7 რამ რაც შეგიძლია მოინახულო კიევში უფასოდ

0
144
views
რა შეგიძლია მოინახულო კიევში

ალაქი კიევი ევროპაში ერთ-ერთ უძველეს დასახლებად ითვლება. იგი სლავურ სამყაროში ერთ-ერთი პირველია და მანამდე არსებობდა სანამ უკრაინასა და რუსეთის სახელმწიფოები ჩამოყალიბდებოდა. დღეს დღეობით, უკრაინის დედაქალაქი ბევრი ტურისტით არ გამოირჩევა. შესაბამისად, კიევი ავთენტურია და დაბალბიუჯეტური მოგზაურებისთვის ზედგამოჭრილი.

კიევში მოხვედრა ასე ადვილი არასდროს ყოფილა. თითქმის ყველა ძირითადი ავიაკომპანია კიევის მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე ასრულებს ფრენას.

მოძებნე იაფი ავიაბილეთი კიევის მიმართულბით 

რა შეგიძლია მოინახულო კიევში უფასოდ

კიევში ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეგიძლია – მუზეუმები, ლამაზი ეკლესიები და ქალაქის მასშტაბით მიმოფანტული სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები.

დამოუკიდებლობის მოედანი

დამოუკიდებლობის მოედანი (Maidan Nezalezhnosti) კიევში ყველაზე პოპულარული ადგილია. აქ სხვადასხვა კონცერტები, ფესტივალები, საპროტესტო აქციები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება. თავისუფლების ძეგლი მოედნის ცენტრშია აღმართული და ადვილად შესამჩნევია შორი მანძილიდან.

მონასტერი გამოქვაბულში

პეჩერის ლავრა (Pecherska Lavra) უძველეს ქვაბულთა მონასტერია. იგი 1051 წელს ბერებმა დაარსეს. კომპლექსი გამოირჩევა ოქროს გუმბათოვანი ეკლესებითა და მიწისქვეშა გვირაბებით, რომლებსაც ბერების სასაფლაოზე მიყავხარ. აქ ბერები მუმიფიცირებულია და მართლმადიდებელი ქრისტიანობის უმნიშვნელოვანეს ცენტრად ითვლება.

ანდრიევსკის დაღმართი

ლამაზი და ისტორიული დაღმართი კიევის რამდენიმე უბანს აკავშირებს. ხშირად მას კიევის “მონმარტსაც” უწოდებენ. აქ შეგიძლია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებით დატკბე, დაათვალიერო ტრადიციული სუვენირები და მოინახულო შესანიშნავი წმ. ანდრიას ეკლესია.

შეყვარებული წყვილის ქანდაკება

ანდრიევსკის დაღმართის მახლობლად მდებარეობს შეყვარებული წყვილის ქანდაკება, რომელიც ცნობილ უკრაინულ პიესა ‘ორი კურდღლის მადევარი’ პერსონაჟებს მიეძღვნა.

პიესის შინაარსი მარტივია. მამაკაცი ორ გოგონას პირდება ცოლად მოყვანას –  ერთს მისი სიმდიდრის გამო, ხოლო მეორეს სიყვარულის გამო. პიესაში ყველა პერსონაჟი სასაცილო ისტორიებში იხლართება და ანდაზის მიხედვით “ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერს.”

ადგილობრივების ნაამბობის მიხედვით ქანდაკებას იღბალი მოაქვს, ამიტომ აუცილებლად დაადე ხელი.

გაიგე როგორ შეიგიძლია იყიდო ავიაბილეთი იაფად

წმინდა სოფიას ტაძარი

ეს ეკლესია ყველაზე მეტად მომეწონა კიევში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს 13 ულამაზესი ოქროს გუმბათი აქვს. იგი უძველესი ფრესკებითა და მოზაიკითაა ცნობილი.

სეირნობით დაღლილს შეგიძლია მის ბაღშიც დაისვენო და კარგად დააკვირდე ეკლესიის არქიტექტურას. კოშკიდან კი კიევის შესანიშნავი ხედები იშლება. თუმცა ასვლა ფასიანია.

წმინდა მიქაელის ეკლესია

ეკლესიის თავდაპირველი შენობა საბჭოთა პერიოდში 1930-იან წლებში განადგურდა. თუმცა როდესაც უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს, წმ. მიქაელის ეკლესია 1999 წელს აღადგინეს.

კრესჩატიკის ქუჩა

კიევის მთავარი კუჩა სავსეა ლამაზი შენობებით, მაღაზიებითა და რესტორნებით. მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი ქუჩა წითელმა არმიამ გაანადგურა. ომის შემდგომ საბჭოთა პერიოდში ქუჩა ნეოკლასიკურ სტილში აღადგინეს, თუმცა ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, კრესჩატიკი კიდევ უფრო განახლდა.

ჩერნობილის მუზეუმი

მართალია მუზეუმის მონახულება უფასოდ არ შეგიძლია, მაგრამ აუცილებლად უნდა მეხსენებინა.

ქალაქ ჩერნობილის ნახვა ძალიან მინდა, თუმცა ჩემი კიევში ვიზიტის დროს ვერ მოვახერხე. ამიტომ მუზეუმით შემოვიფარგლე.

მუზეუმი საკმაოდ დაწვრილებით ინფორმაციას გაწვდის კატასტროფის შესახებ. და ყველაფერს მე ხომ არ მოგიყვები? ჯობს შენი თვალით ნახო ყველაფერი!

ფასი: 10 UAH სურათების გადაღება: 30 UAH აუდიო გზამკვლევი: 50 UAH

სად და რა ჭამო

უკრაინაში ჩასულმა რომ უკრაინული ბორში არ გასინჯო, ალბათ დანაშაულია. აქაური ბორში დამერწმუნე ყველაზე გემრიელია!

გარდა ბორშისა, აუცილებლად გასინჯე ‘ვარენიკები’. შიგთავსები შეიძლება იყოს ყველაფერი – კარტოფილი, სოკო, მოხარშული ხორცი, ხაჭო, კომბოსტოს მარინადი და ალუბალი.

კეივსა და უკრაინის დანარჩენ ქალაქებში ყველაზე გემრიელად და დაბალ ფასად პუზატა ჰატაში (Puzata Hata) შეჭამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge