ლაშქრობა ნეპალში სულაც არ ყოფილა ადვილი

0
25
views
trekking in nepal

არდა ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებისა, ლაშქრობა ნეპალში აუცილებელია. რა თქმა უნდა, არც ჩვენ გვინდოდა ამ შესაძლებლობის გამოტოვება და ჩვენთვის შესაფერისი ლაშქრობის ძიება დავიწყეთ. გადავწყვიტეთ მარტივი, 3-დღიანი ლაშქრობით შემოვფარგლულიყავით. ლაშქრობა პატარა სოფელ კანდედან იწყება, რომელიც პოხარადან ერთი საათის სავალზეა.

მგზავრობისას ერთ ადგილობრივ ცერემონიასაც შევესწარით. ნეპალელები მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ყვითელი ყვავილების უზარმაზარ გროვას დაატარებდნენ. სანახაობრივად, ძალიან საინტერესო მსვლელობა იყო.

დაახლოებით 11:45 წუთზე კანდეში ვიყავით და ავსტალიური ბანაკისკენ დავიწყეთ სვლა. ბანაკი ზღვის დონიდან 2,226 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ყველა ტურისტულმა სააგენტომ გვითხრა, რომ ეს ყველაზე მარტივი და მოკლე ბილიკია ნეპალში. მართლაც ასე იქნებოდა, გზა რომ ჩვეულებრივი ყოფილიყო. სინამდვილეში ბილიკი დამრეც, სრიალა და წვეტიან კიბეებს მიუყვებოდა.

სადღაც შუაში, ორი ადგილობრივი ხანში შესული მამაკაცი გვხვდება და, როგორც ხდება ხოლმე, ვინაობა გამოგვკითხა. ცოტა ხანში ერთ-ერთი მომიტრიალდა და მეკითხება ნეპალელი ბიჭები თუ მომწონს. მეც ღიმილით ვპასუხობ, რომ სასიამოვნო გარეგნობა აქვთ.

„გათხოვილი ხარ?“ მეკითხება, თან გზას ვაგრძელებთ.

„არა“, ვპასუხობ.

„შეყვარებული?“

„კი“

„ჰმმ“. მპასუხობს და მეორე წამს ამატებს: „არ გინდა მეორე, ნეპალელი შეყვარებული გყავდეს?“

პასუხად ვუცინი და გზას განვაგრძობ.

სანამ საბოლოო წერტილს მივაღწევთ, სადღაც დასასვენებლად ვჩერდებით. თურმე აქედან ავსტრალიური ბანაკი 5 წუთის სავალზეა. მისულებს ერთი ოთახი თავისუფალი დაგვხვდა.

მეორე დილას, 4 ნოემბერს, დამპუსისკენ ავიღეთ გეზი, რომელიც ამ ადგილის ყველაზე დიდი სოფელია. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაგვახარა, რომ გზად არანაირი კიბე აღარ შეგვხვდებოდა და ბილიკი ჩვეულებრივი იქნებოდა. მგონი ასეთ დროს, ადგილობრივებს ნაკლებად უნდა ენდო.

როგორი აღმართიც გამოვიარეთ, ისეთივე იყო დაღმართიც.

ლაშქრობა ნეპალში
ავსტრალიური ბანაკი

13 კილოიანი ზუგრჩანთით კიდევ უფრო ჭირს ასეთ გზაზე სიარული. 4 საათის შემდეგ მხრები საშინლად მტკივა, ფეხის ყველა კუნთი დაჭიმული მაქვს და ძალიან ნელა დავდივარ. კიდევ ერთი საათის სიარულის შემდეგ უკვე მიჭირს სიარული.

ლანჩზე ვჩერდებით. მარიამი და მე ლაფშის სუპს ვუკვეთავთ. $2-ად „ანაკომის“ სუპს მივირთმევთ. საზიზღრად უგემურია.

ლაშქრობის ბოლო ადგილი სოფელი პედია, რომელიც დაახლოებით 3კმ-ში მდებარეობს. ისევ დამრეც კიბეებზე ჩავდივარ და ჩემთვის ვფიქრობ: „ნეტავ ოდესმე დასრულდება ეს კიბე?

უკვე ყველაფერი ძალიან მტკივა და მზად ვარ, დავნებდე და აქვე დავრჩე.

როგორღაც გზამდე ჩავაღწიეთ. ორი ტაქსის მძღოლი და ხანში შესული ქალი, რომელიც ხელნაკეთ სამაჯურებს ყიდის, გარს შემოგვეხვივნენ.

ტაქსისტი მარწმუნებს რომ პოხარამდე აქედან ვერაფრით წავალთ და $10 მთხოვს.

ანაპურნა-ჰიმალაის მთათა სისტემა

„მხოლოდ $2 მიჩხრიალებს საფულეში, თუ თანახმა ხარ, წავიდეთ,“ ვპასუხობ გაბრაზებული. ისიც ზურგს მაქცევს და მანქანისკენ ბრუნდება.

როგორც იქნება, ავტობუსიც მოვიდა.

ალბათ ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ აქაური ბუნებით ვერ მოვიხიბლე. ან იქნებ ძალიან დაღლილი ვიყავი და სათანადოდ ვერ შევიგრძენი მისი სილამაზე.

ერთადერთი აღმართოვანებელი მომენტი ანაპურნა-ჰიმალაის მთების ფონზე საუზმე იყო. რაც ჩემი სურვილების სიიდან ამოვშალე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge