სუხოტაი – სიამის უძველესი დედაქალაქი

1
50
views
Sukhothai. ტაილანდი

უხოტაი ჩრდილოეთ ტაილანდის პატარა ქალაქია. მისი სახელწოდება ქართულად „ამაღლებულ ბედნიერებას” (the raising of happiness) ნიშნავს და დედაქალაქიდან ავტობუსით 7 საათის სავალზეა.

ბანგკოკში ავტოსადგურები რეგიონების მიხედვით ნაწილდება. ჩრდილოეთის მიმართულებით ტრანსპორტი ჩრდილოეთის ავტოსადგურიდან გადის. იგი Mo Chit BTS Skyline გაჩერებასთან მდებარეობს. ბილეთის ფასია 279 ბატი ($8.50). ავტობუსები სტანდარტულია, კონდიციონერითა და 20 წუთიანი შესვენებით.

როგორ მოვხვდეთ ქალაქის ცენტრში

სუხოტაიში ჩასვლისას, პირველი რასაც ამჩნევ, მინი ავტობუსად გადაკეთებული პიკაპ მანქანებია. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ასეთი ტიპის ტრანსპორტს „სონგტაო“ ჰქვია. სოგნტაოებს ქალაქის ცენტრამდე 50 ბატად მიჰყავხარ.

ქალაქში დაახლოებით 4 საათისთვის ჩამოვედით და პირველ რიგში სასტუმროს ძებნა დავიწყეთ.

ქალაქის ცენტრში ახლად გახსნილ ოჯახურ სასტუმროზე Somprasong შევაჩერეთ არჩევანი. სასტუმროს ეზო, ბარი და პიცის რესტორანი აქვს.

დიასახლისი თაი, საოცრად გემრიელ პურს, ბურგერებსა და პიცას აცხობს.

ისტორიული პარკი ქალაქის ცენტრიდან 14 კმ-შია და იქამდე მისვლა სონგტაოთი შეგიძლია 30 ბატად.

სუხოტაი, ტაილანდის (ყოფილი სიამი) დედაქალაქი, ჩვენი წელთაღრიცხვით მე-13-16 საუკუნეებში იყო.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული პარკი 45 კვ. კმ-ზეა გაშლილი და ნაწილობრივ აღდგენილ ქალაქის ნანგრევებს მოიცავს.

პარკის ცენტრალურ ნაწილში 11 ისტორიული ადგილი და ოთხი დიდი აუზია, ხოლო დანარჩენი 70 მონუმენტი კედლის მიღმაა მიმოფანტული.

არქიტექტურა ნამდვილად რომ ღისშესანიშნავია. უზარმაზარი ბუდას ქანდაკებებით დამშვენებული. პარკში სიარულისას თვალწინ გიდგება ის დიდება, რაც ოდესღაც ქალაქს ჰქონდა.

პარკი 3 ზონადაა დაყოფილი და თითოეულში შესვლა 100 ბატი ღირს.

ყველაფრის დასათვალიერებლად უმჯობესია ველოსიპედი ან მოტოციკლეტი იქირაო. თუმცა ცენტრაული ნაწილი ფეხითაც შეგიძლია შემოიარო. გაითვალისწინე, რომ მინიმუმ ნახევარი დღე მაინც დაგჭირდება.

Wat Mahathat – ყველაზე შთამბეჭდავი მონუმენტი, რომელსაც ბუდას დიდი ქანდაკება ამშვენებს. ნახევრად დანგრეულ სვეტებს შორის ბუდა მჯდომარე პოზაშია. ორი სვეტის ორივე მხარეს კი ბუდას ორი მდგომი ქანდაკება დგას.

Wat Sa Si – ან „გუბურის წმინდა მონასტერი“ (Sacred Pond Monastery) პატარა კუნძულზე მდებარეობს და მისასვლელად ლამაზი ხიდის გავლაა საჭირო.

ძნელია ყველა მონუმენტის აღწერა. პარკში ყოფნა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ცოტა ხნით გავიწყდება კიდეც, რომელ ეპოქაში ხარ.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge