fbpx
  • რჩევები

    14 წიგნი, რომელიც მოგზაურობას მოგანდომებს

    ყოველდღიური გადატვირთული ცხოვრების რეჟიმის მიუხედავად, ასე თუ ისე ვახერხებთ წიგნების კითხვასაც. აქ ნამდვილად არ დავიწყებ იმის ახსნას თუ რამდენად მნიშვვნელოვანია წიგნების კთხვა ჩვენი გონების, კრეატიულობისა და პიროვნების განსავითარებლად. ეს ყველამ ვიცით, ხომ ასეა? ამის ნაცვლად სხვა ბლოგერებთან ერთად შევადგინე სია “14 საუკეთესო წიგნი მოგზაურობაზე”, რომელიც სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით იმოქმედებს შენს მოგზაურობისადმი სიყვარულზე და მეტიც, ზაფხულის ან ზამთრის მოგზაურობების დაგეგმვისკენ გიბიძგებს. მიიღე 15% ფასდაკლება Thriftbooks.com-ზე შანტარამი ამ წიგნის შესახებ ჩემი თანამშრომლისგან, რუსკასგან შევიტყვე, რომელსაც თავის დროზე  ასევე მეგობარმა ურჩია. მალევე ჩამოვტვირთე აუდიოწიგნი და ვუსმენდი ყველგან სადაც შემეძლო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობთ, შხაპის მიღების დროსაც კი – იმდენად ჩამთრევი სიუჟეტი აქვს! მოქმედება თანამედროვე ბომბეის მიწისქვეშეთში მიმდინარეობს და ამბავს ყვება ციხიდან გაქცეული ნასამართლევი…

  • Sygic travel app
    რევიუ,  რჩევები

    მოგზაურობის გამარტივებულად დაგეგმვა: Sygic Travel App [რევიუ]

    ახალი, უცხო მიმართულებით მოგზაურობის დასაგეგმად ათასობით აპლიკაცია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მოგზაურობის დაგეგმვა  კომპიუტერის დახმარებით მირჩევნია, ზოგჯერ მობილური აპლიკაციები გაცილებით მოხერხებულია, რადგან მოკლედ და კონკრეტულად, ერთად თავმოყრილს გიჩვენებს ყველაფერს რაც საჭიროა. ამ სტატიაში, მოგიყვებით ჩემს ერთ-ერთ ახალ აღმოჩენაზე – Sygic Travel App-ზე, რომელიც არამხოლოდ აჩვენებს ყველა მნიშვნელოვან და არგამოსატოვებელ დასათვალიერებელ ადგილს, არამედ გეხმარება შენივე დაგეგმილ მარშრუტთან ამ ყველაფრის შესაბამებაში. აპლიკაციის კიდევ ერთი უდიდესი პლიუსი კი არის ის, რომ ამ ყველაფრის გაკეთება კომპიუტერითაც შესაძლებელია. რატომ Sygic Travel App? Sygic Travel All სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომია Android-სა და iOS სმარტფონებისთვის. აპლიკაციაში თავმოყრილია საუკეთესო ტურისტული ადგილები, ინფორმაცია ქალაქებისა და ქვეყნის შესახებ ამოღებულია Wikivoyage-დან. ასევე მასში დატანილია მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, ავტობუსის გაჩერებები, კვების…

  • რჩევები

    საუკეთესო უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის

    ინტერნეტმა და სმარტფონმა შესამჩნევად შეცვალა მოგზაურობის დაგეგმვის პროცესიც და უშუალოდ მოგზაურობაც. რეალობა ასეთია, რომ უკვე დიდად არავის სჭირდება ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რადგან ეს ყველაფერი დამოუკიდებლადაც ჩვეულებრივად მოსახერხებელია, თან თანხაც იზოგება. ცხადია, მოგზაურობის დაგეგმვა, ცოტათი დამღლელია, მაგრამ როგორც კი დაუმუღამებ ძალიან  სახალისო ხდება. იმისათვის რომ მთელი ეს პროცესი ნაკლებად ,,მტკივნეული“ და მეტად გასართობი იყოს, გადავწყვიტე გაგიზიარო ის სამოგზაურო აპლიკაციები, რომელთაც ყოველთვის ვიყენებ მოგზაურობისას. ეს უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის დაგეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში, ისე ქალაქში დათვალიერებაში. ჩემი აზრით, ყველა ეს აპლიკაცია ძალიან საჭირო და მოხერხებულია ნემისმიერი დასვენებისას, სადღაც გადაკარგულში ხეტიალისას და ქალაქების დათვალიერების დროსაც. უფასო აპლიკაციები მოგზაურობისთვის: TripIt TripIt ჩემი ყველაზე საყვარელი, ნომერ პირველი უფასო საოგზაურო აპლიკაციაა, რომლის გარეშეც ფეხს არსად ვადგამ. აპლიკაცია…

  • რჩევები,  სტუმრის პოსტი

    როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა TripHobo-ს დახმარებით

    კარგად იცი, მოგზაურობის დაგეგმვა  რა რაოდენობით ექსელის დოკუმენტებთან გამკლავებას, ღამისგასათევი ადგილების ვებგვერდების მუდმივ რეჟიმში გადამოწმებასა და სხვადასხვა მოგზაურების ბლოგებისა და სამოგზაურო წიგნების დაუსრულებელ კითხვას მოიცავს, სანამ საბოლოო გეგმამდე მივალთ. როდესაც საქმე ეხება გრძელვადიან მოგზაურობას, მაშინ კი მთელი ეს პროცესი ლამის სიგიჟეს ემსგავსება. განსაკუთრებით ვღელავთ იმაზე, რომ არ გამოგვრჩეს რაიმე არსებითად მნიშვნელოვანი დეტალი. TripHobo არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოგზაურობის დასაგეგმად. ამ ვებგვერდი ყველაზე დიდი პლიუსი კი არის ის, რომ საშუალებას გვაძლევს მთლიანი მოგზაურობა დავგეგმოთ ტრანსპორტის, ღამისგასათევი ადგილების და დასათვალიერებელი ადგილების ჩათვლით. ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია თუ რა უნდა ნახო და რა შეგიძლია აკეთო თითქმის მთელს მსოფლიოში, რითაც ძალიან გეხმარება დღის ჭკვიანურად დაგეგმვაში. როგორც კი ერთხელ შექმნი ანგარიშს და დაგეგმავთ მოგზაურობას, ინფორმაცია ინახება…

  • რჩევები

    9 რჩევა თუ როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა უფრო ეფექტურად

    როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა ისე რომ, თან ბიუჯეტური გამოვიდეს და თან ნაკლებად დავისტრესოთ? მოგეხსენება, რომ მოგზაურობის დაგეგმვა შრომატევადი, მაგრამ (ჩემთვის) სახალისო საქმეა. ეს საქმიანობა საფუძვლიან ძიებას, დროსა და ენერგიას მოითხოვს. პროცესის ყველაზე რთული ნაწილი ალბათ ავიაბილეთების იაფად ყიდვა და ყველა სასურველი ქალაქის ნახვაა. ისეთი მოგზაურობის დაგეგმვა კი, რომელიც შენს ბიუჯეტსა და დასვენების დღეებს შეესაბამება, ცოტა რთული შეიძლება აღმოჩნდეს. ძირითადად, მოგზაურობის დროს ქალაქის ქუჩებში ხეტიალი მიყვარს. ვეძებ არატურისტულ ადგილებს და ვცდილობ ქალაქი როგორც ადგილობრივმა ისე შევიგრძნო. მუზეუმების დიდი მოყვარულიც არ ვარ, ასე რომ მათ დიდ დროს არ ვუთმობ. ყველა ჩემს მოგზაურობასაც მე თვითონ ვგეგმავ, არანაირ ტურისტულ სააგენტოს არ მივმართავ და შესაბამისად, რამდენიმე წლიანი გამოცდილების შემდეგ, ჩემი ხრიკებიც მაქვს. 9 რჩევა როგორ დავგეგმოთ…

  • რჩევები

    Skyscanner: ავიაბილეთების იაფად შეძენის 4 გზა

    დღეს ათეულობით საიტია რომლის მეშვეობითაც შეგიძლია ავიაბილეთების მოძებნა და შეძენა. Skyscanner-ი ერთ-ერთი ასეთი საიტია, რომელსაც მე აქტიურად ვიყენებ იაფი ავიაბილეთების მოსაძებნად ან ფასების შესადარებლად. ყველა ასეთი საიტი სხვადასხვა ფასს გაჩვენებს. არავის უყვარს იმის აღმოჩენა, რომ იგივე ბილეთი სხვა საიტზე შეიძლება უფრო იაფად ეყიდა. ამიტომ, რამოდენიმე საიტს ვამოწმებ და ამის შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას. წაიკითხე როგორ დავზოგე $276 ავიაბილეთებზე ბევრი მიზეზია რატომ მირჩევნია Skyscanner სხვა მსგავს საიტებს. მას რამდენიმე ძალიან კარგი ფუნქცია აქვს, რომელიც იაფფასიან ავიაბილეთებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგაძებნინებს. სწორედ ამ ხრიკების ჩვენებას ვაპირებ ამ პოსტში. გახსოვდეს: ავიაბილეთები ყოველთვის ‘ინკოგნიტო’ ფანჯრით მოძებნე ავიაბილეთების იაფად შეძენის 4 გზა მოგზაურობის დაგეგმვისას, მინდა ვიცოდე რა ვარიანტები მაქვს და სად შეიძლება წავიდე. ყოველ ჯერზე სხვადასხვა ქალაქის ან…

  • რჩევები

    როგორ ვიყიდოთ ავიაბილეთები იაფად

    მოგეხსენება, რომ მოგზაურობის დაგეგმვისას ყველაზე დიდი ხარჯი ავიაბილეთია. მისი იაფად ყიდვა თითქმის შეუძლებელია. მართალია, Wizzair-ის  ბილეთები იაფად შეგიძლია იყიდო, მაგრამ ზოგჯერ ეს მიმართულებები სადაც კომპანია ოპერირებს საკმარისი არაა. სხვა ქვეყანაში მოგზაურობა კი ძვირი ჯდება. მართალი გითხრა, ბილეთში კოლოსალური თანხის გადახდა არ მიყვარს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ბევრი ვეძებო და ავიაბილეთები იაფად ვიპოვო. ამ პოსტში კი ჩემს ყველა ხრიკსა და რჩევას გაგიზიარებ. რამდენიმე რჩევა როგორ ვიპოვოთ ავიაბილეთები იაფად პირველ რიგში დაიმახსოვრე, რომ ბილეთების იაფად მოძიებას დიდი დრო და ენერგია ჭირდება. აუცილებლად გამოიყენე Chome-ის ინკოგნიტო ფანჯარა. საძიებო სისტემები შენს ყველა ნაბიჯს კარგად აკვირდებიან, ამიტომ ხშირად უფრო მაღალ ფასს განახებენ. ავიაბილეთი მინიმუმ ოთხი თვით ადრე შეიძინე. ჩემი გამოცდილებით ბილეთის ყიდვა ყველაზე ხელსაყრელი ექვსი თვით…

error: Content is protected !!