როგირი – ისტორიული სანავსადგურო ქალაქი, რომელიც მდებარეობს დალმაციის სანაპიროზე, ერთ-ერთია იმ მშვენიერ ქალაქებს შორის, რომელიც ხორვატიაში მოვინახულეთ. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული და საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების ევროპული ქალაქი ძალიან კარგი ვარიანტია ხორვატიის ქალაქ სპლიტიდან ერთდღიანი მოგზაურობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფრის გაკეთება შეიძლება ტროგირში, მისი სილამაზე მაინც ხიბლავს და იზიდავს ვიზიტორებს.

Things to do in Trogir

შუასაუკუნეების კედლებში ჩამალული, პაწია კუნძულზე გაშენებული ქალაქი საუკეთესო საშუალებაა ხალხმრავალი, ხმაურიან ქალაქებისგან თავდასაღწევად და ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში სასეირნოდ. 

ტოპ-აქტივობების სია ტროგირისთვის

ერთი დღე სრულიად საკმარისია მთლიანად ქალაქის დასათვალიერებლად, მაგრამ ჩვენს გეგმებში ცვლილებების გამო, მოგვიწია ერთი ღამით დავრჩენილიყავით.

1ისეირნე ზღვის სანაპიროზე

ქალაქში ჩასვლისთანავე ზედგამოჭრილი ამინდი დაგვხვდა ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ, ნავსადგურის ხედებით დასატკბობად და სურათების გადასაღებად. იქვე შეგიძლია ლანჩისთვის ჩამოსხდე რომელიმე რესტორანში და ისიამოვნო პალმის მაღალი ხეებისა და ლაჟვარდოვანი წყლის ხედებით.

2იხეტიალე ძველ ქალაქში

მართალია, ტროგირი პატარა ქალაქია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც საკმაოდ მარტივია დაიკარგო მის მიხვეულ-მოხვეულ ქვით მოკირწყლულ ქუჩებში. თუმცა, შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს უსიამოვნო რამ, რადგან ამ დროს მთავარი ტურისტული ქუჩების მიღმა შეიძლება გადააწყდეთ უნიკალურ დეტალებს.

ქალაქის მთავარი სანახაობები მისი ცენტრალური მოედნის ირგვლივ მდებარეობს. ესტუმრე წმ. ლოურენსის კათედრალს თავისი სამრეკლოთი, წმ. სებასტიანის ტაძარსა და ქალაქის საათს.

3დატკბი კამერლენგოს სასახლის ხედებით

მე-15 საუკუნის სასახლე და ციხესიმაგრე კუნძულის ერთ-ერთ წვეტზე მდებარეობს და დამთვარიელებელს საოცარ ხედებს სთავაზობს ქალაქზე, ნავსადგურსა და წმ. ლოურენსის კათედრალზე. ციხესიმაგრე სრულად დაცლილია და მხოლოდ ზაფხულში, სხვადასხვა წარმოდგენებისთვის გამოიყენება. უბრალოდ, აისეირნე ციხეზე და დატკბით ხედით.

ფასი: 25 Kuna = 10 ₾

4გასინჯე ნუშის ცნობილი ნამცხვარი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ტროგირში აუცილებლად უნდა გააკეთო, არის ძალიან ცნობილი დესერტის ,,ტროგირსკი რაფიოლი“-ს გასინჯვა. სასტუმრო მედენას საკონდიტროში შეგიძლიათ დააგემოვნო ეს უგემრიელესი ნუშის ნამცხვარი ყოველგვარი დანამატისა და მინარევების გარეშე.

ნამცხვარს თავისი წარმოშობის ლეგენდაც კი აქვს. გოგონა გვარად რაფიოლი დატყვევებული იყო კამერლენგოს სასახლეში. ის იმედს არ კარგავდა, რომ თავისი სატრფო დაიხსნიდა და დროის გასაყვანად დაიწყო გემრიელი ნამცხვრების გამოცხობა. გოგონა გადაარჩინა ტროგირელმა აზნაურმა და წაიყვანა თავისთან სახლში, სადაც რაფიოლი სიცოცხლის ბოლომდე ნამცხვრებს აცხობდა თავისი მხსნელისთვის.

დასარჩენი ადგილი ტროგირში

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ტროგირში დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებდით, ასე რომ ღამისგასათევი ბოლო წუთს დავჯავშნეთ. თუმცა, ძალიან გაგვიმართლა და ცენტრთან ახლოს ოჯახური სასტუმრო Villa Jadran ვიპოვეთ

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here