რა ვნახოთ სტამბოლში თუ დრო ცოტა გვაქვს?

0
71
views
Things to do in Istanbul

ტამბოლში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი და ისიც პრეს ტურზე. ამიტომ, ქალაქის ნახვა ისე როგორც მე მინდოდა ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე.

თუმცა, აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნავი ადგილების ნაწილის მონახულება შევძელი.

სტამბოლი ერთადერთი ქალაქია რომელიც მდებარეობს ევროპაშიც და აზიაშიც . გარდა ამისა, აქ ნახავთ როგორც თანამედროვე არქიტექტურას ისე უძველეს შენობებს.

ქალაქის დათვალიერების ყველაზე კარგი საშუალება მის ქუჩებში სეირნობაა. ქალაქის დათვალიერება დილით ადრევე დაიწყე, ნუ მოლას პირველივე ლოცვაზე შეგიძლია არ ადგე, მაგრამ საკმაოდ ადრე იმისათვის, რომ ცნობილი თურქული საუზმე დააგემოვნო.

ბორანი სტამბოლში მოგზაურობის აუცილებელი ნაწილია. იგი არა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეში მიგიყვანს, არამედ იგი სტამბოლის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობად ითვლება. სრული ეფექტისთვის ტიტის ფორმის ჭიქაში ჩამოსხმული ჩაი და ყველის გემრიელი სენდვიჩი ბორანზე აუცილებლად უნდა გასინჯო.

როდის წავიდეთ სტამბოლში?

სტამბოლს თითქმის ყველა ზაფხულობით სტუმრობს. თუმცა გაითვალისწინე, რომ ზაფხული აქ ტენიანი და საკმაოდ ცხელია, ამიტომ ყველაზე კარგი პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა, ამ პერიოდში ტურისტიც ნაკლებია. ჩემი ორივე ვიზიტი ამ პერიოდს დაემთხვა. ამინდი მზიანი და თბილი იყო, საღამოობით კი ოდნავ გრილოდა.

თუ უფრო დაბალბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვა გინდა, მაშინ სტამბოლს ზამთარში ეწვიე. სასტუმროებისა და ბინების ფასები საგრძნობლად დაბალია. თოვლით დაფარული სტამბოლიც დარწმუნებული ვარ ძალიან ლამაზი სანახავი იქნება.

ქალაქი ორ ნაწილადაა გაყოფილი – ევროპული მხარე ისტორიული ცენტრია, ხოლო თუ ადგილობრივი ადათ-წესების გაცნობა გინდა აზიურ მხარეს უნდა ეწვიო. ევროპულ მხარეს მდებარე ძველი ქალაქი ტურისტული ღირსშესანიშნავი ადგილებით იწონებს თავს. აქ ბევრი სხვადასხვა კულტურის გავლენა იგრძნობა. მაგალითად, უბან ფატიზე მდებარეობს რომაული იპოდრომი, რომელიც ეტლებით რბოლისთვის გამოიყენებოდა და  ეგვიპტური ობელისკი.

აია სოფიას ტაძარი

რა ვნახოთ სტამბოლში. აია სოფია

აია სოფია თავდაპირველად ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია იყო, რომელიც ოსმალთა ბატონობის დროს მეჩეთად გადაკეთდა. ამჟამად კი – მუზეუმია.

55 მეტრის სიმაღლის გუმბათიანი ტაძარი ხშირად მსოფლოს მერვე საცრებად მოიხსენიება. აქ ნახავ მარიამ ღვთისმშობლის, მაცხოვრისა და ბიზანტიის მმართველთა მოზაიკურ ფრესკებს.

ტაძარს უამრავი ტურისტი სტუმრობს, ამიტომ აქ მუდამ ხალხმრავლობაა. ყველაზე კარგი დრო ტაძრის მონახულებისთვის დილაა.

ლურჯი მეჩეთი

ლურჯი მეჩეთი (სულთან აჰმედის მეჩეთი) აია სოფიას ტაძართან ახლოს მდებარეობს. მას ლურჯი მეჩეთი ინტერიერში გამოყენებული ლურჯი ფილების გამო დაერქვა.

სულეიმან I ბრძანებით აშენებული მეჩეთი ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ნიმუშია. მისი ოთხი მინარეთი და ათი აივანი იმ ფაქტს ასახავს რომ სულეიმანი ოსმალეთის დინასტიის მეოთხე, ხოლო იმპერიის ჩამოყალიბებიდან მე-10 სულთანი იყო.

მეჩეთში დღემდე მიმდინარეობს ყოველდღიური ლოცვა, რომლის დროსაც იგი ვიზიტორებისთვის იკეტება. ლოდინი არც ისე ხანგრძლივია. მისი სილამაზე კი დალოდებად ნამდვილად ღირს.

ტაძარში შესვლისას ქალმა თავსაფარი უნდა დაიფაროს და შიშველი კანი დაფაროს. გაითვალისწინე რომ შესვლამდე ფეხზეც უნდა გაიხადო და ფეხსაცმელი სპეციალურ  თაროზე შემოდო.

თოფქაფის სასახლე

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი თოფქაფის სასახლეა, რომელიც უამრავი მცირე ზომის შენობისგან და ოთხი მოედნისგან შედგება. აქ მრავლადაა მუზეუმებიც, ამიტომ მის მოსანახულებლად ნახევარი დღე მაინც დაგჭირდება.

აქედან ბოსფორი სრუტის ულამაზესი ხედებითაც შეგიძლია დატკბე.

გრანდ ბაზარი

საკმაოდ ქაოტური, მაგრამ ჯერ კიდევ ფერადი ბაზარი საუკუნეების მანძილზე დიდი სავაჭრო ცენტრი იყო. მისი ისტორია 1461 წლიდან, პატარა საწყობიდან დაიწყო და დროთა განმავლობაში გაფართოვდა.

თურქებს მომსახურების სერვისი მაღალ დონეზე აქვთ. ნებისმიერი ვაჭარი გამვლელს ჩაისა და ტკბილეულს სთავაზობს. თუ რაიმეს შეძენას გადაწყვეტ, გახსოვდეს რომ აქ ყველას უნდა ევაჭრო. არასდროს გადაიხადო ის ფასი რასაც ვაჭარი თავდაპირველად გეტყვის!

მიუხედავად იმისა რომ სტამბოლის ძალიან მცირე ნაწილი ვნახე, მის ქუჩებში ხეტიალით მაინც კმაყოფილი ვარ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge