არგად იცი, მოგზაურობის დაგეგმვა  რა რაოდენობით ექსელის დოკუმენტებთან გამკლავებას, ღამისგასათევი ადგილების ვებგვერდების მუდმივ რეჟიმში გადამოწმებასა და სხვადასხვა მოგზაურების ბლოგებისა და სამოგზაურო წიგნების დაუსრულებელ კითხვას მოიცავს, სანამ საბოლოო გეგმამდე მივალთ. როდესაც საქმე ეხება გრძელვადიან მოგზაურობას, მაშინ კი მთელი ეს პროცესი ლამის სიგიჟეს ემსგავსება.

განსაკუთრებით ვღელავთ იმაზე, რომ არ გამოგვრჩეს რაიმე არსებითად მნიშვნელოვანი დეტალი. TripHobo არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოგზაურობის დასაგეგმად. ამ ვებგვერდი ყველაზე დიდი პლიუსი კი არის ის, რომ საშუალებას გვაძლევს მთლიანი მოგზაურობა დავგეგმოთ ტრანსპორტის, ღამისგასათევი ადგილების და დასათვალიერებელი ადგილების ჩათვლით.

ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია თუ რა უნდა ნახო და რა შეგიძლია აკეთო თითქმის მთელს მსოფლიოში, რითაც ძალიან გეხმარება დღის ჭკვიანურად დაგეგმვაში. როგორც კი ერთხელ შექმნი ანგარიშს და დაგეგმავთ მოგზაურობას, ინფორმაცია ინახება და გეგმა ნებისმიერი დროს ხელისაწვდომია.

ტოპ მიზეზები თუ რატომ TripHobo

ეტაპობრივი გეგმის შექმნა

თუკი გეგმავ რამდენიმექალაქიან მოგზაურობას, TripHobo-ზე შეგიძლია მიუთითო დაწყების თარიღი და შემდეგ, ტრანსპორტირებას, გადაადგილების საუკეთესო ვარიანტებს, მგზავრობის ფასებს, ხანგრძლივობას და შუალედების დროებს თვითონ საიტი დაგიწერს. ასევე შეგიძლია მოძებნო და დაამატო დაჯავშნილი ფრენა შენს გეგმაში და ის თვითონ დაალაგებს საწყის დროსა და წერტილს დაგეგმილ მოგზაურობაში!

ღირსშესანიშნაობების ჭკვიანურად გადანაწილება

მაშინ როდესაც სხვა მგეგმავი საიტის საშუალებით შეგვიძლია მხოლოდ ღამისგასათევი ადგილებისა და ტრანსპორტირების დაგეგმვა, TripHobo გასაოგნებელ იდეებსა და შესაძლებლობებს გვთავაზობს. ვებგვერდის ბაზა მოიცავს 140,000 მიმართულებას, ასეთი მდიდარი კონტენტის საფუძველზე კი ნებისიერი ტიპის მოგზაურობის წვრილმან დეტალებამდე დაგეგმვაა შესაძლებელი.

TripHobo Tripplanner

დღის გეგმას ასევე შეგიძლია მიამატო შენთვის საინტერესო ღონისძიებები, რესტორნები და სასურველი სანახაობები. შეგიძლია მიუთითო, თუ რამდენი დრო გაქვს ან გინდა, რომ გაატარო კონკრეტულ ადგილას – იქვე TripHobo თვითონ შემოგთავაზებს საუკეთესო ვარიანტს.

ამ ყველაფერთან ერთად, TripHobo გთავაზობს საუკეთესო გადადგილების საშუალებას ერთი ადგილიდან მეორემდე.

სასტუმროებისა და აქტივობების დაჯავშნაც ინტეგრირებულია

TripHobo-ზე შეგიძლია მოძებნო და დაჯავშნო ღამისგასათევი ხელსაყრელი ფასის შესაბამისად – სასტუმროში ან საოჯახო ტიპის სასტუმროში. ვებგვერდი გთავაზობს სხვადასხვა ტოპ სასტუმროების დასაჯავშნი ვებგვერდებიდან შეჯერებულ ჩამონათვალს. მომხმარებელს შეუძლია დაჯავშნოს ან თუნდაც მოგვიანებით დაამატოს გეგმაში ესა თუ ის, მისთვის საინტერესო დეტალი.

TripHobo

მოსახერხებელი აპლიკაცია და ოფლაინ მარშრუტები

მოგზაურობისას შენი გეგმა ყოველთვის მისაწვდომი იქნება სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით, რადგან მარშრუტის შენახვა შეგიძლია ისე, რომ ინტერნეტის გარეშეც ნებისმიერ დროს გამოიყენო.

ბიუჯეტის მთვლელი

მოგზაურობის დაგეგმვისას პარალელურად შეგიძლია აკონტროლო სავარაუდო ფინანსური დანახარჯი. ტრანსპორტისა და ღამისთევის ხარჯებს ავტომატურად ამატებს აპლიკაცია ბიუჯეტის კალკულატორში, იქვე კი, ცალკე ველში შეგიძლია კვებისა და შოპინგის ხარჯები დაამატო. გეგმის დასასრულს მოგზაურობის დეტალური ბიუჯეტიც მზადაა.

ჯგუფური დაგეგმვა

თუ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად მოგზაურობ, აპლიკაციას გეგმის გაზიარების ფუნქციაც აქვს და რადენიმე ადამიანს შეუძლია ერთდროულად დეტალების დამატება და არსებული მარშრუტის ნახვა.

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here