fbpx
ხორვატია

12 რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთო ზადარში, ხორვატია

ესაძლოა, წლების განმავლობაში ზადარი არ იყო ისეთივე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი, როგორც სპლიტი, დუბროვნიკი, ზაგრები ან ხორვატიის კუძულები და შესაბამისად შედარებით ცოტა დამთვალიერებელი სტუმრობდა, მაგრამ ეს ფაქტი ნელ-ნელა იცვლება. ქალაქში ნამდვილად არის ულამაზესი და ისტორიული ღირსშესანიშვავი ადგილები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვო.

როგორ მოვხვდეთ ზადარში

ზადარში მარტივად მოხვდებით მიწის, საჰაერო და წყლის ტრანსპორტით. არჩევანი თქვენზეა: ავტობუსები, იაფი ფრენები თუ ბორანები ქვეყნის სხვადასხვა საკვანძო ადგილებიდან. ჩვენ ტროგირიდან ზადარამდე ავტობუსით ვიმგზავრეთ 73 კუნად (= €9.80 = $12.07 ერთ ადამიანზე). ბილეთები იქვე, ტროგირში, ავტობუსის გაჩერებაზე ვიყიდეთ.

12 რამ, რაც შეგიძლია გააკეთო ზადარში

თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი, რაც უნდა ინახულოთ ზადარში მდებარეობს ძველ ქალაქში, სადაც მოხვდებით ქალქის თანამედროვე ნაწილიდან საფეხმავლო ხიდზე გადასვლით. ეს ქალაქი სპლიტთან და კუნძულის ქალაქებთან შედარებით გაცილებით დიდია და ერთ დღეზე მეტი აუცილებლად დაგჭირდებათ მის ,,შესაგრძნობად“.

გადადი გუმბათოვან ხიდზე ძველ ქალაქში მოსახვედრად

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძველ ქალაქში მოხვედრა საფეხმავლო ხიდით არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ხიდი სიძველეს არ წარმოადგენს. ქალაქის პირველი ხიდი 1928 წელს აშენდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს სრულად განადგურდა.

ადგილობრივმა მმართველობამ ძველი ხიდი ჩაანაცვლეს მცურავი ხიდით, რომელიც მიმაგრებული იყო თითბერის კასრებზე. იმის გამო, რომ ძლიერი ქარის დროს ძალიან რთული იყო ხიდზე გადასვლა, 1962 წელს აშენდა ახალი ხიდი – 152 მეტრის სიგრძისა და 6 მეტრის სიგანის. ხიდი, რომელიც დღესდღეობით ქალაქის ერთგვარ სამკაულს წარმოადგენს.

დატკბი სახალხო მოედანით

სახალხო მოედანი ათწლეულების განმავლობაში ქალქის ცენტრს წარმოადგენდა. დღესაც კი იგი ადგილობრივების თავშეყრისა და საზოგადო ღონისძიებების ჩატარების ადგილია. აქვე დგას საათის კოშკი 1803 წლიდან მოყოლებული. 

ზუსტად კოშკის წინ დაინახავ იმ ელექტრო ნათურების ასლებს, რომლითაც განათებული იყო ქალაქი 1894 წლის ახალი წლის ღამეს.

იხეტიალე ანტიკურ ნანგრევებში

ფორუმი ერთ-ერთი ის სიმბოლური ღირსშესანიშვავი ადგილია, რომელიც ბევრ ტურისტს იზიდავს ზადარში. აქ შეგიძლია იხეტიალო ძველი ქალაქის ანტიკურ ნაწილში, რომელიც თარიღდება რომაელთა იმპერიის მმართველობის პერიოდით.

Things to do in Zadar

შეგიძლია იქვე ჩამოჯდე და ,,ჩაეფლოთ“ ამ ადგილის ისტორიულ ეპოქაში. აქვეა წმ. დონატის ეკლესია, რომლის სამრეკლოდან ქალაქის პანორამული ხედი იშლება.

ესტუმრე ქალაქის ულამაზეს გლავანს

ლანდ გალავანი, რომელიც მდებარეობს ფოსას პორტში, ვენეციელებმა ააშენეს 1543 წელს და იმ პერიოდში ქალქის ერთადერთ შესასვლელს წარმოადგენდა. აშენებისთნავე ეს გალავანი შეფასებულ იქნა, როგორც ერთ-ერთი შესანიშნავი და კეთილშობილი მონუმენტი, რომელიც ვენეციამ დალმაციის რეგიონს უსახსოვრა.

Things to do in Zadar

იხეტიალე ხორვატიის პირველ საზოგადოებრივი ბაღში

ზუსტად ლანდ გალავნის გვერდით მდებარეობს დედოფალ ჰელენა მედიჟევკას ბაღი, ხორვატიის პირველი საზოგაოებრივი ბაღი, რომელიც გაიხსნა 1829 წელს. აქ შეგიძლია დაისვენო, კაფეში დაჯდე ან უბრალოდ ისეირნო.

ესტუმრე ხუთი ჭის მოედანს

სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდი, რომ მოედანზე ხუთი ჭაა წარმოდგენილი – რიგში ჩამწკრივებულად. შუა საუკუნეებში ძველი ქალაქის კედლებს ქვემოთ იყო დამცავი არხი. მე-16 საუკუნეში ვენეციელების დახმარებით, ქალაქი ხუთჭაბურღილიანი წყლის ავზით გაუმკლავდა თურქთა შემოტევას. სამწუხაროდ, დღესდღეობით მათ ფუნქციურად არ იყენებენ და მხოლოდ დამთვლიერებელთათვისაა შემორჩენილი.

Things to do in Zadar

ნახე სფინქსის ქადაკება

ქანდაკება შექმნილია 1918 წელს ადგილობრივი ხელოვანის მიერ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და არა ძველი ეგვიპტელების მიერ. ამიტომ ეგვიპტური სფინქსისგან ძალიან განსხვავდება. ზადარული სფინქსი უფრო კონკრეტულია და თათების ნაცვლად თითები აქვს.

Things to do in Zadar

დალიე ადგილობრივი ლიქიორი

ერთ-ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო ზადარში ყოფნისას, ადგილობრივი, მოფლიოში სახელგანთქმული ლიქიორის გასინჯვაა. უკვე 1857 წელს ქალაქში იყო 18 არყის სახდელი ქარხანა, რომლებიც აწარმოებდნენ 35 სახეობის ლიქიორს!

ჩვენ დავაგემოვნეთ მაკარშკას წარმოების ლიქიორები და ძალიან, ძალიან, გემრიელი იყო;  რომ არა წონის ლიმიტი მგზავრობისას, აუცილებლად წამოვიღებდით მთელ ყუთს.

უყურე მზის ჩასვლას და მოუსმინე ზღვის ორღანს

გაინტერესებს, როგორ შეიძლება ზღვამ დაუკრას მუსიკა ტალღების საშუალებით? მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმრო ზადარს. როგორც კი პირველად, სოციალური ქსელების საშუალებით გავიგე ზღვის ორღანის შესახებ, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს საკუთარი თვალებით უნდა მენახა. ზღვის ორღანი იმდენად უნიკალური და საინტერესო რამ არის, რომ დღესდღეობით ზადარის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

Things to do in Zadar

გაინტერესებთ როგორ მუშაობს? ტალღებიდან ჰაერი უბერავს 35 წყალიქვეშა მილში, რომლებიც დაახლოებით 70 მეტრის სიგრძისაა და აქედან ხმა ამოდის სასეირნო ადგილის მცირე ნაწილში. ქალაქის ძველ ნაწილში ხეტიალის შემდეგ, შეგიძლია გამოიყოლო ერთი ბოთლი ღვინო, საკნატუნოები, უყურო მზის ჩასვლას და უსმინო მუსიკას, რომელსაც ბუნება უკრავს ჩვენთვის. მხედველობაში იქონიე, რომ ტურისტების უმრავლესობა მსგავს გეგმას მიჰყვება ხოლმე და ცოტა ადრე მიდი, კარგი ადგილის დასაკავებლად.

მიესალმე მზეს

როგორც კი მზე მიეფარება ჰორიზონტს და დაბნელდება, ზღვის ორღანის მიმდებარედ მზის ენერგიაზე მომუშავე განათებები ინთება. ეს გახლავთ ,,მზესთან მისალმება“ – 300 LED შუშის ფირფიტებისგან შექმნილი 22 დიამეტრიანი წრე. ამ ფერადმა შუქებმა 80-იანი წლების საცეკვაო მოედნების იატაკები მომაგონა.

Things to do in Zadar

ზღვის ორღანის მსგავსად, ესეც ძალიან გადატვირთული ადგილია, რადგან ყველას უნდა სურათის გადაღება სხვადასხვა პოზაში!

ჩამოტვირთე აპლიკაცია „საიდუმლო ზადარი“ 

ზადარის ტურიზმის დეპარტამენტმა შექმნა აპლიკაცია ,,საიდუმლო ზადარი“, სადაც ჩატვირთულია ძალიან საინტერესო ფაქტები ქალქის შესახებ, რომლებსაც ძნელად თუ იპოვით სხავდასხვა გზამკვლევ წიგნებში.

აპლიკაციის ყველაზე კარგი დეტალი არის ის, რომ ინფორმაციასთან ერთად ის ზუსტად უთითებს შენობისა თუ კაფის მდებარეობას და მარტივად შეგიძლია მათი დამოუკიდებლად პოვნა.

ესტუმრე ერთი დღით პლიტვიცეს ტბების ეროვნულ პარკს

ზადარში მოგზაურობის გეგმის შედგენას როცა დაიწყებ, აუიცლებლად შეიტანე მასში პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკის დასათვალიერება. ჩვენ ერთი  დღით ვესტუმრეთ პარკს და ეს სრულიად საკმარისი იყო მთავარი ბილიკების მოსავლელად. თუმცა, თუკი ყველა ტბის ნახვა გსურს, მაშინ მიმდებარე სოფლებში ერთ-ერთი სასტუმროში შეგიძლია დარჩე. 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ეს პარკი ნამდვილად გამოირჩევა იშვიათი ბუნებითა და ერთმანეთში კასკადურად ჩამდინარე 16 ტბის სისტემით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.