fbpx
რჩევები

9 რჩევა თუ როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა უფრო ეფექტურად

ოგზაურობის დაგეგმვა შრომატევადი, მაგრამ სახალისო საქმეა. ეს საქმიანობა საფუძვლიან ძიებას, დროსა და ენერგიას მოითხოვს. პროცესის ყველაზე რთული ნაწილი ალბათ ავიაბილეთების იაფად ყიდვა და ყველა სასურველი ქალაქის ნახვაა. ისეთი მოგზაურობის დაგეგმვა კი, რომელიც შენს ბიუჯეტსა და დასვენების დღეებს შეესაბამება, ცოტა რთული შეიძლება აღმოჩნდეს.

ძირითადად, მოგზაურობის დროს ქალაქის ქუჩებში ხეტიალი მიყვარს. ვეძებ არატურისტულ ადგილებს და ვცდილობ ქალაქი როგორც ადგილობრივმა ისე შევიგრძნო. მუზეუმების დიდი მოყვარულიც არ ვარ, ასე რომ მათ დიდ დროს არ ვუთმობ.

ყველა ჩემს მოგზაურობასაც მე თვითონ ვგეგმავ, არანაირ ტურისტულ სააგენტოს არ მივმართავ და შესაბამისად, რამდენიმე წლიანი გამოცდილების შემდეგ, ჩემი ხრიკებიც მაქვს.

9 რჩევა როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა

პირველ რიგში უნდა გადაწყვიტო სად მიდიხარ. Skyscanner-ს ერთი კარგი ფუნქცია აქვს. შენი ადგილმდებარეობის არჩევის შემდეგ ‘TO’ ველში მიუთითე ‘Flexible’. საიტი ყველა იმ მიმართულების ბილეთს ამოგიგდებს, სადაც შენი საცხოვრებელი ქალაქიდანაა ფრენა. მას შემდეგ რაც მიმართულებას აირჩევ, შეუდექი მოგზაურობის დეტალების  დაგეგმვას.

“და-Google-ე” არჩეული ქვეყანა

ჩვენმა ძველმა მეგობარმა Google-მა ქვეყნების შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის. შესაბამისად ჰკითხე- რომელი ქალაქები მოინახულო, ან რომელი სეზონია მოგზაურობისთვის ყველაზე კარგი. თუ დაბალი ბიუჯეტით გინდა მოგზაურობა, მაშინ ეცადე არატურისტულ სეზონს დაამთხვიო მოგზაურობა. ამ პერიოდში სასტუმროებისა და ბინების ფასი საგრძნობლად იკლებს.

როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა

მაგალითად, როცა ხორვატიაში მოგზაურობას ვგეგმავდი, Google-ს ყველაზე საინტერესო ქალაქების შესახებ ვკითხე. რადგან ჩემი პირველი დანიშნულების წერტილი დუბროვნიკი უნდა ყოფილიყო, ქვეყნის მონახულების მარშრუტიც შესაბამისად უნდა დამეგეგმა.

გაარკვიე  გჭირდება თუ არა ვიზა

ყველას გვაქვს ის პრივილეგია, რომ მსოფლიოს გარკვეულ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ვახერხებთ. თუმცა, არსებობს ქვეყნები სადაც საელჩოში საბუთების მიტანა და ტურისტული ვიზის აღება გვჭირდება. პირველს რასაც ვაკეთებ, ვიკიპედიას ვეკითხები რომელ ქვეყანაში შეიძლება საქართველოს პასპორტით უვიზოთ მგზავრობა. შემდეგ ამ ინფრომაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის გვერდზე ვამოწმებ და ვარკვევ სად უნდა მივიდე საბუთების ჩასაბარებლად.

მონიშნე ქალაქები რუკაზე

მას შემდეგ რაც Google-ის მეშვეობით სასურველი ქალქების სიას ჩამოვწერ, ვხსნი Google Maps და თითოუელ ქალაქის ადგილმდებარეობას ვარკვევ. ხორვატიაში მოგზაურობის დაგეგმვისას ვიცოდი, რომ რამდენიმე კუნძულის ნახვა მინდოდა, თან ბოლო გაჩერება ზაგრები უნდა ყოფილიყო. ამიტომ, ქალაქები ისეთი თანმიმდევრობით ავირჩიე როგორც ფოტოზეა დატანილი.

ავიაბილეთები რაც შეიძლება ადრე იყიდე

თუ გინდა რომ ავიაბილეთებში ბევრი ფულის გადახდა არ მოგიწიოს, მინიმუმ ოთხი თვით ადრე უნდა იყიდო. მე დაახლოებით შვიდი თვით ადრე ვიყიდე და ასე იაფი არასდროს გადამიხდია.

წაიკითხე ბლოგები

Pinterest შესანიშნავი სოციალური ქსელია შენთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. აქ უამრავ ბლოგს ნახავ მოგზაურობის თემატიკით. სწორედ აქ ნაპოვნ ბლოგზე წავიკითხე ხორვატიის ერთ-ერთ პატარა ქალაქ ტროგირზე, რომელიც Google-ს რატომღაც გამორჩა.

გარდა ამისა, აქ ნახავ უამრავ პოსტს საკვები ობიექტების, აუცილებლად გასასინჯი კერძებისა და უფასო აქტივობების შესახებ .

მოძებნე ტრანსპორტი

მოგზაურობის დაგეგმვისას ყველაზე მნიშნველოვანია გაარკვიო შიდა გადადგილების შესახებ. რადგან არც მე და არც ოთოს მანქანის მართვის მოწმობა არ გვაქვს, ჩვენთვის ხორვატიაში გადადგილების მეთოდი ავტობუსი და ბორანი იყო.

ტრანსპორტის წინასწარ მოძიება ფინანსების სწორად გათვლაშიც დაგეხმარება.

მოძებნე საცხოვრებელი ადგილი

მარტო მოგზაურობისთვის საუკეთესო და იაფი ადგილი ჰოსტელია. მიყვარს ჰოსტელებში დარჩენა. აქ უამრავ ადამიანს ვიცნობ და მათგან სხვადასხვა რჩევებს ვიღებ.

თუ რამდენიმე მეგობარი ერთად აპირებთ მოგზაურობას, ყველაზე კარგი ვარიანტი Airbnb-ზე სახლის დაქირავებაა. თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხარ, აი, ჩემგან $25-იანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომელიც შეგიძია პირველად დაჯავშნისას გამოიყენო.

Booking.com-ის მეშვეობით მაშინ ვჯავშნი სასტუმროსა თუ სახლს, როდესაც მთლიანი ფულის გადახდა არ შემიძლია, თან ხშირად ფასდაკლებები და დღის შემოთავაზებები აქვთ, რომლის მეშვეობითაც მიპოვია ბევრად უკეთესი საცხოვრებელი ადგილი საკმაოდ კარგ ფასად, ვიდრე წინა დღის ძიებისას დავჯავშნე. ამ ბმულის მეშვეობით შეგიძლია ჯავშნის 10% უკან დაიბრუნო.

კიდევ ერთი მიზეზი რატომ მომწონს Booking.com, არის ის რომ ხუთი საცხოვრებელი ადგილის დაჯავშნისას ავტომატურად ხდები ე.წ. Genius წევრი და 10% ფასდაკლებას იღებ კომპანიისგან საჩუქრად.

დაიწყე მომზადების პროცესი

თითქმის ნახევარი უკვე დაგეგმილია და ახლა შეგიძლია მომზადების პროცესიც დაიწყო. დაფიქრდი რა შეიძლება დაგჭირდეს ამ მოგზაურობაში და რა გაკლია? მაგალითად მე, საყიდელი მქონდა ზურგჩანთა, სამოგზაურო დაზღვევა, სამოგზაურო პირსახოცი და GoPro-ს რამოდენიმე აქსესუარი. რაც უფრო ადრე და ნელნელა დაიწყებ ამ ნივთების შეძენას, მით უფრო დაზოგავ თანხასა და ნერვებს 🙂

9 აქსესუარი რომელიც მოგზაურობისას უნდა გქონეს

შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა

სამოგზაურო დაზღევევა ერთ-ერთი მნიშნველოვანი დოკუმენტია როდესაც სხვა ქვეყანაში მიემგზავრები. თუ ჩემსავით, სამოგზაურო დაზღვევის შეძენა გჭირდება, ყველაზე იოლი გამოსავალი MyGPI-ს საიტზე ონლაინ ყიდვაა. გარდა იმისა რომ, დაზღვევას სულ რამდენიმე წუთში ყიდულობ და იმ წამსვე ელ.ფოსტაზე მოგდის დოკუმენტი, შეგიძლია დედანი მოითხოვო და კურიერი სამი დღის განმავლობაში საცხოვრებელ მისამართზე მოგიტანს!

ბედნიერ მგზავრობასა და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.