fbpx
  • მუზეუმი,  საქართველო

    იოსებ სტალინის საიდუმლო სტამბა

    თბილისი თავის ძველ, დანგრეულ გარეუბნებში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ადგილებს მალავს; ადგილებს, რომელთაც არათუ ვიზიტორები, არამედ ადგილობრივებიც კი ძალიან იშვიათად სტუმრობენ. ეს პოსტი სწორედ მსგავს, ერთ-ერთ დამალულ მარგალიტზე მოგიყვება, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი ასე საიდუმლოდ ინახავს – სტალინის საიდუმლო სტამბა. საიდუმლო სტამბები, ცხადია, ყველა ქალაქშია და არც თბილისია გამონაკილისი. მაგრამ ამ კერძო შემთხვევაში, ეს სახლი მიწისქვეშ მდებარეობს, ჭაში. დიახ, ზუსტადაც რომ ჭაში!  სტალინის საიდუმლო სტამბა ავლაბრის უბანში, კასპის ქუჩა #7-ში მდებარეობს. შეგიძლია, მეტროს გაჰყვე მეტროსადგურ 300 არაგველამდე და შემდეგ ფეხით გაისეინო რამდენიმე მეტრი. მასიურ შავ კარს ცენტრში აქვს წითელი წრე საბჭოთა კავშირის სიმბოლოებით – ნამგლითა და უროთი. შესასვლელს ამშვენებს ლენინის, სტალინის 3D სურათი და სტუმრების შთაბეჭდილებების წიგნი. მომსახურე პერსონალს ძალიან ახარებს…

error: Content is protected !!