fbpx
  • რევიუ,  რესტორნები,  საქართველო

    La Boheme – ხმელთაშუაზღვისპირული ავთენტური სამზარეულო

    თბილისში უცხოური სამზარეულოების ფართო არჩევანია. აქ მარტივად იპოვი აზიურ, ჩინურ, რუსულ, ლიბანურ, იაპონურ რესტორნებს, მაგრამ წინა წლის ოქტომბრამდე არ არსებობდა უშუალოდ ხმელთაშუაზღვისპირულ კერძებზე ორიენტირებული რესტორანი. რა თქმა უნდა, რამდენიმე კერძი აქამდეც შეგეძლო დაგეგემოვნებინა სხვადასხვა რესტორნებში, მაგრამ ინტენსიურად და მხოლოდ ამ ტიპის სამზარეულოზე ფოკუსირებული კვების ობიექტი არ არსებობდა. ,,ლა ბოემი“ – აბაშიძის ქუჩაზე მდებარე რესტორანმა, შესაძლოა, გარედან ძვირადღირებულის შთაბეჭდილება დაგიტოვოს, მაგრამ ერთი თვალით შეხედვით შექმნილ შთაბეჭდილებას ნუ მიენდობი. დახვეწილი, ყვავილებიანი დეკორი, შესაძლოა, ფუფუნების მინიშნებად მოგეჩვენოს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ფასები საშუალო  მაჩვენებლის დიაპაზონში ვარირებს და არც ერთი თეთრის დახარჯვას არ ინანებ, რადგან ეს ამად ნამდვილად ღირს! რატომ არის ,,ლა ბოემი“ ასე განსაკუთრებული? ადგილი წარმოადგენს მულტიფუნქციურ ლაუნჯს და რესტორანში შეგიძლია…

error: Content is protected !!