fbpx
  • ხორვატია

    დუბროვნიკის ძველი ქალაქი, ხორვატია

    დუბროვნიკი, ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. მისი კარგად შემონახული ძველი ქალაქი 1979 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი  და ულამაზესი ქალაქია მთელს ქვეყანაში. დუბროვნიკის ძირითადი ღირსშესანიშნაობა ძველი ქალაქია, რომელიც შეიძლება პატარა მოგეჩვენოს, თუმცა არც ისე პატარაა. მოკლედ, გაინტერესებს რა ვნახოთ დუბროვნიკში? მაშინ, დავიწყოთ! წაიკითხე რამდენიმე რჩევა რაც უნდა იცოდე სანამ დუბროვნიკში იმოგზაურებ რა ვნახოთ დუბროვნიკში: პლაკა ან სტრადუნი დუბდოვნიკის ძველი ქალაქის მოსახლეობა, ქალაქში შესასვლელად ორ კარიბჭეს იყენებდა – პლოცე და პილე. ისინი მიწასთან, მოძრავი ხის ხიდებით იყო დაკავშირებული, ასე რომ ღამით, ქალაქში ვერავინ შევიდოდა. აღმოსავლეთ კარიბჭე პილე, ქალაქის მთავარ ქუჩაზე – სტრადუნზე გადის. 292 მეტრის სიგრძის ქუჩას ქალაქის მთავარ მოედანზე მიყავხარ. ონოფრიოს შადრევანი: პილეს კარიბჭესთან ახლოს მდებარე შადრევანი მე-15 საუკუნის ქალაქის წყალგაყვანილობის გამომგონებლის სახელს…

  • places to visit in Croatia
    ხორვატია

    13 რჩევა, რაც დუბროვნიკში მოგზაურობამდე უნდა იცოდე

    დუბროვნიკს, ხშირად „ადრიატიკის მარგალიტს“ უწოდებენ. ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ეს ქალაქი მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძველი ქალაქი, მისი გალავანი, ევროპის უძველესი აფთიაქი და ულამაზესი მზის ჩასვლის სცენა, არ დაგტოვებს უემოციოდ. წაიკითხე რამდენიმე რჩევა, რაც უნდა იცოდე სანამ დუბროვნიკში იმოგზაურებ. როგორ მოვხვდეთ დუბროვნიკში იმის მიხედვით, თუ ხორვატიის რომელი ქალაქიდან იწყებ მოგზაურობას, დუბროვნიკში მოსახვედრად უამრავი საშუალება არსებობს. თუ ხორვატიაში მოგზაურობის დაწყებას დუბროვნიკით აპირებ, მაშინ იაფიანი ავიაბილეთის პოვნა დაგჭირდება წაიკითხე როგორ ვპოულობ ავიაბილეთებს იაფად, რის შედეგადაც $200+ დავზოგე მაგალითად, Eurowings ევროპის რამდენიმე ცენტრალური ქალაქიდან ასრულებს რეისს დუბროვნიკის მიმართულებით. Wizzair-ი ხორვატიის ქალაქ სპლიტში, ხოლო Ryanair კი პულაში, რიეკასა და ზადარში ასრულებს ფრენებს. ამ ქალაქებიდან კი მარტივად შეგიძლია დუბროვნიკში, ავტობუსით, დაქირავებული მანქანით…

  • რჩევები

    9 რჩევა თუ როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა უფრო ეფექტურად

    როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა ისე რომ, თან ბიუჯეტური გამოვიდეს და თან ნაკლებად დავისტრესოთ? მოგეხსენება, რომ მოგზაურობის დაგეგმვა შრომატევადი, მაგრამ (ჩემთვის) სახალისო საქმეა. ეს საქმიანობა საფუძვლიან ძიებას, დროსა და ენერგიას მოითხოვს. პროცესის ყველაზე რთული ნაწილი ალბათ ავიაბილეთების იაფად ყიდვა და ყველა სასურველი ქალაქის ნახვაა. ისეთი მოგზაურობის დაგეგმვა კი, რომელიც შენს ბიუჯეტსა და დასვენების დღეებს შეესაბამება, ცოტა რთული შეიძლება აღმოჩნდეს. ძირითადად, მოგზაურობის დროს ქალაქის ქუჩებში ხეტიალი მიყვარს. ვეძებ არატურისტულ ადგილებს და ვცდილობ ქალაქი როგორც ადგილობრივმა ისე შევიგრძნო. მუზეუმების დიდი მოყვარულიც არ ვარ, ასე რომ მათ დიდ დროს არ ვუთმობ. ყველა ჩემს მოგზაურობასაც მე თვითონ ვგეგმავ, არანაირ ტურისტულ სააგენტოს არ მივმართავ და შესაბამისად, რამდენიმე წლიანი გამოცდილების შემდეგ, ჩემი ხრიკებიც მაქვს. 9 რჩევა როგორ დავგეგმოთ…

  • აქსესუარი
    აქსესუარები

    9 სამოგზაურო აქსესუარი, რომელიც მოგზაურობისას უნდა გქონდეს

    კომფორტული მოგზაურობისთვის აუცილებელია გქონდეს სწორად შერჩეული ნივთები. დღესდღეობით ძალიან ბევრი სამოგზაურო აქსესუარი არსებობს, რაც  არჩევანის გაკეთებას თავისთავად ართულებს. იმედი მაქვს დაგეხმარები სწორად შეარჩიო ისეთი სამოგზაურო აქსესუარი, რომელიც მოგზაურობას გაგიადვილებს. პირადად მე, ამ ყველაფერს თითქმის ყველა მოგზაურობისას ვიყენებ. სამოგზაურო აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ პირადი ჰიგიენის პატარა ბოთლები ყველამ ვიცით, რომ ავიაკომპანიებს ბარგზე კონკრეტული შეზღუდვები აქვს. მთელი ბოთლი პირადი ჰიგიენის საშუალებების წაღება არც კომფორტულია, ადგილსაც იკავებს და ჩემოდანს წონასაც მატებს. მე ასეთ პატარა ბოთლებს ვიყენებ, რომლებშიც თავის მოვლის სხვადასხვა  საშუალებებს ვასხამ და მთელი მოგზაურობისას მყოფნის. ბოთლების ატანა ხელბარგშიც შემიძლია და არავინ არაფერს მეტყვის. კოსმეტიკის ჩანთა მოგზაურობისას ჩემთვის მნიშნველოვანია ყველაფერი ადვილად მოვძებნო და ხშირად გამოყენებადი ნივთები ერთად იყოს თავმოყრილი. სწორედ ამიტომ, ყველაფერი ასეთ კოსმეტიკის ჩანთაში მაქვს.…

  • Things to do in athens on short time
    საბერძნეთი

    რამდენიმე საათი ათენში: რა ვნახოთ, ვჭამოთ და დავლიოთ

    რა ვნახოთ ათენში თუ დრო ცოტა გვაქვს? აქ სანახავი ადგილების სია საკმაოდ დიდია, მაგრამ ჩვენ სტამბოლიდან დუბროვნიკამდე ფრენებს შორის მხოლოდ რამდენიმე საათი გვქონდა, ამიტომ, ძალიან ტურისტული ადგილებისა და მუზეუმების გამოტოვება და ქალაქში ხეტიალი გადავწყვიტეთ. რა უნდა იცოდე სანამ ათენში ჩახვალ ყველა გადასახურდავებელი ჯიხური საკომისიოს იღებს. თუ ქვეყანაში დოლარით ჩადიხარ, იცოდე რომ გადახურდავებისას საკმაოდ ბევრ ფულს კარგავ. ჩემი შეცდომაც ეს იყო. დოლარში აღებული ხელფასი თბილისში ევროზე არ გადამიხურდავებია იმ იმედით, რომ იქაც მარტივად გადავახურდავებდი აეროპორტიდან ცენტრამდე ავტობუსის ბილეთი 6€ ღირს. ბარგის დატოვება აეროპორტშივე შეგიძლია სპეციალურ შემნახველ პუნქტში. ფასი საათის მიხედვით ანგარიშდება. ჩვენ ბარგი დაახლოებით 12 საათამდე პერიოდით დავტოვეთ და თითო ჩანთაში 8€ გადავიხადეთ. თანხის დაზოგვის მიზნით შეგიძლია ე.წ. Athens City Pass ბარათი…

  • რჩევები

    Skyscanner: ავიაბილეთების იაფად შეძენის 4 გზა

    დღეს ათეულობით საიტია რომლის მეშვეობითაც შეგიძლია ავიაბილეთების მოძებნა და შეძენა. Skyscanner-ი ერთ-ერთი ასეთი საიტია, რომელსაც მე აქტიურად ვიყენებ იაფი ავიაბილეთების მოსაძებნად ან ფასების შესადარებლად. ყველა ასეთი საიტი სხვადასხვა ფასს გაჩვენებს. არავის უყვარს იმის აღმოჩენა, რომ იგივე ბილეთი სხვა საიტზე შეიძლება უფრო იაფად ეყიდა. ამიტომ, რამოდენიმე საიტს ვამოწმებ და ამის შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას. წაიკითხე როგორ დავზოგე $276 ავიაბილეთებზე ბევრი მიზეზია რატომ მირჩევნია Skyscanner სხვა მსგავს საიტებს. მას რამდენიმე ძალიან კარგი ფუნქცია აქვს, რომელიც იაფფასიან ავიაბილეთებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგაძებნინებს. სწორედ ამ ხრიკების ჩვენებას ვაპირებ ამ პოსტში. გახსოვდეს: ავიაბილეთები ყოველთვის ‘ინკოგნიტო’ ფანჯრით მოძებნე ავიაბილეთების იაფად შეძენის 4 გზა მოგზაურობის დაგეგმვისას, მინდა ვიცოდე რა ვარიანტები მაქვს და სად შეიძლება წავიდე. ყოველ ჯერზე სხვადასხვა ქალაქის ან…

  • უკრაინა

    რა ვნახოთ ლვოვში: ტოპ 8 საინტერესო ადგილი

    უკრაინის სხვა ქალაქებთან შედარებით ლვოვი ყველაზე მომხიბლავი ქალაქია. იგი არცერთ პოსტსაბჭოთა ქალაქს არ ჰგავს, რომელიც სხვა ქვეყანაში გინახავს. ლვოვი ფერადი და ძალიან ლამაზია! და მაინც, რა ვნახოთ ლვოვში? უკრაინის ეს ქალაქი ევროპის არც თუ ისე ცნობილი ‘მარგალიტია’. საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქი, ძალიან ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნავი ადგილით ამაყობს. აქ ნახავ აღმოსავლური და დასავლური კულტურის უნიკალურ კომბინაციას. ქალაქს სახელი ‘ლვოვი’ თურმე, გალიჩია-ვოლინიას მმართველ დანიელ გალიჩიას პირველი ვაჟის, ლეოს, საპატივცემულოდ  დაარქვეს. საკვირველია ის, რომ ლვოვის ისტორიული ცენტრი, ანტიკური შენობები და ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები გერმანიისა და საბჭოთა ოკუპაციას, მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა და დღეს რასაც აქ ნახავ, პირვანდელ სახეს ატარებს. ლვოვის ღირსშესანიშნაობები მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი საკმაოდ დიდია, ორი დღე სავსებით საკმარისია ყველა ღირსშესანიშნავი…

  • უკრაინა

    8 რამ რაც შეგიძლია მოინახულო კიევში

    ქალაქი კიევი ევროპაში ერთ-ერთ უძველეს დასახლებად ითვლება. იგი სლავურ სამყაროში ერთ-ერთი პირველია და მანამდე არსებობდა სანამ უკრაინასა და რუსეთის სახელმწიფოები ჩამოყალიბდებოდა. დღეს დღეობით, უკრაინის დედაქალაქი ბევრი ტურისტით არ გამოირჩევა. შესაბამისად, კიევი ავთენტურია და დაბალბიუჯეტური მოგზაურებისთვის ზედგამოჭრილი. გაინტერესებს რა ვნახოთ კიევში? მაშინ, განაგრძე კითხვა. კიევში მოხვედრა ასე ადვილი არასდროს ყოფილა. თითქმის ყველა ძირითადი ავიაკომპანია კიევის მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე ასრულებს ფრენას. კიევის ღირსშესანიშნაობები კიევში ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეგიძლია – მუზეუმები, ლამაზი ეკლესიები და ქალაქის მასშტაბით მიმოფანტული სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები. რა ვნახოთ კიევში: დამოუკიდებლობის მოედანი დამოუკიდებლობის მოედანი (Maidan Nezalezhnosti) კიევში ყველაზე პოპულარული ადგილია. აქ სხვადასხვა კონცერტები, ფესტივალები, საპროტესტო აქციები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება. თავისუფლების ძეგლი მოედნის ცენტრშია აღმართული და ადვილად შესამჩნევია შორი…

  • რევიუ,  სასტუმრო,  საქართველო

    ფაბრიკა – კრეატიული სივრცე შენთვის და შენი მეგობრებისთვის

    თუ შენი რომელიმე უცხოელი მეგობარი თბილისში ჩამოსვლას აპირებს, აუცილებლად ურჩიე ფაბრიკის ჰოსტელი. ქალაქში უამრავი სხვადასხვა დაბალბიუჯეტური სასტუმროა, თუმცა ჰოსტელი ფაბრიკა მათგან ყველაფრით გამოირჩევა. პირველ რიგში, იმით, რომ აქ საბჭოთა პერიოდში ქალის ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკა „ნინო“ იყო განთავსებული. დამერწმუნე ნებისმიერი უცხოელი აღფრთოვანდება აქ დარჩენის იდეით. ე.ნინოშვილის 8 ნომერში განთავსებული სივრცე საკმაოდ ახლოსაა ცენტრთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებთან. ჰოსტელი ფაბრიკა შარშან, 2016 წლის ივლისში გაიხსნა და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარულიც  გახდა. უქმეებზე აქ საკმაოდ ბევრი ხალხი მოდის, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ისე თბილისში მცხოვრები ექსპატები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ქალაქის ისე ქვეყნის მასშტაბით არსებული ქარხნები განადგურდა და დღეს ბევრი ისევ მიტოვებულია. რამდენიმე წლის წინ ქართულმა კომპანიებმა გადაწყვიტეს რომ ქარხანა „ნინო“ სხვა ფუნქციით აეღორძინებინათ.…

  • რჩევები

    როგორ ვიყიდოთ ავიაბილეთები იაფად

    მოგეხსენება, რომ მოგზაურობის დაგეგმვისას ყველაზე დიდი ხარჯი ავიაბილეთია. მისი იაფად ყიდვა თითქმის შეუძლებელია. მართალია, Wizzair-ის  ბილეთები იაფად შეგიძლია იყიდო, მაგრამ ზოგჯერ ეს მიმართულებები სადაც კომპანია ოპერირებს საკმარისი არაა. სხვა ქვეყანაში მოგზაურობა კი ძვირი ჯდება. მართალი გითხრა, ბილეთში კოლოსალური თანხის გადახდა არ მიყვარს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ბევრი ვეძებო და ავიაბილეთები იაფად ვიპოვო. ამ პოსტში კი ჩემს ყველა ხრიკსა და რჩევას გაგიზიარებ. რამდენიმე რჩევა როგორ ვიპოვოთ ავიაბილეთები იაფად პირველ რიგში დაიმახსოვრე, რომ ბილეთების იაფად მოძიებას დიდი დრო და ენერგია ჭირდება. აუცილებლად გამოიყენე Chome-ის ინკოგნიტო ფანჯარა. საძიებო სისტემები შენს ყველა ნაბიჯს კარგად აკვირდებიან, ამიტომ ხშირად უფრო მაღალ ფასს განახებენ. ავიაბილეთი მინიმუმ ოთხი თვით ადრე შეიძინე. ჩემი გამოცდილებით ბილეთის ყიდვა ყველაზე ხელსაყრელი ექვსი თვით…

  • პოლონეთი

    ტოპ 6 ადგილი, რომელიც კრაკოვში უნდა ნახო

    გოთიკური ქალაქი კრაკოვი, პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი იყო ვარშავამდე.  ისტორიულად იგი ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურულ და ხელოვნების ცენტრად მიიჩნევა. კრაკოვის არსებობა ქვის ხანის დროიდან თარიღდება, შუა საუკუნეები კი აქ ოქროს ხანადაა მიჩნეული, რაც მის ქუჩებში სიარულისას ძალიან იგრძნობა. ქალაქს უქმეებზე ვეწვიე და სამწუხაროდ მისი დათვალიერება და გაცნობა კარგად ვერ მოვახერხე. თუმცა მთავარი ღისშესანიშნავი ადგილები მაინც დავათვალიერე. ტოპ 6 ადგილი რომელიც კრაკოვში უნდა ნახო პოლონეთის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, კრაკოვი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაკლებად დაზიანდა. ამიტომ ქალაქის თავდაპირველი იერსახე კარგად არის შენარჩუნებული. ქალაქის დასათვალიერებლად ყველაზე კარგი საშუალება ფეხით სიარულია. აქ ყველაფერი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, ასე რომ ტრანსპორტში პრაქტიკულად ფული არ დაგეხარჯებათ. ჩამოჯექი ბაზრის მოედანზე მონღოლთა შემოჭრის შემდეგ, 1257 წელს აშენებული მოედანი მინიმუმ 100…

  • ტაილანდი

    5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაურო ტაილანდში

    ტაილანდი პირველი ნახვით შემიყვარდა. ტაილანდელ ოჯახთან ერთად ერთი თვის მანძილზე ცხოვრებამ სულ სხვა ემოციები გამიჩინა და შრომისმოყვარე ერის მიმართ დიდი პატივისცემით განვეწყვე. მოგზაურობა ტაილანდში უფრო მარტივია ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. ერთადერთი ბილეთია ძვირი, სხვა დანარჩენში კი ბანკის გაქურდვა ნამდვილად არ მოგიწევს. 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაურო ტაილანდში აქ ყველას შეუძლია თავისთვის შესაფერისი ადგილი იპოვოს. აქ თანამედროვე და ტრადიციული არქიტექტურა ორგანულად ერწყმის ერთმანეთს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სუფთა გარემო (მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდელები შესაფუთად ძალიან ბევრ ცელოფნის პარკს იყენებენ), მრავალფეროვანი სამზარეულო, შესანიშნავი ადგილები, გიჟური ღამის ცხოვრება და Bounty-ს რეკლამის მსგავსი სანაპიროები ბევრისთვის საოცნებო ქვეყნების სიაშია. როდესაც ჩემს #213დღეაზიაში მოგზაურობის პერიოდს ვიხსენებ, ტაილანდი ყველაზე მეტად მენატრება და აი რატომ: გასტრონომიული სამოთხე თუ ჩემსავით აზიური…

  • აზერბაიჯანი

    მოგზაურობა ბაქოში: როგორ გავატაროთ უქმეები აზერბაიჯანის დედაქალაქში

    აზერბაიჯანის დედაქალაქი – ბაქო, თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ნაზავია, რაც მას საინტერესო ქალაქად აქცევს. ბაქოს მოდური ნაგებობები იდეალურად ერწყმის საუკუნეების წინ აშენებულ შენობებსა და კოშკებს. ქალაქში მიმოფანტული ათობით პარკი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ბაქოში შაბათი-კვირის გატარება სავსებით საკმარისია და დაბალბიუჯეტური მოგზაურობისთვის შეგიძლია ტური swoop.ge-ზე შეიძინო. გაინტერესებს რა ვნახოთ ბაქოში? მაშ, მიღევი პოსტს. დღე, ქალაქის ცენტრთან მდებარე Gloria Jeans Coffee-ში ყავის სმით დავიწყეთ. ანტრეს მსგავსი ყავის სახლი ბევრ სხვადასხვა დესერტსა და მსუბუქად წასახემსებელ სენდვიჩს თავაზობს თავის მომხმარებელს. მოგვიანებით, ქალაქის ქუჩებში დავიწყეთ სიარული და დღის განმავლობაში დაახლოებით 20 კმ  ვიარეთ. ჩემი აზიაში მოგზაურობის შემდეგ, Maps.me ყველაზე კომფორტული ოფლაინ რუკა გამოდგა, რომელიც ყველა ობიექტს ზედმიწევნით გაჩვენებს. მაპატიე Google, მაგრამ Maps-მა მაგრად გაჯობა!  რა ვნახოთ…

  • ჩეხეთი

    როგორ ვნახოთ პრაღის ღირსშესანიშნავი ადგილები ერთ დღეში

    პრაღა თავისი ათასწლოვანი ისტორიით, მომხიბვლელი არქიტექტურით, საუკეთესო ლუდით, რომელიც წყალზე უფრო იაფია, კონცერტებით, მუზეუმებითა და ღამის ცხოვრებით ნამდვილად არ ჩამოუვარდება პარიზს. პრაღის ღირსშესანიშნავი ადგილები ცოტა მიმოფანტულია, თუმცა სავსებით შესაძლებელია რომ ერთ დღეში, წრეების გარეშე ფეხით შემოიარო, თუ რა თქმა უნდა ჩემსავით ქალაქში ბოდიალი გიყვარს. პრაღაზე და ზოგადად ჩეხებზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ოთხი წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო ინფორმაცია დამიგროვდა და ახლა ძალიან ვნანობ რომ მაშინ, იქ ცხოვრების პერიოდში, სამოგზაურო ბლოგის გაკეთების სურვილს ფრთები არ შევასხი. რამდენ რამეს მოგიყვებოდით პრაღის შესახებ… მაგრამ არაუშავს, კიდევ მოვხვდები პრაღაში და ამ დანაშაულს ნამდვილად გამოვისყიდი. კონკრეტულად ეს მარშრუტი ჩემი იქ ცხოვრების მანძილზე შევიმუშავე და ჩემთან ჩამოსულ სტუმრებს ყოველთვის ასე ვათვალიერებინებდი პრაღის შთამბეჭდავ არქიტექტურას. ვიცი, მომედავებით ერთი დღე…

  • თურქეთი

    რა ვნახოთ სტამბოლში თუ დრო ცოტა გვაქვს?

    სტამბოლში ორჯერ პრეს ტურზე და ერთხელ ფრენებს შორის დიდხნიანი გაჩერების გამო ვარ ნამყოფი. სტამბოლის ღირსშესანიშნავი ადგილები უამრავია, და როგორც ჩემი მეუღლე, ოთო, მეუბნება (ოთო სტამბოლში რამდენიმე თვე ცხოვრობდა), ქალაქის ბოლომდე აღსაქმელად მინიმუმ ორი კვირა გჭრდება. მაინც რა ვნახოთ სტამბოლში? სტამბოლი ცენტრალური ქალაქია მათთვის ვინც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მგზავრობს, ან პირიქით. ხშირად, ფრენებს შორის დიდი დროა და სტამბოლის ნახვასაც ვახერხვებთ. ამიტომ, ნუ გაჩერდები აეროპორტში. ქალაქის მონახულებაში კი ეს სტამბოლის გზამკვლევი დაგეხმარება. ბორანი სტამბოლში მოგზაურობის აუცილებელი ნაწილია. იგი არა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეში მიგიყვანს, არამედ იგი სტამბოლის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობად ითვლება. სრული ეფექტისთვის ტიტის ფორმის ჭიქაში ჩამოსხმული ჩაი და ყველის გემრიელი სენდვიჩი ბორანზე აუცილებლად უნდა გასინჯო. იაფი ფრენები სტამბოლისკენ  როდის წავიდეთ…

  • Things to do in Nicosia
    კვიპროსი

    ჩრდილოეთ კვიპროსი: ნაკლებად ცნობილი და იაფი მიმართულება

    ჩრდილოეთ კვიპროსი საერთაშორისო სამართლით არაღიარებული სახელმწიფოა. მას დე-ფაქტოდ მხოლოდ თურქეთი და აზერბაიჯანი აღიარებს. ქართველებისთვის აქ მოხვედრა ისეთივე იოლია როგორც თურქეთში მოგზაურობა. თუ თურქეთის კურორტები მოგბეზრდა და იაფად სხვა ადგილების მონახულება მოგინდა, ჩრდილოეთ კვიპროსს შემოგთავაზებ. აქ სანახავი ბევრია, სეზონი ოქტომბრის ბოლომდეა და დასაბინავებლად არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია. 1974 წელს, თურქეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, კუნძული ორ ნაწილადაა გაყოფილი. ბუფერული ზონა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა, ჩრდილოეთ კვიპროსიდან იწყება და ვრცელდება კუნძულის დანარჩენ ტერიტორიაზე. ბუფერული ზონა დედაქალაქ ნიქოზიაზეც (ანუ კირენია), როგორც მას თურქები უწოდებენ) გადის და მას ორ ნაწილად ყოფს. შესაბამისად, იგი ორივე სახელმწიფოს დედაქალაქად ითვლება. ჩრდილოეთ კვიპროსმა დამოუკიდებლობა 1983 წელს გამოაცხადა. თუმცა იმის გამო, რომ მის დამოუკიდებლობას მსოფლიო არ აღიარებს, კუნძულის ეს…

  • კამბოჯა

    ანგკორის შესანიშნავი კომპლექსი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

    იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი  ბევრისთვის საოცნებო ადგილს წარმოადგენს. ანგკორ ვატი და მთლიანად მისი კომპლექსი ჰოლივუდის ფილმმა „ტომბ რაიდერმა“ და ანჯელინა ჯოლიმ გახადა პოპულარული. მას შემდეგ აქ ტურისტების ნაკადი არასდროს წყდება. პარკი 400 კვ. კმ-ზეა გაშლილი და 45 ტაძარს მოიცავს, რომლის მონახულებასაც ერთი კვირა მაინც სჭირდება. თუმცა ძირითადი ადგილების სანახავად ერთი დღე სავსებით საკმარისია. ბილეთის ფასი დღეების მიხედვით განისაზღვრება: ერთი დღე $20 $37, სამი დღე $40 $62 და შვიდი დღე $60 $72. როგორ მოვინახულოთ ანგკორ ვატი ყველაზე ოპტიმალური ტუკ-ტუკის დაქირავებაა. ასე დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც. ტუკ-ტუკის ფასი იმის მიხედვით იცვლება რომელი ტაძრების ნახვა გსურს. ჩვენ ყველაზე მარტივი და ძირითადი ტაძრები ავირჩიეთ და მომსახურებაში $20 გადავიხადეთ. საბოლოო ჯამში ანგკორის ტაძრების მონახულება $60 დაგვიჯდა (2 ადამიანი). უნდა იცოდე:…

  • ლაოსი

    რა უნდა იცოდე სანამ ლაოსში იმოგზაურებ

    ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რომელიმე ქვეყანა ასეთ ნეგატიურ შთაბეჭდილებას დამიტოვებდა. მაშინაც კი, როდესაც პრაღიდან მოლდოვაში მიმავალი, სრულიად შემთხვევით უკრაინაში აღმოვჩნდი და ერთი დღე ჩავრჩი, მსგავსი გრძნობა არასდროს გამჩენია. სამწუხაროდ, ლაოსი ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც წარმომედგინა. მოკლედ, რა უნდა იცოდე სანამ ლაოსში იმოგზაურებ: თითქმის არავინ საუბრობს ინგლისურად თუ ლაოსში წასვლას გეგმავ, გირჩევ „ჟესტიკულაცია“ კარგად გაითავისო და ხელებით ახსნას მიეჩვიო. ლაოსის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი საუბრობს ინგლისურად. კომუნიკაცია განსაკუთრებულად პატარა სოფლებსა და ქალაქებში ჭირს. ჰოსტელები მუდმივად შევსებულია რამდენიმე ჰოსტელს კარებზევე აქვს გამოკრული – „შევსებულია“, ხოლო დანარჩენები ზუსტ პასუხს ვერ გეუბნებიან. უკვე მიღებული სტუმრები ზოგჯერ გეგმებს იცვლიან და იმაზე დიდხანს რჩებიან, ვიდრე დაჯავშნილი ჰქონდათ. თუ გაგიმართლა და საერთო ოთახში ლოგინი გიპოვეს, შენზე ბედნიერი არავინაა. ხშირ შემთხვევაში, ფასში საუზმეც…

  • Cities in Thailand. Nong Khai
    ტაილანდი

    ტაილანდის ქალაქები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო

    სოფელ ლიში ჩასვლისას ქეროლაინი გვეუბნება რომ ვიზის გასაგრძელებლად ჩიანგ მაიში უწევს წასვლა და ერთად მგზავრობას გვთავაზობს. რა თქმა უნდა, უპრობლემოდ ვთანხმდებით. ჩიანგ მაი და ნონგ ხაი ტაილანდის ის ქალაებია რომელთა გამოტოვებაც არაფრისდიდებით არ გვინდოდა. ჩიანგ მაი ჩიანგ მაი ჩრდილოეთ ტაილანდის ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც 1296-1768 წლებში ლანას სამეფოს დედაქალაქს წარმოადგენდა. ქალაქის ახლანდელი სახელწოდება „ახალ ქალაქს“ ნიშნავს. ქეროლაინი სოფელ ლიმდე ჩიანგ მაიში ცხოვრობდა და იქ ყოფნის დროს გიდობაც გაგვიწია. ჩიანგ მაი სავსეა უცხოელებით, დასავლური რესტორნებითა და ტაძრებით. თუმცა, თუ ტაილანდში დიდხანს მოგზაურობ, ტაძრები აღარ გაგაკვირვებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის. მაგალითად, დოი სუტეპის კომპლექსი გორაკზე მდებარეობს და ქალაქიდან 15 კილომეტრის მოშორებითაა. 1383 წელს გაშენებულ კომპლექსამდე მისვლა „სონგტაოთია“ შესაძლებელი და ჩიანგ…

  • teaching english in Thailand
    ტაილანდი

    ტაილანდის სკოლაში მასწავლებელიც ვიყავი

    სუხოტაიში ყოფნისას მოგზაურობისგან ცოტა დასვენება და მოხალისედ მუშაობა გადავწყვიტეთ. ერთთვიანი პაუზის შემდეგ, 13 იანვარს ლამპანგის პროვინციის, სოფელ ლისკენ ავიღეთ გეზი. იქ ჩვენი მეგობარი ქეროლაინი ინგლისურს ასწავლის. ქეროლაინი სუხოტაიში, მოხალისეობის დროს გავიცანით, უმალვე დავახლოვდით და თავის სოფელშიც დაგვპატიჟა. მიუხედავად იმისა, რომ იქ წასვლა ჩვენი მარშუტიდან ცოტა გადახვევას მოითხოვდა, მოპატიჟება დიდი სიხარულით მივიღეთ. როგორ მოვხვდეთ აქ სუხოტაიდან ლამპანგამდე ავტობუსით დაახლოებით ოთხი საათია და ბილეთის ფასი 178 ბატია. ლამპანგიდან კი სოფლამდე კიდევ ორი საათი სონგტაოთი მგზავრობ. „სონგტაო“ გადაკეთებული პიკაპია, რომელიც სამარშუტო ტაქსის ჰგავს. ქეროლაინი საკუთარ პატარა სახლში ცხოვრობს ორ უზარმაზარ კატასთან – მაიკლი და იესო – ერთად. ვახშამი ქეროლაინი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია და ყველა კერძს თავისით ამზადებს. ვახშმად მოვამზადეთ იტალიური კერძი – ნიოკი…

error: Content is protected !!