ხალი, უცხო მიმართულებით მოგზაურობის დასაგეგმად ათასობით აპლიკაცია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მოგზაურობის დაგეგმვა  კომპიუტერის დახმარებით მირჩევნია, ზოგჯერ მობილური აპლიკაციები გაცილებით მოხერხებულია, რადგან მოკლედ და კონკრეტულად, ერთად თავმოყრილს გიჩვენებს ყველაფერს რაც საჭიროა.

ამ სტატიაში, მოგიყვებით ჩემს ერთ-ერთ ახალ აღმოჩენაზე – Sygic Travel App-ზე, რომელიც არამხოლოდ აჩვენებს ყველა მნიშვნელოვან და არგამოსატოვებელ დასათვალიერებელ ადგილს, არამედ გეხმარება შენივე დაგეგმილ მარშრუტთან ამ ყველაფრის შესაბამებაში. აპლიკაციის კიდევ ერთი უდიდესი პლიუსი კი არის ის, რომ ამ ყველაფრის გაკეთება კომპიუტერითაც შესაძლებელია.

რატომ Sygic Travel App?

Sygic Travel All სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომია Android-სა და iOS სმარტფონებისთვის. აპლიკაციაში თავმოყრილია საუკეთესო ტურისტული ადგილები, ინფორმაცია ქალაქებისა და ქვეყნის შესახებ ამოღებულია Wikivoyage-დან. ასევე მასში დატანილია მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, ავტობუსის გაჩერებები, კვების ობიექტები და ა.შ. აგრეთვე გაძლევს საშუალებას მოგზაურობის დაგეგმვისას დაამატო სასურველი ახალი ნიშნული, ჩამოტვირთო ოფლაინ რუკა და ქალაქისა თუ ქვეყნის მასშტაბით მარტივად გადაადგილდე ინტერნეტთან წვდომის გარეშე. მოკლედ რომ ვთქვა, ყველაფერი რაც გჭირდება კომფორტული მოგზაურობისთვის, ამ აპლიკაციაშია თავმოყრილი.

Sygic Travel App-ის უფასო ვერსიის მახასიათებლები

თავდაპირველად, აპლიკაციის გამოსაყენებლად ანგარიშის შექმნა დაგჭირდება, რათა ნებისმიერი ცვლილება სწორედ ამ ანგარიშის საშუალებით სხვა მოწყობილებშიც აისახოს.  როგორც კი აპლიკაციაში შეხვალ, ქვემოთ რამდენიმე ღილაკს დაინახავ: ძებნა, მეგზური, ტურები, სასტუმროები და მოგზაურობა.

აპლიკაცია იყენებს მონაცემებს შენი ადგილმდებარეობის შესახებ და ყველა საჭირო ინფორმაციას თავისით მოგაწვდის მიმდებარე არეზე. თუკი, აპლიკაციას უცნობი ქალაქის ან ქვეყნის მიმართულებით მოგზაურობის დასაგეგმად იყენებ, მაშინ შეგიძლია ,,ძებნის“ ველში ჩაწერო და გაეცნო ინფორაციას სასურველ ადგილზე.

ძებნა

ძებნის ველი ძალიან კომპლექსურია. ახალი ქალაქის შესახებ ინფორმაციის ძიების პარალელურად შეუძლია მოიპოვოს ცნობები: კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე, კვების ობიექტებზე, სავაჭრო ცენტრებზე, მუზეუმებზე, ოჯახურ-მეგობრულ ადგილებზე, ავტობუსისა და მატარებლის სადგურებზე, ღამის კლუბებზე, ქალაქგარე დასასვენებელ  და ღამისგასათევ ადგილებზე. როგორც კი რომელიმე მათგანის ძიებას მიუთითებ, შესაბამისი კატეგორიის ნიშნულები ჩნდება რუკაზე. თუკი ინტერნეტ სივრცეში, ამ ადგილებზე სურათებიც მოიპოვება, ნიშნულებთან ერთად ეს სურთებიც შენს რუკაზე ამოყოფს თავს.

აპლიკაციაში დატანილ ნებისმიერ ადგილს, იქნება ეს რესტორანი, ღამისგასათევი ადგილი, ღირსშესანიშნაობა თუ სავაჭრო დახლი, ,,თავზე“ დატანილი აქვს სამი ფუნქცია: ,,ნავიგაცია“, ,,რჩეული“, ,,მოგზაურობაში დამატება“.

ნავიგაცია

ნავიგაციის ფუნქციის გამოსაყენებლად, დამატებითი აპლიკაციის – Sygic GPS და სასურველი ქვეყნის რუკის ჩამოტვირთვა დაგჭირდება. ფუნქციების ღილაკი უჩვენებს ინფორმაციას მარშრუტის შესახებ და ასევე შესაძლებელია მიმართულების ცვლილება – გარკვეული ადგილების დამატება ან ამოკლება. ნავიგაცია მუშაობს ფეხითმოსიარულეთათვის და სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც. ამ ნავიგაციის დამატებითი უპირატესობა არის ისიც, რომ ის უჩვენებს ადგილებს, სადაც ვიდეო კონტროლი მიმდინარეობს და მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეიძლება დაჯარიმდე. ამ აპლიკაციის გამოყენებით, ძალიან მარტივად აირიდებ თავიდან ზედმეტ ჯარიმებს მოგზაურობისას.

რჩეული ადგილები

ამ ღილაკს დიდად ახსნა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ მაინც დავაკონკრეტებ. როდესაც შენთვის საინტერესო ადგილს იპოვი, მონიშნავ ,,გულის“ სიმბოლოთი და აპლიკაცია პირდაპირ გადაიტანს მას რჩეულების სიაში. საჭიროებისას კი რჩეულ ადგილებს უფრო მარტივად იპოვი ცალკე განყოფილებაში ერთად თავმოყრილს.

მოგზაურობაში დამატება

ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფუნქციაა. თავდაპირველად უთითებ სამოგზუროდ სასურველ ქალაქსა და მოგზაურობის თარიღებს. შემდეგ ამატებ ყველა წერტილს, რომლის ნახვაც გინდა და ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. დროს ზოგავს და ძალიან მოხერხებულია.

მეგზური

გიდი გაძლევს ინფორმაციას იმ ადგილზე სადაც ახლა ხარ ან რომელიც მოძებნე. ასევე გაძლევს კომპანიების მიერ შემოთავაზებული ტურების ჩამონათვალს, მიმდებარედ არსებულ საუკეთესო სასტუმრო სახლებს და სხვადასხვა მიმართულებებს შენი ათვლის წერტილიდან. აღსანიშნავია, რომ ღამისგასათევი ადგილები გადმოტანილია Booking.com-დან და შესაბამისად გიჩვენებს მოკლე ინფორმაციას ადგილის შესახებ სურათებითურთ, მომხმარებლების შეფასებებსა და მისამართს. 

მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში ვაპირებ 20 დღიან მოგზაურობას. ჩემი პირველი გაჩერება იქნება გორი. რადგანაც ქალაქი საკმაოდ პატარაა და არც ისე ბევრი დასათვალიერებელი ადგილი აქვს, შესაბამისად აპლიკაციის გიდიც ბევრ ინფორმაციას არ იძლევა.

ტურები

ტურების განყოფილება გიჩვენებს შენს მიერ არჩეული ადგილის ირგვლივ ადგილობრივი კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ტურებს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ნაკლებ დროში ბევრის და განსაკუთრებულის მოსწრება უნდა. ჩამონათვალში ასევე მითითებულია ფასი, ხანგრძლივობა და მომხმარებელთა რევიუები. როგორც კი ტურს აირჩევ ან დაინტერესდები, აპლიკაცია გადაგამისამართებს დაჯავშნის გვერდზე, სადაც გაცილებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებ დაგეგმილი ტურის დადებით მხარეებზე, დასათვალიერებელ ღირსშესანიშნაობებსა და შეხვედრის ადგილზე.

სასტუმროები

ტურების განყოფილების მსგავსად, ეს სიაც კერძო ქალაქებსა და ადგილებს ეხება. შემოთავაზებული ადგილი შეგიძლია გაფილტრო საცხოვრებელი ტიპის, ვარსკვლავების, რევიუების ქულების ან ხელსაყრელი პირობების მიხედვით. როგორც კი აირჩევ შენთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტს, აპლიკაცია გადაგამისამართებს ცალკე განყოფილებაში სადაც დეტალური ინფორმაციაა ადგილმდებარეობასა და ნავიგაციაზე Bookin-com-ის ქულასთან ერთად. 

მოგზაურობა

აქ შეგიძლია დაგეგმო შენი მომავალი მოგზაურობა იმ ადგილის დამატებით, სადაც აპირებ წასვლას. თარიღების დამატებისთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეგიძლია ნელ-ნელა შეავსო სასურველი ადგილებით. მეტიც, საშუალებას გაძლევს ჩაამატო შენიშვნები, შეცვალო მოგზაურობის სახელი, მოიწვიო სხვები და შემდეგ ერთობლივად იმუშაოთ გეგმაზე, შეცვალოთ თარიღები ან თუნდაც გააზიაროთ თქვენს სოციალური ქსელებში.

Syguc Travel App-ის უფასო ვერსიის ნაკლები

სამწუხაროდ, აპლიკაციის უფასო ვერსია შეზღუდული შესაძლებლობისაა. მაგალითად, უფასო ვარიანტის შემთხვევაში ოფლაინ რუკებს ვერ ჩამოტვირთავ. არც მოძებნილი ადგილის შესახებ ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. თუმცა, ნავიგაცია და სხვა ფუნქციების გამოყენებას მაინც შეძლებ.

Sygic Travel Premium-ის მახასიათებლები

პრემიუმ პაკეტს ყიდულობ 9.99$-ად უვადოდ. ასე იაფად შეძლებ აპლიკაციის ყველა ფუნქციისა და უპირატესობის გამოყენებას, რომლებიც უფასო ვერსიას არ მოჰყვება. ესენია: ინფორმაცია სასურველი ადგილის შესახებ, ოფლაინ რუკები, სურათების დამატება სხვადასხვა ადგილებზე, რომ მერე სხვა მოგზაურებმა გამოიყენონ, ადგილის შეფასება და სხვების რევიუების ნახვა.

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here