fbpx
  • რევიუ,  ჩალაგება

    ოსპრეი Farpoint 55 რევიუ

    კომფორტულად მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი კარგი ზურგჩანთაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობის შემდეგ, სადაც ძალიან არაკომფორტული და უამრავი უსარგებლო ნივთით ამოტენილი ზურგჩანთა დამქონდა,  მოგზაურობის ჩვევები საკმაოდ შემეცვალა. მას შემდეგ რაც კარგა ხანი ვიკვლიე, თუ რომელ ბრენდს ანიჭებდნენ გამოცდილი მოგზაურები და მოხეტიალე ადამიანები უპირატესობას, მოვედი ოსპრეისთან. და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ვენდე მათ რევიუებს, რჩევებს და სწორედ ეს ჩანთა ვიყიდე. მაშ ასე, თუკი ეძებ კარგ ზურგჩანთას, შენს წინაშეა ოსპრეი Farpoint 55-ის რევიუ, არჩევანი რომ უფრო მარტივად გააკეთო. ამ პოსტის სპონსორი არ არის თვითნ კომპანია და არც მე მაქვს რაიმე ტიპის კავშირი ამ ბრენდთან. ეს არის ჩემი გულწრფელი და სუბიქტური რევიუ. რატომ ოსპრეი Farpoint 55? სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამოგზაუროდ, რა თქმა უნდა, ზურგჩანთით ვიყავი…

  • Sygic travel app
    რევიუ,  რჩევები

    მოგზაურობის გამარტივებულად დაგეგმვა: Sygic Travel App [რევიუ]

    ახალი, უცხო მიმართულებით მოგზაურობის დასაგეგმად ათასობით აპლიკაცია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მოგზაურობის დაგეგმვა  კომპიუტერის დახმარებით მირჩევნია, ზოგჯერ მობილური აპლიკაციები გაცილებით მოხერხებულია, რადგან მოკლედ და კონკრეტულად, ერთად თავმოყრილს გიჩვენებს ყველაფერს რაც საჭიროა. ამ სტატიაში, მოგიყვებით ჩემს ერთ-ერთ ახალ აღმოჩენაზე – Sygic Travel App-ზე, რომელიც არამხოლოდ აჩვენებს ყველა მნიშვნელოვან და არგამოსატოვებელ დასათვალიერებელ ადგილს, არამედ გეხმარება შენივე დაგეგმილ მარშრუტთან ამ ყველაფრის შესაბამებაში. აპლიკაციის კიდევ ერთი უდიდესი პლიუსი კი არის ის, რომ ამ ყველაფრის გაკეთება კომპიუტერითაც შესაძლებელია. რატომ Sygic Travel App? Sygic Travel All სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომია Android-სა და iOS სმარტფონებისთვის. აპლიკაციაში თავმოყრილია საუკეთესო ტურისტული ადგილები, ინფორმაცია ქალაქებისა და ქვეყნის შესახებ ამოღებულია Wikivoyage-დან. ასევე მასში დატანილია მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, ავტობუსის გაჩერებები, კვების…

  • რევიუ,  სასტუმრო,  საქართველო

    კახეთის კურორტები: ტოპ სამეული [რევიუ]

    საქართველოში დასასვენებელი კურორტების კულტურამ სულ რაღაც რამდენიმე წელია, რაც  აღორძინება დაიწყო. გაჩნდა შაბათ-კვირას განტვირთვისთვის შესაფერისი კურორტები. არჩევანი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ფართოა. ამ პოსტში კი, კახეთის დასასვენებელი ადგილებს მიმოვიხილავ.  კახეთის კურორტები: ლოპოტას სპა რეზორტი კურორტი განლაგებულია ლოპოტას ტბის ირგვლივ, კავკასიონის მთაგრეხილებით შემოსაზღვრულ დაბლობში. აქ დროის სრულიად სხვა განზომილებაში იგრნობ თავს. თბილისიდან სულ რაღაც 115 კილომეტრში მდებარე ეს დასასვენებელი ადგილი, ბევრ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას გთავაზობს. რამდენიმე აუზი ღია ცისქვეშ არის განლაგებული და აღჭურვილია ყველა საჭირო, თანამედროვე აქსესუარით. ოთახები კი ტბის ირგვლივ, ორსართულიან შენობებშია განლაგებული. აქ შეგიძლია იქირაო ველოსიპედი და ტბის ირგვლივ ისეირნო, იჯირითო ცხენით, ითამაშო ჩოგბურთი ან მინი გოლფი და დაისვენო სპასა და ჯაკუზიში. ლოპოტაზე ადრე გაზაფხულზე ვიყავი, როცა ჯერ კიდევ გრილოდა გარე…

  • რევიუ,  სასტუმრო,  ხორვატია

    ჰოსტელი 101 დალმატინელი სპლიტში (რევიუ)

    ხორვატიის სანაპირო ქალაქ სპლიტში დასარჩენად, ჰოსტელი 101 დალმატინელი კომფორტული, მეგობრული და სასიამოვნო ადგილია. მას განსაკუთრებულს ხდის დიზაინი, რომელიც დალმაციის რეგიონის დეტალების კონცეფციაზეა აგებული. ჰოსტელი 101 დალმატინელი მდებარეობს 114 ბრიგადეს 10-ში (114 Brigade 10)  და ქალაქის ცენტრს მარტივად უკავშირდება 5 სხვადასხვა საავტობუსო ხაზით, რომლებიც სამუშაო დღეებში რამდენიმე წუთში ერთხელ დადიან. ჰოსტელის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ მშვიდია და იქვე გვერდზე არის უზარმაზარი ჰიპერმარკეტი. შენობას აქვს კონდიცირების სიტემით აღჭურვილი 19 ოთახი და 101 საწოლი, რომლებიც განასახიერებენ ხორვატიის სანაპიროს კუნძულებს. ჩემთვის საკმაოდ გასაკვირი იყო ფაქტი, რომ ყველა ექვსკაციან ოთახს დამოუკიდებელი აბაზანა და ტუალეტი ჰქონდა. ჩვეულებრივ, ჰოსტელების უმრავლესობაში, სადაც კი დავრჩენილვარ, სააბაზანო და ტუალეტი საერთოა ხოლმე ყველასთვის. ამასთანავე, ჩვენ ხორვატიაში საკმაოდ გადატვირთულ პერიოდში ვიმოგზაურეთ და ჰოსტელი…

  • რევიუ,  რესტორნები,  საქართველო

    La Boheme – ხმელთაშუაზღვისპირული ავთენტური სამზარეულო

    თბილისში უცხოური სამზარეულოების ფართო არჩევანია. აქ მარტივად იპოვი აზიურ, ჩინურ, რუსულ, ლიბანურ, იაპონურ რესტორნებს, მაგრამ წინა წლის ოქტომბრამდე არ არსებობდა უშუალოდ ხმელთაშუაზღვისპირულ კერძებზე ორიენტირებული რესტორანი. რა თქმა უნდა, რამდენიმე კერძი აქამდეც შეგეძლო დაგეგემოვნებინა სხვადასხვა რესტორნებში, მაგრამ ინტენსიურად და მხოლოდ ამ ტიპის სამზარეულოზე ფოკუსირებული კვების ობიექტი არ არსებობდა. ,,ლა ბოემი“ – აბაშიძის ქუჩაზე მდებარე რესტორანმა, შესაძლოა, გარედან ძვირადღირებულის შთაბეჭდილება დაგიტოვოს, მაგრამ ერთი თვალით შეხედვით შექმნილ შთაბეჭდილებას ნუ მიენდობი. დახვეწილი, ყვავილებიანი დეკორი, შესაძლოა, ფუფუნების მინიშნებად მოგეჩვენოს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ფასები საშუალო  მაჩვენებლის დიაპაზონში ვარირებს და არც ერთი თეთრის დახარჯვას არ ინანებ, რადგან ეს ამად ნამდვილად ღირს! რატომ არის ,,ლა ბოემი“ ასე განსაკუთრებული? ადგილი წარმოადგენს მულტიფუნქციურ ლაუნჯს და რესტორანში შეგიძლია…

  • რევიუ,  სასტუმრო,  საქართველო

    ფაბრიკა – კრეატიული სივრცე შენთვის და შენი მეგობრებისთვის

    თუ შენი რომელიმე უცხოელი მეგობარი თბილისში ჩამოსვლას აპირებს, აუცილებლად ურჩიე ფაბრიკის ჰოსტელი. ქალაქში უამრავი სხვადასხვა დაბალბიუჯეტური სასტუმროა, თუმცა ჰოსტელი ფაბრიკა მათგან ყველაფრით გამოირჩევა. პირველ რიგში, იმით, რომ აქ საბჭოთა პერიოდში ქალის ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკა „ნინო“ იყო განთავსებული. დამერწმუნე ნებისმიერი უცხოელი აღფრთოვანდება აქ დარჩენის იდეით. ე.ნინოშვილის 8 ნომერში განთავსებული სივრცე საკმაოდ ახლოსაა ცენტრთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებთან. ჰოსტელი ფაბრიკა შარშან, 2016 წლის ივლისში გაიხსნა და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარულიც  გახდა. უქმეებზე აქ საკმაოდ ბევრი ხალხი მოდის, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ისე თბილისში მცხოვრები ექსპატები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ქალაქის ისე ქვეყნის მასშტაბით არსებული ქარხნები განადგურდა და დღეს ბევრი ისევ მიტოვებულია. რამდენიმე წლის წინ ქართულმა კომპანიებმა გადაწყვიტეს რომ ქარხანა „ნინო“ სხვა ფუნქციით აეღორძინებინათ.…