fbpx
  • საქართველო

    ურბანარე – ახალი სივრცე თბილისურ ბინაში

    თუკი ოდნავ მიმალულ, საინტერესო და ჯერ კიდევ გზამკვლევებში არ არსებულ ადგილს ეძებ თბილისის მასშტაბით, სწორ ადგილას მოხვდი. ამ პოსტში მოგიყვები ურბანარეზე, პირველ საბინაო სივრცეზე (apartement space) თბილისში, სადაც ძალიან მარტივად შეძლებ გაეცნო ქვეყნის დედაქალაქს. მაშ, განაგრძე კითხვა! რა არის ურბანარე და რატომ უნდა ეწვიო მას? ურბანარე არის სივრცე, რომელიც შექმნა ორმა მეგობარმა, კოლეგამ და ბევრ საერთო პროექტზე მომუშავე ანთროპოლოგმა ანა რამაზაშვილმა და დათა ჭიღოლაშვილმა. მათ უნდოდათ სტუმრისთვის თბილისი დაენახებინათ სხვა მხრიდან, ადგილობრივების პერსპექტივიდან, რადგანაც ,,ყველა ტურისტული ადგილი თითქოს ერთნაირად გამოიყურება“.  ორივე მათგანს ერთად და ცალ-ცალკე უამრავ სხვადასხვა პროექტზე უმუშავია თბილისის შესახებ, სწორედ ამიტომ, გადაწვიტეს ისეთი სივრცის შექმნა, რომელშიც თავმოყრილია უამრავი დეტალი თბილისის შესახებ, ძველი და ახალი წიგნები, ხელნაკეთი სუვენირები და…

  • საქართველო

    აღმოაჩინე საქართველოს უდიდესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყნაა, იგი ძალიან განსხვავებულ და მრავალაფეროვან ადგილებს სთავაზობს დამთვალიერებელს. საქართველო ცნობილია სუნთქვისშემკვრელი ბუნებით, ისტორიული ადგილებით, შუასაუკუნოვანი თავდაცვითი კოშკებით და უგემრიელესი სამზარეულოთ, რომელიც არცერთ მოგზაურს არ გაუცრუებს იმედს. თუ რაღაც განსაკუთრებულის ძიებაში ხარ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიო საქართველოში გამოქვაბულებს. ჩვენთან რამდენიმე კლდეში ნაკვეთი ქალაქი და მონასტერია, მაგრამ ვარძია მათ შორის ყველაზე დიდი, მაგიური და გასაოცარია. მოკლე ისტორიული მიმოხილვა ვარძიაზე მე-12 საუკუნის დასასრულს საქართველო მონღოლების – ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველი დამპყრობლების შემოსევებს უმკლავდებოდა. თამარ დედოფალმა, უფრო სწორედ, როგორც ქართველები ვეძახით – თამარ მეფემ 1185 წელს ბრძანა მიწისქვეშა სალოცავი კომპლექსის აშენება. ერუშეთის მთათა სისტემის მხარეს საკმაოდ მყარ კლდეში კომპლექსის კვეთა დიდ სირთულეს წარმოადგენდა მშენებლებისთვის. თუმცა ერთ-ერთი ლეგენდა…

  • რევიუ,  სასტუმრო,  საქართველო

    კახეთის კურორტების ტოპ სამეული [რევიუ]

    საქართველოში დასასვენებელი კურორტების კულტურამ სულ რაღაც რამდენიმე წელია, რაც  აღორძინება დაიწყო. გაჩნდა შაბათ-კვირას განტვირთვისთვის შესაფერისი კურორტები. არჩევანი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ფართოა. ამ პოსტში კი, კახეთის დასასვენებელი ადგილებს მიმოვიხილავ.  კახეთის კურორტები: ლოპოტას სპა რეზორტი კურორტი განლაგებულია ლოპოტას ტბის ირგვლივ, კავკასიონის მთაგრეხილებით შემოსაზღვრულ დაბლობში. აქ დროის სრულიად სხვა განზომილებაში იგრნობ თავს. თბილისიდან სულ რაღაც 115 კილომეტრში მდებარე ეს დასასვენებელი ადგილი, ბევრ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას გთავაზობს. რამდენიმე აუზი ღია ცისქვეშ არის განლაგებული და აღჭურვილია ყველა საჭირო, თანამედროვე აქსესუარით. ოთახები კი ტბის ირგვლივ, ორსართულიან შენობებშია განლაგებული. აქ შეგიძლია იქირაო ველოსიპედი და ტბის ირგვლივ ისეირნო, იჯირითო ცხენით, ითამაშო ჩოგბურთი ან მინი გოლფი და დაისვენო სპასა და ჯაკუზიში. ლოპოტაზე ადრე გაზაფხულზე ვიყავი, როცა ჯერ კიდევ გრილოდა გარე…

  • Hiking the black rock lake in lagodekhi
    საქართველო

    ლაშქრობა ლაგოდეხის შავი კლდეების ტბაზე

    ხუთშაბათი საღამოა. სამსახურიდან 18:30-ზე გამოვდივარ, რომ სამდღიანი ლაშქრობისთვის ჩავლაგდე, რომელიშიც ჩემ ქმარ ოთოსთან და თანამშრლობელ რუსკასთან ერთად მივდივარ. ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ხერხემალზე ოპერაცია გავიკეთე და ცოტათი ვნერვიულობ, როგორ გაუძლებს ჩემი წელი შავი კლდეების ტბებზე, ზღ. დონიდან 3 000 მეტრზე სამდღიან ლაშქრობას. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, თბილისიდან 185 კმ.-ში მდებარეობს და აზერბაიჯანსა და დაღესტანს ესაზღვრება. ნაკრძალში დაცულია სხვადასხვა იშვიათი სახეობის მცენარეები და ცხოველები, რაც თავისთავად დაუვიწყარს ხდის აქაურობას.  გვიან ღამე გავდივართ, რომ ადრე დილით უკვე იქ ვიყოთ და პარასკევ დილას სიარული დავიწყოთ. შავი კლდეების ტბების მარშრუტი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ურთულესი, საინტერესო და ულამაზესია მთელს საქართველოში. აქედან იშლება გასაოცარი ხედები კავკასიონსა და ალაზნის ველზე. მარშრუტის გავლა სრულიად შესაძლებელია 3 დღეში,…

  • მუზეუმი,  საქართველო

    იოსებ სტალინის საიდუმლო სტამბა

    თბილისი თავის ძველ, დანგრეულ გარეუბნებში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ადგილებს მალავს; ადგილებს, რომელთაც არათუ ვიზიტორები, არამედ ადგილობრივებიც კი ძალიან იშვიათად სტუმრობენ. ეს პოსტი სწორედ მსგავს, ერთ-ერთ დამალულ მარგალიტზე მოგიყვება, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი ასე საიდუმლოდ ინახავს. საიდუმლო სტამბები, ცხადია, ყველა ქალაქშია და არც თბილისია გამონაკილისი. მაგრამ ამ კერძო შემთხვევაში, ეს სახლი მიწისქვეშ მდებარეობს, ჭაში. დიახ, ზუსტადაც რომ ჭაში!  სტალინის საიდუმლო სტამბა მდებარეობს ავლაბრის უბანში, კასპის ქუჩა #7-ში. შეგიძლია, მეტროს გაჰყვე მეტროსადგურ 300 არაგველამდე და შემდეგ ფეხით გაისეინო რამდენიმე მეტრი. მასიურ შავ კარს ცენტრში აქვს წითელი წრე საბჭოთა კავშირის სიმბოლოებით – ნამგლითა და უროთი. შესასვლელს ამშვენებს ლენინის, სტალინის 3D სურათი და სტუმრების შთაბეჭდილებების წიგნი. მომსახურე პერსონალს ძალიან ახარებს ხოლმე დამთვალიერებლების მისვლა და…

  • რევიუ,  რესტორნები,  საქართველო

    La Boheme – ხმელთაშუაზღვისპირული ავთენტური სამზარეულო

    თბილისში უცხოური სამზარეულოების ფართო არჩევანია. აქ მარტივად იპოვი აზიურ, ჩინურ, რუსულ, ლიბანურ, იაპონურ რესტორნებს, მაგრამ წინა წლის ოქტომბრამდე არ არსებობდა უშუალოდ ხმელთაშუაზღვისპირულ კერძებზე ორიენტირებული რესტორანი. რა თქმა უნდა, რამდენიმე კერძი აქამდეც შეგეძლო დაგეგემოვნებინა სხვადასხვა რესტორნებში, მაგრამ ინტენსიურად და მხოლოდ ამ ტიპის სამზარეულოზე ფოკუსირებული კვების ობიექტი არ არსებობდა. ,,ლა ბოემი“ – აბაშიძის ქუჩაზე მდებარე რესტორანმა, შესაძლოა, გარედან ძვირადღირებულის შთაბეჭდილება დაგიტოვოს, მაგრამ ერთი თვალით შეხედვით შექმნილ შთაბეჭდილებას ნუ მიენდობი. დახვეწილი, ყვავილებიანი დეკორი, შესაძლოა, ფუფუნების მინიშნებად მოგეჩვენოს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ფასები საშუალო  მაჩვენებლის დიაპაზონში ვარირებს და არც ერთი თეთრის დახარჯვას არ ინანებ, რადგან ეს ამად ნამდვილად ღირს! რატომ არის ,,ლა ბოემი“ ასე განსაკუთრებული? ადგილი წარმოადგენს მულტიფუნქციურ ლაუნჯს და რესტორანში შეგიძლია…

  • რევიუ,  სასტუმრო,  საქართველო

    ფაბრიკა – კრეატიული სივრცე შენთვის და შენი მეგობრებისთვის

    თუ შენი რომელიმე უცხოელი მეგობარი თბილისში ჩამოსვლას აპირებს, აუცილებლად ურჩიე ფაბრიკის ჰოსტელი. ქალაქში უამრავი სხვადასხვა დაბალბიუჯეტური სასტუმროა, თუმცა ჰოსტელი ფაბრიკა მათგან ყველაფრით გამოირჩევა. პირველ რიგში, იმით, რომ აქ საბჭოთა პერიოდში ქალის ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკა „ნინო“ იყო განთავსებული. დამერწმუნე ნებისმიერი უცხოელი აღფრთოვანდება აქ დარჩენის იდეით. ე.ნინოშვილის 8 ნომერში განთავსებული სივრცე საკმაოდ ახლოსაა ცენტრთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებთან. ჰოსტელი ფაბრიკა შარშან, 2016 წლის ივლისში გაიხსნა და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარულიც  გახდა. უქმეებზე აქ საკმაოდ ბევრი ხალხი მოდის, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ისე თბილისში მცხოვრები ექსპატები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ქალაქის ისე ქვეყნის მასშტაბით არსებული ქარხნები განადგურდა და დღეს ბევრი ისევ მიტოვებულია. რამდენიმე წლის წინ ქართულმა კომპანიებმა გადაწყვიტეს რომ ქარხანა „ნინო“ სხვა ფუნქციით აეღორძინებინათ.…