fbpx

ნეპალი

<blockquote>მოგზაურობა ნეპალში სულაც არაა რთული. აქ წაიკითხავ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას რაც უნდა იცოდე ნეპალში მოგზაურობის დაგეგმვისას. </blockquote>

  • Lumbini Nepal Birthplace of buddha
    ნეპალი

    ლუმბინი, ნეპალი – ბუდას დაბადების ადგილი

    თუ როგორ ჩავედით ლუმბინიში წარუმატებელი მგზავრობის გრძელი ამბავია, რითაც თავს არ შეგაწყენ. უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენი დაბადების დღე ბუდას დაბადების ადგილას აღვნიშნეთ. დიახ, შენ სწორად წაიკითხე. მე და მარიამი ერთ დღეს, თვესა და წელს 1987 წლს 13 ნოემბერს ვართ დაბადებულები. სოფელი ლუმბინი, ნეპალის სხვა სოფლებთან თუ ქალქებთან შედარებით  ნაკლებად მიმზიდველია. მის გარშემო ჭაობებია და შესაბამისად, მწერებიც ბევრია.  ამდენი ბუზი ერთად ნამდვილად არსად მინახავს. წესიერად ჭამასაც არ გვაცდიდნენ. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ლუმბინი ბუდისტებისთვის წმინდა ადგილია, რადგან, წყაროების მიხედვით, ბუდა სწორედ აქ დაიბადა. ლუმბინი, ნეპალი – ბუდას დაბადების ადგილი წმინდა ბაღი ასე უწოდებენ ბუდას დაბადების ადგილს. იგი სოფლის მთავარი ღირსშესანიშნავი ადგილია და საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. აშოკას…

  • Nepali village
    ნეპალი

    ჩანგუ ნარაიანი – ნეპალის სოფელი

    მართალია, როდესაც ამბობენ, რომ ნეპალის გაცნობა მისი სოფლების მონახულებით უნდა დაიწყო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რამდენიმე სოფელს ვწვეოდით და გეზი პირველად ბახტაპურისკენ ავიღეთ. ბახტაპური შუა საუკუნეების ქალაქებიდან ყველაზე ხელშეუხებელი და შემონახულია, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს. სანამ კატმანდუში სასტუმროს დავტოვებდით, ერთმა იაპონელმა ბიჭმა ბახტაპურის ქალაქის ბილეთი მოგვაწოდა და გვითხრა, რომ წესით, შესვლისას გამოგვადგებოდა, თან ფულსაც დავზოგავდით. კატმანდუში ნიშნულები ძალიან ცოტაა, თითქმის არც გხვდება. ავტობუსის გაჩერებას კითხვა-კითხვით მივაგენით და უკვე დაძრულ ავტობუსში ჩვენი დიდი ზურგჩანთებით შევხტით. ადგილობრივი ტრასნპორტი აქ სხვანაირად მუშაობს. ყველა მანქანას გამცილებელი ჰყავს, რომელიც კარებში დგას, ტანის ნახევარი გარეთ აქვს გაყოფილი და მიმართულებებს გაკივის. თუ ვინმეს ამოსვლა უნდა, მანქანაზე ბრახუნით მძროლს შენელებას ანიშნებს. ავტობუსი არასდროს ჩერდება; ყველა მგზავრი მოძრავ მანქანას ახტება.…

  • ნეპალი

    რა ვნახოთ პოხარაში, ნეპალი

    31 ოქტომბერია, დილის 5 საათი. თავს ძალას ვატან, რომ გამოვფხიზლდე. წინ დიდი გზა გველის. დღეს პოხარაში მივდივართ, კატმანდუდან 200 კმ-ში. ამჯერად, სამნი ვმოგზაურობთ. შვედი გოგონა, სახელად ალმა, ჰოსტელში გავიცანით და ჩვენთან ერთად მოგზაურობა შევთავაზეთ. ნელ-ნელა ვბარგდებით და ავტობუსის გაჩერებისკენ მივდივართ. უკვე 6:15 წუთია და ქალაქი ადგილობრივებითაა სავსეა. ავტობუსები ერთ მწკრივშია ჩალაგებული. ჩვენსას ვპოულობთ და ადგილებს ვიკავებთ. 7 საათზე გავდივართ. ახლა უფრო ადვილია დაბინძურებული ჰაერის დანახვა. თავიდან ცაში ასული მტვერი დილის ნისლიც კი მეგონა. გზა ძალიან ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული და ორმოებით სავსეა. ვერ ვიძინებ. პატარა გაჩერებაზე მარიამმა ბანანის ყიდვა გადაწყვიტა. ავტობუსში დაბრუნებულს, შეცბუნებული სახე აქვს და მეუბნება, რომ ხუთ ცალ ბანანში 40 რუპია (დაახ. 40 ცენტი) გადაიხადა. „არა უშავს, გუშინ 30 გადავიხადე“,…

  • trekking in nepal
    ნეპალი

    ლაშქრობა ნეპალში, სულაც არ ყოფილა ადვილი

    გარდა ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებისა, ლაშქრობა ნეპალში აუცილებელია. რა თქმა უნდა, არც ჩვენ გვინდოდა ამ შესაძლებლობის გამოტოვება და ჩვენთვის შესაფერისი ლაშქრობის ძიება დავიწყეთ. გადავწყვიტეთ მარტივი, 3-დღიანი ლაშქრობით შემოვფარგლულიყავით. ლაშქრობა პატარა სოფელ კანდედან იწყება, რომელიც პოხარადან ერთი საათის სავალზეა. მგზავრობისას ერთ ადგილობრივ ცერემონიასაც შევესწარით. ნეპალელები მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ყვითელი ყვავილების უზარმაზარ გროვას დაატარებდნენ. სანახაობრივად, ძალიან საინტერესო მსვლელობა იყო. დაახლოებით 11:45 წუთზე კანდეში ვიყავით და ავსტალიური ბანაკისკენ დავიწყეთ სვლა. ბანაკი ზღვის დონიდან 2,226 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ყველა ტურისტულმა სააგენტომ გვითხრა, რომ ეს ყველაზე მარტივი და მოკლე ბილიკია ნეპალში. მართლაც ასე იქნებოდა, გზა რომ ჩვეულებრივი ყოფილიყო. სინამდვილეში ბილიკი დამრეც, სრიალა და წვეტიან კიბეებს მიუყვებოდა. სადღაც შუაში, ორი ადგილობრივი ხანში შესული მამაკაცი გვხვდება და, როგორც…

  • Kathmandu
    ნეპალი

    ნეპალი, ქვეყანა სადაც ხალხი ბედნიერია

    როდესაც თავგადასავლები მოგაკლდება ალბათ დროა რაღაც შეცვალო. მეც სწორად ასე მოვიქეცი და ჩემს უახლოეს მეგობარ მარიამთან ერთად გადავწყვიტე, რომ 2014 წლის შემოდგომაზე აზიაში 213 დღე ვიმოგზაურებდი. მოგზაურობას ნეპალით დავიწყებდით და მერე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ვესტუმრებოდით. 27 ოქტომბერს, ერთი ზურგჩანთით, სტამბოლისგენ გავემგზავრეთ, საიდანაც ფრენა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გვქონდა. პირველი შთაბეჭდილება აეროპორტი საკმაოდ პატარაა. მეგობრულად განწყობილი პერსონალი ვიზის აპლიკაციის შევსებაში გვეხმარება. 30-დღიანი ვიზა $40 ღირს. ვიზის მოქმედების ვადები ელ.ფოსტაზეც კი მოგდის. მას შემდეგ, რაც საკუთარი ზურგჩანთები ვიპოვეთ, გასასვლელში მორიგი პერსონალი გვაჩერებს. ქალბატონი ჩვენს ზურგჩანთაზე მიკრულ ნომერს ამოწმებს, შემთხვევით სხვისი ჩანთა ხომ არ გავიყოლეთ. აქ ეტყობა ეგეთებიც ხდება! ყველა შემოწმების გავლის შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ აეროპორტიდან ქალაქამდე არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ერთადერთი საშუალება ტაქსით…