აქართველოში დასასვენებელი კურორტების კულტურამ სულ რაღაც რამდენიმე წელია, რაც  აღორძინება დაიწყო. გაჩნდა შაბათ-კვირას განტვირთვისთვის შესაფერისი კურორტები. არჩევანი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ფართოა. ამ პოსტში კი, კახეთის დასასვენებელი ადგილებს მიმოვიხილავ. 

კახეთის კურორტები – ტოპ სამეული

1ლოპოტას სპა რეზორტი

კურორტი განლაგებულია ლოპოტას ტბის ირგვლივ, კავკასიონის მთაგრეხილებით შემოსაზღვრულ დაბლობში. აქ დროის სრულიად სხვა განზომილებაში იგრნობ თავს. თბილისიდან სულ რაღაც 115 კილომეტრში მდებარე ეს დასასვენებელი ადგილი, ბევრ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას გთავაზობს. რამდენიმე აუზი ღია ცისქვეშ არის განლაგებული და აღჭურვილია ყველა საჭირო, თანამედროვე აქსესუარით. ოთახები კი ტბის ირგვლივ, ორსართულიან შენობებშია განლაგებული.

აქ შეგიძლია იქირაო ველოსიპედი და ტბის ირგვლივ ისეირნო, იჯირითო ცხენით, ითამაშო ჩოგბურთი ან მინი გოლფი და დაისვენო სპასა და ჯაკუზიში.

ლოპოტაზე ადრე გაზაფხულზე ვიყავი, როცა ჯერ კიდევ გრილოდა გარე აუზისთვის, მაგრამ საკმაოდ თბილოდა მზეში დასაჯდომად და მოხერხებულ სავარძლებში წიგნის საკითხავად. სიმშვიდე, რომელიც აქ სუფევს იყო ის, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა დასასვენებლად.

resorts in Georgia

ერთადერთი სამწუხარო დეტალი სამზარეულოა. მე გურმანი ვარ. მსიამოვნებს კარგი კერძების მირთმევა და როდესაც გარკვეულ თანხას ვიხდი, მაქვს მოლოდინი, რომ კარგ, გერიელ კერძებს დავაგემოვნებ. შესაძლოა, ჩემს შემდეგ, შეცვალეს კვების რაციონი და ტიპი, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის დროს, ნადვილად არ ვიყავი კმაყოფილი.

სასარგებლო ინფორმაცია:

  • ფასი: სტანდარტული ოთახი 2 ადამიანზე, საუზმით – 310 ლარიდან (125$)
  • მდებარეობა: სოფელი ლოპოტა, კახეთი
  • საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 322 40 04 00
  • ვებგვერდი

2როიალ ბატონი

ყვარლის მთებსა და დურუჯის მდინარეს შორის მოქცეული სასახლის მსგავსი სასტუმრო ილიას ტბას გადაჰყურებს და ულამაზეს ხედებს გვთავაზობს ყველა მიმართულებით.

თბილისიდან 146კმ.-ში მდებარე სასტუმრო ტრადიციული არქიტექტურისა და თანამედროვი დიზაინის შესანიშნავ ნაზავს წარმოადგენს. ვინტაჟური ავეჯით შექმნილი მყუდრო გარემო სწორედ ისაა, რაც გადატვირტული ქალაქიდან თავის დასაღწევად გვჭირდება. 

დეტალი, რომელიც ასე განასხვავებს “როიალ ბატონს” სხვა სასტუროებისგან არის “უსასრულო” აუზი. წარმოიდგინე როგორ ცურავ დილას აუზში და თბილი მზის ქვეშ, კოქტეილით ხელში გადაჰყურებ ტბას. კიდევ ისურვებდი რამეს შაბათ-კვირისთვის?

სასტუმროშივე შეგიძლიათ გაერთო მაგიდის ჩოგბურთითა და ფეხბურთით, ბილიარდით და ტრენაჟორებზე ივარჯიშო კიდევაც. რესტორანი ტერასითურთ კი გთავაზობს ტრადიციულ კერძებს კახური ღვინით.

მე და ოთო სასტუმროში შემოდგომას ვიყავთ. პაკეტში შედიოდა სტანდარტული ოთახი და სამჯერადი კვება. სასტუმროს შესასვლელთან მივედით თუ არა, უზარაზარ ხის კარიბჭესთან აღმოვჩნდით, როგორიც ძველ ფილმებში, ციხე-სიმაგრეებზე გვინახავს. შევაბიჯეთ თუ არა, უფრო მომხიბვლელი გარემო დაგვხვდა, იატაკებზე ძველი ქართული ხალიჩებითა და ხვეული კიბით. თუმცა, არ იღელვო, ლიფტიც იქვეა.

resorts in Georgia

ერთადერთი რამ, რაც არ მომეწონა მთელს აქ ყოფნისას იყო სამზარეულო. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო საკმაოდ მრავალფეროვან მენიუს გთავაზობს, არაფერი იყო განსაკუთრებული და არც სიგემრიელით გამოირჩეოდა რომელიმე კერძი. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ყოფილიყო სპა ან დახურული აუზი, რადგან შაბათ-კვირას სრული დასვენება მინდოდა, მაგრამ ამ ტიპის მომსახურება აქ არ აქვთ.

თუმცა, გვიან საღამომდე ვისხედით ღია აუზის წინ, ღვინოს ვწრუპავდით და ერთმანეთის კამპანიით ვტკბებოდით.

სასარგებლო ინფორმაცია:

  • ფასი: სტანდარტული ოთახი 2 ადამიანზე საუზმით – 220 ლარი (88$)
  • ადგილმდებარეობა: ილიას ტბა, ყვარელი, კახეთი
  • საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 595 99 66 11
  • ვებგვერდი

3ყვარლის ედემი

ვენახებით, მუხნარითა და ხეხილის ბაღებით გარშეორტყმული “ყვარლის ედემი” კახეთში ერთადერთი კომპლექსია, სადაც ღვინოთერაპიის სპა აქვთ. ლოპოტას მსგავსად, აქ მოსული, ყოველდღიური ცხოვრებიდან სრულიად მშვიდ გარემოში ინაცვლებ. თუმცა, “ყვარლის ედემში“ არ გთავაზობენ წინა კურორტების მსგავს მრავალფეროვან აქტივობებს.

კურორტი თბილისიდან 153 კმ.-ში მდებარეობს და გამოირჩევა ღია აუზითა და ღვინის სპათი. ირგვლივ თვალუწვდენელი სიმწვანეა და ეზოს ცენტრში ყურძნის უზარმაზარი ქანდაკება დგას.

აქვე არის ჩოგბურთის კორტი და ასევე შეგიძლია გაერთო ბოულინგითა და ბილიარდით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებიანი ოჯახებისთვის “ყვარლის ედემი” მართლაც რომ ძალიან კარგი არჩევანია, რადგან აქვთ ბაშვებისთვის განკუთვნილი ოთახი, სადაც ნებისმიერი ბავშვი ისურვებდა თამაშს.

Good morning #Kvareli #morning #room #hotel #journalist #floral

A post shared by Baia • Red Fedora Diary (@redfedoradiary) on

ყველაზე მეტად ოთახის დეკორი მომეწონა – ბურგუნდიულ ფერად გადასაფარებელთან  შეხამებული მქრქალი, ვარდებიანი ფარდები ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი უგემრიელესმა, ფართო ასორტიმენტის სამზარეულომ დატოვა.

სასარგებლო ინფორმაცია:

  • ფასი: სტანდარტული, 2-ადგილიანი, საუზმით – 295 ლარი (118$)
  • ადგილმდებარეობა: აღმაშენებლის 87ა, ყვარელი, კახეთი
  • საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 577 600 303
  • ვებგვერდი

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here