დრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი სპლიტი, რომელიც ხორვატიაში რიგით მეორეა სიდიდით, ანტიკური ხანის ისტორიული ღირსშესანიშნაობებით საკმაოდ მდიდარია. ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც აქ შეგიძლია გააკეთო სწორედ ძველი ქალაქის ქუჩებში ხეტიალი, მზიან ამინდში სანაპიროზე ჯდომა და ადგილობრივ ბაზრობებზე გავლაა.

ჩვენ სულ რაღაც ორი დღე დავრჩით და ეს დრო სრულიად საკმარისია ქალაქის დასათვალიერებლად. თუმცა, იქიდან გამომდინარე თუ რისთვის ჩადიხარ აქ, შესაძლოა მეტი ხნითაც დარჩე. ეს ბლოგი საშუალებას მოგცემს ოდნავ უკეთ წარმოიდგინო თუ რისი დაგეგმვა შეიძლება ქალაქსა და მის შემოგარენში.

როგორ ჩახვიდე სპლიტში?

სპლიტში მოხვედრა საკმაოდ მარტივია. ევროპის მთავარი ქალაქებიდან და ხორვატიის ნებისმიერი ქალაქიდან იაფიანი ფრენების გარდა, დადიან ავტობუსები და ბორნები. იტალიიდანაც კი შეგიძლია ბორნით სპლიტში ჩასვლა. ჩვენ მოგზაურობა დუბროვნიკიდან დავიწყეთ და რამდენიმე კუნძულზე გადასხდომის შემდეგ ბორნით ჩავედით ჰვარიდან სპლიტში.

ტოპ 8-ეული, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო ხორვატიის ქალაქ სპლიტში

ყველა აუცილებლად სანახავი ადგილი მდებარეობს ძველი ქალაქის ცენტრსა და მის მიმდებარედ, ამიტომ ერთმანეთისგან მხოლოდ ფეხით სავალი მანძილით არიან დაშორებულნი. 

1ისეირნე დიოკლეტიანეს სასახლეში

სპლიტი დაარსდა ჩვ.წ.აღ.-ით 305 წელს, როგორც მორიგი ბერძნული კოლონია ასპალატიოსის დაქვემდებარებაში, რომაელ იმპერატორ დიოკლეტიანესთვის. აქედან გამომდინარე, სპლიტის საიმპერატორო სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, რომელიც II-III საუკუნით თარიღდება. თუკი ,,სამეფო კარის თამაშების“ მაყურებელი ხარ, ეს ადგილები აუცილებლად აღძრავს შენში ნაცნობობის განცდას.

ზოგადად, ხორვატიაში ზაფხულში ძალიან ბევრი ტურისტი იყრის თავს, ამიტომ თუ შენც ტურისტული სეზონის პიკში ამოყოფ თავს, სჯობს, ხალხმრავლობისგან თავის ასარიდებლად, დილას მოინახულო სასახლე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოქტომბერში ვიყავით, ქალაქი მაინც საკმაოდ გადატვირთული იყო ვიზიტორებით.

თუკი საღამოს ესტუმრები სასახლის ტერიტორიას, შეგიძლია ჩამოჯდე კიბეებზე და ისიამოვნო ჭიქა ღვინით, ძალიან კარგი ცოცხალი მუსიკის თანხლებით.

2დატკბი ქალაქის პანორამული ხედით

სასახლის გვერდზე აუცილებლად გადაეყრები სამრეკლოს, რომელიც სპლიტის სიმბოლოს წარმოადგენს და წმინდა დომნიუსის – XII საუკუნის სპლიტის მფარველი წმინდანის – სახელობისაა. სამრეკლოზე ასვლა არც ისე ძვირია და ნამდვილად ღირს სპლიტისა და მისი მიმდებარე ადგილების 360-გრადუსიანი ხედისთვის გარკვეული თანხის გადახდა.

3ესტუმრე მიწისქვეშა ბაზარს

სპლიტი სავსეა სხვადასხვა ტიპის სუვენირების მაღაზიებით, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია დიოკლეტიანეს სასახლის ქვემოთ არსებული მიწისქვეშა ბაზარი. აქ შენ აუცილებლად გადაეყრები უნიკალურ ნივთებს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისათვის.

4ჩამოჯექი ბულვარში

მზიან, თბილ ამინდში ბულვარში (Riva Promenade) გაისეირნე და იქვე ჩამოჯექი. პალმის ხეების ჩრდილში, ყავისა და ნატურალური წვენების მაღაზიების ახლო-მახლო შეგიძლიათ დატკბეთ სპლიტის ნავსადგურის ხედით.

გასინჯე უცნაურ არომატიანი შოკოლადები

შოკოლადის მოყვარულები ისიამოვნებთ საკმაოდ უჩვეულო არომატის მქონე შოკოლადის ფილებით. Nadalina ერთ-ერთ ძალიან პოპულარულ შოკოლადის მაღაზიაა, სადაც ლავანდის, კარობის, ზეითუნის ზეთის და წიწაკისგემოიან შოკოლადებს გადავაწყდით.

ძალიან კი მინდოდა რომ ლავანდის არომატიანი გამესინჯა, მაგრამ ვერ გავბედე და ოთომაც მითხრა, რომ სჯობდა ისეთი აგვერჩია, რომლითაც ნამდვილად ვისიამოვნებდით. ასე რომ ვიყიდეთ ,,ლეღვი“ და ,,ტკბილი ღვინო“. არც შევმცდარვართ, უგემრიელესი იყო!!!

ესტუმრე უცნაურ შადრევანს

ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, რომელსაც სრულიად შემთხვევით გადავეყარეთ, იყო უცნაური შადრევანი. არ ვიცი რა ისტორია აქვს ამ შადრევანს, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებლად სანახავი ადგილია. 

წადი ერთდღიან მოგზაურობებში

ქალაქის ადგილმდებარეობა სრულ თავისუფლებას გაძლევს, რომ ერთდღიანი გასვლებით მოინახულო ხორვატიის ძალიან ცნობილი ადგილები. მაგალითად, შეგიძლია წახვიდე ისეთ პატარა ქალაქში, როგორიცაა ტროგირი, მოინახულო ბრაჩისა და ჰვარის კუნძულები, კრკას ეროვნულ პარკში ან ზადარში. არჩევანი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია.island hopping in Croatia

მიირთვი ზღვის პროდუქტები ბიუჯეტურ რესტორნებში

სპლიტში ზღვის პროდუქტები საკმაოდ იაფია, ასე რომ გამოიყენე ეს უპირატესობა. ჩვენი აღმოჩენით, რესტორანი ფიტე იყო ყველაზე იაფი ადგილი, სადაც მოჰქონდათ ძალიან დიდი, გემრიელი პორციები და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად.

საუკეთესო ბიუჯეტური დასარჩენი ადგილი სპლიტში

ცხადია, მოგზაურობისას ყველაზე მეტი თანხა ღამისგასათევ ადგილებში გვეხარჯება. ეკონომიური და მაღალხარისხიანი ადგილის პოვნა საკმაოდ რთულია. თუმცა, ჩვენ საკმაოდ გაგვიმართლა და გადავაწყდით 5-ვარსკვლავიან სასტუმროს – 101 დალმატინელი, სადაც არის კომფორტული საწოლები, სუფთა თეთრეული და სასიამოვნო გარემო გრძელი, მომქანცველი დღის ბოლოს დროის გასატარებლად.101 Dalmatian Hostel

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here