fbpx
აქსესუარი
აქსესუარები

9 აქსესუარი, რომელიც მოგზაურობისას უნდა გქონდეს

კომფორტული მოგზაურობისთვის აუცილებელია გქონდეს სწორად შერჩეული ნივთები. დღესდღეობით მოგზაურობისთვის ძალიან ბევრი აქსესუარი არსებობს, რაც  არჩევანის გაკეთებას თავისთავად ართულებს.

იმედი მაქვს დაგეხმარები სწორად შეარჩიო ისეთი აქსესუარი, რომელიც მოგზაურობას გაგიადვილებს. პირადად მე, ამ ყველაფერს თითქმის ყველა მოგზაურობისას ვიყენებ.

აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ: პირადი ჰიგიენის პატარა ბოთლები

ყველამ ვიცით, რომ ავიაკომპანიებს ბარგზე კონკრეტული შეზღუდვები აქვს. მთელი ბოთლი პირადი ჰიგიენის საშუალებების წაღება არც კომფორტულია, ადგილსაც იკავებს და ჩემოდანს წონასაც მატებს.

მე ასეთ პატარა ბოთლებს ვიყენებ, რომლებშიც თავის მოვლის სხვადასხვა  საშუალებებს ვასხამ და მთელი მოგზაურობისას მყოფნის. ბოთლების ატანა ხელბარგშიც შემიძლია და არავინ არაფერს მეტყვის.

აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ: კოსმეტიკის ჩანთა

აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ:

მოგზაურობისას ჩემთვის მნიშნველოვანია ყველაფერი ადვილად მოვძებნო და ხშირად გამოყენებადი ნივთები ერთად იყოს თავმოყრილი. სწორედ ამიტომ, ყველაფერი ასეთ კოსმეტიკის ჩანთაში მაქვს.

ჩანთაში პატარა ბოთლებს, წამლებს, სახის მოვლის საშუალებებსა და პირველადი დახმარების ნივთებსაც მშვენივრად ვატევ.

ამ კონკრეტულ ჩანთას პატარა ჩამოსაკიდიც აქვს, რომელიც მიადვილებს სააბაზანოში ჩამოსაკიდზე დაკიდებას და ადვილად შემიძლია ვიპოვო რაც მჭირდება.

აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ:  ყურსასმენები

უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვუსმენ აუდიო წიგნებს. ჩემი Skullcandy-ს ყურსასმენები აუცილებელი ნივთია მოგზაურობისას. ის  კარგად ახშობს გარე ხმაურს, ძალიან კარგი ხმა აქვს და რაც მთავარია Bluetooth-ითაც უკავშირდება ტელეფონს.

აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ: ბალიში

აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ:

ამ სიაში ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი აქსესუარი ბალიშია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ხანგრძლივი ფრენა და ავტობუსით მგზავრობა მიწევს.

აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ: ნიღაბი

ამას ჩვეულებრივ, ყოველდღიურადაც ვხმარობ. უამრავი მსგავსი ნიღაბი მქონია, მაგრამ ყველაზე კარგი ისაა, რომელსაც შიგნით გამაგრილებელი გელი აქვს. გელი ხელს უშლის ძილისგან თვალების შეშუპებას.

აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ: პასპორტის საფულე

ეს პირველად მაშინ ვიყიდე, როდესაც აზიაში 213 დღის გატარებას ვგეგმავდი. საფულეს რამდენიმე განყოფილება აქვს სადაც შეგიძლია სხვადასხვა მნიშნველოვანი დოკუმენტი შეინახო. აქ მიდევს ვაქცინაციის ცნობა, პასპორტი, ფული, საკრედიტო ბარათები, და ა.შ.

ყოველდღიურ საფულედ მისი გამოყენება ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ იმისათვის რომ ფულის ნაწილი და მნიშნელოვანი დოკუმენტები ზურგჩანთის შიგნითა ჯიბეში კარგად დამალო, ფანტასტიკურია!

აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ: პირსახოცი

მოგზაურებისთვის სპეციალური პირსახოცებიც არსებობს, რომელიც წუთებში შრება, ანტი-ბაქტერიულია, თხელი და დიდ ადგილს არ იკავებს!

აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ: დასაპრესი ჩანთები

ეს დასაპრესი ჩანთები კარგია ლაშქრობისთვის განკუთვნილი ზურგჩანთისთვის. იგი კარგად პრესავს სქელ და მძიმე ტანსაცმელს, რომელიც ჩანთაში დიდ ადგილს იკავებს.

აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ: დასაკეცი ზურგჩანთა

ჩემს სიაში ახალი შენაძენია. 10 ლიტრის მოცულობის ზუგრჩანთა კომპაქტურია, მაშინ როდესაც მხოლოდ ხელბარგით მიდიხარ სადმე და არ მიგაქვს ორი ჩანთა. მასში ყველა საჭირო ნივთი ეტევა. თან, დაკეცილი იმდენად პატარაა, რომ შეგიძლია ჯიბითაც კი ატარო და საჭიროებისამებრ გამოიყენო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.