ჩრდილოეთ კვიპროსი: ნაკლებად ცნობილი და იაფი მიმართულება

0
84
views
Things to do in Nicosia

რდილოეთ კვიპროსი საერთაშორისო სამართლით არაღიარებული სახელმწიფოა. მას დე-ფაქტოდ მხოლოდ თურქეთი და აზერბაიჯანი აღიარებს. ქართველებისთვის აქ მოხვედრა ისეთივე იოლია როგორც თურქეთში მოგზაურობა.

თუ თურქეთის კურორტები მოგბეზრდა და იაფად სხვა ადგილების მონახულება მოგინდა, ჩრდილოეთ კვიპროსს შემოგთავაზებ. აქ სანახავი ბევრია, სეზონი ოქტომბრის ბოლომდეა და დასაბინავებლად არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია.

1974 წელს, თურქეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, კუნძული ორ ნაწილადაა გაყოფილი. ბუფერული ზონა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა, ჩრდილოეთ კვიპროსიდან იწყება და ვრცელდება კუნძულის დანარჩენ ტერიტორიაზე.

ბუფერული ზონა დედაქალაქ ნიქოზიაზეც (ანუ კირენია), როგორც მას თურქები უწოდებენ) გადის და მას ორ ნაწილად ყოფს. შესაბამისად, იგი ორივე სახელმწიფოს დედაქალაქად ითვლება.

ჩრდილოეთ კვიპროსმა დამოუკიდებლობა 1983 წელს გამოაცხადა. თუმცა იმის გამო, რომ მის დამოუკიდებლობას მსოფლიო არ აღიარებს, კუნძულის ეს ნაწილი ძლიერ დამოკიდებულია თურქეთზე როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად.

როგორ მოვხვდეთ აქ

თბილისიდან ჩრდილოეთ კვიპროსში მოხვედრა საკმაოდ მარტივია, რადგან აქ ყველა ის თურქული ავიაკომპანია ფუნქციონირებს, რაც ჩვენთან – Turkish Airlines, Atlasjet და Pegasus. ბილეთის ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია.

წმ. ილარიონის ციხესიმაგრე

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის მსგავსად, ვიზა არ სჭირდებათ. აეროპორტში ჩასულს, პასპორტში 15 ან 30-დღიან ვიზას ადგილზევე გიფორმებენ.

თუ უფრო მეტი თავგადასავალი გწყურია, შეგიძლია ნიქოზიამდე თურქეთის პორტებიდან (სტამბოლი, ანტალია, ალანია, მერსინი და ტასუკუ) გემით ჩახვიდე.

ღირსშესანიშნავი ადგილები

ჩრდილოეთ კვიპროსის მხარეს მდებარე ნიქოზია ზღვისპირა ქალაქია, სადაც ბევრია ისტორიული შენობები, წარმოუდგენელად ლამაზი ლანდშაფტი და ქვიშის სანაპიროები.

ქალაქის ძველი ნაწილი თეთრად შეღებილი შენობებითა და ძველი კოშკების ნანგრევებით იწონებს თავს, რომლებიც ოდესღაც ქალაქს დამპყრობლებისაგან იცავდა. აქ ხმელთაშუა ზღვის კლიმატია და მას ერთ მხარეს ზღვა, მეორე მხრეს კი „ხუთ-თითა“ მთა აქვს.

ახლო მდებარე სოფლებშიც საკმაოდ ბევრია სანახავი. მაგალითად, სოფელ კარმშია ცნობილი წმინდა ილარიონის ციხესიმაგრე.

თავდაპირველად იგი მონასტერი იყო და მისი სახელწოდება ერთ ბერს უკავშირდება, რომელმაც აქაურობა განდეგილი ცხოვრებისთვის აირჩია.

ბელაპაისის სააბატო

მე-11 საუკუნიდან მოყოლებული წმ. ილარიონის ციხესიმაგრე, ბუფატოსა და კანტერას ციხესიმაგრეებთან ერთად, კუნძულს არაბი მეკობრეებისაგან იცავდა. ლუსიგანების სახლის ბატონობის დროს კი წმ. ილარიონის ციხის ნაწილი განახლდა და სამეფო კარის ზაფხულის რეზიდენციად გადაკეთდა.

ციხესიმაგრე სამ განყოფილებიანია. ქვემო და შუა პალატა სამეურნეო მიზნებისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო ზედა პალატაში სამეფო ოჯახი ცხოვრობდა.

აქედან ჩრდილოეთ სანაპიროზე შესანიშნავი ხედი იშლება. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს ციხესიმაგრე არის იმ სასახლის ინსპირაციის წყარო რომელიც არჭერილია ზღაპარში „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“.

სოფელ ბელაპაისში მე-12 საუკუნის მონასტერია შემორჩენილი, რომელსაც ბელაპაისის სააბატო ეწოდება. მონასტერი დედაქალაქსა და ხმელთაშუა ზღვას გადმოყურებს. სააბატო მოიცავს ეკლესიას, სატრაპეზოს, საერთო საცხოვრებელსა და საწყობ ოთახებს, რომლებიც შიდა ეზოს გარშემოა ჩამწკრივებული.

ნიქოზიის პორტის ისტორია მე-10 საუკუნიდან იწყება. თუმცა ამჟამინდელი იერსახე, მან მიიღო ვენეციის რესპუბლიკის მფლობელობაში არსებობის დროს.

ნიქოზიას პორტი

ნიქოზიის ციხე მე-7 საუკუნით თარიღდება. ლუსიგანების ბატონომის პერიოდში ციხემ ბევრჯერ იცვალა იერსახე.  ისევე როგორც თავდაცვისთვის განკუთვნილ სხვა ნებისმერ ციხეს, აქ მოხვედრა მხოლოდ მეშვეობით შეგიძლია.

ციხესიმაგრის ეზოში ბიზანტიური ეკლესიისა და ოსმალთა იმპერიის ადმირალის, სადიკ ფაშას საფლავის მონახულება შეგიძლია. ამას გარდა, შეგიძლია დაათვალიერო კოშკები, დილეგები და მუზეუმი.

მუზეუმში წარმოდგენილია ჩაძირული გემის ნარჩენები. გემი ჩვ.წ. 288 წელს ჩაიძირა. მისი სიგრძე 15 მეტრია.

სად დავბინავდეთ?

ჩრდილოეთ კვიპროსიდედაქალაქში ბევრია როგორც სასტუმროები, ასევე ბინები და ჰოსტელები. Airbnb-ზე განთავსებული ბინების ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია (მიიღე 25$-ის ფასდაკლება).

თუ სასტუმრო გირჩვენია, მაშინ გირჩევ Acapulco Holiday Resort Hotel, Dome Hotel ან Cratos Premium Hotel სასტუმროებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge