ტოპ 6 ადგილი რომელიც კრაკოვში უნდა ნახო

0
64
views
Things to do in Krakow

ოთიკური ქალაქი კრაკოვი, პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი იყო ვარშავამდე.  ისტორიულად იგი ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურულ და ხელოვნების ცენტრად მიიჩნევა.

კრაკოვის არსებობა ქვის ხანის დროიდან თარიღდება, შუა საუკუნეები კი აქ ოქროს ხანადაა მიჩნეული, რაც მის ქუჩებში სიარულისას ძალიან იგრძნობა.

ქალაქს უქმეებზე ვეწვიე და სამწუხაროდ მისი დათვალიერება და გაცნობა კარგად ვერ მოვახერხე. თუმცა მთავარი ღისშესანიშნავი ადგილები მაინც დავათვალიერე.

პოლონეთის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, კრაკოვი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაკლებად დაზიანდა. ამიტომ ქალაქის თავდაპირველი იერსახე კარგად არის შენარჩუნებული.

ქალაქის დასათვალიერებლად ყველაზე კარგი საშუალება ფეხით სიარულია. აქ ყველაფერი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, ასე რომ ტრანსპორტში პრაქტიკულად ფული არ დაგეხარჯებათ.

1ბაზრის მოედანი (Market Square)

მონღოლთა შემოჭრის შემდეგ, 1257 წელს აშენებული მოედანი მინიმუმ 100 კვ. მეტრისაა. რეგიონის უძველესი ბაზარი ქვეყნის ისტორიული მოვლენების ეპიცენტრია. აქ უამრავი ფესტივალი, ღონისძიება და დემონსტრაცია ჩატარებულა.

დღესაც ასეა, მოედანი ყოველთვის სავსეა ადგილობრივებით, რომლებიც მზის თბილი სხივებით ტკბებიან, მტრედებს აჭმევენ, საუბრობენ ან უბრალოდ საკვებს მიირთვამენ.

აქვე მდგარი წმინდა მერის ბაზილიკა ქალაქის პანორამული ხედისთვის შესანიშნავი ადგილია.

კრაკოვში აღდგომის პერიოდში მოვხვდი. ბაზრის მოედანზე სააღდგომო ბაზრობა იყო გაშლილი და ყველას ტრადიციული კოსტუმი ეცვა. შესანიშნავი სანახავი იყო.

2იაგელონის უნივერსიტეტი

ქალაქის უძველესი უნივერსიტეტი ნამდვილად არაა გამოსატოვებელი. 1364 წელს დაარსებულ უნივერსიტეტში ნიკოლოზ კოპერნიკი და ნავოიკა სწავლობნენ. ნავოიკა იყო პირველი ქალი რომელიც უნივერსიტეტში 15-ე საუკუნეში სწავლობდა.

3კაზიმერის უბანი

არც ებრაულ უბანია გამოსატოვებელი, სანამ კრაკოვში ხარ. აქ მცხოვრებმა ებრაელებმა თავის დროზე მდიდარი კულტურული ცენტრი შექმნეს, რაც ყველა კუთხეში ძალიან კარგად ჩანს. მდიდარი ისტორიით  გამორჩეული უბანი, კრაკოვის ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია. დაბალბიუჯეტური სადილისთვის და გართობისთვის ეს რაიონი ზედგამოჭრილია შენთვის.

4ბარბაკანი (Barbician)

ქალაქის შუასაუკუნეების დროინდელი ციხე სიმაგრეა რომელიც 15-ე საუკუნეში კრაკოვის მთავარი შესასვლელის დასაცავად აშენდა. მას 24.4 მ. დიამეტრი და 3 მ. სისქის კედლები აქვს. ასეთი კონსტრუქციის ჯერ კიდევ არსებული ციხე ევროპაში მეტი არ არის.

დღეს აქ, სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. აპრილიდან ოქტომბრამდე შეგიძლიათ ციხე შიგნიდან დაათვალიეროთ და მის ისტორიას გაეცნოთ.

5ვაველის სასახლე

ვაველის სასახლე მთაზე მდებარეობს და იგი ქალაქის ყველა კუთხიდან კარგად ჩანს. თუ ეიფელის კოშკი პარიზის სავიზიტო ბარათია, ვაველი კრაკოვისაა.  მისი ზღაპრული დიზაინის ფანჯრები და დრამატული წვეტები მისი დიდების დროინდელ ერას ადვილად წარმოგიდგენენ.

კომპლექსში არსებული სამეფო კათედრალი ბევრი პოლონელი მეფის კორონაციის, ქორწინების და პანაშვიდის მომსწრეა.

აქ ნახევარი დღე მაინც უნდა გაატარო. კარგად დაათვალიერე საოცარი სამეფო რეზიდენციები, ტაძრები და კათედრალი. არ დაგავიწყდეს დრაკონის გამოქვაბულის ნახვა. აუცილებლად გადმოხედე მდინარე ვიუსულას და დატკბი კრაკოვის განსაცვიფრებელი ხედებით.

6აუშვიცი

ერთი დღე, ჩემი აზრით, აუშვიცის სანახავად უნდა გამოყო, რომელიც ქალაქიდან 50 კმ-შია. აუშვიცი შემაძრწუნებელი ადგილია, რომელიც სხვადასხვა ემოციებით აგავსებს.

პოლონეთის წყნარი ქალაქი ოსვენციმი ნაცისტური რეჟიმის საკონცენტრაციო ბანაკი გახდა. თუმცა გერმანელებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ბანაკი უახლოეს მეორე ქალაქ ბრზეზინკამდე გამოაგრძელეს. საბოლოო ჯამში, ბანაკი მინიმუმ 425 ჰექტარზე იყო განთავსებული.

აქ ყველაფერი საიდუმლოდ კეთდებოდა და ნაცისტები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბანაკი მიუვალი ყოფილიყო.

აუშვიცის აღწერა სიტყვებით წარმოუდგენელია. ეს შენით უნდა გამოსცადო. ვიცი რომ საკმაოდ ემოციური იქნება შენი ვიზიტი, იგივე იყო ჩემთვისაც. მაგრამ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია. 20-ე საუკუნის ყველაზე სასტიკი მმართველის მიერ შესრულებული დაუჯერებელი რეალობაა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge