კომფორტულად მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი კარგი ზურგჩანთაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობის შემდეგ, სადაც ძალიან არაკომფორტული და უამრავი უსარგებლო ნივთით ამოტენილი ზურგჩანთა დამქონდა,  მოგზაურობის ჩვევები საკმაოდ შემეცვალა. მას შემდეგ რაც კარგა ხანი ვიკვლიე, თუ რომელ ბრენდს ანიჭებდნენ გამოცდილი მოგზაურები და მოხეტიალე ადამიანები უპირატესობას, მოვედი ოსპრეისთან. და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ვენდე მათ რევიუებს, რჩევებს და სწორედ ეს ჩანთა ვიყიდე.

ჩალაგებული ზურგჩანთა პატარა ჩანთის გარეშე

მაშ ასე, თუკი ეძებ კარგ ზურგჩანთას, შენს წინაშეა ოსპრეი Farpoint 55-ის რევიუ, არჩევანი რომ უფრო მარტივად გააკეთო.

ამ პოსტის სპონსორი არ არის თვითნ კომპანია და არც მე მაქვს რაიმე ტიპის კავშირი ამ ბრენდთან. ეს არის ჩემი გულწრფელი და სუბიქტური რევიუ.

რატომ ოსპრეი Farpoint 55?

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამოგზაუროდ, რა თქმა უნდა, ზურგჩანთით ვიყავი წასული. ვაღიარებ, ის ზურგჩანთა საკმაოდ ბიუჯეტური იყო, როგორც მთელი ჩემი მოგზაურობა და შესაბამისად არც ბარგში მინდოდა დიდი თანხის გადახდა. რაღაც დროის შემდეგ, რაც ,,ოფიციალურ“ მოგზაურად ვიქეცი, მივხვდი რომ დიდი შეცდომა დავუშვი. ძველი ჩანთა, არამხოლოდ მტეკნდა წელსა და მხრებს, არამედ, მალევე, ტვირთისგან და შიგადაშიგ მძღოლების გაუფრთხილებელი მოპყრობისგან ნაკერები გაერღვა და ბევრ ადგილას გაიხა.

უფლისციხე

ასევე მალე გავიაზრე, რომ ჩანთა, რომელსაც მხოლოდ თავი ეხდება, ძალიან დიდი თავისტკივილია მოგზაურისთვის, რადგან ყოველ ჯერზე სასურველი ნივთის საპოვნად ყველაფრის ამოლაგება მიწევდა. ასე რომ, ხორვატიაში გამგზავრებამდე, გადავწყვიტე მეყიდა გამძლე, კომფორტული და ჩემოდნის ტიპის გასახსნელის მქონე ზურგჩანთა. ინტერნეტში წაკითხულიდან და დანახულიდან მალევე დავასკვენი, რომ ოსპრეის ბრენდით ყველა კმაყოფილი იყო. და გადავწყვიტე, დამეჯერებინა და მეცადა აქამდე ჩემთვის სრულიად უცხო ბრენდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე მოვიქეცი!

ოსპრეის ზურგჩანთები ნებისმიერი ტიპის მოგზაურს დააკაყოფილებს, რადგან არის სხავდასხვა ზომის, ფერის, ტიპის, მსუბუქი, გამძლე და ძალიან მოსახერხებელი თავისი მარტივი დიზაინით. ოსპრეი Farpont-ს აქვს ორი გენიალური მახასიათებელი – ჩემოდნის ტიპის გასახსნელი ელვაშესაკრავი და კარგად გადანაწილებული სამკლაურები, როგორც კლასიკურ სალაშქრო ზურგჩანთებს აქვთ ხოლმე.

ოსპრეი Farpoint 55-ის დაწვრილებითი მიმოხილვა

მოდი, ახლა უფრო დეტალურად მოგიყვებით, თუ რატომ შემიყვარდა ეს ზურგჩანთა ასე ძალიან.

ოსპრეი Farpoint 55 ზომის შესახებ

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოსპრეის ეს მოდელი ავარჩიე, არის მისი ზომა და ტევადობა – 40 ლიტრიანი ჩანთა, რომელსაც ემაგრება და ეხსნება 15 ლიტრიანი პატარ ზურგჩანთა. ეს დამატებითი დეტალი წარმოუდგენლად მოსახერხებელი რამეა! მისი წყალობით აღარ მჭირდება დამატებით ჩანთის ტარება ფოტოაპარატისთვის და სხვა წვრილმანი ნივთებისთვის, მაშინ როდესაც უბრალოდ ქუჩებში სასეირნოდ გავდივარ. შემიძლია ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი თუ საჭირო რამ ამ პატარა ზურგჩანთაში ჩავილაგო და აღარ ვიდარდო სასტუმროში დატოვებული ნივთების უსაფრთხოებაზე.

ელვა შეგიძლია ბოქლომით ჩაკეტო მეტი უსაფრთოხებისთვის

თუმცა, თუ ეს დამატებითი ზურგჩანთა შენთვის დიდად პრიორიტეტული არ არის, მაშინ შეგიძლია თანხა დაზოგო და Farpoing 40 მოდელი იყიდო. ორივე მათგანი – Farpoint 55 და Farpoint 40 – ხელბარგის ზომისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითმფრინავში მათი ატანა სრულიად დაშვებულია და მათი ცალკე ბარგად ჩაბარება არ მოგიწევს. Farpoint 70 გაცილებით დიდი ზომისაა და ძალიან კარგი არჩევანია, თუკი ბარგის ჩაბარების პრობლემა არ გაქვს და არც ლოდინი გეზარება ხოლმე ყოველი ფრენისას.

დანაყოფები პატარა ზურგჩანთაში

ოსპრეი Farpoing 55-ის ზომის არჩევისას ძალიან ყურადღებით უნდა იყო. არსებობს ორი ზომა: S/M (60სიმაღლე X 33სიგანე X 30დიამეტრი) და M/L (63ს X 33ს X 30დ). შენთვის საუკეთესო ვარიანტის ასარჩევად შეგიძლია, ოსპრეის ოფიციალურ გვერდზე შეხვიდე და მათი საზომი სტანდარტის მიხედვით შეისაბამო რომელი ვარიანტიც უფრო გაწყობს. მე სიმაღლეში 175სმ. ვარ და S/M ზომა ჩემთვის ზედგამოჭრილია.

პატარა ზურგჩანთის გარეთა ჯიბე სადაც შეგიძლია გასაღები დაამაგრო

ტექნიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ეს ჩანთა დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების კანონების მიხედვით ხელბარგის მოცულობებს სცდება, მაგრამ მე არცერთხელ შემქმნია პრობლემა მის ბორტზე ატანაზე პეგასუსითა და ვიზეარით ფრენისას.

ჩანთას აქვს საკიდების კარგი სისტემა

საკიდების ძალიან კარგი სისტემა აქცევს Osprey Farpoint 55-ს სატარებლად ძალიან მოხერხებულ ჩანთად. რადგანაც მე წელისა და ხერხემლის პრობლემა მაქვს, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია წონის თანაბრად გადანაწილება.

მთლიანი ზურგჩანთის უკანა მხარე

მხრის ღვედები ძალიან მყარი და ნაზია, სწორედ ამიტომ დიდხნიანი სიარულის შემდეგაც კი, როცა ჩანთა სრულიად სავსეა, მხრები თითქმის არც გტკივდება. მეტიც, მათი შენს ზომაზე მორგება ძალიან მარტივია. ჩანთის რბილი და მყარი წელის შესაკრავი მთლიან სხეულზე ანაწილებს წონას, რაც ძალიან იშვიათია სამოგზაურო ჩანთებს შორის.

შეგიძლია მხრის და წელის ღვედები ასე დამალო

ოსპრეის უმეტეს ჩანთას აქვს კიდევ ერთი დამატებითი დეტალი, სამხრეები და წელის შესაკრავი იკვრება, რაც იცავს მათ უხეში მოქცევისას დაზიანებისგან.

იხსნება როგორც ჩემოდანი

Osprey Farpoint 55 ზურგჩანთა იხსნება ჩემოდანივით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩანთას აქვს წინა ელვაშესაკრავი, ძალიან მარტივია საჭირო ნივთის მოძებნა და ამოღება ისე, რომ მთლიანი ჩანთის ამოლაგება არ დაგჭირდეს ზედა გასახსნელიდან. დამიჯერე, ეს ძალიან ამარტივებს საქმეს. ჩემმა ქმარმა, ოთომაც კი, რომელიც ჩემ მიერ ამ ჩანთის ყიდვას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა, თქვა რომ შემდეგ საერთო მოგზაურობაში თავის ჰიგიენის ჩანთას ჩემთან ჩადებს.

ჩემოდანივით იხსნება და ბევრ ტანსაცმელს იტევს

ჩანთის სივრცე ნამდვილად არ არის უზარმაზარი, მაგრამ საკმარისია. მე იმდენი რამე ჩამიტევია, მათ შორის კაბა ქორწილისთვის, სანდლები, საჩუქრები მეგობრებისთვის, ტანსაცმელი 23 დღისთვის, ქუდი და ყველა აუცილებელი ნივთი.

მოხსნად-მიმაგრებადი პატარა ზურგჩანთა ნამდვილი ხსნაა

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ მოდელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლიუსი მისი წინა, მოხსნად-მიმაგრებადი პატარა ზომის ზურგჩანთაა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ საჭიროებისას ძალიან საჭირო ნივთები ჩაყარო შიგნით და მსუბუქად იარო. შეიძლება იფიქრო, რომ როდესაც ჩანთა ზედაა მიმაგრებული, თითქოს სახიფათოა და ქურდებისგან დაცვა გაჭირდება, რაც სრულიად სწორი ეჭვია, მაგრამ პატარა ჩანთას ერთ მხარეს ჯიბე ელვაშესაკრავით ეკვრება და ასევე ღვედები, რომლითაც ის მიმაგრებულია მთავარ ჩანთაზე, არც ისე მარტივი გასახსნელია, რაც დამატებით დაცვას წარმოადგენს. ანუ მე დიდად არ ვიდარდებდი თქვენს ადგილას, ამ ჩანთაში მნიშვნელოვანი ნივთების ჩალაგებისას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

და თუ მაინც ღელავ ამ პატარა ჩანთის დაუცველობაზე, შეგიძლია, მოხსნა და წინიდან დაიკიდო, ასე ნამდვილად ვერავინ ვერაფერს გამოგაპარებს.

შეგიძლია ჩვეულებრივ ჩანთასავით ატარო

სამკლაურებისა და წელის შესაკრავის გარდა, Osprey Farpoint-ს აქვს ორი დამატებითი სახელური – თავსა და ბოლოში. შესაძლოა, ეს ერთი შეხედვით დიდი არაფერი დეტალია, მაგრამ სადმე დადებისას და ჩამოღებისას ძალიანაც მოხერხებულია და საქმესაც ამარტივებს. თან, საჭიროებისას ან სურვილისამებ, მხარზე მოკიდების გარეშეც შეძლებ ტარებას.

ვერდიქტი

მგონი, მეტი არაფრის დამატება აღარ არის საჭირო და ისედაც ცხადია, როგორ ვისიამოვნე ხორვატიაში მოგზაურობისას ჩემი Osprey Farpoint 55-ით. ჩანთას დიდად მინუსები არ აქვს, ერთადერთი რაც მახსენდება მთავარი ჩანთის შიდა სივრცეა. მას აკლია ჯიბეები და საორგანიზაციო გამყოფები, თუმცა ამ საკითხს სპეციალური პატარ-პატარა სათავსოები მარტივად აგვარებს.

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here