დაიწყე აქ

გამარჯობა 😊 გინდა, რომ მთელი დედამიწა მოიარო, გაუჩერებლად იმოგზაურო, მაგრამ გგონია, რომ ამისთვის ძალიან ბევრი ფულია საჭირო? მმმ… ცოტა არ იყოს და – ცდები!

სინამდვილეში, მოგზაურობა ძალიანაც იაფია, უბრალოდ უნდა იცოდე სხვადასხვა ხრიკები.

აქვე გეტყვი, რომ ძალიან კარგ ადგილას ამოყავი თავი, რადგან ამ გვერდს კითხულობ 

მე ბაია ვარ და მიხარია შენთან ,,შეხვედრა“ 😊

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მოწოდებით – მოხეტიალე და უკიდეგანოდ მეოცნებე. თავის დროზე ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორობას თავი გავანებე, მოვიკიდე ზურგჩანთა და გავუდექი თავგადასავლებით სავსე გზას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ. სწორედ აქ გადავეყარე ჩემს ყველაზე დიდ ვნებას – მოგზაურმწერლობას.

ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ვიმოგზაურო ნაკლებად ცნობილ და ასევე პოპულარულ ადგილებში, გამოვიყენო გამოცდილი რჩევები და აღმოვაჩინო ახალი, საჭირო, ეფექტური ხრიკები. დიდი სიამოვნებით გაგიზიარებ ყველაფერს, რაც იაფად მოგზაურობაში დაგეხმარება.

თუ გაინტერესებს, ვინ ვარ მე, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რა იყო მთავარი მოტივატორი და ა.შ., აი, აქ მიაკლიკე.

თუ გარკვეული ადგილებით ხარ დაინტერესებული და გინდა მოტივაცია გაგეზარდოს, მაშინ ყველაზე მეტად წაკითხულ მიმართულებებს აქ იპოვი:

აქ კი ის დანარჩენი ადგილებია, სადაც მიმოგზაურია.

გინდა გაიგო, სად და როგორ უნდა იყიდო ყველაზე იაფად ფრენის ბილეთები? აბა, აი, ესენი შეამოწმე:

მოგზაურობის უკეთ დასაგეგმად, აქ შემოიხედე:

თუ არ იცი, რა უნდა იქონიო თან მოგზაურობისას, მაშინ ეს პოსტი ძალიან დაგეხმარება.

რაც მთავარია, ძალიან გამიხარდება თუ სოციალური ქსელების საშუალებით უკეთ გაგიცნობ. ამისათვის რამდენიმე საშუალება არსებობს: შეგიძლია ინსტაგრამზე გამომყვე

ან ფეისბუქგვერდზე, ტვიტერსა და პინტერესტზე სიახლეებს ადევნო თვალი და არაფერი გამოგრჩეს.

დაუვიწყარ თავგადასავლებს გისურვებ და თუკი სადმე, დედამიწის რომელიმე წერტილში ერთად მოვიყრით თავს და შემთხვევით მიცნობ კიდევაც, ააააუცილებლად გამომეცნაურე, დარწმუნებული ვარ, უამრავი რამ გვექნება ერთმანეთისთვის გასაზიარებელი 😊

თუ აქამდე არ გამოგიწერია, შეგიძლია, ჩემი ბლოგის სიახლეები გამოიწერო და პერიოდულად გაეცნო საინტერესო და საჭირო ინფორმაციას.