ლუმბინი – ბუდას დაბადების ადგილი

0
46
views
Birthplace of Buddha

უ როგორ ჩავედით ლუმბინიში წარუმატებელი მგზავრობის გრძელი ამბავია, რითაც თავს არ შეგაწყენ. უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენი დაბადების დღე ბუდას დაბადების ადგილას აღვნიშნეთ.

დიახ, შენ სწორად წაიკითხე. მე და მარიამი ერთ დღეს, თვესა და წელს 1987 წლს 13 ნოემბერს ვართ დაბადებულები.

სოფელი ლუმბინი, ნეპალის სხვა სოფლებთან თუ ქალქებთან შედარებით  ნაკლებად მიმზიდველია. მის გარშემო ჭაობებია და შესაბამისად, მწერებიც ბევრია.  ამდენი ბუზი ერთად ნამდვილად არსად მინახავს. წესიერად ჭამასაც არ გვაცდიდნენ.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ლუმბინი ბუდისტებისთვის წმინდა ადგილია, რადგან, წყაროების მიხედვით, ბუდა სწორედ აქ დაიბადა.

წმინდა ბაღი

ასე უწოდებენ ბუდას დაბადების ადგილს. იგი სოფლის მთავარი ღირსშესანიშნავი ადგილია და საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს.

აშოკას სვეტი ამ ბაღს ბუდას დაბადების ადგილად აღიარებს, თუმცა 1996 წელს დედოოფალ მაიადევის ტაძარში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, ბუდას დაბადების ზუსტი ადგილი აღმოაჩინა.

ტაძრის წინ არსებულ აუზში – პუშკარნი – დედოფალმა მშობიარობამდე აბაზანა მიიღო.

ბუდას ხუთი პრინციპი

ვცდილობ, არ მოვკლა არც ერთი ცოცხალი არსება
ვცდილობ, არ ავიღო ის, რასაც მისი მფლობელი არ მაძლევს
თავს ვიკავებ, სექსუალური გარყვნილობისგან
ვცდილობ, არ ვთქვა ტყუილი.
თავს ვიკავებ, ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერებისაგან

ცენტრალური არხის ბოლოში, რომელიც წმიდა ტერიტორიის ცენტრში მდებრეობს, სტუპა შევნიშნეთ და მისი მონახულება გადავწყვიტეთ. 3 კმ-იანი არხის ბოლოს ეკიდა „გმადლობათ ვიზიტისთვის“ ნიშნული. სტუპა კი ბაღის გარეთ მდებარეობდა… ჯანდაბა!

უკან მობრუნებისას, ბაღში ბავშვების დიდი ჯგუფი შემოვიდა. როგორც კი უცხოელები დაგვინახეს, გამოიქცნენ, გარს შემოგვეხვივნენ და კითხვები დაგვაყარეს.

ლუმბინი
დედოფალ მაიადევის ტაძარი

ერთ-ერთი ბიჭი მასთან ერთად სურათის გადაღებას მთხოვეს. მეც ვთანხმდები და ძალიან ძველ, ხმარებისგან გახუნებულ ტელეფონში ვიღიმი. ორ წამში მივხვდი, რომ ჩემს გვერდით მარტო ერთი კი არა, ბავშვების მთელი ჯგუფი იყო თავმოყრილი.

გარდა მთავარი ღისშესანიშნავი ადგილებისა, კომპლექსი მოიცავს ბუდისტურ მონასტრებს, ტაძრებს, სტუპებს და სხვა მონუმენტებს. საინტერესოა, რომ ყველა ქვეყანას, სადაც გავრცელებულია ბუდიზმი, ლუმბინიში თავისი ტაძრის აგება შეუძლია. ამის გამო აქ ნახავთ ტაილანდურ, ჩინურ, გერმანულ, კამბოჯურ, ავსტრიულ, მონღოლურ, მიანმარულ და სხვა ქვეყნრბის ტაძრებს.

სხვათა შორის, აქ მე ჩემი რელიგია აღმოვაჩინე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge