არც არავინ. მაშ ასე, აქ ჩამოწერილია ალიკანტეში 3-დღიანი არდადეგებისთვის სრულიად საკმარის აქტივობათა სიას.
ნებისმიერი მიმართულებით მოგზაურობის დაგეგმვისას უამრავ რამეზე უნდა იზრუნო და ერთ-ერთი მათგანი სამოგზაურო დაზღვევის გაკეთებაა. დღესდღეობით ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის პირობებში, მოითხოვს სამედიცინო დაზღვევას. ეს უბრალოდ უცხო ქვეყანაში შენი უსაფრთხოების მორიგი საშუალებაა და ყოველთვის საჭიროა, თუკი რამე დაგემართება. ქვემოთ მიმოვიხილავ რამდენიმე ძალიან კარგ სადაზღვევო კომპანიას და ავხსნი თუ რისთვის გვჭირდება ისინი.
ახალი წელი წელიწადის სწორედ ის დროა, როდესაც ადამიანები განსაკუთრებით ინტენსიურად ვიწყებთ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევაზე ფიქრს. ჯერ კიდევ ფიქრობ და ვერ ჩამოყალიბდი, როგორი ტიპის საჩუქრებით გაახარო განსხვავებული გემოვნების ოჯახის წევრები და მეგობრები? ამ სტატიით ვეცდები საჩუქრების არჩევა ცოტათი მაინც შეგიმსუბუქო. მაშ ასე, წარმოგიდგენ საახალწლო საჩუქრების გრანდიოზულ სიას, რომელიც დაგეხმარება შეარჩიო საახალწლო საჩუქრები თანამშრომლებისთვის, ოჯახის წევრებისთვისა და მეგობრებისთვის.
საქართველო მრავალფეროვანი ლანდშაფტით გამოირჩევა – მთები, უდაბნოები, კანიონები, ულამაზესი ტბები და კიდევ ბევრი სხვა. მოგზაურობა „კავკასიის მარგალიტის“ ნებისმიერ რეგიონში ძალიან შთამბეჭდავია. ტურისტების ყველაზე მიმზიდველ პუნქტებად ისევ თბილისი, მცხეთა, მთიანი სვანეთი და ბათუმის ზღვის კურორტი რჩება, თუმცა საინტერესო და ლამაზი ადგილი საქართველოში გაცილებით მეტია. ეს პოსტიც სწორედ ამას ეძღვნება, მე შევეცდები მოგიყვე სხვადასხვა ღირშესანიშნაობებზე – პოპულარულ ლოკაციებზეც და იმ ადგილებზეც, რომელიც ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობილი ადგილობრივებისთის თუ ტურისტებისთვის.
თურქეთის სხვა ქალაქებთან შედარებით, შესაძლოა, ანკარა სულაც არ იყოს პოპულარული მიმართულება ტურისტებისთვის. გაცილებით მეტი ვიზიტორი ჩადის სტამბოლში, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია, რადგან ის ჩემთვისაც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია, სადაც მიმოგზაურია. მუდამ მოფუსფუსე სტამბულისგან განსხვავებით, დედაქალაქში სრულიად სხვაგვარი არქიტექტურა, ხალხი და ღირსშესანიშნავი ადგილებია. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, წარმოგიდგენ სიას თუ რა ვნახოთ ანკარაში სამი დღის განმავლობაში.
ცნება ‘მოგზაური ბლოგერი’ საქართველოში ჯერ ისევ ახალია ხილია. თუმცა, ადამიანები რომლებსაც თავიანთი ქვეყნის სხვებისთვის გაცნობა სურთ, ნელ-ნელა მრავლდებიან; ზოგს აქტიური ბლოგი აქვს, ზოგი კი ამას ინსტაგრამის მეშვეობით ცდილობს. სწორედ იმისთვის, რომ გავიცნოთ ჩვენი მოგზაური ბლოგერები, შევქმენი სია მათი ინსტაგრამ პროფილებით.
თურქეთის მასშტაბით ყველაზე მონახულებად ადგილებს შორის სტამბოლის შემდეგ კაპადოკია (ქართულად რატომღაც “კაბადოკია”-დ მოიხსენიება) მეორე ადგილზეა და მოდით, მიზეზს ნუ იკითხავთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილია, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ. ვულკანური მწვერვალების ფონზე აფრენილი ფერადი აეროსტატები (საჰაერო ბუშტები) ნამდვილად ძალიან ამაღელვებელი სანახაობაა! იმის მიუხედავად, რომ ბევრი მოგზაური სწორედ აეროსტატით საფრენად ჩამოდის კაპადოკიაში, აქ სხვა გაცილებით მეტი რამის გაკეთებაცაა შესაძლებელი.
კატალონიის რეგიონის დედაქალაქი ბარსელონა, დანამდვილებით არის ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი, რომელიც სრულიად იმსახურებს ამ ყურადღებას თავისი გამაოგნებელი არქიტექტურით, მხატვრული ხედებით, მუზეუმებითა და მსოფლიოში განთქმული ხელოვანებით. ქალაქი თითქოს ღიაცისქვეშა მუზეუმია, სადაც ძალიან ყურადღებით უნდა იყო თითოეული ნაბიჯის გადადგმისას, რომ შემთხვევით რაღაც ძალიან უნიკალური და მშვენიერი არ გამოგეპაროს. მაშ ასე, რა ვნახოთ ბარსელონაში ბიუჯეტურად? აქ წაიკითხავ რჩევების ჩამონათვალსა და რეკომენდაციებს, თუ რა უნდა ნახო ბარსელონაში მცირე ბიუჯეტით.
ჩეხეთი ცნობილია თავისი კოპწია პატარა ქალაქებით. პრაღის გეოგრაფიული მდებარეობა კი, საშუალებას გაძლევს ერთ დღეში მოინახულო ჩეხეთის ქალაქები. სასურველ ადგილამდე მისვლა მარტივია, რადგან პრაღის მთავარი სადგურებიდან მათი მიმართულებით დანიშნულია ავტობუსებისა და მატარებლის რეისები. მოკლედ და კონრეტულად, ჩეხეთის 7 ყველაზე პოპულარული ქალაქი, რომელიც პრაღიდან ერთ დღეში შეგიძლია ნახო.
უნგრეთის დედაქალაქი შთამბეჭდავია თავისი ისტორიული ადგილებით, დიდებული არქიტექტურით, ყბა-ჩამოსავარდნი სთრითარტით, კაფე-რესტორნებითა და ღამის ცხოვრებით. დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების გარდა, მთლიანად ქვეყანაშიც უამრავი რამ არის სანახავი. სწორედ ამიტომ, სხვა ბლოგერებთან ერთად შევაჯერე ბუდაპეშტთან ახლოს მდებარე უნგრეთის ქალაქები და მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც მარტივად ნახავ ერთ დღესა და Weekend-ზე.
ჩეხეთის დედაქალაქი, პრაღა, ფანტასტიკური მიმართულებაა შენი მომავალი დასვენებისთვის. აქ ნებისმიერი ქუჩის კუთხესა თუ მოსახვევში გადაეყრები დიდებულ არქიტექტურას, ისტორიულ ღირსშესანიშნაობებსა და რეკრეაციულ ადგილებს. აქაური აქტიური აურა კი აუცილებლად აღფრთოვანებულს დაგტოვებს. მაშ ასე, სად დავრჩეთ პრაღაში? ქალაქში ღამისგასათევი ადგილების ძებნისას, ცოტა ფრუსტრირებულიც კი შეიძლება დარჩე. ამ პოსტში თავი მოვუყარე იმ საუკეთესო სასტუმროებს, ჰოსტელებსა თუ აპარტამენტებს, რომლებიც შენს პრაღულ დასვენებას დაუვიწყარს გახდის.
მომავალი მოგზაურობის დაგეგმვისას დასარჩენი ადგილების შერჩევა საკმაო დროსა და კარგ კვლევას მოითხოვს, რათა ფრთხილად გაეცნო რევიუებსა და აღწერებს. ბუდაპეშტი პოპულარული, ჰიპური და თანამედროვე უბნების ქალაქია. თავისთავად ცხადია, ღამისგასათევი ადგილები დამოკიდებულია შენს ბიუჯეტზე, საჭიროებებსა და ლოკაციაზე. მაშ, გაინტერესებს, სად დავრჩეთ ბუდაპეშტში? ეს სტატია სწორედ შენთვისაა.
იმის მიუხედავად, რომ ხორვატია პატარა ქვეყნად ითვლება, აქ უამრავი მშვენიერი, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული ადგილია. კონკრეტულად, სად დავისვენოთ ხორვატიაში? სამიზნე ქალაქის არჩევისას ბევრი სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი და განსაკუთრებით ის თუ როგორი ტიპის მოგზაური ხარ, რამდენი დრო გაქვს, ბიუჯეტი და როდის აპირებ მოგზაურობას. მოკლედ, აქ ჩამოთვლილია ხორვატიის საუკეთესო ადგილები, რომლებიც შენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კახეთის რეგიონი პოპულარული მიმართულებაა მათთვის, ვინც თბილისიდან ერთი დღით დასასვენებელ ადგილს ეძებს. შესაბამისად, თელავი ერთ-ერთი კარგი ალტერნატივაა მსგავსი გასვლისთვის. რეგიონი ცნობილია ღვინით და თავისი ისტორიული-კულტურული და ბუნებრივი ძეგლებით. მე მშობლებთან ერთად მანქანით წავედი, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მარტივად შეგიძლია თელავს ესტუმრო. მაშ ასე, აქ ჩამოვწერ ჩემს რეკომენდაციებს იმაზე, თუ რა ვნახოთ თელავში და მის მიმდებარედ.
კახეთში მდებარე ეს პატარა ქალაქი იდეალური ვარიანტია თბილისთან ახლოს ერთდღიანი ტურის დასაგეგმად. ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები, ფერადი სახლები და ხის აივნები ბევრ ტურისტსაც იზიდავს. დამრეც ფერდობზე მდებარეობის გამო, ალაზნის ველსა და მის უკან მდებარე კავკასიონის მთებზე საოცარი ხედი იშლება. მიუხედავად იმისა, რომ სიღნაღი მართლაც პატარა ქალაქია, საკმაო რეკომენდაციები მაქვს იმაზე, თუ რა ვნახოთ სიღნაღში მთელი დღის განმავლობაში.
ბათუმი აჭარის რეგიონის მთავარი ქალაქი და შავი ზღვის სანაპიროს გამორჩეული სამკაულია. უკანასკნელ ათწლეულში ქალაქი ინფრასტრუქტურულად ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და შედეგად აქ გადაეყრები უამრავ ძველ და ახალ არქიტექტურულ ძეგლს, ძვირადღირებულ სასტუმროს, რესტორნებსა და სხვადასხვა საინტერესო ღირსშესანიშნავ ადგილს. მაშ ასე, რა ვნახოთ ბათუმში მოგზაურორობისას? პოსტში შევეცადე ყველაფერი ჩამეტია, ვნახოთ რა გამომივიდა.
სამეგრელო ცნობილია ხელუხლებელი ბუნებით, ზღაპრული კოშკით, უგემრიელესი სამზარეულოთი, შავიზღვისპირა ქალაქებით, უძველესი ნაქალაქევით და ა.შ. უშუალოდ ქალაქი ზუგდიდი ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილით არ გამოირჩევა, თუმცა აქედან შეგიძლია კარგად გაიცნო თვითონ რეგიონი. ეს პოსტი კარგად დაგეხმარება მოინიშნო ზუგდიდის ღირსშესანიშნაობები და ზოგადად, რა ვნახოთ სამეგრელოში ზუგდიდთან ახლოს.
საქართველო მდიდარია ბალნეოლოგიური და მინერალური წყლებით. ბორჯომის და ლიკანის მსგავსად, საბჭოთა კავშირის პერიოდში კურორტი საირმე საკმაოდ პოპულარული იყო. წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებს შორის, დღეს აქ უამრავი მაღალი კლასის სასტუმროა გაშენებული. საირმე საუკეთესო ადგილია უქმეებზე განსატვირთად, ან, თუ ქუთაისთან ახლოს ხარ, მაშინ აქ ერთი დღეც შეგიძლია შემოიარო. სპაში გაჯანსაღების გარდა, აქ ბევრი სხვა აქტივობითაც შეიძლება დაკავდე.
ქუთაისი საქართველოსა და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. წარსულში – სატახტო და დღესდღეობით – სიდიდით მესამე ქალაქი იმერეთის რეგიონისთვის საკვანძო ადმინისტრაციულ-გეოგრაფიულ ადგილს წარმოადგენს. ქუთაისში მდებარეობს UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სხვა ეროვნული მასშტაბის ისტორიული ძეგლები, ულამაზესი ტაძრები და ეკლესიები და სხვა კულტურულად ღირსშესანიშნავი ადგილები. ამ პოსტში დაწვრილებით აღვწერ თუ რა ვნახოთ ქუთაისში 5-7 დღის განმავლობაში.
ბორჯომი მინერალური წყლებით ცნობილი კურორტია საქართველოში. საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასვენებელი ადგილი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. დღესდღეობით, მინერალური წყალიც პოპულარულია და ასევე ძალიან ძვირადღირებული სასტუმროები და განვითარებული ინფრასტრუქტურაც იზიდავს ხალხს. მაშ ასე, ეს გახლავთ ჩემი რეკომენდაციები ბორჯომში 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში აქტივობებისთვის.
გორი შიდა ქართლის რეგიონის ცენტრალური ქალაქია, რომელიც დედაქალაქ თბილისიდან დაახლოებით 85კმ.-ში მდებარეობს. ითვლება, რომ გორი ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა საქართველოში. თბილისთან სიახლოვე მისი მონახულებისა და 1-2 დღიანი დასვენების დაგეგმვის საშუალებას იძლევა. გორში სულ რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილია და მათ შორის ყველაზე მთავარი სტალინის სახლ-მუზეუმია, რომელიც ყველაზე ხშირად მონახულებად მუზეუმებში შედის საქართველოში. მოკლედ, წარმოგიდგენ სიას თუ რა ვნახოთ გორში უქმეებზე.
კომფორტულად მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი კარგი ზურგჩანთაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობის შემდეგ, სადაც ძალიან არაკომფორტული და უამრავი უსარგებლო ნივთით ამოტენილი ზურგჩანთა დამქონდა, მოგზაურობის ჩვევები საკმაოდ შემეცვალა. რომელია საუკეთესო სამოგზაურო ზურგჩანთა?