fbpx
რევიუ,  რესტორნები,  საქართველო

La Boheme – ხმელთაშუაზღვისპირული ავთენტური სამზარეულო

ბილისში უცხოური სამზარეულოების ფართო არჩევანია. აქ მარტივად იპოვი აზიურ, ჩინურ, რუსულ, ლიბანურ, იაპონურ რესტორნებს, მაგრამ წინა წლის ოქტომბრამდე არ არსებობდა უშუალოდ ხმელთაშუაზღვისპირულ კერძებზე ორიენტირებული რესტორანი.

რა თქმა უნდა, რამდენიმე კერძი აქამდეც შეგეძლო დაგეგემოვნებინა სხვადასხვა რესტორნებში, მაგრამ ინტენსიურად და მხოლოდ ამ ტიპის სამზარეულოზე ფოკუსირებული კვების ობიექტი არ არსებობდა.

,,ლა ბოემი“ – აბაშიძის ქუჩაზე მდებარე რესტორანმა, შესაძლოა, გარედან ძვირადღირებულის შთაბეჭდილება დაგიტოვოს, მაგრამ ერთი თვალით შეხედვით შექმნილ შთაბეჭდილებას ნუ მიენდობი.

დახვეწილი, ყვავილებიანი დეკორი, შესაძლოა, ფუფუნების მინიშნებად მოგეჩვენოს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ფასები საშუალო  მაჩვენებლის დიაპაზონში ვარირებს და არც ერთი თეთრის დახარჯვას არ ინანებ, რადგან ეს ამად ნამდვილად ღირს!

რატომ არის ,,ლა ბოემი“ ასე განსაკუთრებული?

ადგილი წარმოადგენს მულტიფუნქციურ ლაუნჯს და რესტორანში შეგიძლია მიირთვა, შესაძლებლობის ფარგლებში ეკოლოგიურად სუფთა ხმელთაშუაზღვისპირული დელიკატესები. მაგალითად, ცეზარის სალათი მზადდება მაიონეზის გარეშე, პასტა – ნაღების  და ზოგიერთი ნამცხვარი ფქვილის გარეშე.

კერძები ავთენტურია და არა რაიმე სხვა სამზარეულოსთან შერწყმის შედეგი, რაც ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია მიირთვა ისეთივე კერძი, როგორსაც მაგალითად ესპანეთში, ლიბანსა და იტალიაში გადააწყდებოდი. გამოყენებული ინგრედიენტები სეზონური და ადგილობრივია.

რესტორანს ხელმძღვანელობს ინტერნაციონალური გუნდი და მისი მფლობელია ავტრალრალიელი ედგარ ჰაიდერი. ,,ლა ბოემის“ სტუმართმოყვარეობა და  მომსახურების სტანდარტი აშკარად ახალ საფეხურზე გადაჰყავს.

როგორც, რესტორნის PR და მარკეტინგის მენეჯერმა, ლელა გრჟიბოვსკამ მითხრა, მომსახურე პერსონალი 5 თვის განმავლობაში გადის ტრენინგებს, რათა შეესაბამებოდნენ საერთაშორისო სტანდარტს. პერსონალის ყველა წევრი საუბრობს ქართულად, ინგლისურად და რუსულად, ზოგიერთი კი არაბულადაც კი.

უგემრიელესი კერძების გარდა, ,,ლა ბოემიში“ შეგიძლია დააგემოვონო ახალი ხილისგან გაკეთებული კოქტეილები. მათთვის სახასიათო სასმელებიდან გამოვყოფდი ,,ზესთისა“ და ,,ეშმაკისა“ მარტინებს. თუკი სანელებლებდამატებული კოქტეილები გიყვარს, მაშინ ,,ეშმაკის მარტინი“ აუცილებლად მოგეწონება.

თუ კოქტეილების მოყვარული არ ხარ, მაშინ აქ ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანიც აქვთ. ლელამ ასევე დაამატა, რომ მალე სომელიეც ეყოლებათ, ღვინის არჩევანიც გაიზრდება და სომელიე დაგეხმარება კერძები და ღვინოები უკეთ  შეუსაბამო ერთმანეთს.

..ლა ბოემი“ შესანიშნავი ადგილია ლანჩისთვის, საქმიანი ან რომანტიული სადილისათვის. პარასკევსა და შაბათს აქ ცოცხალი მუსიკა დაგხვდება, ხოლო ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით რეზიდენტი DJ-ის მუსიკით შეგიძლია ისიამოვნო.

მენიუსაც შევავლოთ თვალი

დიფების (სოუსების) აპეტაიზერში შედის ოთხი სხვადასხვა სახეობის ცივი დიფი, სახლში გამომცხვარი პიტას პურით – 18₾

სანიმუშო დიფში შედიოდა ბაბა განოუში – შებოლილი ბადრიჯნის დიფი, კლასიკური ჰუმუსი, ძაძიკი სახლში გაკეთებული მაწვნითა და ვარდისფერი არაჯიანი – შემწვარი ჭარხალი არაჟნით.

ქათმის ცეზარის სალათი მწყერის კვერცხებითა და სახლში დამზადებული შესაკმაზით – 12₾

სალათში ქათამი გადასარევად იყო შემწვარი ზაათარის მარცვლებით და ცოცხალი, მსუბუქი გემო ჰქონდა.

გრილზე მომზადებული ვეფხისებური კრევეტები პერი-პერის სოუსით – 14₾

ცხვრის ტაჟინი ყვითელ ყვავილში მოხარშული და შემდეგ შემწვარი კარტოფილით, გოგრითა და კუსკუსის მომცრო თასებით – 24

ქართველებს ცხვრის ხორცი, ბევრი სხვადასხვა მიზეზით, მაინცდამაინც არ გვიყვარს და ერთადერთი ტრადიციული კერძი, რომელიც ცხვრის ხორცით მზადდება ჩაქაფულია. გულწრფელად რომ ვთქვა, მეც კარგა ხანი არ მომწონდა ცხვრის ხორცი, მანამ სანამ თურქეთში, ტრადიციული წესით დამზადებული არ დავაგემოვნე. ნეტავ იცოდეთ, რამდენ რამეს ვტოვებთ ამ რეცეპტით რომ არ ვამზადებთ ხოლმე აქაც?!

ცხვრის ტაჟინი ძალიან კარგად იყო მომზადებული, ხორცი – ნაზი და პირდაპირ პირში დნებოდა და ბევრ ღეჭვას არ საჭიროებდა. სოუსი კარგად იყო შეზავებული კვლიავით, ქონდრითა და ჯანჯაფილით.

შოკოლადის ნამცხვარი ლავა ფქვილის გარეშე – 12₾ და ლავანდის პანა კოტა პასიფლორას სოუსით – 10₾

ორივე დესერტი უგემრიელესი იყო. ლავა ნამცხვარი მოიტანეს კენკრანარევი ნაყინით და მართლაც რომ შესანიშნავი კომბინაცია იყო. პანა კოტას კი ძალიან ცოცხალი გემო ჰქონდა, ოქროს შუალედით სიტკბოსა და სიმჟავეს შორის.

დასკვნა

,,ლა ბოემის“ მომსახურება ზუსტად შეესაბამება იმას, რასაც ამბობენ. კერძების კარგი პორციებია, ასევე ჯანსაღი და უგემრიელესი! თბილისის ბევრი რესტორნისგან განსხვავებით, მოსახურება ძალიან მაღალ დონეზეა და ნებისმიერი მიმტანი სიხარულით გეხმარება კერძების არჩევაში და ასევე არ გზარდება მათ შესახებ ინფორმაციის მოწოდებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.