იგაში დაგეგმილზე მეტი ხნით დარჩენის შემდეგ, ძალიან სწრაფად გავაანალიზე, რომ ეს ქალაქი ყველაზე მეტად შემიყვარდა ბალტიისპირეთის დედაქალაქებს შორის. ლატვიაში ადრე ზაფხულში ჩასულებს კარგი ამინდები დაგვხვდა, რამაც უფრო მეტად სასიამოვნო გახადა ჩვენი რიგაში მოგზაუობა.

ჩემს მოგონებებსა და შთაბეჭდილებებს სურნელივით თან დაჰყვება რიგის ძველი ქალაქის ყავის გადამდები კულტურა, ეკლესიების წაწვეტებული სახურავები და მოკირწყლული ქუჩები. თუმცა, როდესაც ევროპაში ვმოგზაურობთ, იქ არსებული მაღალი ფასები ბიუჯეტურ მოგზაურებს ხშირად დიდ ქალაქებსა და ანტიკურ, ძველ უბნებში დარჩენისგან თავის არიდებას გვაიძულებს.

წინასწარგანწყობის საპირისპიროდ, ბალტიის რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობა სულაც არ არის იაფი და რიგის ძველი ქალაქის ზოგიერთი ატრაქცია, პირიქით – ძალიანაც ძვირია. თუმცა, ქალაქში მაინც არის რამდენიმე იაფიანი და სულაც უფასო ღირსშესანიშნაობა, რომელსაც შეგიძლია ეწვიო.

რა შეგიძლია ნახო რიგაში უფასოდ

1შეუერთდით ქალაქის უფასო საფეხმავლო ტურს

როგორც სხვა ნებისმიერ ადგილის მონახულებისას, რიგაში ჩასვლისთანავე, მოგინდება რომ უკეთ გაიცნო ქალაქი. ამისათვის რიგაში ორი საფეხმავლო ტური არსებობს და მე გირჩევ, რომ ორივე მათგანს შეუერთდე. თავდაპირველად დაათვალიერე ძველი რიგის ისტორიული ქალაქის ღირსშესაიშნაობები. შეუერთდი სხვა ვიზიტორებს და ეწვიე ძველი ცენტრალური ქალაქის კაფეებსა და ბარებს და მალევე გააცნობიერებ, რომ ძველი ქალაქი სინამდვილეში არც ისე ძველია.

შემდეგ შეუერთდი რიგის ალტერნატიულ საფეხმავლო ტურს და ამჯერად სხვა კუთხიდან დაინახე ქალაქი. გიდი გაგიძღვება რიგის გარეუბნებსა და არც ისე პოპულარული, მაგრამ ძალიან ავთენტური ადგილებისკენ. უკან მოიტოვებ რიგის ძველ ქალაქს და აღმოაჩენ საბჭოთა რიგის უნიკალურ ქუჩებსა და საინტერესო არქიტექტურის მქონე შენობებს.

საფეხმავლო უფასო ტურები, არ საჭიროებს ფიქსირებული თანხის გადახდას, მაგრამ დაუწერელი კანონივითაა, რომ შენი შთაბეჭდილებისა და კმაყოფილების შესაბამისად გიდს თიფს უტოვებ. ყოველთვის გახსოვდეს უფასო ტურების ეს ,,დეტალი“.

2აღმოაჩინე რიგის ბაზარი

რიგის ბაზრის დათვალიერება სრულიად უფასოა და თან ძალინ საინტერესოც. რიგის ცენტრალური ბაზარი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია და მდებარეობს საკმაოდ უცნაურ ადგილას – მეორე მსოფლიო ომის ზეფირის ანგარებში.

ბაზრის სივრცე და ადგილმდებარეობა იმდენად საინტერესოა, რომ ნამდვილად იმსახურებს მონახულებას და ამას მისვლისთანავე მიხვდები როგორც კი დაინახავ შთამბეჭდავ შენობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადმოიტანეს რიგაში.

ბაზრისა და იქვე არსებული სამი შენობის შიგნით ფაქტობრივად ყველაფერს იპოვი. ადგილობრივი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის სეზონური ხილით, ხორცითა და თევზით დაწყებული ტრადიციული ლატვიური ტვისტით დამთავრებული.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში სხვადასხვა მცენარის დამწნილება ჩვეულებასავითაა, ცხადია, არც ლატვიაა გამონაკლისი, ასე რომ ელოდე ძალიან ბევრ, სხვადსხვა სახეობის მწნილით სავსე ქილებს. ბაზარში შესვლა უფასოა და გადასარევ გეგმას წარმოადგენს რიგაში დილის ან საღამოს გასატარებლად.

3ესტუმრე სანაპიროს

ეს ვარიანტი ასე ვთქვათ ნახევრადუფასოა, რადგან რიგიდან იურმალამდე მატარებლის (ორი მიმართულების) ბილეთი €4  ღირს. თუმცა ეს ნამდვილად ღირს ამად!!

მატარებელი რიგის ცენტრალური სარკიგინიგზო სადგურიდან გადის და შესანიშნავი საშუალებაა მარტივად მოხვდე ბალტიის ზღვაზე ერთი დღით. იურმალა ძალიან სასიამოვნო, სახალისო ტურისტული ჰაბია რიგასთან ახლოს და თანაბარი რაოდენობით იზიდავს ადგილობრივებსა და რუს ტურისტებს.

პატარა, საშოპინგო ქუჩებზე, ხის მიმზიდბელი დიზიანისა და ფერადი დეკორის მქონე შენობების გასწვრივ სეირნობა სასიამოვნოა და კარგი ფოტოების გადაღების საშუალებასაც იძლევა. იურმალაში სანაპირო სუფთა და კარგად მოვლილია. ლურჯი წყალი და ყვითელი ქვიშა იდელურად ერწყმის სანაპიროს ჩაყოლებაზე არსებულ სხვადასხვა ჯიშის ხეებსა და ცვალებად ბუნებას.

ისეირნე სანაპიროზე და ისიამოვნე მზით. აქ შეიძლება ფრენბურთის მატჩებს გადაეყარო და თვალი ადევნო კიდევაც. თან გაიყოლე სასმელები და წასახემსებლები, რადგან იურმალაში საკმაოდ ძვირი ფასებია.

იურმალასთან ახლოს, რიგიდან მოშორებით ასევე არის აკვაპარკი, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად ან ბავშვებთან ერთად სამოგზაუროდ.

თუკი სანაპიროები დიდად არ გიზიდავს, მაინც ღირს ამ მიმართულებით მატარებლით მგზავრობა, რადგან სანაპიროს მეორე მხარეს ლამაზი ტყეები მიუყვება. თან რიგაში მატარებლები საკმაოდ ნელა დადიან და ნამდვილად ღირს ამ რეტრო ლოკომოტივებით მოგზაურობა გამოსცადო.

4ისიამოვნე რიგის მწვანე სივრცეებით

რიგაში უამრავი, სუნთქვისშემკვრელი მწვანე სივრცე და ფერწერული პარკია. აუცილებლად გამოსცადე ქალქგარე სივრცეები და ინებივრე ამ მართლაც რომ თვალწარმტაც ბუნებაში.

ესტუმრე გამარჯვების პარკს და გაატარე რამდენიმე საათი ამ უკიდეგანო სიმწვანეში. ზაფხულში რიგაში ბუნება და ამინდი ძალიან სასიამოვნოა ხოლმე, ასე რომ, თუკი ამ დროს რიგაში აღმოჩნდები, არ მოიკლო პიკნიკებისა და უფასო ატრაცქციების ნახვის საშუალება.

5დატკბი რიგის ყურით

ცნობილია, რომ რიგა მდებარეობს რიგის ყურესა და მდინარე დაუგავას შორის. გაისეირნე მდინარის სანაპიროზე, საფეხმავლო ხიდით გასცდი ცენტრალურ ნაწილს და იხეტიალე რიგის უძველეს გარეუბნებში. ისიამოვნე მშვიდი საღამოთი და მოემზადეთ მზის ფერადი ჩასვლისთვის. 

გამოსცადე საკუთარი ფოტოგრაფიული უნარები და სცადე დაიჭირო წამი, როდესაც ნავები გადაკვეთენ მდინარეს საფეხმავლო ხიდის ქვეშ, ზუსტად იქ სადაც შენ დგახარ. ჩაუყევი დაუგავას მდინარეს და ჩაერთე სხვადასხვა აქტივობებში, რომლებიც იმართება თბილ ამინდებში ნაპირის მიმდებარედ. ჩვენ გაგვიმართლა და შევესწარით ველორბოლას, რომელზე დასწრებაც, რა თქმა უნდა, უფასო იყო!

დასკვნა

რიგაში, გემოვნების შესაბამისად, ბევრი სხვადასხვა რამის გაკეთება შეიძლება უფასოდ. შენი დროითი რესურსის შესაბამისად, შეგიძლია უფრო ინტენსიურად დაგეგმო მოგზაურობა. აუცილებლად გაიარე რიგის ბაზარში და არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ რიგის ალერნატიული საფეხმავლო ტური. გაეცანით ქალაქსა და ადგილობრივებს და არასოდეს გაუშვათ შანსი, რომ მიიღოთ მათგან რჩევა, თუ რისი მონახულება სჯობს ბალტიისპირეთის ამ მშვენიერ დედაქალაქში.

Bryony Clapperton
მე ოცდარამდენიღაცა წლისვარ, სიცოცხლეზე ძალიან შეყვარებული, ციფრული მარკეტოლოგი და მოგზაური ბლოგერი. ძალიან მიყვარს სხვადასხვა ტიპის შთაბეჭდილებების მიღება, განსხვავებული კულტურების გაცნობა და ამჯერად სწორედ ამ გზას ვადგავარ - რაც შეიძლება მეტ ქვეყანას ვესტუმრო და ახლოდან შევიგრძნო ადგილობრივი სახასიათო დეტალები. მას შემდეგ რაც ლათინურ ამერიკაში საკმაოდ დეტალურად ვიმოგზაურე, გადავწყვიტე, ამჯერად ევროპის ჩემთვის საინტერესო ქვეყნებს ვეწვიო. ჩემი საყვარელი მოგზაურობის სტილია ბიუჯეტური. ძალიან მიყვარს მოგზაურობის სპონტანური სტილი და ის დაუგეგმავი თავგადასავლები, რომელსაც ცხოვრება მთავაზობს დაუსაზღვრავი ჰორიზონტის მქონე გზაზე ყოფნისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here