რა ვნახოთ ლვოვში: ტოპ 8 საინტერესო ადგილი

0
30
views

რაინის სხვა ქალაქებთან შედარებით ლვოვი ყველაზე მომხიბლავი ქალაქია. იგი არცერთ პოსტსაბჭოთა ქალაქს არ ჰგავს, რომელიც სხვა ქვეყანაში გინახავს. ლვოვი ფერადი და ძალიან ლამაზია! აქ ნახავ აღმოსავლური და დასავლური კულტურის უნიკალურ კომბინაციას.

ლვოვი ევროპის არც თუ ისე ცნობილი ‘მარგალიტია’. საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქი, ძალიან ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნავი ადგილით ამაყობს. ამ პოსტსშიც სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

ქალაქს სახელი ‘ლვოვი’ თურმე, გალიჩია-ვოლინიას მმართველ დანიელ გალიჩიას პირველი ვაჟის, ლეოს, საპატივცემულოდ  დაარქვეს.

საკვირველია ის, რომ ლვოვის ისტორიული ცენტრი, ანტიკური შენობები და ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები გერმანიისა და საბჭოთა ოკუპაციას, მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა და დღეს რასაც აქ ნახავ, პირვანდელ სახეს ატარებს.

რა ვნახოთ ლვოვში

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი საკმაოდ დიდია, ორი დღე სავსებით საკმარისია ყველა ღირსშესანიშნავი ადგილის სანახავად. ქალაქის დათვალიერების ყველაზე კარგი საშუალება ქუჩებში სეირნობაა. ფეხით ადვილად შემოივლი უმეტეს ადგილს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა იშვიათად დაგჭირდება.

1ბაზრის მოედანი (Rynok Square)

ქალაქის ცენტრში არსებული მოედანი დღემდე ბევრი კულტურული, პოლიტიკური და სოციალური მოვლენის განვითარების ადგილია. დაჯექი ერთ-ერთ სკამზე, მიმოიხედე გარშემო და დააკვირდი ულამაზეს არქიტექტურას. თუ რაიმე რჩევა გჭირდება, აქვეა ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც.

წაიკითხე: რა შეგიძლია ნახო კიევში უფასოდ!

2ოპერის თეატრი

დედაჩემისგან ბევრი მსმენია ლვოვის ოპერის თეატრის სილამაზეზე და მეც აუცილებლად უნდა მენახა. მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული ნეო-რენესანსის სტილის ოპერის თეატრი არქიტექტურული შედევრია.

ინტერიერი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ექსტერიერი. აქ ქანდაკებები და ნახატები სხვადასხვა ფერის მარმარილოთია შემკული.  ოთხი წრიული დარბაზი კი ათასზე მეტი ადამიანს იტევს.

3ბოიმის სამლოცველო

ამ უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობას ანალოგი არც უკრაინაში და არც ევროპაში არ აქვს. შენობა უნგრელი წარმოშობის ვაჭარ, გეორგი ბოიმს ეკუთვნის. ლვოვში ღვინის ვაჭრობით ცნობილმა გეორგიმ გადაწყვიტა თავისი ოჯახისთვის ულამაზესი სამლოცველო აეშენებინა.

სამლოცველოს ერთ-ერთი ფასადს ქვის ქანდაკებებით შემკული რელიგიური სცენები ამშვენებს, ხოლო მეორე მხარეს კი ვიტრაჟი, სადაც ვაჭარი და მისი ცოლია გამოსახული.

სამწუხაროდ, სამლოცველოს ნახვა მხოლოდ ზაფხულში შეიძლება.

4ლიჩაკოვის სასაფლაო

ვიცი გაუგებარია რატომ გთავაზობ სასაფლაოს მონახულებას. მაგრამ ეს სასაფლაო განსაკუთრებულია და კულტურულ-ისტორიული მუზეუმია. 40 ჰექტარზე გაშლილი სასაფლაო მართლა ძალიან ლამაზია. არც მე მჯერა ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეა.

ულამაზესი ქანდაკებები და სამლოცველოები ამ ადგილს მართლაც უნიკალურს ხდის. მერწუნე, ჯობს შენი თვალით ნახო.

ფასი: 30 UAH ბავშვები: 20 UAH

5შევჩენკოს გამზირი

ერთ-ერთი ულამაზესი ქუჩა ლვოვში, სადაც შეგიძლია ევროპული არქიტექტურის მქონე შენობებით დატკბე. როცა სიარულით დაიღლები, ჩამოჯექი სკამზე და დატკბი გარემოთი.

6ლამაზი დეკორაციები

ქალაქში ფეხით გადაადგილება იმიტომ მიყვარს, რომ ასეთი ლამაზი დეკორაციების აღმოჩენა შემიძლია.

7იმგზავრე ტრამვაით

რა საკვირველია ყველგან ფეხით  არ დავდივარ. საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვიყენებ; ფანჯრიდან ქალაქის სხვადასხვა უბნების დათვალიერება ძალიან მიყვარს.

8კრიივკა

რესტორან „კრიივკა“-ში ჩვენი სადილობა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. ლვოვს თურმე ძალიან განსხვავებული, თემატური, რესტორნების ქსელი აქვს.

„კრიივკა“ საიდუმლო ადგილია, შესაბამისად მანიშნებელიც არსადაა. ან მისი ადგილმდებარეობა უნდა იცოდე, ან ჩვენსავით შემთხვევით წააწყდე. შესასვლელად კი პაროლია საჭირო.

მძიმე ხის კარზე დაკაკუნების შემნდეგ, სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი გიყვირის: „სლავა უკრაინი” (დიდება უკრაინას). შენ კი პასუხად „ჰეროამ სლავა” (დიდება გმირებს) უნდა იყვირო და მისი მოწოდებული სასმელი დალიო.

„კრიივკა“ მიწისქვეშა ბუნკერს გავს და საკვებიც სამხედრო ლითონის ჭურჭელში მოაქვთ.

ყოფილხარ ლვოვში? გაგვიზიარე შენი გამოცდილება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge